imedi /  27 დეკემბერი 2021, 23:17 / სანდო წყარო

ირაკლი ღარიბაშვილი: ქალბატონ ლონდა თოლორაიას შემიძლია საჯარო შეთავაზებაც გავუკეთო მთავრობის ნებისმიერ სტრუქტურაში, ვიცი, რომ იგი ძალიან კვალიფიციური, გამოცდილი კადრია

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

ესა თუ ის რეფორმა ემსახურება სამსახურის გაჯანსაღებას, გაძლიერებას და მით უმეტეს, იდეაში, ეს ძალიან კარგად ვიცი, დაგეგმილია ამ სამსახურის გარდაქმნა, გაყოფა ორ სამსახურად და მისი კიდევ უფრო გაძლიერება, კიდევ უფრო მეტი დამოუკიდებლობა რომ ჰქონდეს, მეტი ტრანსფარენტულობა, მეტი უფლებები და ვფიქრობ, ეს ყველაფერი კარგია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეფორმასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პერსონალური მონაცემების ნაწილი ცალკე გამოიყოფა, ის არ უქმდება და ცალკე იქნება საგამოძიებო სამსახური, კიდევ უფრო ძლიერი, მეტი უფლებებით. პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა ლონდა თოლორაიაზე და აღნიშნა, რომ ის კვალიფიციური და გამოცდილი კადრია.

„ეს არის ჩვენი ქვეყნის გადასაწყვეტი, ჩვენი საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილება; ბუნებრივია, კანონმდებლები იმიტომ გვყავს და იმიტომ ვირჩევთ, რომ მათ მუდმივად იფიქრონ, იმსჯელონ, იმუშაონ, თუ როგორ დახვეწონ კანონმდებლობა და ინსტიტუტები, რომ ინსტიტუტები მოიმართონ კიდევ უფრო ეფექტურად და ეფექტურად მოემსახურონ ჩვენს მოსახლეობას, ამაში არსებობს მთავარი აზრი და იდეა. რა არის ქვეყანაში არსებული ინსტიტუტების მთავარი დანიშნულება - ქვეყანას და ჩვენს მოსახლეობას მოემსახურონ ეფექტიანად. თუ ხელისუფლება თვლის, ანალიზს უკეთებს და ეს გამყარებულია სათანადო არგუმენტებით, ეს არის ხელისუფლების პრეროგატივა და აბსოლუტურად ექსკლუზიური დისკრეციული უფლება, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები, მათ შორის შეცვალოს, გააუმჯობესოს ესა თუ ის ინსტიტუტი, სამსახური, რეფორმა ჩაატაროს. თუ ჩვენ ვიტყვით, რომ სტატიკური მდგომარეობაა და არაფერს ვეხებით, ეს ეწინააღმდეგება მთავარ იდეას და პრინციპს. ეს არის ცოცხალი პროცესი. სახელმწიფო ცხოვრობს, მუშაობს, სიტუაცია მუდმივად იცვლება. დეტალებში არ მინდა შევიდე, პარლამენტს თავისი გეგმა, გრაფიკი და დღის წესრიგი აქვს. მე ვიცი, რომ თვის ბოლომდე პარლამენტი ცდილობს, ყველა მიმდინარე საკითხი დახუროს, შემდეგ, მოგეხსენებათ, არის არდადეგები, ვიდრე გაიხსნება საგაზაფხულო სესია. ალბათ, აქედან გამომდინარე არის ნაკარნახევი, დავარქვათ სიჩქარე. თუმცა, მე ამას სიჩქარეს ვერ დავარქმევდი. მთავარი კითხვა მდგომარეობს შემდეგში - რამე უკანონოს აკეთებს ჩვენი პარლამენტი? პასუხი არის მარტივი - არა. შესაბამისად, თუ ჩვენი კანონმდებლობა, საპარლამენტო ცხოვრების, მუშაობის რეგლამენტი ითვალისწინებს მათ შორის დაჩქარებული წესით მიღებას ამა თუ იმ კანონ-პროექტის, მაშინ რატომ არა?! კითხვა რაში მდგომარეობს? თუ მეორე მხარის არგუმენტი იქნება ის, რატომ არ მოხდა ამის განხილვა ოპოზიციის ჩართულობით და ა.შ., ვის აქვს ილუზია, რომ ოპოზიცია მიიღებს მონაწილეობას კონსტრუქციულ რეჟიმში ამა თუ იმ კანონპროექტის განხილვაში. შესაბამისად, დასკვნის სახით უნდა ვთქვათ, რომ ესა თუ ის რეფორმა ემსახურება სამსახურის გაჯანსაღებას, გაძლიერებას და მით უმეტეს, იდეაში, ეს ძალიან კარგად ვიცი, დაგეგმილია ამ სამსახურის გარდაქმნა, გაყოფა ორ სამსახურად და მისი კიდევ უფრო გაძლიერება. კიდევ უფრო მეტი დამოუკიდებლობა რომ ჰქონდეს, მეტი ტრანსფარენტულობა, მეტი უფლებები და ვფიქრობ, ეს ყველაფერი კარგია. პერსონალური ცალკე გამოიყოფა, ჩვენ არ ვაუქმებთ, ბუნებრივია და ცალკე იქნება საგამოძიებო სამსახური, კიდევ უფრო ძლიერი, კიდევ უფრო მეტი უფლებებით. მე არ მინდა, ინდივიდებზე ვილაპარაკო, ამ შემთხვევაში ქალბატონ ლონდა თოლორაიაზე, შემიძლია აქედან საჯარო შეთავაზებაც გავუკეთო ქალბატონ ლონდას, მთავრობის ნებისმიერ სტრუქტურაში, ვიცი, რომ იგი არის ძალიან კვალიფიციური, ძალიან გამოცდილი კადრი, თუ არ ვცდები, მანამდე მუშაობდა პროკურატურაში წლების განმავლობაში, შემდეგ - პოლიციაში. ჩვენ სიამოვნებით, თუ მას აღარ მოუნდება, მიიღოს მონაწილეობა ან ერთი, ან მეორე სამსახურის კონკურსში, მას ყველა კარი აქვს ღია და მე პირადად აქედან ვუკეთებ შეთავაზებას. ასე რომ პიროვნული ამ შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს. ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა ხელისუფლებას, პარლამენტს და ჩვენ ამ ხედვას მივყვებით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ყველა სიახლე

13 ივნისი 2026, 23:08

რეგიონი

ბათუმში Hotel Indigo Batumi Old Town ოფიციალურად გაიხსნა

ბათუმში ახალი სასტუმრო Hotel Indigo Batumi Old Town ოფიციალურად გაიხსნა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე ღონისძიებას რეგიონის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან,საქართველოს პარლამენტის, ადგილობრივი ხელისუფლების და ინვესტორი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

მამუკა მდინარაძე

13 ივნისი 2026, 23:01

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: დამოუკიდებლობა არის ის, რისთვისაც ბრძოლა ღირს, თავგანწირვაც ღირს, ყველაფერი ღირს, თუ შენს ქვეყანაში მიიღება შენი სამშობლოს და შენი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები, ეს არის მთავარი მონაპოვარი, დანარჩენს ყველაფერს გაუძლებ და ამაყი ვარ, რომ დღეს, საქართველო არის ისეთი დამოუკიდებელი, ბოლო ათწლეულებში არასდროს რომ არ ყოფილა, ეს არის მთავარი მონაპოვარი

დამოუკიდებლობა არის ის, რისთვისაც ბრძოლა ღირს, თავგანწირვაც ღირს, ყველაფერი ღირს, თუ შენს ქვეყანაში მიიღება შენი სამშობლოს და შენი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები, ეს არის მთავარი მონაპოვარი, დანარჩენს ყველაფერს გაუძლებ და ამაყი ვარ, რომ დღეს, საქართველო არის ისეთი დამოუკიდებელი, ბოლო ათწლეულებში არასდროს რომ არ ყოფილა, ეს არის მთავარი მონაპოვარი, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“.

არჩილ გორდულაძე

13 ივნისი 2026, 22:57

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: კანონები არ იქმნება იმისთვის, რომ ვინმეს რაღაც მოქმედება აუკრძალოს ან ნება დართოს, კანონმდებლობის მთავარი მიზანი არის, რომ თამაშის სამართლიანი წესები იყოს განსაზღვრული ყველასთვის

კანონები არ იქმნება იმისთვის, რომ ვინმეს რაღაც მოქმედება აუკრძალოს ან ნება დართოს, კანონმდებლობის მთავარი მიზანი არის, რომ თამაშის სამართლიანი წესები იყოს განსაზღვრული ყველასთვის, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“. მისი თქმით, უმნიშვნელოვანესია, ნებისმიერი ცვლილებით ამ ქვეყნის ავის მოსურნეს იოტისოდენა სურვილიც არ გაუჩნდეს, რომ ჩვენი ქვეყანა ამოაყირაოს.

მამუკა მდინარაძე

13 ივნისი 2026, 22:52

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: უცხოეთის მოქალაქეზე სახელმწიფოს ეძლევა საშუალება, რომ ე.წ. „უდოს კომისიამ“, პირობით ვადამდე გათავისუფლების დროს გაძევება გამოიყენოს სხვა სასჯელებს შორის, რა შუაშია სააკაშვილი, ამხელა კამპანია ააგეს

უცხოეთის მოქალაქეზე სახელმწიფოს ეძლევა საშუალება, რომ ე.წ. „უდოს კომისიამ“, პირობით ვადამდე გათავისუფლების დროს გაძევება გამოიყენოს სხვა სასჯელებს შორის, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“.

მამუკა მდინარაძე

13 ივნისი 2026, 22:48

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ერთ-ორ კვირაში, ფასების კომისიის ხელმძღვანელიდან დაწყებული, იმ სამსახურებით გაგრძელებული, ვისაც ეს ევალება, გადავხედავთ ყველა დეტალს, გვინდა, რომ შესრულდეს შეთანხმება, რაც დაიდო კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის

ერთ-ორ კვირაში, ფასების კომისიის ხელმძღვანელიდან დაწყებული, იმ სამსახურებით გაგრძელებული, ვისაც ეს ევალება, გადავხედავთ ყველა დეტალს, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ გადაცემა „ღია ეთერში“.

არჩილ გორდულაძე

13 ივნისი 2026, 22:16

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: დაპირება იყო სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენლების მხრიდან, ჩვენს მიერ გაცემული თანხები იქნება საჯაროო და ჩვენ შავ ფულს ქვეყანაში არ ვატრიალებთო, ეს ნათქვამი სიტყვა არავინ შეასრულა

გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით არაერთხელ იყო კომუნიკაცია, მათ შორის დაპირება იყო სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენლების მხრიდან, ერთი განსაკუთრებით ამბობდა, ჩვენს მიერ გაცემული თანხები იქნება საჯაროო და ჩვენ შავ ფულს ქვეყანაში არ ვატრიალებთო, ეს ნათქვამი სიტყვა არავინ შეასრულა, - განაცხადა გადაცემაში “ღია ეთერი - დებატები” პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ. მისივე თქმით, ამიტომაც საქართველოს პარლამენტის ქმედება, მაგალითად გამჭვირვალობის კანონი, არის ხელისუფლების რეაქცია და არა ინიციატივა.

არჩილ გორდულაძე

13 ივნისი 2026, 22:10

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე 4 ოქტომბრის საქმეზე: იმ ადამიანების თითქმის ნახევარი, რომლებიც სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში იყვნენ მიცემულები, პირდაპირ აღიარებს დანაშაულს, საპროცესო შეთანხმებაზე მოდის. არამხოლოდ აღიარებს, რომ ძალადობრივ აქციასა და ქმედებებში მონაწილეობდა, არამედ ინანიებს ამ ყველაფერსაც

იმ ადამიანების თითქმის ნახევარი, რომლებიც სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში იყვნენ მიცემულები, პირდაპირ აღიარებს დანაშაულს, საპროცესო შეთანხმებაზე მოდის, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ 4 ოქტომბრის საქმეზე.

მამუკა მდინარაძე

13 ივნისი 2026, 22:09

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: 20-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა საპატიმრო დაწესებულება, მინდა პატრიარქს და მეუფეებს მადლობა ვუთხრა იმისათვის, რომ ღიად მოგვიწოდეს, საპატრიარქოს დამოკიდებულებამ მათაც შთააგონა, რომ ბულინგს არ დაქვემდებარებოდნენ, ეღიარებინათ, მოენანიებინათ

20-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა საპატიმრო დაწესებულება, მინდა პატრიარქს და მეუფეებს მადლობა ვუთხრა იმისათვის, რომ ღიად გამოვიდნენ და მოგვიწოდეს, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ გადაცემა „ღია ეთერში“.

მამუკა მდინარაძე

13 ივნისი 2026, 22:00

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: გვყავს ძლიერი სპეცსამსახურები და მადლობა მინდა ვუთხრა, ვისთანაც ვიმუშავე - ჩვენს ქვეყანას პრაქტიკულად ჯაშუში არასოდეს დაუკავებია და მეამაყება, რომ დღეს ჩვენ ვაკავებთ ჯაშუშებს

იმდენად უთანასწორო ბრძოლაა, ჩვენსა და გარე აქტორებს შორის, რომ იურიდიული გადაწყვეტები ხშირად იძულებითი სვლაც არის - იურიდიულ გადაწყვეტას რომ გვიწუნებთ, ამ ნარატივის გარედან მხარდაჭერა რამხელა იყო, ძალიან კარგად იცით, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ გადაცემა „ღია ეთერში“.

არჩილ გორდულაძე

13 ივნისი 2026, 21:59

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გიორგი კანდელაკი არის დეზინფორმაციის გამავრცელებელი, ბევრჯერ გვინახავს ევროსტრუქტურების სხვადასხვა ოთახში როგორ დადიოდა და საუბრობდა, რომ საქართველოს ვიზალიბერილიზაცია არ უნდა მიეღო

„მე თვითონ გამომქონდა გრანტების შესახებ კანონში ცვლილებები ზუსტად ერთი წლის წინ, როდესაც ფიზიკურად ვერც კი მოვასწარი ჩამოვსულიყავი კომიტეტის სხდომიდან პლენარულ სხდომათა დარბაზში და მესამე მოსმენით განგვეხილა გრანტების შესახებ კანონში ცვლილებები, (რომელიც ავალდებულებს პირს, რომ სანამ გრანტს გასცემს შეათანხმოს საქართველოს მთავრობასთან), რომ საფრანგეთის საელჩომ გასცა გრანტი ორ პირზე, გიორგი კანდელაკსა და ხვადაგიანზე. ამის შეფუთვა იყო ის, რომ თურმე ტურისტული მარშრუტები უნდა დაეხაზა ბატონ გიორგი კანდელაკს და ხვადაგიანს ( მგონი გვარი არ მეშლება) სადმე ვინმეს გინახავთ გიორგი კანდელაკი სახაზავით დადიოდეს და ტურისტულ მარშრუტებს აწყობდეს?!“.

მამუკა მდინარაძე

13 ივნისი 2026, 21:55

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: პაატა მანჯგალაძეს თვითონ უნდა ესმოდეს, რომ არ არის აუცილებელი, დანაშაულის უშუალო ამსრულებელი იყო, თანამონაწილეობის სხვა ფორმებიც არსებობს და ამას თუ აუხსნით, მერე მიხვდება, რა უნდა მოინანიოს, დადგა ადგილზე, სადაც ძალადობრივ აქციას აორგანიზებდნენ - ყველგან გამოიყენა პოლიტიკოსის იმიჯი, პლატფორმა საიმისოდ, რომ დაფიქსირებულიყო, როგორც ორგანიზატორი, ეს არის დანაშაული

პაატა მანჯგალაძეს თვითონ უნდა ესმოდეს და ტელეეთერიდან არ უნდა ისმენდეს იმას, რომ არ არის აუცილებელი უშუალო ამსრულებელი იყო დანაშაულის, თანამონაწილეობის სხვა ფორმებიც არსებობს და ამას თუ აუხსნით, მერე მიხვდება ადამიანი, რა უნდა მოინანიოს, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“.

ბექა ნაცვლიშვილი

13 ივნისი 2026, 21:52

პოლიტიკა

ბექა ნაცვლიშვილი: მგონია, რომ კაია კალასს, საერთოდ არ დააინტერესებდა საქართველოში რა ხდება, თუ რუსეთი სწრაფად დამარცხდებოდა - ამ ხალხს მე ველაპარაკებოდი და ვეჩხუბებოდი, მაგრამ ეს წესრიგი, რომელიც აქ ჩამოყალიბებული იყო, ადამიანები საქმიანობდნენ, იურდიულად მოაგვარეთ თქვენ? არა, ამით ეს პრობლება გადაწყვეტილი არ არის, გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანებს არ ელაპარაკებით

კაია კალასს მგონია, რომ საერთოდ არ დააინტერესებდა საქართველოში რა ხდება თუ რუსეთი სწრაფად დამარცხდებოდა, ამ ხალხს მე ველაპარაკებოდი და ვეჩხუბებოდი, მაგრამ ეს წესრიგი, რომელიც აქ ჩამოყალიბებული იყო, ადამიანები საქმიანობდნენ, იურდიულად მოაგვარეთ თქვენ? არა, ამით ეს პრობლება გადაწყვეტილი არ არის, გამომდინარე იქიდან ადამიანებს არ ელაპარაკებით , - ასე მიმართა გადაცემაში “ღია ეთერი - დებატები” პოლიტეკონომისტმა ბექა ნაცვლიშვილმა ხელისუფლების წარმომადგენლებს. მისივე თქმით, ზოგიერთი პოლიტიკოსი ევროკავშირში აქეზებს ადამიანებს და ამის შემსწრე უკრაინის ომი დაწყებამდე ბრიუსელში თავადაც იყო. ნაცვლიშვილი განცხადებით, განსაკუთრებით ბალტიისპირელ დეპუტატებს პრონაცური დამოკიდებულება აქვთ.

მამუკა მდინარაძე

13 ივნისი 2026, 21:50

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ჩვენ იცით, როგორი ქვეყანა მოგვწონს? სადაც დავალებებს გარედან არ იღებენ და ქვეყნის ბედი ქვეყნის შიგნით წყდება, ჩვენ, ბიძინა ივანიშვილიდან დაწყებული, „ქართული ოცნების“ რიგითი ჯარისკაცით დამთავრებული, უზრუნველვყოფთ ისეთ ხელისუფლებას, რომელსაც საკუთარი ქვეყანა უყვარს და გარე დავალებებით არ მოქმედებს

ჩვენ იცით როგორი ქვეყანა მოგვწონს? გარედან დავალებებს რომ არ იღებენ და ქვეყნის ბედი ქვეყნის შიგნით რომ წყდება. ჩვენ, ხელისუფლებას ზოგადად, ბიძინა ივანიშვილიდან დაწყებული „ქართული ოცნების“ რიგით ჯარისკაცამდე დამთავრებული მოსწონს და უზრუნველყოფს ისეთ ხელისუფლებას, რომელსაც საკუთარი ქვეყანა უყვარს და გარე დავალებებით არ მოქმედებს, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“.

მამუკა მდინარაძე

13 ივნისი 2026, 21:35

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: 4 ოქტომბერს საკრებულოში უნდა შეჭრილიყვნენ და გეგმა „ბ“ იყო პრეზიდენტის სასახლე, საკრებულოში 1000-მდე სპეცრაზმელი იყო და ვერ გაბედეს ამის გაკეთება, ასევე გვქონდა ინფორმაცია, რომ სადღაც ინახებოდა იარაღი და პოლიციელების ფორმები, ამ ინფორმაციიდან ნახევარი უტყუარად დადასტურდა და ამოვიღეთ კიდეც იმავე ღამეს

4 ოქტომბერს პირველადი ვერსიით საკრებულოში უნდა შეჭრილიყვნენ და გეგმა „ბ“ იყო პრეზიდენტის სასახლე. საკრებულოში 1000-მდე სპეცრაზმელი იყო და ვერ გაბედეს ამის გაკეთება და პრეზიდენტის სასახლეში იცოდნენ, რომ არავინ იყო, თუმცა აღმოჩნდა, ეს იყო, რა „სატყუარაზეც“ ისინი წამოეგნენ, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ გადაცემა „ღია ეთერში“.

არჩილ გორდულაძე

13 ივნისი 2026, 21:32

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: შუა დერეფნის განვითარებაში ჩვენი როლის წინ წამოწევას გავაგრძელებთ, მიუხედავად იმისა, არჩილ გამზარდიას მოეწონება თუ არ მოეწონება რომელიმე კონკრეტული მმართველობითი სისტემა

თქვენ არ მოგწონთ ყირგიზეთი, ყაზახეთი, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება და „ქართული ოცნება“ მაინც გააგრძელებს ამ ქვეყნებთან ურთიერთობას, - ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორს, პროფესორი არჩილ გამზარდიას.

არჩილ გამზარდია

13 ივნისი 2026, 21:23

პოლიტიკა

არჩილ გამზარდია: მმართველობის პრინციპის რეჟიმით, როგორი ქვეყანა მოსწონს ჩემს ხელისუფლებას, მეტყველებს იმაზე, როგორი არის ჩემი ხელისუფლება

ოთხ წელიწადში ხუთი რევოლუციის მოწყობაზე თემა მეგონა კომედიური გადაცემის ჟანრი, ერთ ფრაზაში განმიმარტეთ რა არის რევოლუცია, - იკითხა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პროფესორმა არჩილ გამზარდიამ. „მე მგონია, რომ ჩვენი ხელისუფლების წევრები, შეიძლება თქვენ ხართ შესანიშნავი იურისტები, მაგრამ ვფიქრობ, რომ პოლიტიკურ განზომილებებში სათანადოდ შეიძლება კომპეტენციები არ ჰქონდეთ. რა არის რევოლუცია? მმართველობის პრინციპის რეჟიმით, როგორი ქვეყანა მოსწონს ჩემს ხელისუფლებას მეტყველებს იმაზე, როგორი არის ჩემი ხელისუფლება. მოსწონს ავტორიტარული და ტოტალიტარული ქვეყნები? ე.ი ეს ხელისუფლება არის ავტორიტარული და ტოტალიტარული. მარტო ჩვენ არ გვეშინია თქვენი, თქვენ თავად გეშინიათ, იმიტომ რომ ამ ლოგიკას აფუძნებთ ფობიაზე, რომ ყველა მტერია, ვიღაცამ ფოტო გადაიღო, ვიღაცამ აზრი გამოთქვა, ნებისმიერ მათგანს შეფუთავთ როგორც კი დაგჭირდებათ დანაშაულად“, - მიმართა გამზარდიამ „ქართული ოცნების“ წევრებს.

მამუკა მდინარაძე

13 ივნისი 2026, 21:11

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ყველას ვაფრთხილებ, პოლიციელი იქნება თუ სხვა ადამიანი, რომელიც პოლიციელის დისკრედიტაციას შეეცდება, პოლიციელის მუნდირის, ღირსების, გმირი ხალხის შეურაცხყოფას და მანიპულაციებით მათი დისკრედიტაციის კამპანიას არავის გავუტარებთ და მეორე მხრივ, პოლიციელი იქნება თუ რომელიმე უწყების სხვა წარმომადგენელი, ძალადობას და ასეთ მავნე ქმედებებს, პოლიციელის მუნდირის შეურაცხყოფას არც მათ გავუტარებთ

პოლიციელი იქნება თუ რომელიმე უწყების სხვა წარმომადგენელი, ძალადობას, ასეთ მავნე ქმედებებს და მათაც, პოლიციელის მუნდირის შეურაცხყოფას არც მათ გავუტარებთ და არც მათ ვაპატიებთ, - განაცხადა გადაცემაში "ღია ეთერი - დებატები" ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ. მამუკა მდინარაძის თქმით, პოლიციელი იქნება თუ სხვა ადამიანი, ვერავინ გაიტანს თავის დანაშაულს.

იაგო ხვიჩია

13 ივნისი 2026, 21:06

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: ნიკა გვარამიამ დაანგრია მთელი ოპოზიცია, ეს ხომ ყველამ იცის

ნიკა გვარამიამ დაანგრია მთელი ოპოზიცია, ეს ხომ ყველამ იცის, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ. ხვიჩიამ გადაცემაში ვიცე-პრემიერს, სახელმწიფო მინისტრს მამუკა მდინარაძე პაატა მანჯგალაძის თხოვნაც გადასცა.

მამუკა მდინარაძე

13 ივნისი 2026, 21:05

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: რევოლუციის აღკვეთისთვის არავინ ზის ციხეში, ყველა ადამიანს აქვს ბრალი წარდგენილი, შემდეგ ზოგმა აღიარა, ზოგმა - არა და კონკრეტული დანაშაულებისთვის სხედან, რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვისზეც პრემიერმა ისაუბრა, ჩემი ხელმძღვანელობისას არც ერთი ამ უწყების აგენტი აღარ ყოფილა. როცა ვიღაც ამ უწყებას თავის თავზე ირგებდა, მაშინ ვიღაცას იაგენტებდა კიდეც, ყოველთვიურ ხელფასსაც უხდიდა, ბევრი ადამიანი აკეთებდა პერსონალურ და არასახელმწიფოებრივ საქმეს

გაბედეს ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში სუს-ში და იმის რწმუნებაც კი დაიწყეს ვიღაც-ვიღაცებმა, რომ ზოგიერთი კი გვაგინებს და ქვეყნის საბოტაჟით არის დაკავებული, მაგრამ ინფორმაციას მაინც ხომ გვაწვდის და მოდი, ხომ არ დავტოვოთო, მე ამაზე ხაზგასმით და მკაფიოდ დავაფიქსირე ჩემი აზრი და მივიღე შესაბამისი გადაწყვეტილება, სუს-ის ხელმძღვანელი მე რომ ვიყავი, ამ უწყების აგენტი არც ერთი აღარ ყოფილა, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

13 ივნისი 2026, 21:04

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ლეგიტიმურია კითხვა, როგორ მოახერხა პაატა მანჯგალაძის თანაპარტიელმა, ბატონმა პაატამაც 2024 წელს, რომ ერთი მილიონი გადაიხადა მხოლოდ და მხოლოდ ფეისბუქ რეკლამებში

ლეგიტიმურია კითხვაა, როგორ მოახერხა პაატა მანჯგალაძის თანაპარტიელმა, ბატონმა პაატამაც 2024 წელს, რომ ერთი მილიონი გადაიხადა მხოლოდ და მხოლოდ ფეისბუქ რეკლამებში, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ ოპონენტის პასუხად.