სოზარ სუბარი: ბიძინა ივანიშვილის დიდი დამსახურებაა, რომ „ქართულ ოცნებაში“ ადამიანებმა შეიძლება ადვილად ჩაანაცვლონ ერთმანეთი და ამით ქვეყანა მხოლოდ განვითარდება
სოზარ სუბარი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
ბიძინა ივანიშვილის დიდი დამსახურებაა, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს გრძელი სკამი, სადაც ადამიანებმა შეიძლება ადვილად ჩაანაცვლონ ერთმანეთი და ამით ქვეყანა მხოლოდ განვითარდება და არავის არაფერი დააკლდება, - ამის შესახებ სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ სამთავრობო გუნდში განხორციელებულ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაგალითად პარლამენტის თავმჯდომარეები მოიყვანა.
„არ მეგულება საქართველოში ადამიანი, რომელსაც რამე უარყოფითის თქმა შეეძლება არჩილ თალაკვაძეზე. უაღრესად კონსტრუქციული და დიდი დამსახურების მქონე ადამიანი, თუნდაც C ჰეპატიტის [ელიმინაციის პროგრამა] ეყოფა ამ ადამიანს. კახა კუჭავას გამოცდილება იგივე საერთაშორისო ურთიერთობებში და გუნდში მუშაობის ყველამ ვიცით. როცა გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა, ოპოზიციის წევრები ყველა ერთხმად აღნიშნავდა, რომ ძალიან კარგი თანამშრომლობა ჰქონდათ ამ ადამიანთან. ირაკლი კობახიძეზე არც ვლაპარაკობ. ქართული კონსტიტუციის დღევანდელი რედაქციის, რომელიც მართლაც ევროპული ტიპის კონსტიტუციაა, მთავარი ავტორი არის, რომელმაც პრინციპულად დაიცვა ყველა სიტყვა, რაც მნიშვნელოვანი იყო. ასე რომ ცვლილებები, საბოლოო ჯამში, ნათლად აჩვენებს რამდენად ძლიერი გუნდია „ქართულ ოცნებაში“, - განაცხადა სუბარმა.
ყველა სიახლე
02 სექტემბერი 2026, 11:13
მსოფლიო
ვენესუელამ აშშ-სთან სანავთობო შეთანხმებას მხარი დაუჭირა
კარაკასში, ამერიკის ენერგეტიკის მდივნის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე, ვენესუელის ეროვნულმა ასამბლეამ ტრამპის ადმინისტრაციასთან სანავთობო შეთანხმებას მხარი დაუჭირა. მანამდე გარიგებას, რომლის მიხედვითაც შეერთებულ შტატებს ვენესუელის ნავთობის რეზერვების მეხუთედზე ექნება წვდომა, თეთრი სახლის ლიდერმა უპრეცედენტო უწოდა.
02 სექტემბერი 2026, 11:06
მსოფლიო
ნეპალსა და ჩინეთში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
გაეროს ინფორმაციით, ნეპალსა და ჩინეთში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 100-ს გადააჭარბა გაიზარდა. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 4 500-მდე ადამიანი. მათგან 580 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. სტიქიის ზონაში სამუშაო ამ დრომდე გრძელდება.
02 სექტემბერი 2026, 11:04
სამართალი
პროკურატურამ ადვოკატის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მხრიდან ადვოკატ ია სირანაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე დაიწყო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
02 სექტემბერი 2026, 11:04
სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
02 სექტემბერი 2026, 10:50
საზოგადოება
GCCA-ი, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის 8 თვის სტატისტიკას აქვეყნებს - განცხადებების რაოდენობა 110 %-ით არის გაზრდილი
მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის 8 თვეში, GCCA-ში - 1 758 განაცხადი დაფიქსირდა, ხოლო შემოსული ზარების რაოდენობამ 5 367 შეადგინა. შემოსული განცხადებების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 110 %-ით არის გაზრდილი.
02 სექტემბერი 2026, 10:47
სამართალი
მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, თბილისის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული საშუალება აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი ,,თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი აღმოაჩინეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
02 სექტემბერი 2026, 10:47
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილმა მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე: მთავარი ამოცანაა, რომ მიგვავიწყონ ოკუპირებული ტერიტორიები სხვადასხვა ფორმით
მთავარი ამოცანაა, რომ მიგვავიწყონ ოკუპირებული ტერიტორიები სხვადასხვა ფორმით, - განაცხადა თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე საუბრისას.
02 სექტემბერი 2026, 10:42
სამართალი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 93 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
სამინისტროს ინფორმაციით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: ინდოეთის, იორდანიის, რუსეთის, კუბის, თურქმენეთის, აზერბაიჯანის, ერაყის, თურქეთის, კამერუნის, ნიგერიის, ბანგლადეშის, ბენინის, ეთიოპიის, ეგვიპტის, იამაიკის, სუდანის, ალჟირის და სხვა სახელმწიფოების - ჯამში 93 მოქალაქე.
02 სექტემბერი 2026, 10:40
სამართალი
სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
02 სექტემბერი 2026, 10:26
თავდაცვა
სუს-ისა და აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) თანამშრომლობით, ბათუმში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების უწყებათაშორისი საველე-პრაქტიკული სწავლება „NEXUS Georgia 2026“ ჩატარდა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) თანამშრომლობით, ბათუმში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების უწყებათაშორისი საველე-პრაქტიკული სწავლება „NEXUS Georgia 2026“ ჩატარდა. ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.
02 სექტემბერი 2026, 10:12
მსოფლიო
აშშ-მა ირანზე დარტყმების მორიგი ტალღა განახორციელა
ირანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების განცხადებით, 5 ადამიანი, მათ შორის 1 ბავშვი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის სარაკეტო თავდასხმისას რაკეტის ნამსხვრევები სამხრეთ ირანში, სერიქში მდებარე იმ სახლს მოხვდა, სადაც ქორწილი იმართებოდა.
02 სექტემბერი 2026, 09:27
პოლიტიკა
დიმიტრი სამხარაძე: სამწუხაროდ, ღარიბაშვილი მის მიერვე უკანონოდ მოხვეჭილი ფულით მის მიერვე დაფინანსებული საპირფარეშოს მაკულატურის - „ასავალ - დასავალის“ დონეზე დაეშვა. მისი პიროვნული, პოლიტიკური და ადამიანური ტრაგედიაა, რაც მის თავს ხდება
სამხარაძე მიმართავს „ქართული ოცნების“ დიდ ოჯახს, რომ ყოფილი პრემიერის საქციელი მორიგი გაკვეთილი უნდა იყოს მათთვის - “ თუ რა მძიმედ, ამავე დროს რა ტრაგიკულად ამთავრებს ადამიანი კარიერას, რომელიც უღალატებს ჩვენს იდეალებს, პირად მატერიალურ კეთილდღეობას გაცვლის სამშობლოზე, პრინციპებსა და გუნდურ ერთიანობაზე.”
02 სექტემბერი 2026, 09:22
სპორტი
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით, პადელში კიდევ ერთი ტურნირი გაიმართა
ფონდის ჩართულობისა და სუბსიდირების წყალობით, შეჯიბრების მონაწილე კომპანიებმა შეღავათიანი ტარიფებით ისარგებლეს. ღონისძიების ფარგლებში, სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, სპორტის ფსიქოლოგიისა და სპორტული კვების თემაზე სპეციალური სემინარი ჩატარდა.
02 სექტემბერი 2026, 09:19
რეგიონი
ახალციხეში ახალი სკვერი და თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილი სპორტული მოედანი მოეწყო
ახალციხეში, თაყაიშვილისა და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს უკვე შეუძლიათ ახალი სკვერითა და თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილი სპორტული მოედნით სარგებლობა. დასრულებული პროექტი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულთან იოსებ ალიბეგაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილთან ერთად დაათვალიერა და ახალგაზრდებს საჩუქრად სპორტული ინვენტარი გადასცა.
02 სექტემბერი 2026, 09:16
საზოგადოება
ახალგაზრდებს შორის კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავების მიზნით ყვარელში საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკი გაიხსნა
ახალგაზრდებს შორის კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავების მიზნით ყვარელში საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკი გაიხსნა. განათლების მინისტრის მოადგილემ ბაია კვიციანმა ახალგაზრდული ბანაკის პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება ახალგაზრდობის პოლიტიკის გაძლიერების კუთხით სამინისტროს მიერ განხორციელებულ აქტივობებზე გაამახვილა.
02 სექტემბერი 2026, 09:14
თავდაცვა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჯარში გაწვევის წესი შეიცვალა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჯარში გაწვევის წესი შეიცვალა. მთავრობის დადგენილებით, თუ პირი სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ შეტყობინებას/უწყებას არ ჩაიბარებს, უწყება სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდება, შემდეგ კი ოფიციალურად ჩაბარებულად ჩაითვლება.
02 სექტემბერი 2026, 09:08
პოლიტიკა
საქართველოში შვედეთის სამეფოს ახლადდანიშნულმა ელჩმა, დევიდ ემტესტამმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა ზურაბ დარჩიაშვილს
საქართველოში შვედეთის სამეფოს ახლადდანიშნულმა ელჩმა, დევიდ ემტესტამმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დირექტორს, ზურაბ დარჩიაშვილს.
02 სექტემბერი 2026, 09:03
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე: ანუ რას ამბობს, ან უნდა შევიჭრათ აფხაზეთში და სისხლის ტბები დავაყენოთ, ან გავყვეთ გვარამიას მიერ გაჟღერებულ მათ პატრონთა ახალ დავალებას და ეს მტკივნეული იარა საბოლოოდ დავივიწყოთ?!
თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ აფხაზეთზე კონტროლის აღდგენის გზა, აფხაზების შემორიგებაზე არ გადის, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
02 სექტემბერი 2026, 08:58
საზოგადოება
საქართველოს განათლების მინისტრს თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილე ბატირ მამედოვმა უმასპინძლა
გივი მიქანაძემ თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები გააცნო და დაგეგმილი ინიციატივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
02 სექტემბერი 2026, 01:20
მსოფლიო
პუტინი: რუსეთი უკრაინის ხელმძღვანელობაზე დარტყმებს არ ახორციელებს, ვინაიდან მომლაპარაკებლები დასჭირდება, თუკი მათ საკითხების მშვიდობიანი გზით მოგვარება მოუნდებათ
რუსეთი უკრაინის ხელმძღვანელობაზე დარტყმებს არ ახორციელებს, ვინაიდან მომლაპარაკებლები დასჭირდება, თუკი მათ საკითხების მშვიდობიანი გზით მოგვარება მოუნდებათ. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.


