ირაკლი კობახიძე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურზე: თავის დროზეც იყო რეკომენდაცია, რომ ამ უწყებას ორი დამოუკიდებელი უწყების სახით უნდა ეფუნქციონირა
ირაკლი კობახიძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
თავის დროზეც იყო რეკომენდაცია, რომ ამ უწყებას უნდა ეფუნქციონირა ორი დამოუკიდებელი უწყების სახით. გუნდის შიგნით მეც ვიყავი ამ პოზიციის მომხრე თავის დროზე, როცა პოლიტსაბჭოში განიხილებოდა ეს საკითხი და გარეთაც, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების საჯარო რეკომენდაციებიც მეტყველებს იმაზე, რომ ისინი მხარს უჭერდნენ სწორედ ორი დამოუკიდებელი უწყების სახით ამ ინსტიტუციის არსებობას - განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ,,ღამის კურიერში’’.
როგორც ირაკლი კობახიძემ განმარტა, ორი დამოუკიდებელი უწყების ჩამოყალიბების საკითხზე ვერავინ კამათობს, რადგან სამართლებრივად გამართულია, ხოლო კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღებამ სპეკულაციებისთვის ნაკლები სივრცე დატოვა.
,,ინსტიტუციურ ნაწილზე ვერც ვერავინ დავობს, ანუ უმჯობესი რომ არის ორი დამოუკიდებელი უწყების ჩამოყალიბება ეს სადავო პრაქტიკულად არავისთან არ არის. სამართლებრივად არის აბსოლუტურად გამართული ეს დოკუმენტი, კანონპროექტი, რომელიც ჩვენ მივიღეთ და რომელიც კანონად ვაქციეთ. რაც შეეხება დაჩქარებულ წესს, როდესაც მნიშვნელოვანი ინსტიტუციური რეფორმა გაქვს დაგეგმილი, ბუნებრივია, აღარ არის მიზანშეწონილი, რომ ორი თვით გადადო ამ რეფორმის ამოქმედება. თქვენ იცით, რომ არა დაჩქარებული წესით კანონპროექტის მიღება, ორი თვით გამოიწვევდა ამ საკითხის გადადებას. ეს იყო მარტივი მიზეზი და ახლა, როგორც გამოჩნდა, პოლიტიკური სპეკულაციებისთვისაც კიდევ უფრო მეტი სივრცე იქნებოდა არა დაჩქარებული წესით რომ განგვეხილა ეს საკითხი, ორი თვე იქნებოდა საზოგადოება ამ სპეკულაციების მომსწრე. აქედან გამომდინარე, ინსტიტუციურად სწორად დალაგდა ეს ყველაფერი. სამართლებრივად ყველაფერი წელში გამართულია. ჩამოყალიბდება ორი დამოუკიდებელი სააგენტო, რომელიც ორ ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებულ ფუნქციას შეასრულებს.’’ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მან განმარტება სახელმწიფო ინსპექტორზე ლონდა თოლორაიაზე გააკეთა და განაცხადა, რომ მას ორ წლის განმავლობაში არანაირი პრობლემური საკითხი არ ჰქონია.
„ორ წელიწად-ნახევარი ასრულებდა ამ სამსახურის ხელმძღვანელი თავის მოვალეობას და თქვენ გახსენდებათ რაიმე ისეთი პრობლემური საკითხი, რომელიც შეიძლება ყოფილიყო დაკავშირებული მის საქმიანობასთან? ორ წელიწად-ნახევრის განმავლობაში არც ერთი პრობლემური შემთხვევა არ ჰქონია“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
2021 წლის 30 დეკემბერს პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ორ უწყებად გაყოფას მხარი დაუჭირა. ცვლილებების პაკეტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი უწყების: პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურების შექმნას ითვალისწინებს. აღნიშნული ცვლილების შედეგად, 2022 წლის 1-ლი მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმებულია. ამავე პერიოდიდან თანამდებობიდან თავისუფლდებიან სახელმწიფო ინსპექტორი და მისი მოადგილეები.
პრემიერის შესაბამისი ბრძანებებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევი კონკურსები გამოცხადდა.
ყველა სიახლე
18 ივნისი 2026, 11:41
პოლიტიკა
ზაალ ანჯაფარიძე: თუ ეს აბსურდული რეკომენდაცია მართლა შესრულდა, დარწმუნებული ვარ აქ შედგება კომისია, რომელიც შეარჩევს „ღირსეულთ“ და სიას გაუგზავნის ბრიუსელს. თუ ვინ მოხვდება, და ვინ არაფრის დიდებით არ მოხვდება ამ სიაში, არც ესაა რთული გამოსაცნობი
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ევროპარლამენტის მიერ საქართველოზე მიღებულ ბოლო რეზოლუციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, რომელიც ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტებისთვის ევროპაში უვიზო მიმოსვლის შენარჩუნებას შეეხება.
18 ივნისი 2026, 11:31
პოლიტიკა
გია აბაშიძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ამას ნეოსაბჭოთა ევროსეგრეგაცია კი არა და ტოტალური დეკადანსი ეწოდება ევროგაიძვერების აზროვნებაში
ანალიტიკოსი, გია აბაშიძე ევროპარლამენტის მიერ საქართველოზე მიღებულ ანგარიშს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დოკუმენტში ასახული ზოგიერთი რეკომენდაცია, საბჭოთა პრაქტიკებს გავს.
18 ივნისი 2026, 11:26
სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ორი პირი - ვ.გ და ლ.ს. დააკავეს.
18 ივნისი 2026, 11:18
რეგიონი
ძლიერმა წვიმამ პანკისის ხეობის რამდენიმე სოფელი დააზარალა
ღვარცოფმა საცხოვრებელი სახლების ეზოები და საკარმიდამო ნაკვეთები დატბორა. სოფელ შუა ხალაწანში კი საცალფეხო ხიდია დაზიანებული. ამ დროისთვის ხეობაში აღარ წვიმს. შესაბამისად, მდინარეებში წყლის დონემ იკლო.
18 ივნისი 2026, 11:16
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: როგორც აქამდე ყველა რეზოლუცია და როგორც აქამდე ყველა გადაწყვეტილება ევრობიუროკრატიისა, ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რომ გამოიწვიონ მღელვარება საქართველოში, შექმნან რევოლუციური სიტუაცია
როგორც აქამდე ყველა რეზოლუცია და როგორც აქამდე ყველა გადაწყვეტილება ევრობიუროკრატიისა, ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რომ გამოიწვიონ მღელვარება საქართველოში, შექმნან რევოლუციური სიტუაცია, - ასე შეაფასა „ქრონიკასთან“ საუბრისას თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა ევროპარლამენტის რეზოლუცია.
18 ივნისი 2026, 11:10
ეკონომიკა
კონცენტრაციების კონტროლის პროცესის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, „კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესში“ ვლილებები შევიდა
კონცენტრაციების კონტროლის პროცესის ეფექტურობის გაზრდისა და პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, „კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების თაობაზე“ სააგენტოს თავმჯდომარის № 39 ბრძანებით დამტკიცებულ წესში ცვლილებები შევიდა. ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.
18 ივნისი 2026, 11:09
საზოგადოება
Grapefriend: ხუთი მიზეზი, თუ რატომ უნდა გასინჯოთ ქართული ღვინო
ქართული ღვინის საერთაშორისო პოპულარიზაციის, ცნობადობის ზრდისა და ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს წამყვან საერთაშორისო მედიასაშუალებებთან. სააგენტოს პარტნიორებს შორის არიან CNN, CBS, Netflix, The New York Times, Wine Enthusiast და სხვა გავლენიანი საერთაშორისო გამოცემები.
18 ივნისი 2026, 11:07
მსოფლიო
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ევროპარლამენტის მიერ თურქეთის შესახებ მიღებულ ანგარიშში წარმოდგენილია მცდარი შეფასებები, რომლებიც ანტითურქული ჯგუფების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციასა და დაუსაბუთებელ ბრალდებებს ეფუძნება
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროპარლამენტის მიერ თურქეთის შესახებ მიღებულ ანგარიშს გამოეხმაურა.
18 ივნისი 2026, 10:56
პოლიტიკა
ზაზა დობორჯგინიძე: ირანი ამ ომის შედეგად სტრატეგიულად გამარჯვებული და გაძლიერებულია. საქართველოს ნორმალური ურთიერთობა ირანთან, ქვეყნის დიპლომატიური აქტივია და არა კომპრომატი
აშშ-მა და ირანმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი, პირობები არსებითად ირანის სასარგებლოა, - წერს პოლიტიკის ექსპერტი ზაზა დობორჯგინიძე.
18 ივნისი 2026, 10:52
სამართალი
შინაგან საქმეთა მინისტრი მიგრაციის დეპარტამენტს ესტუმრა
შინაგან საქმეთა მინისტრი მიგრაციის დეპარტამენტს ესტუმრა
18 ივნისი 2026, 10:52
საზოგადოება
გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელშიც საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების რექტორები და წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
18 ივნისი 2026, 10:38
მსოფლიო
მედია: უკრაინამ მოსკოვზე უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში დრონებით ყველაზე მასშტაბური შეტევა განახორციელა
უკრაინამ მოსკოვზე უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში უპილოტო საფრენი აპარატებით ყველაზე მასშტაბური შეტევა განახორციელა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
18 ივნისი 2026, 10:36
პოლიტიკა
ნატა ფერაძე: „ნაცები“ ან მათი მხარდამჭერი ვინც არ ხართ, თქვენც 24/7 ნაცების შიდა ბორდელის გარჩევით უნდა მო* * *ათ პოლიტიკური ამინდი?
ოპოზიციონერი აქტივისტი ნატა ფერაძე, “ნაციონალურ მოძრაობაში” განვითარებულ პროცესებს “შიდა ბორდელის გარჩევებს” უწოდებს.
18 ივნისი 2026, 10:36
რეგიონი
ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტში უბილეთო მგზავრობაზე მონიტორინგის პროცესი უფრო გამჭვირვალე ხდება
ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტში უბილეთო მგზავრობაზე მონიტორინგის პროცესი, კიდევ უფრო გამჭვირვალე ხდება, - ინფორმაციას ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
18 ივნისი 2026, 10:31
სამართალი
საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თბილისის სამმართველომ ამერიკული აკრედიტაციის ცენტრის - A2LA-ს ყოველწლიური შეფასება წარმატებით გაიარა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თბილისის საექსპერტო-კრიმინალისტიკურმა სამმართველომ ამერიკული აკრედიტაციის ცენტრის – „A2LA“-ს ყოველწლიური შეფასება წარმატებით გაიარა, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
18 ივნისი 2026, 10:30
პოლიტიკა
ევროპარლამენტის რეზოლუცია: მოვუწოდებთ ევროკომისიას, შექმნას მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებსა და ჟურნალისტებს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა შეუნარჩუნდებათ
„მივესალმებით კომისიის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტის მფლობელებისთვის, რაც 2026 წლის 6 მარტიდან ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოში გამოიყენება 2025 წლის 30 დეკემბერს ძალაში შესული და უფრო მოქნილი ვიზის შეჩერების მექანიზმის შესაბამისად, „ქართული ოცნების“ რეჟიმის ფუნდამენტური ღირებულებების დარღვევით განხორციელებული ქმედებების შედეგად; რეზოლუცია გასცემს გაფრთხილებას, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ შეიძლება გამოიწვიოს უვიზო მიმოსვლის შეჩერება მთელი მოსახლეობისთვის, რისთვისაც სრული პასუხისმგებლობა „ქართული ოცნებას“ დაეკისრება. მოვუწოდებთ კომისიას, შექმნას მექანიზმი, რომლის საშუალებითაც სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებს, ჟურნალისტებსა და სტუდენტებს შეუნარჩუნდებათ უვიზო წვდომა ევროკავშირში“, - აღნიშნულია რეზოლუციაში.
18 ივნისი 2026, 10:27
პოლიტიკა
ნანა კაკაბაძე: დღეს მთელ მსოფლიოში ისეა გაბატონებული დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და თავისუფლების იდეოლოგია, როგორც 100 წლის წინ იყო მსოფლიო მოდა სოციალისტური რევოლუცია, რომელსაც უნდა დაემხო ბურჟუაზიის ბატონობა და სწორედ დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და თავისუფლების სახელით ნათელი მოეფინა კაცობრიობის მომავლისათვის
„ადამიანის უფლებები - მითები და რეალობა“, - არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელი პოსტს აქვეყნებს.
18 ივნისი 2026, 10:27
სამართალი
სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.
18 ივნისი 2026, 10:25
სამართალი
სამართალდამცველებმა წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
18 ივნისი 2026, 10:24
სამართალი
საპატრულო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით პალესტინის მოქალაქე დააკავეს.


