გია აბაშიძე: სააკაშვილის რეჟიმის დროს ამ მართლაც ნეობოლშევიკი ინტელიგენციისთვის სამინისტროს სისტემაში სასათბურე პირობები იყო შექმნილი, ახლა კი პრივილეგიებს კარგავენ
გია აბაშიძე
ფოტო: Imedi
ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის ინტერვიუს ეხმიანება.
როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, სწორედ ის ხალხი ებრძვის ქალბატონ წულუკიანს, რომლებიც სააკაშვილის მმართველობის დროს პრივილეგიებით სარგებლობდნენ, დღეს კი მხილებულია მათი არაპროფესიონალიზმი და რამდენიმე შემთხვევაში კანონის წინაშეც შეიძლება აგონ პასუხი.
„რატომ ებრძვიან კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს ასე გააფთრებითა და ასე სასოწარკვეთილად „თავისუფლად მოაზროვნე“ ხელოვანნი, (ნაც)ჟურნალისტები, პოლიტიკანები და (ნაც)სამოქალაქო აქტივისტები? იმიტომ, რომ სააკაშვილის რეჟიმის დროს, ამ მართლაც და ნეობოლშევიკი ინტელიგენციისთვის, სამინისტროს სისტემაში სასათბურე პირობები იყო შექმნილი. ისევე, როგორც ბევრ სხვა უწყებაში სხვა „ნაცმარიონეტებისთვის“. ახლა კი კარგავენ პრივილეგიებს, მხილებულია მათი არაპროფესიონალიზმი და რამდენიმე შემთხვევაში კანონის წინაშეც აგებენ პასუხს. ბუნებრივია, რომ „ნაცსექტის“ სხვა ადეპტებიც ექომაგებიან „თავისუფალი არტის“ წარმომადგენლებს, სახელმწიფო ბიუჯეტის პარაზიტებს.
22 იანვარს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საუბრისას, ქალბატონმა წულუკიანმა არაერთ უმნიშვნელოვანეს საკითხზე ისაუბრა. გამოვყოფ რამდენიმეს: საბიუჯეტო თანხები დაიხარჯა ისეთ წიგნზე, რომელშიც ლექსები ანა კალანდაძეს განზრახ თუ უნებლიედ მოჰპარეს და ელენე დარიანს მიაკუთვნეს, ლაშა ბაქრაძემ კი თქვა, ასეთი შეცდომები იპარება, დაგვიმატეთ თანხა და ახალ წიგნს გამოვცემთო. ვერც დავიჯერე, რომ ამგვარი შეცდომების კასკადი შეიძლებოდა ერთ წიგნში ყოფილიყო. მით უმეტეს, ისეთი რესპექტაბელური ორგანიზაციის ხელში შექმნილ წიგნში, როგორიც ლიტერატურის მუზეუმია. სამინისტროს მხრიდან ახალი წიგნის გამოსაცემად თანხის თავიდან გაცემაზე უარი ითქვა.
კულტურის სამინისტროსთან აქცია იყო ერთი დიდი ანეკდოტი, რადგან ანტი ჰუმანურობას აპროტესტებდა ჟორიკა რურუა, ხოლო საბჭოთა სტილსა და ტონზე საუბრობდა იულონ გაგოშიძე, რომელიც საბჭოთა კავშირში უკვე აღიარებული მეცნიერი 20 წლით ადრე, ვიდრე მე დავიბადებოდი. ის ითხოვს თავისუფლებას კულტურის მინისტრისგან და მიიჩნევს, თუ ეს ასე არ იქნება, ეს საბჭოეთია, ოღონდ მას ავიწყდება, რომ დღესაც კულტურის სამინისტროსგან იღებს ხელფასს ისევე, როგორც მისი ოჯახის წევრები.
ხელოვნების მუზეუმში ინვენტარიზაციის დასრულების შემდეგ, დაკარგული ექსპონატების შესახებ მასალები საგამოძიებო უწყებებს გადაეცემა. მუზეუმის გათავისუფლებული თანამშრომელი ნინო ხუნდაძე ფერწერის ფონდს ხელმძღვანელობდა. ეს იმდენად დიდი „პროფესიონალია“, რომ მის ფონდში სრულყოფილი ინვენტარიზაცია არასოდეს ჩაუტარებია. ფონდში სრულყოფილი ინვენტარიზაცია ჩემივე დავალებით, ჩემ მიერ ნდობა გამოცხადებულმა მუზეუმის ახალმა დირექტორმა, ნიკა ახალბედაშვილმა ჩაატარა და აღმოჩნდა, რომ ქალბატონი ნინო ხუნდაძის, ამ „დიდი“, აწ უკვე ჩვენი ყოფილი „პროფესიონალი“ თანამშრომლის ფონდში დაკარგულია 21 ექსპონატი, მათ შორის გიგო გაბაშვილის, ელენე ახვლედიანის და თოიძის ნახატები. ყველა მედიასაშუალებას ვთავაზობ, როდესაც ინვენტარიზაცია დასრულდება, ფართო განხილვები მოეწყოს იმ სავალალო შედეგებზე, რომლის თანამონაწილეები ახლა უკვე ქუჩაში მყოფი აქციის მონაწილეები არიან, რადგანაც ვერავინ იტყვის - მერე რა მოხდა, როცა დაკარგულია ექსპონატები.
აღმოჩნდა, რომ გიორგი გაგოშიძისა და სხვა მსგავსი ვითომ პროფესიონალების, „პროფესორობით“ გელათის სახურავზე ასეულობით კვადრატულ მეტრზე დაგებულ ე.წ. წითელ და თეთრ კრამიტს არ გაუვლია სამხარაულის ექსპერტიზა. არცერთი მათგანი არ აკმაყოფილებს არც ყინვამედეგობის და არც წყალმედეგობის კრიტერიუმებს. ვმუშაობთ იუნესკოს იმ იტალიელ ექსპერტებთან, რომლებზეც იუნესკომ თქვა, აი, ესენი არიან, ვინც დაგეხმარებათ გელათის გადარჩენაშიო. ამასობაში, იქ წყალი არ ჩადის და მიუხედავად იმ ადამიანების წივილ-კივილისა – დადექით და უყურეთ, არ შეეხოთ არაფერს, ჩვენ შევძელით, გადაგვერჩინა. მინდა, საჯაროდ გადავუხადო მადლობა მაღალკვალიფიციურ პროფესიონალს, მერაბ ბუჩუკურს და მის გუნდს, რომლებიც არ დაგვზარდნენ და თუნდაც, ის რად ღირს, რომ მათ გადაარჩინეს ჩამოშლის პროცესში მყოფი მაცხოვრის კედლის მხატვრობა გელათში და არა მხოლოდ, სია გრძელია.
გელათი ბაგრატის ბედს ვერ გაიზიარებს. ჩვენ ამისთვის უკვე ყველაფერი გავაკეთეთ და ვართ იმედიანად. თუმცა, ძალიან დიდი სამუშაო არის გარკვეული რისკები, სწორედ ამ არაკვალიფიციური ადამიანების გამო, რომლებიც დღეს ქუჩაში ბევრს ყვირიან. ვფიქრობ, ამ რისკებს სწორად ვუმკლავდებით და არის მაქსიმალურად დაზღვეული. ქუჩაში რომ ყვირიან, იმ ადამიანებისგან განსხვავებით, მე ვარ ძალიან მორჩილი ადამიანი. მორჩილებაში ვგულისხმობ იერარქიისადმი მორჩილებას, გარდა იმისა, რომ ვარ, ასე ვთქვათ, ჩინოვნიკი და კარგი ჩინოვნიკი. სხვათა შორის, მოსკოვში ერთხელ ვარ ნამყოფი, ექვსი წლის ასაკში და სინამდვილეში, საფრანგეთში დაამთავრე სახელმწიფო მართვის უმაღლესი სკოლა. იქ ასწავლიან, რას ნიშნავს ხელმძღვანელი და უფროსი. მე მყავს პრემიერი, რომელიც ჩემთვის ძალიან დიდი ავტორიტეტია და მეამაყება, რომ ის ამ მყვირალა ადამიანებს არ უყვართ. ეს არის ადამიანი, რომელიც ჩემი და სხვა თანამებრძოლების მონაწილეობით აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ეს უბედურება უკან არ დაბრუნდეს - ჟორიკ რურუები და სხვა, კიდევ საბჭოთა მენტალიტეტის მქონე „ბომბონიერში“ გამოზრდილი ვითომ მეცნიერები“, - წერს გია აბაშიძე.
ყველა სიახლე
22 ივლისი 2026, 03:02
მსოფლიო
Euronews: სამოქალაქო საზოგადოებისა და მთელ უკრაინაში მიმდინარე მასშტაბური პროტესტის ფონზე, ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად გენერალ სირსკის ნაცვლად მიხაილო დრაპატი დანიშნა
სამოქალაქო საზოგადოებისა და მთელ უკრაინაში მიმდინარე მასშტაბური პროტესტის ფონზე, პრეზიდენტმა ზელენსკიმ სამშაბათს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად გენერალ სირსკის ნაცვლად მიხაილო დრაპატი დანიშნა, - წერს Euronews-ი.
22 ივლისი 2026, 01:52
მსოფლიო
აშშ-ის თავდაცვის მდივნის განცხადებით, ამერიკელი სამხედროების საჭიროებების უზრუნველყოფა უკრაინელების დახმარებაზე ბევრად უფრო მაღალი პრიორიტეტია
აშშ-ის თავდაცვის მდივნის განცხადებით, ამერიკელი სამხედროების საჭიროებების უზრუნველყოფა უკრაინელების დახმარებაზე ბევრად უფრო მაღალი პრიორიტეტია. ამის შესახებ მან სენატში გამართული მოსმენისას, სენატორ კეიტი ბრიტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
22 ივლისი 2026, 01:00
მსოფლიო
პიტ ჰეგსეტმა კანონმდებლებს განუცხადა, რომ აშშ-ირანის ომის ფონზე, ჩინეთი და რუსეთი „სხვადასხვა დონეზე“ უწყობენ ხელს ირანის ზოგიერთ აქტივობას
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა სამშაბათს კანონმდებლებს განუცხადა, რომ აშშ-ირანის ომის ფონზე, ჩინეთი და რუსეთი „სხვადასხვა დონეზე“ უწყობენ ხელს ირანის ზოგიერთ აქტივობას.
22 ივლისი 2026, 00:07
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა მთავარსარდალი ოლექსანდრ სირსკი თანამდებობიდან გაათავისუფლა
სამშაბათს უკრაინის პრეზიდენტმა მთავარსარდალი ოლექსანდრ სირსკი თანამდებობიდან გაათავისუფლა - ამით მან დათმო პოზიციები და დაემორჩილა ზეწოლას მას შემდეგ, რაც თავდაცვის პოპულარული მინისტრის, მიხაილო ფედოროვის გადაყენებამ მისი პრეზიდენტობის მანძილზე ყველაზე მწვავე პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია, - წერს ამერიკული ტელეკომპანია NBC News-ი.
21 ივლისი 2026, 23:29
მსოფლიო
საფრანგეთის პარლამენტმა 15 წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალური ქსელებით სარგებლობის აკრძალვას მხარი დაუჭირა
საფრანგეთის პარლამენტმა 15 წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალური ქსელებით სარგებლობის აკრძალვას მხარი დაუჭირა. საფრანგეთი გახდება ევროკავშირის პირველი სახელმწიფო, რომელიც მსგავს ზომას საკანონმდებლო დონეზე დანერგავს.
21 ივლისი 2026, 22:31
მსოფლიო
Euronews: პოლონეთის პოლიციის მონაცემებით, პოლონეთში უკრაინელებზე თავდასხმების რიცხვი იზრდება
მიმდინარე წლის პირველ ნახევარში პოლიციამ უკრაინის მოქალაქეების მიმართ სავარაუდო სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის შესახებ 180 შეტყობინება მიიღო, რაც 30%-იანი ზრდაა, - წერს Euronews-ი.
21 ივლისი 2026, 21:52
მსოფლიო
ტრამპი: ახლაც რომ შევწყვიტოთ ყველაფერი, ირანს 20-25 წელი დასჭირდება აღდგენისთვის
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან დაკავშირებულ მიმდინარე ესკალაციასა და ჰორმუზის სრუტეში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.
21 ივლისი 2026, 21:46
საზოგადოება
კახა კალაძე: ლეგენდარულ ქართველ მომღერალს, ქართული კულტურის ნამდვილ ელჩს, ნანი ბრეგვაძეს ვულოცავ 90 წლის იუბილეს. მისი განუმეორებელი ხმა, რომელიც არაერთ თაობას აღაფრთოვანებს, უკვე ჩვენი კულტურის ნაწილია
თბილისის მერი, კახა კალაძე ნანი ბრეგვაძეს 90 წლის იუბილეს ულოცავს.
21 ივლისი 2026, 21:20
მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ აშშ ირანის „პიკაქს მაუნთინის“ მიწისქვეშა ობიექტს მალე დაარტყამს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანის ბირთვულ ობიექტს, „პიკაქს მაუნთინს“ „საკმაოდ მალე“ დაარტყამს.
21 ივლისი 2026, 21:18
საზოგადოება
საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს შეხვდა
შეხვედრაზე განხილული იყო ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნის აუცილებლობის საკითხი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და საპატრიარქოს კუთვნილებაში მყოფი ეკლესია-მონასტრების რეაბილიტაციის მიმართულებით იმუშავებს.
21 ივლისი 2026, 21:17
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო წარმოების მიზნით ფარული ლაბორატორიის მოწყობისთვის ბრალდებულებს 17-17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო წარმოების მიზნით ფარული ლაბორატორიის მოწყობისთვის ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
21 ივლისი 2026, 21:06
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებულებს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
21 ივლისი 2026, 20:45
საზოგადოება
ბათუმში მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე მკვლევართა დაჯილდოება გაიმართა
ბათუმში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაზე მკვლევართა დაჯილდოება გაიმართა.
21 ივლისი 2026, 20:43
საზოგადოება
სოციალური თანასწორობის უზრუნველსაყოფად სკოლებში სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სოციალური თანასწორობის უზრუნველსაყოფად სკოლებში სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება.
21 ივლისი 2026, 20:39
საზოგადოება
მასშტაბური რეაბილიტაციის გამო რუსთაველის გამზირი 23 ივლისიდან 4 თვით იკეტება. როგორი იქნება სატრანსორტო მოძრაობის სქემა - დეტალები „ქრონიკაში“
23 ივლისის 00:00 საათიდან რუსთაველის გამზირი 4 თვით იკეტება - დედაქალაქის მთავარ არტერიაზე მასშტაბური რეაბილიტაცია იწყება. თამარ ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე სრულად განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, საგზაო საფარი და საფეხმავლო ინფრასტრუქტურა. იცვლება ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც, გამზირზე მოხვედრა კი მხოლოდ ფეხით იქნება შესაძლებელი. მარიამ მელაშვილის სიუჟეტი.
21 ივლისი 2026, 20:36
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოდან დღეს კიდევ 102 არალეგალი გააძევა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ გაძლიერებული კონტროლი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოდან დღეს კიდევ 102 არალეგალი გააძევა.
21 ივლისი 2026, 20:35
სამართალი
სპეცოპერაცია დიდ დიღომში - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციას ირანის ორი მოქალაქე ონლაინ-მაღაზიით გეგმავდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სპეცოპერაცია დიდ დიღომში და დალუქული ბინა გიორგი ბრწყინვალის ქუჩაზე - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციის მცდელობისთვის ირანის ორი მოქალაქეა დაკავებული. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები ნარკოტიკის გასაღებას სოციალურ ქსელში შექმნილი ონლაინ-მაღაზიით გეგმავდნენ. ანა ბერძენიშვილი გიამბობთ.
21 ივლისი 2026, 20:33
ეკონომიკა
სებ-ი ვირტუალური აქტივების მომსახურების 13 პროვაიდერის დაჯარიმების შესახებ: ცამეტივე კომპანია დაჯარიმდა მხოლოდ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობა/დაგვიანებით წარდგენისთვის
„იმედინიუსმა“ ვირტუალური აქტივების მომსახურების 13 პროვაიდერის დაჯარიმებასთან დაკავშირებით განმარტებისთვის საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართა. პასუხად ეროვნული ბანკში აცხადებენ, რომ ცამეტივე კომპანია დაჯარიმდა მხოლოდ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობა/დაგვიანებით წარდგენისთვის.
21 ივლისი 2026, 20:31
ეკონომიკა
13-წლიანი უწყვეტი პროგრესი და ისტორიული მაქსიმუმი, საქართველო „ატლანტიკური საბჭოს“ კეთილდღეობის ინდექსში მსოფლიო ლიდერთა შორის დასახელდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველო „ატლანტიკური საბჭოს“ კეთილდღეობის ინდექსში ლიდერობს. პირველი ადგილი ევროკავშირის კანდიდატებს შორის და მხოლოდ ერთი ნაბიჯი „მაღალი კეთილდღეობის“ სტატუსამდე.
21 ივლისი 2026, 20:29
სამართალი
რა მოხდა დუშეთში? ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პროკურატურა ეხმიანება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ბრალდება იძულებით აღიარებაზე და ოფიციალური უწყების პასუხი.


