ირაკლი ღარიბაშვილი: როცა შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილებებს ვიღებდი, რისკები კარგად მქონდა გააზრებული - ვთქვი, რომ უნდა შემოვიტანოთ ვაქცინები ნებისმიერ ფასად და მეორე - გავხსნათ ბიზნესი
ირაკლი ღარიბაშვილი
როცა შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილებებს ვიღებდი, ბუნებრივია, ის რისკები, რაც ამ გადაწყვეტილებებს ახლდა, კარგად მქონდა გააზრებული. შეიძლება არ გამოსულიყო, შეიძლება სისტემას ვერ გაეძლო, ეფექტი პროპორციული არ ყოფილიყო, მაგრამ მე ამაზე წავედი და ვთქვი, რომ არ შეიძლება, არასწორია ეკონომიკის ჩაკეტვა, ამით ჩვენ პანდემიას ვერ შევაჩერებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მან მიიღო გადაწყვეტილება, ნებისმიერ ფასად შემოსულიყო ვაქცინა ქვეყანაში და გახსნილიყო ბიზნესი.
„როცა შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილებებს ვიღებდი, ბუნებრივია, ის რისკები, რაც ამ გადაწყვეტილებებს ახლდა, კარგად მქონდა გააზრებული. შეიძლება არ გამოსულიყო, შეიძლება სისტემას ვერ გაეძლო, ეფექტი პროპორციული არ ყოფილიყო, მაგრამ მე ამაზე წავედი და ვთქვი, რომ არ შეიძლება, არასწორია ეკონომიკის ჩაკეტვა, ამით ჩვენ პანდემიას ვერ შევაჩერებთ. უნდა შემოვიტანოთ ვაქცინები ნებისმიერ ფასად, მოსახლეობას მივცეთ არჩევანის საშუალება და მეორე - გავხსნათ ბიზნესი დავეხმაროთ ბიზნესს და ეკონომიკა აღვადგინოთ. მადლობა ბიზნესის წარმომადგენლებს, ყველას აქვს სწორი განწყობები და რაც მთავარია ბიზნესი გამოგვყვა ჩვენ. ძალიან არის გააქტიურებული ბიზნესის ყველა მიმართულება. შედეგი არ არის შემთხვევითი. სიტუაცია გავხადეთ პროგნოზირებადი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ბიზნესმა გაიგოს, რას გეგმავს მთავრობა. ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილურობა, რათა ბიზნესს არ ჰქონდეს ხვალინდელი დღის, არასტაბილურობის შიში. ამიტომ, წელს უპრეცენდენტო ზრდა გვაქვს. არა მხოლოდ რეგიონში და ევროპაში - ირლანდიის შემდეგ გვაქვს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა. წელს მინიმუმ 10%-იანი ეკონომიკური ზრდა გვექნება. შედეგი სახეზეა. ბიზნესი გამოგვყვა და კიდევ უფრო მეტი მოლოდინი გვაქვს 2022-ში. ვიცი მათი განწყობები, კიდევ მეტს გააკეთებენ, რატომ - 3 წელი გვაქვს სტაბილურობის ხანა, აღმშენებლობის, განვითარების პერიოდი, ამიტომ ყველა გააორმაგებს თავის აქტივობას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ყველა სიახლე
14 მარტი 2026, 12:29
საზოგადოება
ეროვნულ სასახლეში დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების სახელოსნო „ჩუქურთმას“ 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა
„ჩუქურთმას“ აღზრდილების ნამუშევრების გარდა, სახელოსნოს 60 წლიანი ისტორია - აფიშები, ესკიზები და ფოტოებია წარმოდგენილი. ასევე, გამოფენაზე წარადგინეს გრიშა ჩიგოგიძის ფილმიც, რომელიც მან სახელოსნო „ჩუქურთმას“ მიუძღვნა
14 მარტი 2026, 12:25
ეკონომიკა
20 მარტამდე მეწარმეებს საშუალება აქვთ, იუსტიციის სამინისტროს სპეციალური შეთავაზებით ისარგებლონ და სარეგისტრაციო მონაცემები განახევრებულ ფასად მოაწესრიგონ
ცვლილება მეწარმეთა შესახებ კანონში შესულ ცვლილებებს უკავშირდება, რომლითაც 2022 წლამდე რეგისტრირებულ კომპანიებს საკუთარი ამონაწერის განახლება და კანონთან შესაბამისობაში მოყვანა დაევალა. ამონაწერის განახლება, ათიათასობით იურიდიულ პირს ეხება. თუ მეწარმე 1 აპრილამდე სარეგისტრაციო მონაცემებს არ მოიყვანს კანონთან შესაბამისობაში სამეწარმეო საზოგადოებას შეუჩერდება რეგისტრაცია და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ამონაწერი აღარ გაიცემა
14 მარტი 2026, 12:19
მსოფლიო
„ჰამასი“ ირანს მოუწოდებს შეწყვიტოს თავდასხმები მეზობელ არაბულ სახელმწიფოებზე
პროპალესტინური დაჯგუფება „ჰამასი“ ირანს მოუწოდებს შეწყვიტოს თავდასხმები რეგიონში მდებარე არაბულ ქვეყნებზე. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
14 მარტი 2026, 12:17
რეგიონი
ჭადრაკის ჩემპიონატში გამარჯვებულები ახალციხის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დააჯილდოვეს
სამცხე-ჯავახეთის რეგიონის პირველობაზე ჭადრაკის ტურნირი, ახალციხეში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში 8-დან 12 წლამდე ასაკის გოგონები და ვაჟები მონაწილეობდნენ.
14 მარტი 2026, 12:14
რეგიონი
ზვიად გაბისონია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სტუდენტებსა და აბიტურიენტებს შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია კახეთის რეგიონში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სტუდენტებსა და აბიტურიენტებს შეხვდა.
14 მარტი 2026, 12:10
რეგიონი
სამელიორაციო სექტორში მიმდინარე ცვლილებებს კახეთის რეგიონში გაეცნენ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს სემეკის მიერ დადგენილი საირიგაციო წყლის მომსახურების ახალი ტარიფები და სახელმწიფო სუბსიდირების იმ სქემა, რომელიც 2026 წლის პირველი აპრილიდან ამოქმედდება.
14 მარტი 2026, 12:05
თავდაცვა
კრწანისში უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსებზე გამოშვების საზეიმო ცერემონია გაიმართა
კრწანისში, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრში ქვეითი, ლოჯისტიკისა და სამხედრო სამედიცინო მიმართულების უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსებზე გამოშვების ცერემონია გაიმართა.
14 მარტი 2026, 12:03
პოლიტიკა
ღია ეთერი - საგარეო პოლიტიკის გამოწვევები, ეგზისტენციალური საფრთხეები და „ქართული ოცნების“ სამშვიდობო პოლიტიკა - დღეს 20:00 საათზე „იმედზე“ დებატები გაიმართება
საქართველოს საგარეო გამოწვევები დიდი გეოპოლიტიკური რყევების და საერთაშორისო წესრიგის რღვევის ეპოქაში. გრძელვადიანი მშვიდობა ცეცხლის კერების შუაგულში. როგორ ინარჩუნებს ქვეყანა სტაბილურობას და ვის ინტერესებშია სტატუს კვოს შეცვლა? ხელისუფლების ბრძოლა სუვერენიტეტისთვის, ოპოზიციის მწვავე ბრალდებები ევროინტეგრაციის შეჩერებისა და რუსულ ორბიტაზე გადანაცვლების შესახებ.
14 მარტი 2026, 11:59
მსოფლიო
ლიზ ტრასი: რამდენად ღრმად გაიდგა ფესვები „დიფ სთეითმა“ მედიაში, საქველმოქმედო ორგანიზაციებსა და სახელმწიფო უწყებებში?
დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა მორიგი პოდკასტი ჩაწერა, რომელიც „დიფ სთეითის“ თემას მიუძღვნა.
14 მარტი 2026, 11:45
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშზე: ჩვენ არაფერი ახალი გვიხილავს - ყველაფერი უკვე დაწერილი იყო, ფორმალობა იყო ჩამოსვლა და გაავრცელა ის ტექსტი, რომელიც ევრობიუროკრატებს აწყობდათ
ჩვენ არაფერი ახალი გვიხილავს, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშზე საუბრისას.
14 მარტი 2026, 11:39
პოლიტიკა
პოლონეთის მთავრობასთან მჭიდრო კავშირში მყოფი, ე.წ. დამოუკიდებელი ექსპერტი - პატრიცია გჟებიკი, რომელმაც სავარაუდოდ, წინასწარ დაწერილ დეზინფორმაციას მოაწერა ხელი და „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნად წარმოადგინა
პატრიცია გჟებიკი ის ე.წ. დამოუკიდებელი ექსპერტია, რომელმაც სავარაუდოდ, წინასწარ დაწერილ დეზინფორმაციას ხელი მოაწერა და „მოსკოვის მექანიზმის" დასკვნად წარმოადგინა. გჟებიკი ვარშავის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა და საერთაშორისო კვლევების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორია, თუმცა, აკადემიური საქმიანობის გარდა, მას მჭიდრო კავშირი აქვს პოლონეთის მთავრობასთან.
14 მარტი 2026, 11:14
სამართალი
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 20-მა მოსამსახურემ „სასაზღვრო სექტორების ხელმძღვანელების გადამზადების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა“ დაასრულა
სასწავლო კურსი შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიაში გაიმართა. 7 კვირიანი სასწავლო პროგრამა მოიცავდა შემდეგ საკითხებს: სამართლებრივი მომზადება, უსაფრთხოების საკითხები, საცეცხლე მომზადება, პირველადი დახმარება, ტოპოგრაფია, ასევე, სახელმწიფო საზღვრის დაცვასთან დაკავშირებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტები.
14 მარტი 2026, 11:10
სამართალი
მცხეთის პოლიციამ დუშეთში, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობა გახსნა - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 2 პირი - 1984 წელს დაბადებული ა.წ. და 1991 წელს დაბადებული ტ.ვ. დააკავეს.
14 მარტი 2026, 11:07
რეგიონი
სოფელ კურსებში მეწყერი ისევ აქტიურია, სტიქიის ზონაში გეოლოგები მუშაობენ
მოძრაობა აკრძალულია ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, რომელიც სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზიანა. გოგოლაშვილების და ბეროძეების უბანში , 12 მარტს, გამთენიისას განვითარებული მეწყრული მოვლენების შედეგად, 10-ზე მეტი სახლი დაინგრა, 45 ოჯახი კი სასტუმროებში, უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. მეწყერმა დააზიანა სოფელში არსებული სასაფლაო.
14 მარტი 2026, 11:06
საზოგადოება
საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ზამთრის სეზონზე ვიზიტორების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის 17%-ით გაიზარდა
2024-2025 წლებში, დეკემბერი-იანვარი-თებერვლის მონაცემების მიხედვით, დაცულ ტერიტორიებს 58 618 ვიზიტორი ესტუმრა, ხოლო 2025-2026 წლებში ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა 68 296-მდე, რაც წინა წელთან შედარებით თითქმის 17%-იან ზრდას წარმოადგენს.
14 მარტი 2026, 10:59
მსოფლიო
The Guardian: ბრიტანელ ტურისტს და კიდევ 20 სხვა ადამიანს დუბაიში ირანის სარაკეტო თავდასხმების ვიდეოების გადაღების ან გაზიარებისთვის ბრალი წაუყენეს
ბრიტანელი მამაკაცი იმ 20 ადამიანს შორისაა, ვისაც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში კიბერდანაშაულის კანონების საფუძველზე ბრალი წაუყენეს, რადგან მათ გადაიღეს და გაავრცელეს მასალა, რომელიც ქვეყანაზე ირანის თავდასხმებთანაა დაკავშირებული. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.
14 მარტი 2026, 10:59
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორი პირი დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორი პირი დამნაშავედ ცნო.
14 მარტი 2026, 10:52
საზოგადოება
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმა ცხოველების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან განიხილა
სააგენტოს ვეტერინარებმა, ცხოველების დამცველ ორგანიზაციებს, ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ყურადღება გამახვილდა პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ მანიპულაციებზე, რომლებიც როგორც პატრონიან, ასევე მიუსაფარ და მიკედლებულ ცხოველებს ჩაუტარდებათ.
14 მარტი 2026, 10:40
მსოფლიო
მედია: ამსტერდამის ებრაულ სკოლაში აფეთქება მოხდა
ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამის ებრაულ სკოლაში აფეთქება მოხდა. ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
14 მარტი 2026, 10:33
სამართალი
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 15 პირი დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, სხვადასხვა დროს 15 პირი დააკავეს.


