IMEDI /  24 იანვარი 2022, 19:30 / სანდო წყარო

ნიკოლოზ სამხარაძე: იქნება უკრაინაში ქართული დელეგაციის ვიზიტიც და მხარდამჭერი რეზოლუციაც

ნიკოლოზ სამხარაძე

ნიკოლოზ სამხარაძე

ვერ ვიტყვი, რომ უკრაინელებს რაიმე განცდა აქვთ იმისა, რომ საქართველოსგან მხარდამჭერი განცხადებები არ კეთდება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„ჩვენ როგორც მთავრობაში, ასევე პარლამენტში მუდმივ კონტაქტზე ვართ ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან და ვიღებთ ინფორმაციას, თუ რა ხდება იქ და რა განვითარებები გვაქვს. ასევე კოორდინირებულად ვმოქმედებთ სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმებზე, ერთმანეთს ვუთანხმებთ პოზიციებს თუ რას ვისაუბრებთ უცხოელ პარტნიორებთან შეხვედრებზე და ძირითადად ვთანხმდებით იმაზე, რომ ეს არ არის მხოლოდ უკრაინის პრობლემა, ეს არის ჩვენი, ზოგადად შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი. ამ შემთხვევაში ჩვენი მიზნების მისაღწევად, რაც არის ნატოში ინტეგრაცია და რაც არის ასევე, პირველ რიგში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა როგორც საქართველოსი, ასევე უკრაინის, კოორდინირებულად ვმოქმედებთ საერთაშორისო არენაზე.

თავს თუ მოვუყრით ამ განცხადებებს, რაც კეთდება როგორც მთავრობის, ასევე პარლამენტის წარმომადგენლებისგან, ვნახავთ, რომ რამდენიმე ათეული განცხადებაც კი შეიძლება შეგვხვდეს. იგივე შეერთებული შტატები და სხვა ქვეყნებიც მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებენ, სიხშირეში შეიძლება იყოს განსხვავებული.

რაც შეეხება თავად უკრაინის პრეზიდენტის განცხადებებს, ისინი იმიტომ არის თამამი, რომ ეს კონცენტრაცია და დღევანდელი საკითხი, პირდაპირ პროპორციულად ეხება უკრაინის უსაფრთხოებას. ჯარები მობილიზებულები არიან უკრაინის საზღვართან.

ვერ ვიტყვი, რომ უკრაინელებს რაიმე განცდა აქვთ იმისა, რომ საქართველოსგან მხარდამჭერი განცხადებები არ კეთდება. იგივე შეუძლია დაადასტუროს ჩვენმა საელჩომ კიევში, რომელიც მუდმივ კონტაქტზეა ჩვენს მეგობრებთან უკრაინაში. ეს მიმდინარე პროცესია და უკრაინას ჩვენგან მხარდამჭერი განცხადებები არასდროს არ მოაკლდება.

რაც შეეხება რეზოლუციას, დღეს ბიუროზე შევთანხმდით, რომ ხვალ ფრაქციებს შორის იქნება შეხვედრა, კონსულტაციები, ისინი შეჯერდებიან ტექსტზე და შემდეგ უკვე განვიხილავთ ამას,“- განაცხადა სამხარაძემ.

ამასთანავე, როგორც მან განმარტა, ნატო რუსეთის დათქმას, საქართველოსა და უკრაინისთვის ბუქარესტის სამიტზე მიცემული პირობის გაუქმებასთან დაკავშირებით, არ მიიღებს, რადგან ამ შემთხვევაში მთლიანად ალიანსის არსებობა შეიძლება დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. რუსეთისთვის უარის თქმის შემთხვევაში კი სცენარი შეიძლება რამდენიმენაირად განვითარდეს, რომელთაგან ერთ-ერთი უკრაინაში პირდაპირი სამხედრო ინტერვენცია, რისთვისაც საქართველო მზად უნდა იყოს.

„ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ, რომ მთავარი თემა, რომელიც რუსეთმა შემოაგდო, არის, რომ ნატომ უკან წაიღოს უკრაინისა და საქართველოს წევრობის დაპირება. ასევე, ძალიან კარგად ვხვდებით, რომ ნატოსთვის და მთლიანად ზოგადად დასავლეთისთვის ეს ისეთი წინადადებაა, რომელზეც მათ ერთადერთი პასუხი შეიძლება ჰქონდეთ, ეს არის უარი, იმიტომ, რომ თუ ამ დათქმას ისინი მიიღებენ, ნატოს არსებობაც შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. სწორედ ამის შემდეგ იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი - რა სცენარები შეიძლება იყოს ამოქმედებული რუსეთის მხრიდან და რისთვის არის მზად დასავლეთი, როგორ შეიძლება ის დაეხმაროს თუნდაც უკრაინას ან საქართველოს ამ სავარაუდო სცენარების დროს. ერთი სცენარი არის ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ დამოუკიდებლობის აღიარება, რაც ანალოგური იქნება იმისა, რაც რუსეთმა 2008-ში გააკეთა აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან მიმართებით, ეს მძიმე ნაბიჯი იქნება, რომელზეც დასავლეთისგან რაიმე ტიპის რეაქცია იქნება საჭირო. რამდენად შორს წავა დასავლეთი ამ მიმართულებით და რა იქნება აქ მკვეთრი ნაბიჯები, ესეც ძალიან საინტერესოა. სცენარის ერთ-ერთი ნაწილი არის სამხედრო შეჭრა, რომელიც ყველაზე უარესი სცენარია. ჩვენ მოვისმინეთ ჩვენი პარტნიორების როგორც საჯარო განცხადებები, ასევე დახურულ შეხვედრებზეც ყველა გვარწმუნებს იმაში, რომ საქართველოს ინტერესები იქნება დაცული და ჩვენ თქვენ გარეშე არაფერზე რუსეთს არ მოველაპარაკებითო და ეს ძალიან კარგია და ძალიან გვახარებს, მაგრამ მეორე არის, თუ ეს სცენარები განვითარდა, ამ შემთხვევაში რისი იმედი შეიძლება გვქონდეს დასავლელი პარტნიორებისგან. ამიტომ ჯერ ეს იმდენად მიმდინარე პროცესია, რომ ანალიზის და წინასწარი პროგნოზების კეთება სწორი არ იქნება, მაგრამ ამ სავარაუდო სცენარებისთვის უნდა ვიყოთ მზად დასავლელ პარტნიორებთან ერთად, რადგან, ალბათ, ხვდებით, რომ ცალკე აღებული საქართველო რუსეთს სამხედრო წინააღმდეგობას ვერ გაუწევს. პარტნიორებთან მუშაობა სწორედ ამ სცენარებზე მიდის და ძალიან გააქტიურებულია ეს კონტაქტები“, - განაცხადა სამხარაძემ.

ყველა სიახლე

11 სექტემბერი 2026, 16:38

პოლიტიკა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარი შრომის ინსპექტორის 2025 წლის ანგარიში მოისმინა

მომხსენებლის, მთავარი შრომის ინსპექტორის, ბექა ფერაძის განცხადებით, საანგარიშო პერიოდში შრომითი უფლებებისა და შრომის უსაფრთხოების ნორმების აღსრულებაზე განხორციელებული ზედამხედველობის ფარგლებში: 7111 პირველადი და შემდგომი ინსპექტირება ჩატარდა, გაიცა 28 ათასზე მეტი მითითება, შედგა 2584 გაფრთხილების ოქმი, 100-ზე მეტ შემთხვევაში მიღებული იქნა საქმიანობის შეჩერებისა და დაახლოებით 800-მდე შემთხვევაში გადაწყვეტილება საჯარიმო სანქციის გამოყენების თაობაზე, ასევე 352 შემთხვევაში შეწყდა ადმინისტრაციული წარმოება, შესაბამისი დარღვევის არარსებობის გამო.

ფრიდრიხ მერცი

11 სექტემბერი 2026, 15:51

მსოფლიო

Die Welt: პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ფრიდრიხ მერცის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა

ოპოზიციურმა ულტრამემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა. ინფორმაციას Die Welt-ი ავრცელებს.

ლევან მაჭავარიანი

11 სექტემბერი 2026, 15:48

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი თამარ კინწურაშვილს: „ნაცების“ დროს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი; „ნაცების“ დროს სააკაშვილის მრჩეველი; „ნაცების“ დროს ბოკერიას მოადგილე. ამ უკიდურესად „ნაცური“ წარსულის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ მინიმუმ ამორალურია თქვენი მხრიდან ფეისბუქზე გავრცელებული ინფორმაციის ფაქტობრივი სისწორის გადამოწმება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი თამარ კინწურაშვილის ირონიულ გამოხმაურებას პასუხობს. საქმე ეხება დეპუტატის მანამდე გაკეთებულ განცხადებას, რომ „BBC-მ ვერ მოატყუა საზოგადოება და გასაკვირია, რატომ ფიქრობს „ასავალ-დასავალი“ შეძლებს მოქალაქეების მოტყუებას.“ მაჭავარიანი საზოგადოებას თამარ კინწურაშვილის ბიოგრაფიას ახსენებს და ამბობს, რომ მინიმუმ ამორალურია მისი მხრიდან ფეისბუქზე გავრცელებული ინფორმაციის ფაქტობრივი სისწორის გადამოწმება.

გჟეგოჟ ბრაუნი

11 სექტემბერი 2026, 15:18

მსოფლიო

პოლონელმა დეპუტატმა გჟეგოჟ ბრაუნმა პოლონეთში „უკრაინის მეამბოხე არმიის“ ობელისკი დააზიანა

ევროპარლამენტარმა, პოლონეთის სეიმის ყოფილმა დეპუტატმა გჟეგოჟ ბრაუნმა პოლონეთში დამონტაჟებული „უკრაინის მეამბოხე არმიის“ ობელისკი განგებ დააზიანა და ქვეყნის ხელისუფლებას მის სრულ დემონტაჟს სთხოვს.

11 სექტემბერი 2026, 15:03

სამართალი

პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ 2 640 000 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მცდელობის ფაქტებზე ერთი ადამიანი დააკავა

საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ 2 640 000 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მცდელობის ფაქტებზე ერთი ადამიანი დააკავა.

ირაკლი ზარქუა

11 სექტემბერი 2026, 14:53

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა ოპოზიციაზე: ერთმანეთს ამხელენ უსამშობლობაში, არაქართულ პოზიციაში, კორუფციაში, საქართველოს ინტერესების დაუცველობაში. ზუსტად ამას ვამბობდით ჩვენ

დიასპორის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა რადიკალურ ოპოზიციაში ანა წითლიძესა და ნიკა გვარამიას შორის მიმდინარე დაპირისპირებას გამოეხმაურა.

11 სექტემბერი 2026, 14:49

ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს მუსტაფა თურქერ არის შეხვდა

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხები, აქცენტი გაკეთდა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე, ეკონომიკური კავშირების ზრდისა და გამყარების კუთხით.

დონალდ ტუსკი

11 სექტემბერი 2026, 14:46

მსოფლიო

დონალდ ტუსკი: თუ ენერგიის ფასები ასეთი მაღალი დარჩება, ზღაპარი იქნება ჩინეთთან და შეერთებულ შტატებთან კონკურენციაზე ოცნება

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა „ვიშეგრადის ოთხეულის“ შეხვედრაზე ევროკავშირში ენერგომატარებლების მაღალი ფასები მკაცრად გააკრიტიკა.

შიო მესამე

11 სექტემბერი 2026, 14:36

საზოგადოება

პატრიარქი: ვევედროთ წმინდა იოანე ნათლისმცემელს, მისი ლოცვით ღმერთმა გვასწავლოს ჩვენ სინანული, გვასწავლოს ლოცვა და მოგვცეს ძალა და სიმამაცე სიმართლის თქმისა და სიმართლისთვის ცხოვრებისა, შეგვეწიოს, რომ გამოვასწოროთ ჩვენი ცხოვრება

იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წირვა სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა. შიო მესამემ მრევლს დღესასწაული მიულოცა და ქადაგებით მიმართა.

გიორგი სოსიაშვილი

11 სექტემბერი 2026, 14:29

პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი ოპოზიციაზე: მათი დაცემა დაიწყო მაშინ, როდესაც მივიღეთ გამჭვირვალობის კანონი და გარედან თანხები შემოელიათ

განულებულები, მიწასთან გასწორებულები არიან, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილმა ოპოზიციასთან დაკავშირებით.

11 სექტემბერი 2026, 14:26

სამართალი

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 4 სამართალდარღვევის ოქმი განიხილა. კანონდამრღვევებს 500-დან 1500 ლარამდე ჯარიმების გადახდა დაეკისრათ

მათ ნაწილს პოლიტიკოსის შეურაცხყოფას, ნაწილს კი სოციალურ ქსელში სიძულვილის ენის გამოყენებას ედავებოდნენ.

ლაშა აბაშიძე

11 სექტემბერი 2026, 14:23

ეკონომიკა

„საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან რკინიგზის მისასვლელ გზაზე: ეს იქნება 18-კილომეტრიანი სრულიად ახალი ხაზი. ასევე აშენდება ახალი სარკინიგზო სადგური

„მნიშვნელოვანი პროექტია და საკმაოდ მოცულობითი სამუშაოები იქნება ჩასატარებელი. ვფიქრობთ ტენდერი მსოფლიო ბანკის რეგულაციებით გამოცხადდება. სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა მოეწყობა. ეს იქნება 18-კილომეტრიანი სრულიად ახალი ხაზი. ასევე აშენდება ახალი სარკინიგზო სადგური. ხაზი სრულიად ელექტოფიცირებული იქნება. ეს სარკინიგზო ინფრასტრუქტურა ანაკლიის პორტს დააკავშირებს არსებულ სარკინიგზო ინფრასტრუქტურასთან“, - აღნიშნა აბაშიძემ.

რატი იონათამიშვილი

11 სექტემბერი 2026, 14:22

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე: როდესაც გაზეთი, ყოველგვარი გადამოწმების გარეშე, ფაქტების გარეშე დეზინფორმაციას ავრცელებს, ამას ჟურნალისტიკასთან არაფერი აქვს საერთო. ეს არის პირდაპირი ცილისწამების და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული კამპანია

რა თქმა უნდა, როდესაც გაზეთი, ყოველგვარი გადამოწმების გარეშე, ფაქტების გარეშე დეზინფორმაციას ავრცელებს, ამას ჟურნალისტიკასთან არაფერი აქვს საერთო. ეს არის პირდაპირი ცილისწამების კამპანია და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული კამპანია, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე.

არჩილ გორდულაძე

11 სექტემბერი 2026, 14:20

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ქალბატონ მარტა კოსს რომ დავუჯეროთ, ევროკავშირის ყველა წევრი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას წყვეტს. სხვანაირად რა ლოგიკაა, რომ კანდიდატ ქვეყნებს აუკრძალო ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედ ადმინისტრაციასთან ურთიერთობა, თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნები აგრძელებენ ამ ურთიერთობას

არჩილ გორდულაძე აღნიშნავს, რომ კანდიდატ წევრებს ჯერ კიდევ გაწევრიანებამდე უყენებენ წინაპირობებს, რომ მათ დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა არ უნდა აწარმოონ.

11 სექტემბერი 2026, 14:19

სამართალი

პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ასევე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა.

11 სექტემბერი 2026, 14:16

სამართალი

სგპ „სარფის" მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა ,,სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს.

11 სექტემბერი 2026, 14:12

მსოფლიო

Reuters: იემენელმა „ჰუსიტებმა“ სტრატეგიულ კუნძულზე კონტროლი დაამყარეს - საზღვაო გადაზიდვებს საფრთხე ემუქრება

იემენში ირანის მოკავშირე „ჰუსიტებმა“ დღეს ბაბ-ელ-მანდების სრუტეში მდებარე სტრატეგიული კუნძული პერიმი დაიკავეს. ინფორმაციას Reuters-ი იემენის მთავრობის ოთხ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

11 სექტემბერი 2026, 14:09

საზოგადოება

რევაზ სოხაძემ სამშენებლო პროექტებში ხარჯთაღრიცხვის ხარისხის გაუმჯობესების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე მოადგილეებთან, სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელებთან, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტისა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებთან ერთად, სამშენებლო სექტორის ხარჯთაღმრიცხველებს შეხვდა.

11 სექტემბერი 2026, 13:51

პოლიტიკა

საქართველოსა და კავკასიის ბუნების ფონდს შორის დაცული ტერიტორიების კუთხით განახლებული თანამშრომლობის ფარგლებში 11 მილიონი დოლარი დაიხარჯება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა და კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ მორისონმა დაცული ტერიტორიების განვითარების კუთხით თანამშრომლობის მემორანდუმის განახლებას მოაწერეს ხელი.

11 სექტემბერი 2026, 13:51

პოლიტიკა

თეა ახვლედიანმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ელჩთან ფაბიენ ვასერმანთან

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ახლად დანიშნულ ელჩთან ფაბიენ ვასერმანთან.