ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემი ხედვა იყო, ყველა სამინისტროს გაემზადებინა ათწლიანი განვითარების გეგმა, თუ ჩვენ არ ვიცით, სად გვინდა რომ ვიყოთ ორი წლის შემდეგ, ათი წლის შემდეგ, რთულია, დაგეგმო შენი მომავალი
ირაკლი ღარიბაშვილი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
ჩემი ხედვა იყო, ყველა სამინისტროს გაემზადებინა არა 1-2-წლიანი, არამედ გრძელვადიანი, მინიმუმ ათწლიანი განვითარების გეგმა და ხედვა. თუ ჩვენ, ქვეყანამ და ხალხმა არ ვიცით, სად მივდივართ, სად გვინდა რომ ვიყოთ წელს, ორი წლის შემდეგ, ათი წლის შემდეგ, რთულია ორიენტირება, რთულია, დაგეგმო შენი მომავალი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ათწლიანი განვითარების გეგმაზე ისაუბრა, რომელიც მისი დავალებით ყველა უწყებამ შეიმუშავა და აღნიშნა, რომ არსებობს ძალიან მკაფიო სურათი და ხედვა, მომავალ განვითარებასთან დაკავშირებით.
„ამიტომ, მე დავავალე ყველა მინისტრს და უმოკლეს ვადაში, პრაქტიკულად ჩვენ 6 თვეში დავასრულეთ, ყველა უწყებას ჰქონდა პრეზენტაცია. პირველი დრაფტები ჩვენ დაახლოებით 3 თვეში გავაკეთეთ და საბოლოო ჯამში მთელი დოკუმენტი შეიკრა 6 თვეში. ეს არის ის ჩარჩო-დოკუმენტი, სტრატეგიული ხედვა, თუ როგორ განვავითაროთ ეკონომიკა, მრეწველობა, ტურიზმი, ინფრასტრუქტურა, რეგიონები, ყველა მიმართულება, ჯარი, პოლიცია, ჯანდაცვა, განათლება თუ სხვა. გვაქვს ძალიან მკაფიო სურათი და ხედვა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის შეფასებით, მასშტაბური პროექტები მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული მიმართულებით, მათ შორის რიკოთის უღელტეხილზე.
„რიკოთის მონაკვეთი სრულად დასრულდება 2024-ში და მთლიანად გაიხსნება. ეს არის გრანდიოზული, ისტორიული, საუკუნის პროექტი, საკმაოდ ძვირადღირებული, მაგრამ ეს იქნება თაობებისთვის, საშვილიშვილო პროექტია. ეს იქნება და იქნება, ამხელა მაგისტრალები და თბილისიდან ბათუმში ჩავალთ 3,5 საათში. წითელი ხიდიდან სარფამდე სულ რაღაც 4,5 საათი დაგვჭირდება. ასევე დავიწყეთ ქვეშეთი-კობის მონაკვეთი, 7-კილომეტრიანი გვირაბი, რომლისთვის ჩინეთში დამზადდა სპეციალური გვირაბის მთხრელი მანქანა-დანადგარი და სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ეს დაახლოებით მილიარდი ჯდება. ეს რატომ არის მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ ზამთრის პერიოდში ზვავსაშიშროებაა და იკეტება გზა. 1 საათში ჩავალთ გუდაურში და ყაზბეგში - 1,5 საათში, როცა ეს ყველაფერი დასრულდება. ეს დასრულდება სულ რაღაც 3 წელში. კახეთში დაწყებული გვაქვს მუშაობა, რომ აშენდეს ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, შიდა გზებს და ინფრასტრუქტურას სჭირდება მოვლა“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ყველა სიახლე
28 აპრილი 2026, 22:30
მსოფლიო
ტრამპი: ფრიდრიხ მერცმა არ იცის, რას ამბობს - გასაკვირი არაა, რომ გერმანიას საქმეები ასე ცუდად მისდის, როგორც ეკონომიკურად, ასევე სხვა მხრივაც
გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი ფიქრობს, რომ ირანის მიერ ბირთვული იარაღის ფლობა მისაღებია - მან არ იცის, რას ამბობს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენბტმა, დონალდ ტრამპმა.
28 აპრილი 2026, 22:22
მსოფლიო
CNN: წყაროების ცნობით, მოსალოდნელია, რომ ირანი მალე წარადგენს სამშვიდობო წინადადების განახლებულ ვერსიას
პაკისტანელი შუამავლები უახლოეს დღეებში ირანისგან ომის დასრულების თაობაზე განახლებულ წინადადებას ელიან მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ მანამდე არსებულ ვერსიას არ მიიღებდა - ამის შესახებ CNN-ს მოლაპარაკებების პროცესთან დაახლოებულმა წყაროებმა განუცხადეს.
28 აპრილი 2026, 22:00
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: ვფიქრობ, რომ ჩვენი გზავნილი ნოტას სახით კიდევ ერთი შეხსენებაა მათთვის, რომ დროა წარსულიდან გამოვიდნენ და აღიარონ, რომ საქართველოში ვითარდება პოლიტიკური პროცესები და ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც არ არის სალომე ზურაბიშვილი
ვფიქრობ, რომ ჩვენი გზავნილი ნოტას სახით კიდევ ერთი შეხსენებაა მათთვის, რომ დროა წარსულიდან გამოვიდნენ და აღიარონ, რომ საქართველოში ვითარდება პოლიტიკური პროცესები და საქართველოს ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც ნამდვილად არ არის სალომე ზურაბიშვილი, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა გერმანიის საგარეო უწყების ოფიციალურ გვერდზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შესახებ განთავსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც 2024 წლის შემდეგ, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით არ შეცვლილა.
28 აპრილი 2026, 21:56
მსოფლიო
ზელენსკიმ იარაღის ექსპორტის დაწყება გამოაცხადა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინული იარაღის ექსპორტის გახსნა დააანონსა. მისი თქმით, ეს იქნება „რეალური“ პროცესი, რადგან ყველა დეტალი სახელმწიფო ინსტიტუტების დონეზე უკვე შეთანხმებულია.
28 აპრილი 2026, 21:51
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე მონაცემების არგანახლებაზე: მათ აქვთ გაცილებით ღრმა ჩანაფიქრი, რომელიც სცდება ტექნიკურ ხარვეზს - არ ცნობენ საერთაშორისო სამართლის წესებს, რაც გერმანიისგან გასაკვირი და სამწუხაროა
პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე საქართველოს შესახებ მონაცემების არგანახლებას აფასებს.
28 აპრილი 2026, 21:36
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ჩვენ ვნახეთ გახსნილი საქმეები, რაც ეხება ანტი ნარკოტიკულ კამპანიას, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას, დარწმუნებულები ვართ, რომ იგივე სულისკვეთებით გააგრძელებს ბატონი გეკა ახალი პოზიციიდან მუშაობას
საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის მისი პროფესიული წარსული და მისი დიდი გამოცდილება, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გეკა გელაძეზე საუბრისას.
28 აპრილი 2026, 21:29
პოლიტიკა
დათა გვასალია: ოპოზიციური ალიანსის რეგიონებში დაანონსებული „ხალხთან შეხვედრები“ სინამდვილეში აღმოჩნდა ანონიმურ პოლიტიკურ ლუზერთა კლუბის სესიები - ოპოზიციურ გურუებს „ჰერმეტული დემოკრატია“ აქვთ და ვინმემ ფანჯარა გამოუღეთ
ოპოზიციური ალიანსის რეგიონებში დაანონსებული „ხალხთან შეხვედრები“ სინამდვილეში აღმოჩნდა ანონიმურ პოლიტიკურ ლუზერთა კლუბის სესიები. ეს არ არის პოლიტიკური პროცესი, ეს არის ჯგუფური თერაპია, სადაც დახურულ კარს მიღმა „პარტ-აქტივი“ და „ლიდერობა“ ერთმანეთს ტრავმებს უზიარებს,- წერს ჟურნალისტი, დათა გვასალია სოციალურ ქსელში.
28 აპრილი 2026, 21:12
საზოგადოება
საპატრიარქო წმინდა სინოდის დღევანდელი სხდომის ოქმს აქვეყნებს
საპატრიარქო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის დღევანდელი სხდომის ოქმს აქვეყნებს. „2026 წლის 28 აპრილს საქართველოს საპატრიარქო რეზიდენციაში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა.
28 აპრილი 2026, 21:07
საზოგადოება
სახელმწიფო პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ გრძელდება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
სახელმწიფო პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ გრძელდება. მისი მიზანი ქვეყნის მაღალმთიან სოფლებში ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა.
28 აპრილი 2026, 21:06
საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ფონდ „ქართუს“ წარმომადგენლების სამუშო ვიზიტი მიუნხენში და შეხვედრა ბავარიის ევროპულ და საგარეო საქმეთა მინისტრთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ფონდ „ქართუს“ წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი მიუნხენში - უკვე მეოთხე დღეა დელეგაციის წევრები გერმანიაში მნიშვნელოვან შეხვედრებს მართავენ.
28 აპრილი 2026, 20:59
პოლიტიკა
ქუთაისში ოპოზიციური ალიანსის ჩასვლას ხმაური მოჰყვა, ალიანსში კი დაპირისპირება გრძელდება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
ქუთაისში ოპოზიციური ალიანსის ჩასვლას და მოსახლეობასთან შეხვედრას ხმაური მოჰყვა. ერთ-ერთ მოქალაქეს დარბაზი დაატოვებინეს. მედიასაშუალებებს კი შეხვედრაზე დასწრების საშუალება არ მისცეს. პარალელურად ოპოზიციურ ალიანსში დაპირისპირებაც გრძელდება.
28 აპრილი 2026, 20:55
პოლიტიკა
ვენეციის კომისიის და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთობლივი დებატი. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები პარიზში იმყოფებიან. „ქრონიკა“ საფრანგეთიდან
სანდო და ინკლუზიური საარჩევნო პროცესი, სტანდარტები და დამკვირვებელთა როლი, ეს არის პარიზში მიმდინარე ერთობლივი დებატის მთავარი თემა. დისკუსიაში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და ვენეციის კომისიის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
28 აპრილი 2026, 20:54
მსოფლიო
მადიარმა განაცხადა, რომ ივნისის დასაწყისში ზელენსკისთან შეხვედრა სურს, რათა ხელი შეუწყოს დასავლეთ უკრაინაში მცხოვრები ეთნიკური უნგრელების მდგომარეობის გაუმჯობესებას
უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ ივნისის დასაწყისში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა სურს, რათა ხელი შეუწყოს დასავლეთ უკრაინაში მცხოვრები ეთნიკური უნგრელების „მდგომარეობის გაუმჯობესებას“.
28 აპრილი 2026, 20:53
პოლიტიკა
გერმანიის საგარეო უწყებამ ვებგვერდზე, ე.წ. ტექნიკური ხარვეზი ისევ ვერ აღმოფხვრა - ნოტა გერმანიას. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურ ვებგვერდზე, ე.წ. ტექნიკური ხარვეზი ისევ ვერ აღმოფხვრა. 2 წელი, 3 საპროტესტო ნოტა და ინფორმაციის პირადად გადაცემა- საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო ორი არჩევნების შედეგების ასასახად, ყველა გზა სცადა, მაგრამ უშედეგოდ. სამაგიეროდ განახლდა სირიის და რუსეთის ცნობები. ამ დრომდე არ მოგვისმენია საქართველოში გერმანიის საელჩოს განმარტება.
28 აპრილი 2026, 20:45
პოლიტიკა
შეტევა საქართველოზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი
კოორდინირებული კამპანია ხელისუფლების და ქვეყნის ინტერესების დასაზიანებლად, ეს პარლამენტში პოლიტიკური განცხადებების ერთ-ერთი თემა იყო. როგორც სხდომაზე აღინიშნა, გარე ზეწოლის ნულოვანი შედეგის ფონზე, კიდევ ერთხელ გააქტიურდა ბიძინა ივანიშვილზე პერსონალური შეტევაც.
28 აპრილი 2026, 20:30
პოლიტიკა
გეკა გელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გახდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დღეიდან გეკა გელაძე გაუძღვება. შსს ყოფილი მინისტრის კანდიდატურას ახალ პოზიციაზე, პარლამენტმა მხარი დაუჭირა.
28 აპრილი 2026, 20:30
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა აშშ-ისა და ბრიტანეთის განსაკუთრებულ კავშირებს გაუსვა ხაზი
თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის ურთიერთობებსა და ისტორიულ მეგობრობაზე ისაუბრა.
28 აპრილი 2026, 20:28
პოლიტიკა
ზურაბ პატარაძემ აჭარის მთავრობა კიდევ ერთხელ ჩაიბარა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ზურაბ პატარაძემ აჭარის მთავრობა კიდევ ერთხელ ჩაიბარა. ხანგრძლივი დიპლომატიური საქმიანობის შემდეგ, ის კვლავ ნაცნობ რეგიონს დაუბრუნდა უცვლელი პრიორიტეტებით. პატარაძის წარმატებაში დარწმუნებულია პრემიერ-მინისტრი. წარმატება უსურვა მას ყოფილმა თავმჯდომარემაც.
28 აპრილი 2026, 20:24
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე მინისტრთა კაბინეტში ინაცვლებს. საკანონმდებლო ცვლილებები პირველი მოსმენით დამტკიცდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ვიცე-პრემიერი და სახელმწიფო მინისტრი - მამუკა მდინარაძე მთავრობას ამ სტატუსებით უერთდება. ის სამი უწყების სუს-ის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კოორდინირებას უზრუნველყოფს.
28 აპრილი 2026, 20:11
საზოგადოება
სინოდმა პატრიარქობის სამი კანდიდატი გამოარჩია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სინოდის სხდომის გადაწყვეტილება ცნობილია. პატრიარქობის სამი კანდიდატი გამოარჩიეს - ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი მეუფე იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი. საბოლოო გადაწყვეტილება გაფართოებულ კრებაზე მიიღება, რომელიც 17 მაისამდე შედგება.


