Imedi /  24 იანვარი 2022, 15:15 / სანდო წყარო

დავით მათიკაშვილი: უკრაინა ჩვენი მოძმე სახელმწიფო და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა, რომელთანაც საქართველოს ბედ-იღბალია მიბმული

დავით მათიკაშვილი

დავით მათიკაშვილი

ყველა საერთაშორისო ფორუმზე, ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად კატეგორიულად ვგმობთ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს უკრაინის მიმართ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, რაც შეეხება პარლამენტის ერთიან პოზიციას უკრაინის საკითხთან დაკავშირებით, თუ ამის აუცილებლობა იქნება, შეთანხმებული პოზიცია გამოცხადდება.

„უკრაინა ჩვენი მოძმე სახელმწიფო და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა, რომელთანაც საქართველოს ბედ-იღბალი, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, არის მიბმული.

ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს ყველა საერთაშორისო ფორუმზე, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად.

რაც შეეხება პარლამენტის ერთიან პოზიციას, რა თქმა უნდა, მსჯელობა, შეთანხმება იქნება და თუ ამის აუცილებლობა იქნება, შეთანხმებული პოზიცია გამოცხადდება. სხვა, ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო დონეზე, ქართულმა მხარემ ზუსტად, მაქსიმალურად და ხაზგასმით დააფიქსირა თავისი პოზიცია“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი პარლამენტის მიერ უკრაინის მხარდამჭერი ერთობლივი რეზოლუციის მიღების ინიციატივით გამოდის.

ყველა სიახლე

19 მაისი 2022, 16:45

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძემ გაერო-ს განვითარების პროგრამის UNDP-ის მუდმივ წარმომადგენელთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ გაერო-ს განვითარების პროგრამის UNDP-ის მუდმივ წარმომადგენელთან ნიკ ბერესფორდთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

19 მაისი 2022, 16:45

ეკონომიკა

სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ მსოფლიოს საუკეთესო ექსპორტის სააგენტოს ჯილდო მოიპოვა

დაჯილდოების ცერემონია, რომელიც კოვიდპანდემიის გამო გადაიდო და წელს ჩატარდა, განაში გაიმართა, სადაც სააგენტოს დირექტორს მიხეილ ხიდურელს ჯილდო პირადად გადასცა ITC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პამელა ქოუქ ჰამილტონმა გადასცა.

ვილი სანიოლი

19 მაისი 2022, 16:40

სპორტი

ვილი სანიოლმა ერთა ლიგის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლის სეზონის გათამაშების მოსამზადებელ ეტაპს იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი ივნისში ოთხ შეხვედრას გამართავს. საქართველოს ეროვნული ნაკრები მატჩებისთვის 24 მაისიდან თბილისში შეიკრიბება.

19 მაისი 2022, 16:32

ეკონომიკა

ივნისიდან საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flyadeal დაიწყებს

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებების საბოლოო ეტაპი წარმატებით დაასრულა. პირდაპირი რეგულარული რეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საუდის არაბეთის სამი ქალაქიდან: ჯედადან, რიადიდან და დამამიდან განხორციელდება, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ფრენები - ჯედადან და რიადიდან.

ალექსანდრე თორაძე

19 მაისი 2022, 16:27

საზოგადოება

აშშ-ის საელჩო: ვემშვიდობებით ჩვენი ორი ქვეყნის გამორჩეულ წარმომადგენელს, ქართველ-ამერიკელ პიანისტ ალექსანდრე „ლექსო" თორაძეს, ვისაც მისი შემოქმედება შეეხო, ყველას ძალიან დააკლდება

დღეს ვემშვიდობებით ჩვენი ორი ქვეყნის გამორჩეულ წარმომადგენელს, ქართველ-ამერიკელ პიანისტ ალექსანდრე „ლექსო" თორაძეს, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე წერს. მათივე თქმით, მსოფლიოს მუსიკალურ სამყაროს და ყველას, ვისაც მისი შემოქმედება შეეხო, ლექსო თორაძე ძალიან დააკლდება.

ოლაფ შოლცი

19 მაისი 2022, 16:24

მსოფლიო

ოლაფ შოლცი: ყველას ერთი მიზანი გვაქვს - რუსეთმა არ უნდა გაიმარჯვოს ამ ომში, უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს

ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომი ევროკავშირის ისტორიაში ყველაზე დიდი კრიზისია.

19 მაისი 2022, 16:12

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: ეკონომიკაში ქალი ბიზნესმენების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, ისევე, როგორც მათი აქტიურობა

„ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა. ვისაუბრეთ წიაღისეული რესურსების მოპოვების, ენერგეტიკის, კაპიტალის ბაზრის განვითარების, უცხოური ინვესტიციების მეტად წახალისების და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი იყო საჯარო სერვისებზე ხელმისაწვდომობის ხარისხის გაუმჯობესება. ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი დავაჩქაროთ. შენიშვნები, რომლებიც დღეს ამ კუთხით არსებობდა, აბსოლუტურად ლეგიტიმურია“, - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

დმიტრო კულება

19 მაისი 2022, 16:00

მსოფლიო

კულება: არ გვჭირდება სუროგატები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის, რაც უკრაინის მიმართ მეორეხარისხოვან მოპყრობას ცხადყოფს და უკრაინელების გრძნობებს შეურაცხყოფს

სტრატეგიული გაურკვევლობა უკრაინის ევროპული პერსპექტივის შესახებ, რომელსაც ბოლო წლებში ევროკავშირის ზოგიერთი წევრი სახელმწიფო ახორციელებდა, წარუმატებელი აღმოჩნდა და უნდა დასრულდეს, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ.

19 მაისი 2022, 15:58

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პიანისტ ლექსო თორაძის ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პიანისტ ლექსო თორაძის ოჯახს მიუსამძიმრა. მთავრობის მეთაური, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში იმყოფებოდა, სადაც პიანისტის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.

19 მაისი 2022, 15:51

ეკონომიკა

სემეკმა „თელასის“ შესაბამისობის ოფიცრის ანგარიში მოისმინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) საჯარო სხდომაზე, სს „თელასის“ შესაბამისობის ოფიცერმა კომპანიის მიერ შესაბამისობის პროგრამის განსახორციელებლად მიღებული ზომების შესახებ მომზადებული წლიური ანგარიში წარადგინა.

19 მაისი 2022, 15:42

რეგიონი

პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები ნახიდურის სკოლას ესტუმრნენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, დეპუტატებთან ერთად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურის საჯარო სკოლას ეწვია.

ვახტანგ ცინცაძე

19 მაისი 2022, 15:33

ეკონომიკა

ეკონომიკის სამინისტრო: ადგილობრივი ექსპორტის სტაბილური ზრდა ადგილობრივი წარმოების კონკურენტუნარიანობაზე მეტყველებს

წლების განმავლობაში ადგილობრივი ექსპორტის სტაბილური ზრდა ნათლად მიანიშნებს ადგილობრივი წარმოების ზრდასა და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებაზე, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და რეფორმების დეპარტამენტის უფროსმა, ვახტანგ ცინცაძემ „საქსტატის“ მიერ ადგილობრივი ექსპორტის ბოლო მონაცემების კომენტირებისას განაცხადა.

ჯო და ჯესი

19 მაისი 2022, 15:29

ტაბლოიდი

ბრიტანელმა წყვილმა ლატარიაში £184 მილიონი მოიგო

ჯო და ჯეს ტვეიტები მოგებული თანხით საკუთარი ოცნებების ასრულებას გეგმავენ - შვილების მომავლის უზრუნველყოფას, სახლის აშენებას და სამოგზაუროდ წასვლას. ჯო 49 წლისაა, მისი ცოლი ჯესი კი 44-ის. წყვილს 2 საერთო შვილი ჰყავს.

19 მაისი 2022, 15:15

პოლიტიკა

რუსეთის საგარეო უწყება „რეფერენდუმზე“: გასათვალისწინებელია გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში და ის, თუ რამდენად მიზანშეწონილია ამ გადაწყვეტილების მიღება

სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმის საკითხის განხილვის დროს აუცილებელია, გავითვალისწინოთ მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ განაცხადა.

19 მაისი 2022, 14:59

საზოგადოება

„სტუდენტები სამართლიანობისთვის“ ილიას უნივერსიტეტისგან ხარჯების რაოდენობისა და მიზნობრიობის გასაჯაროებას ითხოვს

ჯგუფის წევრების თქმით, ოფიციალური განცხადებით უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ჯერ კიდევ 1 თვის წინ მიმართეს, რაზეც პასუხად მოკლე ინფორმაცია მიიღეს.

ზაალ ანჯაფარიძე

19 მაისი 2022, 14:54

საზოგადოება

ზაალ ანჯაფარიძე დღევანდელ აქციაზე: ეს ის „ურნალისტები“ არიან, კომფორტში რომ იყვნენ „ნაცების“ დროს დამონებული მედიის პირობებში და გვარიან ფულსაც და სხვა სარგებელს ქაფავდნენ „მიშას ტელეარხებზე“

„ამაზრზენი სანახავი იყო დღეს „მერიოტთან“ შეკრებილი პირწაკრული ნაც-ურნალისტების „შაბაში“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე ნიკა გვარამიას დაკავების გამო ჟურნალისტების გამართულ საპროტესტო აქციას.

19 მაისი 2022, 14:47

საზოგადოება

მედიის წარმომადგენლებმა ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით აქცია-პერფორმანსი გამართეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი პოლიტიკის საკითხებში, დერეკ შოლე ამ წუთებში ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება. მანამდე კი მედიის წარმომადგენლებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს.

მაკა ბოჭორიშვილი

19 მაისი 2022, 14:39

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია გერმანელ პოლიტიკოსებთან კომუნიკაცია, იმისთვის რომ ჰქონდეთ აღქმა თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს საქართველო კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას

„განწყობა არის ასეთი, რომ საქართველო არის ევროპული ქვეყანა. საქართველო უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად უნდა იყოს განხილული ამ კონტექსტში, როდესაც საუბარი ეხება კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ამ ქვეყნებისთვის ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის მიცემას. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც გერმანიის პოლიტიკურ წრეებსა და გერმანიის ხელისუფლებაში ჩამოყალიბდება, იყოს ისეთი, როგორიც დღეს ჩვენი ქვეყნისთვის სასურველია. ჩვენი მიზანია ეს გადაწყვეტილება ივნისში საქართველოს სასარგებლოდ იყოს მიღებული. გერმანიაში საბოლოო გადაწყვეტილება ჩამოყალიბებული არ არის, თუმცა სხვადასხვა პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები ბუნდესტაგში აქტიურად მუშაობენ და თავიანთ პოზიციას აფიქსირებენ ხელისუფლებასთან. სწორედ ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი მათთან კომუნიკაცია და დისკუსია, იმისთვის რომ მათ ჰქონდეთ აღქმა თუ როგორ ხედავს და რა მნიშვნელობას ანიჭებს საქართველო კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას“, - ამბობს ბოჭორიშვილი.

19 მაისი 2022, 14:34

პოლიტიკა

მთავრობის მეთაური აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს პოლიტიკის საკითხებში, დერეკ შოლეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს პოლიტიკის საკითხებში, დერეკ შოლეს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა დერეკ შოლეს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს ქვეყნის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერის კიდევ ერთი მკაფიო გამოხატულებაა.

19 მაისი 2022, 14:34

სამართალი

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით, 9 პირი დააკავა, 7-ს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა. უწყება ვიდეომასალას ავრცელებს

„შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს „ქურდული“ მენტალიტეტისა და „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას“, - ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსმა, თორნიკე მარსაგიშვილმა უწყებაში გამართული ბრიფინგი.