www.imedi.ge /  27 დეკემბერი 2021, 22:57 / სანდო წყარო

ირაკლი ღარიბაშვილი: გვაქვს ძალიან კარგი სასტარტო პირობები იმისთვის, რომ გაცილებით ძლიერი, წარმატებული იყოს 2022 წელი

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

ქვეყანა დამშვიდდა, დაწყნარდა. გვაქვს ძალიან კარგი სასტარტო პირობები, იმისთვის, რომ გაცილებით ძლიერი, წარმატებული იყოს 2022 წელი. შემდგომი 3 წელი, სანამ არჩევნები ჩატარდება, უნდა იყო აღმშენებლობის, განვითარების, კეთილდღეობის მომტანი, მშვიდობის, სტაბილურობის წლები, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა 2021 წელს განვითარებული მოვლენებიც შეაჯამა.

„შემიძლია თამამად ვთქვა, რომ წარმატებული წელი გვქონდა. ეს წელი შედგა. რამდენიმე ძირითად მიღწევას გამოვყოფდი. პირველი იყო წლის დასაწყისში არსებული ვითარება, ეპიდსიტუაცია, ვაქცინების არ არსებობა, ეკონომიკური სიტუაცია, რომელიც მინუსებში იყო და არასტაბილური პოლიტიკური სიტუაცია - პარლამენტი იყო პარალიზებული, ქვეყანა იყო მუდმივი საბოტაჟის წინაშე - არჩევნები, ეს გამოცხადებული რეფერენდუმი. დღეს თუ შევაფასებთ სად ვართ და კიდევ ერთხელ შევაფასებთ როგორ გავიარეთ ეს პერიოდი, ალბათ არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ მართლა წარმატებულ წელი იყო.

წელი დავხურეთ იმით, რომ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, გვაქვს 5 მილიონზე მეტი ვაქცინა, რომლითაც ჩვენს მოსახლეობას რეალურად მივეცით არჩევნის საშუალება. უამრავი კამპანია ვაწარმოეთ ამასთან დაკავშირებით. არჩევნები მოვიგეთ. არჩევნები ჩატარდა სამართლიანად და აბსოლუტურად კონკურენტულ, თავისუფალ გარემოში და ამის აღიარება ყველამ ერთად ვიხილეთ. მოვიგეთ ყველა მუნიციპალიტეტში. დავასრულეთ ეს რეფერენდუმი, ეს ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისი. ყოველგვარი სპეკულაცია და რეალურად ყველა კითხვა მოიხსნა შესაძლო, თეორიულ, რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, ვინაიდან ჩვენ მოვიპოვეთ თითქმის 47% და ყველა მუნიციპალიტეტში მოვიგეთ დამსახურებულად არჩევნები.

რაც მთავარია, არჩევნების დღეს და წინა დღეს ქვეყანას ავარიდეთ საკმაოდ დიდი პროვოკაცია და სისხლისღვრაც, არ მოვერიდები ამის თქმას, იმიტომ, რომ დეტალურად ვიცოდით მათი გეგმების შესახებ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ყველა სიახლე

14 მარტი 2026, 16:55

რეგიონი

ბოლნისში უეფას III კატეგორიის შესაბამისი, 4500 მაყურებელზე გათვლილი, ბუნებრივრივსაფარიანი სტადიონის პროექტირება იწყება

ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა საფეხბურთო მატჩებთან ერთად, გათვალისწინებული უნდა იყოს რაგბის თამაშებისთვისაც საერთაშორისო საფეხბურთო და სარაგბო სტანდარტების მიხედვით, სტადიონზე უნდა მოეწყოს გუნდებისა და მსაჯების გასახდელები, საშხაპეები, საკონფერენციო და სამედიცინო სივრცეები, მედია ცენტრი და კომერციული ობიექტები

მარიამ ქვრივიშვილი

14 მარტი 2026, 16:51

ეკონომიკა

ქვრივიშვილი: მშვიდობის პოლიტიკა, სახელმწიფო უსაფრთხოება და ბიზნესისთვის პროგნოზირებადი გარემო ის ძირითადი ფაქტორებია, რომლებმაც საქართველოში უპრეცედენტოდ დიდი ინვესტიციების მოზიდვა და მსხვილი პროექტების განვითარება უზრუნველყო

„საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ, ტურბულენტურ დროში შეძლო სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაცულობის უზრუნველყოფა, რომელიც ემყარება რეგიონული თანამშრომლობისა და კეთილმეზობლობის ხედვას“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ბათუმში „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პირველი ცათამბჯენის საძირკველში სიმბოლური კაფსულის ჩადების საზეიმო ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

მარიამ ქვრივიშვილი

14 მარტი 2026, 16:40

რეგიონი

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური კეთილდღეობა, ახალი სამუშაო ადგილები, მდგრადი დასაქმების შესაძლებლობა - ეს არის ჩვენი საზრუნავი

„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტი არის ახალი სიტყვა საქართველოს მშენებლობისა და არქიტექტურის ისტორიაში, რადგანაც პროექტის დასრულების შემდეგ მივიღებთ 84 ჰექტარზე განთავსებულ ორ ხელოვნურ ნახევარკუნძულს და ერთ ხელოვნურ კუნძულს, რომლის ნახევარიც რეკრეაციული ზონა იქნება, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ბათუმის ხელოვნურ კუნძულზე პირველი ცათამბჯენის საძირკველში სიმბოლური კაფსულის ჩადების საზეიმო ცერემონიაზე. პირველი ცათამბჯენის ინვესტიცია 200 მლნ აშშ დოლარი იქნება.

ისრაელ კაცი

14 მარტი 2026, 16:35

მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ირანში ომი გადამწყვეტ ფაზაში შედის

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადებით, ირანში ომი გადამწყვეტ ფაზაში შედის და გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.

14 მარტი 2026, 16:34

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

16 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ნალექი, მაღალმთიან რაიონებში - თოვა, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება. დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების და ზვავსაშიშრიების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

14 მარტი 2026, 16:31

რეგიონი

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები სოფელ კურსებში რჩებიან და როგორც სტიქიის ზონაში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიებზე ვითარებას ადგილზე ადგილზე სწავლობენ

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელი კურსებში რჩებიან და როგორც სტიქიის ზონაში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიებზე ვითარებას ადგილზე ადგილზე სწავლობენ.

14 მარტი 2026, 16:25

მსოფლიო

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ირანის ხარკის კუნძულზე მათ 90-ზე მეტი სამხედრო ობიექტი გაანადგურეს

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ სოციალურ ქსელ X-ში ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც, გუშინ ღამე ირანის ხარკის კუნძულზე მიტანილი იერიშის შედეგად 90-ზე მეტი სამხედრო სამიზნე განადგურდა.

14 მარტი 2026, 15:57

რეგიონი

პრემიერ-მინისტრმა ბათუმში, ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზის მშენებლობა დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ბათუმში, ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზის მშენებლობა დაათვალიერა. პრემიერი უკვე დასრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს რეგიონული განვითარების მინისტრ კახა გულედანთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილთან ერთად გაეცნო.

სულხან თამაზაშვილი

14 მარტი 2026, 15:57

რეგიონი

სულხან თამაზაშვილი: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი

დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი, რომელსაც აქვს საინტერესო, ძალიან მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა „ამბასადორ აილენდ ბათუმის“ პირველი ცათამბჯენის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

14 მარტი 2026, 15:50

რეგიონი

ზუგდიდის მერი ცაიში-ოქტომბერის დამაკავშირებელ გზაზე, ნაპირდაცვითი გაბიონის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო

სამუშაოებ ზუგდიდის მერი გაეცნო. ცაიში-ოქტომბერის დამაკავშირებელ გზაზე, ნაპირდაცვითი გაბიონი 180 მეტრზე ეწყობა. მონაკვეთი დამეწყრილი ზონა იყო და სოფელი ცენტრალურ მაგისტრალს იყო მოწყვეტილი, რის გამოც მოსახელობას გადაადგილების პრობლემა ექმნებოდა.

დონალდ ტუსკი

14 მარტი 2026, 15:45

მსოფლიო

გამოკითხვის თანახმად, პოლონელების 60%-ზე მეტი დონალდ ტუსკის მთავრობის საქმიანობით უკმაყოფილოა

კვლევითმა ორგანიზაცია IBRiS-მა პოლონეთში სოციოლოგიური გამოკითხვა ჩაატარა, რომლის თანახმადაც, პოლონელების უმრავლესობა მოქმედი პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის მთავრობის მუშაობით უკმაყოფილოა. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

14 მარტი 2026, 15:43

რეგიონი

სოფელი კურსები ისევ სტიქიის ეპიცენტრია - გეოლოგები დასკვნის პირველად ვერსიაზე მუშაობენ

სოფელი კურსები ისევ სტიქიის ეპიცენტრია. ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ამ დროისთვის სტაბილიზაცია შეიმჩნევა, თუმცა, გარკვეულ ტერიტორიებზე მეწყერი პერიოდულად აქტიურდება.

14 მარტი 2026, 15:34

რეგიონი

ირაკლი კობახიძე „ოცნების ქალაქის“ სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რეგიონული განვითარების მინისტრ კახა გულედანთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილთან ერთად, „ოცნების ქალაქის“ სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

ირაკლი კობახიძე

14 მარტი 2026, 15:29

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: გრძელდება „ოცნების ქალაქის“ პროექტი და მომავალ წელს ექსპლუატაციაში შევა ათასზე მეტი ბინა, რომელიც უფასოდ გადაეცემა „ოცნების ქალაქში“ ჩასახლებულ მოქალაქეებს - ეს არის მოქალაქეებზე ზრუნვის კიდევ ერთი გამოხატულება

გრძელდება „ოცნების ქალაქის“ პროექტი და მომავალ წელს ექსპლუატაციაში შევა ათასზე მეტი ბინა, რომელიც უფასოდ გადაეცემა „ოცნების ქალაქში“ ჩასახლებულ ჩვენს მოქალაქეებს - ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.

14 მარტი 2026, 15:19

მსოფლიო

ირანმა ისრაელზე მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანა

ირანის შეიარაღებულმა ძალებმა ისრაელის მიმართულებით რამდენიმე რაკეტა გაუშვეს. ინფორმაციას ისრაელური მედია ავრცელებს.

დავით ზარდიაშვილი

14 მარტი 2026, 15:12

პოლიტიკა

დავით ზარდიაშვილი: „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიში არის სრული ბოდვა, რომელშიც მოყვანილია უკიდურესად ტენდენციური ინტერპრეტაციები ავადმყოფური ფანტაზიით გამოგონილი ფაქტების შესახებ

როგორც კი 2026 წლის 29 იანვარს ეუთოს 23-მა სახელმწიფომ საქართველოს მიმართ აამოქმედა „მოსკოვის მექანიზმი“, სრულიად ნათელი იყო, რომ ამ ე.წ. მისიას უბრალოდ უნდა დაედასტურებინა წლების განმავლობაში შეთითხნილი ანტიქართული ცრუ დასმენები ვითომცდა საქართველოში ადამიანის უფლებების „მძიმე დარღვევეის" შესახებ - მათ შორის პოლიტიკური ნიშნით დევნის, გამოხატვისა და სიტყვის თავიუფლების შეზღდუდვის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, თვით მოსახლეობის წინააღმდეგ საერთაშორისო კონვენციებით აკრზალული ქიმიური იარაღის გამოყენების და სხვ. აბსურდული ბრალდებები, - წერს პოლიტოლოგი, დავით ზარდიაშვილი, სოციალურ ქსელში.

ირაკლი კობახიძე

14 მარტი 2026, 15:10

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მსოფლიოში რამდენიმე სახელმწიფოა, რომელიც არ აღიარებს ხელისუფლების ლეგიტიმაციას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ზე და ქვეყნის შიგნით არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც არ აღიარებენ ხელისუფლების ლეგიტიმაციას 100%-ზე

მსოფლიოში არის რამდენიმე სახელმწიფო, რომელიც არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმაციას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ზე და ქვეყნის შიგნით არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც არ აღიარებენ ხელისუფლების ლეგიტიმაციას და იურისდიქციას 100%-ზე, ჩვენ ვერ ვიქნებით ლოიალური ასეთი პოლიტიკური ძალების მიმართ, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

14 მარტი 2026, 15:07

პოლიტიკა

პრემიერი ეუთო-ს ანგარიშზე: არ მოსწონთ გამჭვირვალობის კანონი, რომელიც შესაბამისობაშია ლეგიტიმურ მიზანთან, არ მოსწონთ კანონი არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის და ოჯახური ღირებულებების შესახებ, ყველა კანონი ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს

არცერთი რეპრესიული კანონი არ მოქმედებს ჩვენს ქვეყანაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც ეუთო-ს ანგარიშს ეხებოდა.

ირაკლი კობახიძე

14 მარტი 2026, 15:01

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებული ანგარიში არის სიცრუით გაჯერებული, ყველამ ვიცით, რომ წინასწარ იყო დაწერილი ის დასკვნა, რომელიც მოგვიანებით გამოქვეყნდა

ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებული ანგარიში არის სიცრუით გაჯერებული, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

ირაკლი კობახიძე

14 მარტი 2026, 14:52

პოლიტიკა

პრემიერი GORBI-ის კვლევაზე: საქართველო არის გამორჩეული, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა მსოფლიოში და, რა თქმა უნდა, ქალბატონებისთვისაც გამორჩეულია უსაფრთხოების კუთხით

საქართველო არის გამორჩეული, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა და, რა თქმა უნდა, ქალბატონებისთვისაც, უსაფრთხოების კუთხითაც გამორჩეულია ჩვენი ქვეყანა, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს GORBI-ის კვლევასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.