დავით ქართველიშვილი: ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობა ურთულეს პერიოდში, შიდა სახელისუფლებო ღალატის პირობებში ჩაიბარა - ფაქტობრივად, დღეს არა წლის, არამედ 9 თვის შთამბეჭდავი ანგარიში მოვისმინეთ
დავით ქართველიშვილი
ფოტო: Facebook
ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობა ურთულეს პერიოდში, შიდა სახელისუფლებო ღალატის პირობებში ჩაიბარა - ფაქტობრივად დღეს არა წლის, არამედ 9 თვის შთამბეჭდავი ანგარიში მოვისმინეთ, - ამის შესახებ Facebook-ზე ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს.
„ძალიან ძნელია მთავრობის წლიური ანგარიში მოკლე თეზისებში მოაქციო, განსაკუთრებით, როდესაც ამ მთავრობას ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს.
- ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობა ურთულეს პერიოდში, შიდა სახელისუფლებო ღალატის პირობებში ჩაიბარა - ფაქტობრივად დღეს არა წლის, არამედ 9 თვის შთამბეჭდავი ანგარიში მოვისმინეთ
- ხელისუფლებამ მორიგი საარჩევნო რაუნდი მოუგო ოპოზიციას, მოუგო დამაჯერებლად, ე.წ. „რეფერენდუმის“ თვალსაჩინო გადალახვით
- 2022 წელს დაგეგმილია როგორც მინიმუმ 6%-იანი ეკონომიკური ზრდა და ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს ისტორიული მაქსიმუმის მაჩვენებელზე გაყვანა
- პენსიების ზრდასთან ერთად, დაგეგმილია საჯარო სექტორში ხელფასების 10%-იანი მატება
- მოსახლეობის ვაქცინირების პროცესის შეუფერხებლად მიმდინარეობისათვის, ხელისუფლებამ წელსაც შეუქმნა ყველა პირობა და ეს მიდგომა გაისადაც შენარჩუნდება
- მომავალ თაობებზე ზრუნვით იყო განპირობებული ონლაინ-კაზინოებთან მიმართებაში ახალი რეგულაციების შემოღება
- სოციალურად ორიენტირებული ნაბიჯი იქნა გადადგმული მედიკამენტების ფასწარმოქმნის პოლიტიკის გადახედვის კუთხით
- აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი კონკრეტული, პრაქტიკული პრეფერენციების მქონე შედეგებით დასრულდა - მსოფლიოს ფინანსურ გიგანტთან, "როტშილდის" კომპანიასთან ერთად დაწყებულია მუშაობა ქვეყნის რეგიონულ ფინანსურ ჰაბად გადაქცევის კუთხით
- უსაფრთხოების, კორუფციასთან ბრძოლის, საინვესტიციო მიმზიდველობის და სხვა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ინდიკაციის მიხედვით, მიმდინარე წელს საქართველოს სარეიტინგო პოზიციებმა მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადეს
- საქართველომ მნიშვნელოვანი მედიატორ/შემრიგებლის როლი შეასრულა სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში და აგრძელებს ამ კუთხით მნიშვნელოვანი რეგიონული მოთამაშის პოზიციების განმტკიცებას
- ამბიციური კამპანიის ფარგლებში, იწყება სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასაქმების ფართომასშტაბური პოლიტიკის განხორციელება
- „აგროკრედიტის პროგრამით“ გათვალისწინებული პროექტების ხორცშესხმაზე დაგეგმილია 121 მილიონი ლარის დახარჯვა
- „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში, 1000-მდე პროექტი უკვე განხორციელდა და ეს პროცესი მომდევნო წელიწადსაც გააქტიურდება
- გრძელდება სახელმწიფო ვალის შემცირების ტენდენცია - 2024 წლამდე ეს მაჩვენებელი მშპ-ს 50%-ს ჩამოსცდება
- 2022 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის მიღებული იქნა რეკორდული, 3,3 მილიარდი ლარის ოდენობის ბიუჯეტი
- შენარჩუნდება და განმტკიცდება ხელისუფლების კოორდინაცია ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებთან
- მიწის რეგისტრაციის, საყოველთაო ჯანდაცვის, სამხედროების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების, უმაღლესი განათლების, სპორტის, კულტურის სფეროებში განსახორციელებელი ამბიციური გეგმები და მრავალი-მრავალი სხვა - ხაზგასმული პრემიერ-მინისტრის ანგარიშში და აუცილებლად განხორციელება.
წარმატება მას და მის სამთავრობო გუნდს!“ - წერს ქართველიშვილი.
ყველა სიახლე
20 აპრილი 2026, 09:15
მსოფლიო
ისრაელის არმია ადასტურებს იმ ფოტოს ავთენტურობას, რომელზეც სამხრეთ ლიბანში მყოფი ჯარისკაცი იესოს ქანდაკებას უროთი ამსხვრევს - მიმდინარეობს გამოძიება
ისრაელის თავდაცვითი ძალები ადასტურებს იმ ფოტოს ავთენტურობას, რომელზეც სამხრეთ ლიბანში მყოფი ჯარისკაცი იესოს ქანდაკებას უროთი ამსხვრევს.
20 აპრილი 2026, 09:12
მსოფლიო
აშშ-ში, ლუიზიანის შტატში სროლის შედეგად 8 ბავშვი დაიღუპა - არსებული ინფორმაციით, დაღუპულთანაგნ 7 ბავშვი თავდამსხმელის შვილი იყო
ლუიზიანის შტატის ქალაქ შრივპორტში, სროლის შედეგად 8 ბავშვი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირმა 10 ადამიანს ესროლა. თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან გაქცევას ცდილობდა, რა დროსაც სამართალდამცველებმა გაანეიტრალეს. დაღუპული ბავშვები სავარაუდო დამნაშავის ნათესავები იყვნენ.
20 აპრილი 2026, 09:03
მსოფლიო
ბენიამინ ნეთანიაჰუ: აშშ-ისა და ისრაელის ბრძოლა ირანის წინააღმდეგ ჯერ არ დასრულებულა
შეერთებული შტატებისა და ისრაელის ბრძოლა ირანის წინააღმდეგ, ჯერ არ დასრულებულა, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. არგენტინის პრეზიდენტთან, ხავიერ მილეისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები და ისრაელი მიზნებს ერთად მიაღწევენ.
20 აპრილი 2026, 08:58
მსოფლიო
მედია: ირანმა აშშ-სთან მოლაპარაკების მორიგ რაუნდში მონაწილეობაზე უარი თქვა
ირანმა უარი თქვა შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკების მორიგ რაუნდში მონაწილეობაზე. ინფორმაციას ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.
20 აპრილი 2026, 08:50
საზოგადოება
ფონიჭალაში, სადაც ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილი, გარდაცვლილი იპოვეს, გვიან ღამემდე იყო ხალხი შეკრებილი - ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა
გვიან ღამემდე იყო ხალხი შეკრებილი ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსთან, სადაც ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილი, ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.
20 აპრილი 2026, 08:46
პოლიტიკა
რიმა ბერაძე: ქვეყანამ უმძიმეს გამოწვევებს გაუძლო - შანტაჟს, ზეწოლას. ვერანაირი ბლაჟევიჩები და აკერმანები მოსახლეობას შეცდომაში ვერ შეიყვანენ
ქვეყანამ უმძიმეს გამოწვევებს გაუძლო - შანტაჟს, ზეწოლას. ვერანაირი ბლაჟევიჩები და აკერმანები მოსახლეობას შეცდომაში ვერ შეიყვანენ, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რიმა ბერაძემ.
20 აპრილი 2026, 08:37
პოლიტიკა
ზუკა რურუა Trump Tower Tbilisi-ს მშენებლობაზე: კრიტიკოსები რა თქმა უნდა, არ დაილევიან. ცოტა ხნის წინ იგივე ვნახეთ, როდესაც საქართველოში „ემაარ ჯგუფი“ შემოვიდა
კრიტიკოსები რა თქმა უნდა, არ დაილევიან განსაკუთრებით რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვაკის რაიონის დელეგატმა ზუკა რურუამ.
20 აპრილი 2026, 08:26
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: ჩვენი ოპონენტების რიტორიკა არ შეცვლილა, მათთვის ნებისმიერი სახის ინვესტიცია ტრაგედიას წარმოადგენს
ჩვენი ოპონენტების რიტორიკა არ შეცვლილა. მათთვის ნებისმიერი სახის ინვესტიცია ტრაგედიას წარმოადგენს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ. გიორგი ვოლსკი გამოეხმაურა საქართველოში ტრამპის ორგანიზაციის მასშტაბურ პროექტთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.
20 აპრილი 2026, 08:17
საზოგადოება
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნო დელეგაციამ, ილია მეორის საფლავს პატივი მიაგო
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნო დელეგაციამ, ილია მეორის საფლავს პატივი მიაგო. სიონის ტაძარში, პატრიარქის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი ქართულ, ინგლისურ და ბერძნულ ენებზე აღევლინა და დელეგაციის წევრებმა ბერძნულად იგალობეს.
20 აპრილი 2026, 08:07
სამართალი
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
20 აპრილს ქუთაისში მზიანი ამინდია, თუმცა ვარაუდობენ მცირე ნალექსაც წვიმის სახით. დღისით +15 და ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.
19 აპრილი 2026, 23:30
პოლიტიკა
კოტე ჟღენტი: ქართულმა საზოგადოებამ იმდენჯერ დაინახა „ენჯეოების“ დამოკიდებულება და იქიდან შეკვეთილი დოკუმენტები თუ ანგარიშები, რომ საზოგადოებამაც ისწავლა, თუ რას წარმოადგენენ. ამ ყველაფერმა შელახა მათი ავტორიტეტი
რაღაცა რომ შეგელახოს, უნდა გქონდეს. აღარ არის [არასამთავრობო ორგანიზაციების] ავტორიტეტი საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილში, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ დიპლომატმა კონსტანტინე ჟღენტმა ქართული „ენჯეოების“ შელახული ავტორიტეტის ბრიუსელის მიერ აღდგენის მცდელობაზე საუბრისას.
19 აპრილი 2026, 23:28
პოლიტიკა
კოტე ჟღენტი: ევროკავშირის ხელმძღვანელობამ უნდა გააკეთოს ერთადერთი რამ - ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს შეხედოს რეალურად და არა აღქმების საფუძველზე, რისი იმედიც ნაკლებად მაქვს
ევროკავშირის ხელმძღვანელობამ უნდა გააკეთოს ერთადერთი რამ - ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, მოვლენებს შეხედოს რეალურად და არა აღქმების საფუძველზე, რისი იმედიც მე ნაკლებად მაქვს, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მრჩეველმა საერთაშორისო პოლიტიკის საკითხებში, კოტე ჟღენტმა.
19 აპრილი 2026, 23:18
პოლიტიკა
კოტე ჟღენტი ევროკავშირის ანგარიშზე: არანაირი ცვლილება ამ დოკუმენტის შემდგენლებში არ იქნება. ცვლილება არ იქნება იმათში, ვინც ინფორმაციას აწვდის. ამიტომ უნდა გვქონდეს იგივე მოლოდინი, რაც წინა დოკუმენტებში იყო
რეალობიდან გამომდინარე უნდა გვქონდეს იგივე მოლოდინი, რაც წინა დოკუმენტებში იყო, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მრჩეველმა საერთაშორისო პოლიტიკის საკითხებში, კოტე ჟღენტმა ევროკავშირის ანგარიშზე საუბრისას.
19 აპრილი 2026, 22:57
ეკონომიკა
თემურ ჭყონია პლასტიკის ბოთლების აკრძალვის გადავადებაზე: მიდგომაზე არის დამოკიდებული შედეგიც. საჭიროა, შეიქმნას მეორე ინდუსტრია, რომელიც არანაკლებ მომგებიანია, არანაკლები ტექნოლოგიები სჭირდება და სამუშაო ადგილების შექმნაც შეიძლება
რომ გითხრათ, რომ ვადა ძალიან დიდია, ვერ გეტყვით, მაგრამ 4 წლის განმავლობაში ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ შეგვიძლია ამ თემის გადაწყვეტა 100%-ით, - განუცხადა „იმედის კვირას“ „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ პლასტიკატის ბოთლების წარმოების აკრძალვის 4 წლით გადავადებაზე.
19 აპრილი 2026, 22:33
საზოგადოება
სვიმონ ჯანგულაშვილი: შემთხვევითი არ არის, რომ ის სასულიერო პირები, ვინც პატრიარქს ებრძოდნენ, პოლიტიკურად მუდამ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარეს იყვნენ და ყველა საკითხზე მათ პროპაგანდას აჟღერებდნენ
ნანუკა ჟორჟოლიანს, ამ ყველაზე დაბალი სტანდარტების, არაპროფესიონალ, დილეტანტ ადამიანს, რომლის მთელი პროფესიული მიღწევები არის მხოლოდ და მხოლოდ სკანდალზე, სიყვითლეზე, ყვითელ თემებზე აწყობილი, აღელვებდა თავისი ახლად შექმნილი უბადრუკი მედია, რაღაცა პლატფორმისთვის რეიტინგის მოპოვება, - განაცხადა გადაცემაში იმედის კვირა სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელმა სვიმონ ჯანგულაშვილმა.
19 აპრილი 2026, 22:32
ეკონომიკა
მიხეილ დუნდუა: მნიშვნელოვანია, რომ საქართველო წლიდან წლამდე აძლიერებს თავის პოზიციებს და კეთილდღეობის უფრო მაღალ დონეს აფიქსირებს, ვიდრე ადრე ჰქონდა დაფიქსირებული
მნიშვნელოვანია, რომ საქართველო წლიდან წლამდე აძლიერებს თავის პოზიციებს და კეთილდღეობის უფრო მაღალ დონეს აფიქსირებს, ვიდრე ადრე ჰქონდა დაფიქსირებული, - განუცხადა „იმედის კვირას“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუამ.
19 აპრილი 2026, 22:01
საზოგადოება
თანამედროვე სივრცითი დაგეგმარება - როგორი იქნება ქართული სოფლები და ქალაქები წლების შემდეგ. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
ქართული ქალაქების - ძველი უბნების არქიტექტურა ბევრს ხიბლავს, განსაკუთრებით უცხოელ სტუმრებს. თვალშისაცემია ქართული სივრცითი განაშენიანების უნიკალური სტილი სვანეთში, სამეგრელოში, გურიაში, ხევსურეთში, რაჭაში, აჭარაში, სამცხე -ჯავახეთში, ქართლში თუ კახეთში, რომელიც აქა-იქ შემორჩა, მაგრამ ერთ მთავარ რამეზე მიუთითებს - საქართველოს ჰქონდა უდიდესი კულტურა სივრცითი განაშენიანებისა, რომელიც დროსა და თვითნებურ მშენებლობებში ჩაიკარგა.
19 აპრილი 2026, 21:57
პოლიტიკა
ოპოზიციის პროპაგანდისტი დავით ნებიერიძე: უკლებლივ ყველა დღევანდელ ქართველ სპორტსმენს მინდა გითხრათ: სამაგალითო მოქალაქეები კი არა ფარჩაკები ხართ, პირში გაჩრილი ოქროს მედლებით და ფულით ჯიბე გამოვსებული კაცუნები ხართ
თქვენი წარმატება მხოლოდ სპორტის ფარგლებში რჩება და საზოგადოებაში ლაჩრები და მედროვეები ხართ. პირში გაჩრილი ოქროს მედლებით და ფულით ჯიბე გამოვსებული კაცუნები ხართ, - წერს ოპოზიციის პროპაგანდისტი, დავით ნებიერიძე, ქართველი სპორტსმენების მოსამართით სოციალურ ქსელში.
19 აპრილი 2026, 21:56
პოლიტიკა
გიორგი გაბუნია: გვაქვს მოლოდინი, რომ ახალი პატრიარქის არჩევნების მოახლოებასთან ერთად გამძაფრდება სიძულვილის ენა, სიბინძურის ენა, რომელიც ეკლესიის მიმართ ყოველთვის არსებობდა, მაგრამ საზოგადოება არის ყურადღებით
გვაქვს მოლოდინი იმისა, რომ ახალი პატრიარქის არჩევნების მოახლოებასთან ერთად გამძაფრდება სიძულვილის ენა, სიბინძურის ენა, რომელიც ეკლესიის მიმართ ყოველთვის არსებობდა, მაგრამ საზოგადოება არის ყურადღებით, - განუცხადა „იმედის კვირას“ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა გიორგი გაბუნიამ.
19 აპრილი 2026, 21:40
საზოგადოება
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: მეუფე პეტრე კვლავ შეურაცხმყოფელი, ცილისმწამებლური განცხადებებით გამოვიდა პატრიარქის მისამართით და ძალიან საკვირველია, როდესაც ელემენტარული კულტურის ნორმებია დასაცავი
მეუფე პეტრე კვლავ შეურაცხმყოფელი, ცილისმწამებლური განცხადებებით გამოვიდა პატრიარქის მისამართით და ძალიან საკვირველია, როდესაც ელემენტარული კულტურის ნორმებია დასაცავი, - განუცხადა „იმედის კვირას“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.


