რასმუსენი: საქართველო და უკრაინა ნატოში უნდა მოვიწვიოთ რუსეთის მიერ ოკუპირებული და ანექსირებული ნაწილების გარეშე
ანდერს ფოგ რასმუსენი
ფოტო: GETTY
რუსეთს ძალიან მკაფიო გზავნილი უნდა გავუგზავნოთ, რომ უკრაინა და საქართველო აუცილებლად გახდებიან ნატოს წევრები, - ამის შესახებ ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
„მიმდინარე კვირაში ყველა შეხვედრაზე და ზაფხულში, მადრიდის ნატოს სამიტზეც რუსეთს ძალიან მკაფიო გზავნილი უნდა გავუგზავნოთ, რომ ეს ორი ასპირანტი ქვეყანა, უკრაინა და საქართველო აუცილებლად გახდებიან ნატოს წევრები. ეს შეგვიძლია გერმანული მოდელით გავაკეთოთ. ჩვენ უნდა მოვიწვიოთ საქართველო და უკრაინა რუსეთის მიერ ოკუპირებული და ანექსირებული ნაწილების გარეშე. მადრიდის სამიტი დაადასტურებს აუცილებლად ღია კარის მიდგომას, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების მიმართ ერთგულებას და შემდგომი გაფართოების მიმართ ნატოს ურყევ და მტკიცე პოზიციას“, - განაცხადა რასმუსენმა.
ყველა სიახლე
16 სექტემბერი 2026, 10:34
საზოგადოება
საქართველოს პროკურატურის სტაჟიორთა კონკურსის მეორე ეტაპი დაიწყო
პროკურორის და პროკურატურის გამომძიებლის სტაჟიორთა კონკურსის ტესტირებები 15 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება.
16 სექტემბერი 2026, 10:24
ტექნოლოგიები
ესპანელმა მეცნიერებმა ევროპაში დიპლოდოკის არსებობის პირველი მტკიცებულება აღმოაჩინეს
„ეს არის ევროპაში დღემდე აღმოჩენილი დიპლოდოციდების ერთ-ერთი ყველაზე სრული ნიმუში და ჩრდილოეთ ამერიკის ფარგლებს გარეთ ამ გვარის არსებობისა პირველი მტკიცებულება“, - აღნიშნა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, სერხიო სანჩეს ფენოლიოსამ.
16 სექტემბერი 2026, 10:16
მსოფლიო
იაპონიაში 100 წელს გადაცილებულ მცხოვრებთა რაოდენობის ახალი რეკორდი დამყარდა
იაპონიის ჯანდაცვის, შრომისა და კეთილდღეობის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში 100 წელს გადაცილებულ მცხოვრებთა რაოდენობა ზედიზედ 56 წელია იზრდება. სექტემბრის მდგომარეობით, იაპონიაში 100 წელზე უფროსი ასაკის 107 677 ადამიანი ირიცხება. ამ რიცხვმა 100-ათასიან ნიშნულს იაპონიის ისტორიაში პირველად გადააჭარბა. 100 წელს გადაცილებულ მცხოვრებლებს შორის 94 298 ქალია, 13 379 კი კაცი.
16 სექტემბერი 2026, 10:15
პოლიტიკა
აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად გიორგი ზაქარაშვილი დაინიშნა
2021 წლიდან დღემდე იყო უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და სუამ-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი. 2016-2019 წლებში მუშაობდა რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის თანამდებობაზე, ხოლო 2012-2016 წლებში იყო უკრაინაში საქართველოს საელჩოსა და სუამ-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი.
16 სექტემბერი 2026, 10:14
მსოფლიო
Reuters: ირანთან ომი აშშ-ს უკვე 38 მილიარდი დოლარი დაუჯდა
ირანთან აშშ-ის ექვსთვიანი ომი ვაშინგტონს ამ დროისთვის 38 მილიარდი დოლარი დაუჯდა და ეს თანხა შესაძლოა ყოველთვიურად კიდევ 3 მილიარდი დოლარით გაიზარდოს. ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის კონგრესის არაპარტიული საბიუჯეტო ოფისის (CBO) ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს.
16 სექტემბერი 2026, 09:46
პოლიტიკა
ზაზა დობორჯგინიძე: იპოდრომზე „ტრამპ ტაუერი“ იხსნება, ერიკ ტრამპი მთავრობას ეკონომიკურ ზრდას უწონებს, ამ დროს კი გვყავს ოპოზიცია, რომელიც ითხოვს ანაკლიის პორტისთვის ტრამპის სახელის დარქმევას და ჯო უილსონის მეგობარი აქტს ელოდება
იპოდრომზე ტრამპ ტაუერი იხსნება, ერიკ ტრამპი მთავრობას ეკონომიკურ ზრდას უწონებს, ამ დროს კი გვყავს ოპოზიცია, რომელიც ითხოვს ანაკლიის პორტისთვის ტრამპის სახელის დარქმევას და ჯო უილსონის მეგობარი აქტს ელოდება, - წერს პოლიტიკის ექსპერტი ზაზა დობორჯგინიძე.
16 სექტემბერი 2026, 09:36
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ევრონიუსის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას
ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი დღეს არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ევრონიუსის ფორუმში, რომელიც არაბული მედია სამიტის ფარგლებში გაიმართება.
16 სექტემბერი 2026, 09:35
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: საქართველომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გააჯანსაღოს პოლიტიკური ველი და დაცალოს ის არა პოლიტიკური ოპოზიციისგან, არამედ გარე ძალების მიერ მართული აგენტებისგან
„ხალხის ძალა“ მხარს დაუჭერს მმართველი ძალის ინიციატივას გახარიას პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადების შესახებ. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას პარტიის საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა, ამის საფუძველია „პარტია საქართველოსთვის“ საქმიანობა, რომლითაც, მისი შეფასებით, დასტურდება, რომ ის გარე ძალების დაკვეთას ასრულებს.
16 სექტემბერი 2026, 09:34
პოლიტიკა
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოს დელეგაცია ოფიციალურად არის მიწვეული ძალიან მაღალი დონის ფორუმზე ვაშინგტონში 25-26 სექტემბერს. ფორუმზე Prosperity through Peace, Investing in TRIPP შეიკრიბება აშშ-ის პოლიტიკური და ბიზნეს ელიტა - ამ ფორუმზე საქართველოს ოფიციალურად მიწვევა რასაც ნიშნავს, ყველა გონიერი ადამიანი ხვდება
საქართველოს დელეგაცია ოფიციალურად არის მიწვეული ძალიან მაღალი დონის ფორუმზე ვაშინგტონში 25-26 სექტემბერს, - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
16 სექტემბერი 2026, 09:13
პოლიტიკა
თამარ ჩერგოლეიშვილი მიშა მშვილდაძეზე: სინდისის გაყიდვის გამო სჭირს, რაც სჭირს, თორემ ფული ვის არ გაგვთავებია
ბენდუქიძის გარდაცვალების შემდეგ, ტელევიზია იმიტომ დავხურე და წავედი online, რომ ფეხი არ მწვდებოდა იქამდე, რომ სამაუწყებლო ხარჯებიც დამეფარა და ხელფასებიც. მაშინ ტაბულას გადასარჩენი რესურსი არ ჭირდა, უბრალოდ პირობას მიყენებდნენ - იმისთვის, რომ ოპოზიციურ სარეკლამო sales house-ს ტაბულას რეკლამა გაეყიდა, სააკაშვილი არ უნდა გამეკრიტიკებინა, არ უნდა გვესაუბრა რეალურად, უნდა გვეღალატა პროფესიისთვის და ისე უნდა დამეჩლუნგებინა თავი, ჟურნალისტები და პოლიტიკოსები, როგორი ჩლუნგიც ოპოტელემედია და პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილია, - წერს პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
16 სექტემბერი 2026, 09:12
მსოფლიო
AP: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელისთვის 2,8 მილიარდი დოლარის იარაღის მიყიდვას გეგმავს
ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელისთვის 2 000-ფუნტიანი, დაახლოებით 900-კილოგრამიანი, მძიმე ბომბების მიწოდებას გეგმავს. იარაღი 2,8 მილიარდი დოლარის ღირებულების ახალი სამხედრო გარიგების ნაწილია, იუწყება Associated Press-ი.
16 სექტემბერი 2026, 09:00
მსოფლიო
ABC News: ლოს-ანჯელესში ტელეკომპანია NBC Los Angeles-ის კუთვნილი ვერტმფრენი ჩამოვარდა. დაიღუპა სამი ადამიანი
ლოს-ანჯელესში ორი კომერციული შენობის მიმდებარედ ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.
16 სექტემბერი 2026, 08:25
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 16 სექტემბერს საქართველოში
ამბროლაურშიც წვიმას ამინდს ელოდებიან. ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.
16 სექტემბერი 2026, 08:19
პოლიტიკა
თორნიკე ფაღავა: პრემიერ-მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ შესაძლოა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროები გაერთიანების შემთხვევაში უფრო უკეთ მოემსახუროს ქართულ სახელმწიფოს. მივესალმები ამ გადაწყვეტილებას
მივესალმებით მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებებს, - ასე აფასებს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ფაღავა პრემიერის გადაწყვეტილებას, რომ ორი სახელმწიფო უწყება - რეგიონული განვითარების სამინისტრო და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ერთ უწყებად - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდ ჩამოყალიბდება.
16 სექტემბერი 2026, 08:12
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი: თამაზ ბორაშვილი თავის კონცეფციას წარმოადგენს, როგორ ესახება უწყების შემდგომი განვითარება
თამაზ ბორაშვილი თავის კონცეფციას წარმოადგენს, როგორ ესახება უწყების შემდგომი განვითარება, - განაცხადა თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა.
16 სექტემბერი 2026, 08:07
პოლიტიკა
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებას, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად დღეს პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებენ
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებას, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და დღეს პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს.
16 სექტემბერი 2026, 08:04
პოლიტიკა
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს
კანონპროექტის თანახმად, ორი სახელმწიფო უწყება - რეგიონული განვითარების სამინისტრო და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ერთ უწყებად - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდ ჩამოყალიბდება.
16 სექტემბერი 2026, 07:59
პოლიტიკა
დღეს პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ უფროსს აირჩევს
დღეს პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ უფროსს აირჩევს. თამაზ ბორაშვილს ჯერ თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ, რის შემდეგაც მისი კანდიდატურა კენჭისყრისათვის პლენარულ სხდომას წარედგინება.
16 სექტემბერი 2026, 03:44
მსოფლიო
უკრაინის პრემიერი: უკრაინას დასავლური დახმარების შეფერხების გამო ხარჯების მასშტაბური შემცირება ემუქრება
უკრაინა იძულებულია მასშტაბურად შეამციროს მოქმედი ბიუჯეტის ხარჯები, თუ კანონმდებლები არ მიიღებენ არაპოპულარულ ზომებს, რომლებიც აუცილებელია ზამთრის დადგომამდე დასავლური დახმარების სახით მილიარდობით დოლარის მისაღებად. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი, სერგეი კორეცკი აცხადებს.
16 სექტემბერი 2026, 02:43
მსოფლიო
POLITICO: შიდაპოლიტიკური წნეხის ფონზე გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ნიუ-იორკში ვიზიტს აუქმებს
გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად მომავალ სამშაბათს ნიუ-იორკში აღარ გაფრინდება, როგორც ეს თავდაპირველად იყო დაგეგმილი. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.


