დავით ქართველიშვილი: ყოფილი მაღალჩინოსნები სასამართლოზე ორკესტრირებულ შეტევას ახორციელებენ და ამაში ჩართული ჰყავთ ზოგიერთი საერთაშორისო პარტნიორი. ეს შემოტევა "სასამართლო ამბოხის" ხასიათს ატარებს
დავით ქართველიშვილი
ფოტო: ვიდეოკადრი
,,ყოფილი მაღალჩინოსნები და არასამთავრობო სექტორში გაერთიანებული მათი საახლობლო კლანი სახელმწიფოს მორიგ ინსტიტუტზე ახორციელებენ ორკესტრირებულ შეტევას და ამაში ჩართული ჰყავთ შეცდომაში შეყვანილი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ზოგიერთი წარმომადგენლებიც. ეს შემოტევა "სასამართლო ამბოხის" ხასიათს ატარებს, მისი დამკვეთი - ნაცმოძრაობაა, დავალების მიმცემი - სააკაშვილი, ხოლო ტექნიკური შემსრულებელი - მშვენიერაძე”, - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში ექსპერტი დავით ქართველიშვილი ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, თუ როგორ მზადდება სასამართლოს შიგნით მორიგი საპროტესტო ტალღა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან.
,,მოქმედი ხელისუფლების მიერ, ნაცმოძრაობის რეჟიმის გამპრავებლების, ჯალათების, იდეოლოგების მიმართ ლმობიერებისა და ჰუმანურობის პოლიტიკა და მიდგომები, არასწორად იქნა აღქმული ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ადეიშვილის ნაშიერების წრეში. დღეს ეს ყოფილი მაღალჩინოსნები და არასამთავრობო სექტორში გაერთიანებული მათი საახლობლო კლანი სახელმწიფოს მორიგ ინსტიტუტზე ახორციელებენ ორკესტრირებულ შეტევას და ამაში ჩართული ჰყავთ შეცდომაში შეყვანილი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ზოგიერთი წარმომადგენლებიც. ეს შემოტევა "სასამართლო ამბოხის" ხასიათს ატარებს, მისი დამკვეთი - ნაცმოძრაობაა, დავალების მიმცემი - სააკაშვილი, ხოლო ტექნიკური შემსრულებელი - მშვენიერაძე და Со...“ - წერს დავით ქართველიშვილი და ზურაბ ქადაგიძის ვრცელ წერილს აზიარებს.
ყველა სიახლე
13 ივლისი 2026, 15:13
პოლიტიკა
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ეკონომიკური ფორუმი - „წყლის რესურსები და სატარიფო პოლიტიკა, ურბანული განვითარება, ეკონომიკური ზრდა და მდგრადი განვითარების მიზნები“ გახსნა
ჩვენი მიზანია საქართველოს თითოეული მოქალაქისა და ბიზნესის ხარისხიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფა, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ეკონომიკური ფორუმის - „წყლის რესურსები და სატარიფო პოლიტიკა, ურბანული განვითარება, ეკონომიკური ზრდა და მდგრადი განვითარების მიზნები” გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.
13 ივლისი 2026, 15:12
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებული, უცხო ქვეყნის მოქალაქე დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
13 ივლისი 2026, 15:10
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ყველას მოვუწოდებ, რომ ნუ აჰყვებიან „ნაციონალური მოძრაობას“ და მსგავს ანტიკონსტიტუციურ დაჯგუფებებს, რომელიც ერთ რამეს ფიქრობენ მხოლოდ, დააზიანონ ჩვენი ქვეყანა და ხალხი
გასაკვირია, რა საჭიროა ასეთი ხუთწუთიანი ტყუილი, თან მაშინ, როდესაც ხალხის ბიუჯეტიდან გაქვს მიღებული უკვე თანხა. ამის დამალვა და პირიქით, პრეტენზიის წაყენებას რა შინაარსი აქვს, არ ვიცი, - განუცხადა თელავში მედიას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
13 ივლისი 2026, 15:07
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: „ალდემ“ და მსგავსმა გაერთიანებებმა ჯერ წაუყრუეს სიტყვიერ შეურაცხყოფას და ადამიანის ღირსებაზე თავდასხმას, მათ რიგებში ჰყავთ ზიზღის ენის შემოქმედები. შემდეგ მათ წაუყრუეს ფიზიკურ ძალადობას. ქალბატონ კალასს და კოსს საკუთარ პარტიულ გაერთიანებაში ჰყავთ ძალადობის ინსპირატორები, ორგანიზატორები და განმახორციელებლები
„ალდემ“ და მსგავსმა გაერთიანებებმა ჯერ წაუყრუეს სიტყვიერ შეურაცხყოფას და ადამიანის ღირსებაზე თავდასხმას და მათ რიგებში ჰყავთ ზიზღის ენის შემოქმედები, მათ წაუყრუეს ფიზიკურ ძალადობას და ქალბატონ კალასს და კოსს საკუთარ პარტიულ გაერთიანებაში ჰყავთ ძალადობის ინსპირატორები, ორგანიზატორები და განმახორციელებლები, ისინი, რომლებიც 4 ოქტომბრის გადატრიალებაში მონაწილეობენ, ისინი, რომლებიც პარლამენტის დაწვის მცდელობაში მონაწილეობდნენ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
13 ივლისი 2026, 15:07
მსოფლიო
ზელენსკი რადას სამხედრო მდგომარეობისა და მობილიზაციის აგვისტოდან გაგრძელებას სთავაზობს
საკანონმდებლო ორგანოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციის მიხედვით, პრეზიდენტი გამოდის ინიციატივით, რომ სამხედრო მდგომარეობისა და მობილიზაციის მოქმედების ვადა კიდევ 90 დღით გაგრძელდეს.
13 ივლისი 2026, 15:05
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: საქართველოს მთავრობა სატრანსპორტო სექტორის განვითარებასთან დაკავშირებით თანმიმდევრულ პოლიტიკას ატარებს
საქართველოს მთავრობა სატრანსპორტო სექტორის განვითარებასთან დაკავშირებით თანმიმდევრულ პოლიტიკას ატარებს, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა.
13 ივლისი 2026, 15:05
პოლიტიკა
პაპუაშვილი კალასის განცხადებაზე: ეს ყველაზე სამარცხვინო განცხადებაა, ქალბატონი კალასი ევროპულ ღირებულებებს აცდენილია - ჩვენ ყოველთვის თავს ვიკავებთ კრიტიკული კომენტარებისგან, მაგრამ იქნება თავდასხმა ქართველ ხალხზე ბრიუსელის ნებისმიერი წარმომადგენლისგან? - იქნება ადეკვატური პასუხი
ეს ყველზე სამარცხვინო განცხადებაა, რაც ხაზს უსვამს იმას, რამდენად არის ქალბატონი კალასი ევროპულ ღირებულებებს აცდენილი და წარმოდგენა არ აქვს რას ნიშნავს დემოკრატია, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას.
13 ივლისი 2026, 15:02
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ისტორიული, 150 მლნ დოლარის ინვესტიციის პროექტი დაიწყო, რომელიც 5 მილიონი მგზავრიდან 10 მილიონ მგზავრამდე გაზრდის აეროპორტს გამტარუნარიანობას
„შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ისტორიული, 150 მლნ დოლარის ინვესტიციის პროექტი დაიწყო, რომელიც 5 მილიონი მგზავრიდან 10 მილიონ მგზავრამდე გაზრდის აეროპორტს გამტარუნარიანობას“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.
13 ივლისი 2026, 14:54
მსოფლიო
მედია: აშშ-ის ეროვნული დაზვერვიდან თანამშრომლების გათავისუფლება დაიწყეს
გამომძიებელი ჟურნალისტი დევიდ როუდი განმარტავს, რომ ეროვნული დაზვერვის დირექტორის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი ბილ პულტე, ასრულებს ტრამპის ადმინისტრაციის გეგმას, რომ უწყებას ჩამოაშორონ ყველა ის მაღალჩინოსანი, ვინც „დიფ სთეითთან“ კავშირშია ეჭვმიტანილი. თავად ბილ პულტე განმარტავს, რომ შემცირების მესამე რაუნდის ფარგლებში გაათავისუფლებენ ყველა იმ ზედმეტ თანამშრომელს, ვისაც დაზვერვის სამსახურში კრიტიკული როლი არ აქვს.
13 ივლისი 2026, 14:53
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი გიორგი ბარამიძის განცხადებაზე, რომ კასრებში აღმოჩენილი იარაღი წარმოადგენდა თავდაცვით ზღუდეს შეიარაღებული ფორმირებებისთვის: დიდი ეჭვი მაქვს, რომ ბატონ ბარამიძეზეც შეიძლება ჰქონდეთ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები და ალაპარაკებენ ასეთ სისულელეებს
დიდი ეჭვი მაქვს, რომ ბატონ ბარამიძეზეც შეიძლება ჰქონდეთ მსგავსი ჩანაწერები და ალაპარაკებენ ასეთ სისულელეებს, - განუცხადა თელავში ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
13 ივლისი 2026, 14:52
რეგიონი
შალვა პაპუაშვილი: ასეთი მასშტაბის სტიქია ბოლოს 55 წლის წინ იყო თელავში და მაშინ მოეწყო ღვარცოფისგან დამცავი ნაგებობები, რომლებმაც ფაქტობრივად დიდი როლი შეასრულა იმაში, რომ შედეგები არ ყოფილიყო უფრო მძიმე
ასეთი მასშტაბის სტიქია ბოლოს 55 წლის წინ იყო თელავში და მაშინ მოეწყო ღვარცოფისგან დამცავი ნაგებობები, რომლებმაც ფაქტობრივად დიდი როლი შეასრულა იმაში, რომ შედეგები არ ყოფილიყო უფრო მძიმე, - განუცხადა კახეთში ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
13 ივლისი 2026, 14:49
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია არის ტიპური მაგალითი დეზინფორმაციული ნარატივების შექმნისა. საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი რომ მოირღვა ამაში მხოლოდ რუსეთის წვლილი არ არის, ასეთი ასამბლეების წვლილიც არის, რომელმაც ხაზი გადაუსვა საერთოდ საერთაშორისო სამართალს, სამართლის ძირითად პრინციპებს
ეუთოს რეზოლუცია არის ტიპური მაგალითი დეზინფორმაციული ნარატივების შექმნისა. ჯო უილსონი და სხვა ევროპელი ანტი ქართველები არიან ჩართული ამგვარი ტექსტების შეთხზვაში, რომელიც არის პირდაპირ სიყალბე, დეზინფორმაციას, რომელსაც ავრცელებენ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ხელით, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე.
13 ივლისი 2026, 14:46
საზოგადოება
შიო მესამე: ეკლესიის ერთგულება და მოციქულთა გზის გაგრძელება არის საწინდარი ჩვენი შემდგომი გადარჩენისა და განვითარების. დღეს ჩვენს ეპოქაშიც არიან ასეთი მოღვაწეები, უახლეს ისტორიაში მოვესწარით ასეთ ადამიანებს და ერთ-ერთი უპირველესი დღეს მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიაში გახლავთ ჩვენი კათოლიკოს- პატრიარქი ილია მეორე
ჩვენ ხშირად ვერ ვაცნობიერებთ რაოდენ მადლობლები უნდა ვიყოთ მოციქულების. მათი პიროვნებები, მათი ღვაწლი ხომ საფუძველია ჩვენი ეკლესიის, - განაცხადა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ სვეტიცხოველში ქადაგებისას.
13 ივლისი 2026, 14:36
მსოფლიო
NGO Monitor: ბრიტანეთში პროპალესტინური დემონსტრაციები საერთაშორისო დონორების მიერ იყო დაფინანსებული
კვლევითი ინსტიტუტი NGO Monitor-ი აქვეყნებს ანგარიშს, რომლის თანახმად, ისრაელზე 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ, გაერთიანებულ სამეფოში გამართული პროპალესტინური დემონსტრაციები არა სპონტანური აქციები, არამედ საერთაშორისო დონორების მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების კოორდინირებული ქსელის მიერ ორგანიზებული იყო.
13 ივლისი 2026, 14:36
პოლიტიკა
პრემიერი: ტერორიზმის მიმართ სოლიდარობა არის სრულიად ახალი მწვერვალი, რაც დაიპყრო როგორც ადგილობრივმა აგენტურამ, ასევე მათმა პატრონაჟმა ქვეყნის გარეთ, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმ ტრაგიკულ მდგომარეობაზე, რომელიც არის შექმნილი როგორც ევროპულ ბიუროკრატიაში, ასევე ადგილობრივ აგენტურაში
ტერორიზმის მიმართ სოლიდარობა არის სრულიად ახალი მწვერვალი, რაც დაიპყრო როგორც ადგილობრივმა აგენტურამ, ასევე მათმა პატრონაჟმა ქვეყნის გარეთ. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმ ტრაგიკულ მდგომარეობაზე, რომელიც არის შექმნილი როგორც ევროპულ ბიუროკრატიაში, ასევე ადგილობრივ აგენტურაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.
13 ივლისი 2026, 14:33
მსოფლიო
ავსტრიელი ევროპარლამენტარი ევროკავშირს, ჩრდილოეთის ნაკადის გაზსადენებზე მომხდარ თავდასხმებთან დაკავშირებით დუმილში ადანაშაულებს
„ევროპის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული თავდასხმა საფუძვლიანად უნდა გამოძიებულიყო. ამის ნაცვლად, სიჩუმეა, მაშინ როდესაც პარალელურად, სულ უფრო მეტი ახალი თანხები ირიცხება. ეს აჩენს კითხვებს, რომლებსაც, საბოლოო ჯამში, პასუხი უნდა გაეცეს“, - ამბობს ევროპარლამენტარი.
13 ივლისი 2026, 14:32
პოლიტიკა
თელავში, სტიქიის ზონაში პარლამენტის თავმჯდომარე ჩავიდა - ადგილზე იმყოფებიან „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებიც, რომლებიც გაწმენდით სამუშაოებში ჩაერთნენ
თელავში, სტიქიის ზონაში სამუშაო ინტენსიურად მიმდინარეობს. მობილიზებულია ტექნიკასთან ერთად ცოცხალი ძალაც. სტიქიის ზონაში რამდენიმე წუთის წინ ჩავიდა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. ადგილზე იმყოფებიან „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები, რომლებიც გაწმენდით სამუშაოებში ჩაერთნენ.
13 ივლისი 2026, 14:24
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი კაია კალასის განცხადებაზე: ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, თითქოს შეგნებულად ხდება ევრობიუროკრატების მხრიდან ისეთი „მესიჯბოქსის“ გავრცელება, რაც საქართველოში ევროსკეპტიციზმის გაღრმავებას უწყობს ხელს
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი კაია კალასის განცხადებას ეხმაურება.
13 ივლისი 2026, 14:16
მსოფლიო
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი: ხვალ ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკებების მხოლოდ მეორე და მეექვსე კლასტერებს გავხსნით. ჩვენი თვალსაზრისით, ეს მუდმივი დაყოვნება ძალიან კონტრპროდუქტიულია
„ივლისში უკვე აღარ არსებობდა ობიექტური დაბრკოლებები ყველა კლასტერის გასახსნელად. თუმცა ხვალ ჩვენ მხოლოდ მეორე და მეექვსე კლასტერებს გავხსნით, ყველა დანარჩენს კი შემოდგომამდე გადავდებთ. ეს მუდმივი დაყოვნება, ჩვენი თვალსაზრისით, ძალიან კონტრპროდუქტიულია, რადგან ის აფერხებს და ასევე ანელებს მოლაპარაკებებს“, - განაცხადა ბუდრისმა.
13 ივლისი 2026, 14:13
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: სიტყვა ოპოზიცია ფორმალურად გამოიყენება ხოლმე, ეს არის ჩვეულებრივი აგენტურა, რომელსაც აქვს ერთადერთი დაკვეთა, რომ სიცრუით, ტყუილებითა და ცილისწამებით რაღაცნაირად მოახერხონ საზოგადოებაში უარყოფითი განწყობების შექმნა, თუმცა ფასი დაკარგა ამ ყველაფერმა, საზოგადოება ძალიან მარტივად არჩევს სიმართლეს და ტყუილს ერთმანეთისგან
ძალიან სამწუხაროა, როდესაც ასე მოქმედებს ე.წ. ოპოზიცია, ფორმალურად გამოიყენება ხოლმე ეს სიტყვა, თუმცა ეს არ არის ოპოზიცია, ეს არის ჩვეულებრივი აგენტურა, რომელსაც აქვს ერთადერთი დაკვეთა, რომ სიცრუით, ტყუილებით, ცილისწამებით რაღაცნაირად მოახერხონ საზოგადოებაში უარყოფითი განწყობების შექმნა, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც სტიქიით დაზარალებულ მოქალაქესთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ ტყუილს შეეხებოდა.


