25 იანვარი 2022, 17:15 / სანდო წყარო

დავით ქართველიშვილი: დღეს მოქმედ ხელისუფლებას ან რა ნამუსით, ან რა „დემენციის“ საფუძველზე ადანაშაულებენ იმაში, რამაც წალეკა მათ დროს წესიერება, ქართველობა, სამართალი და სიცოცხლით ტკბობის უფლება?

დავით ქართველიშვილი

დავით ქართველიშვილი

ამ პოლიციელებს დღეს არ ასცდება სამართლიანობის აღსრულება, მაგრამ - თუ ეს დანაშაული ისევე იყო პროვოცირებული, რა მაპროვოცირებელი გაშუქება და ინტერპრეტაციები მოჰყვა მას იმწამსვე - აი ამ სავარაუდო სპექტაკლში მონაწილე ახალგაზრდებს რა ეშველება, თორემ მათ უკან მყოფ ძალებს ქართულმა საზოგადოებამ რომ გამოუტანა განაჩენი, მათგან სხვას რაღას უნდა ვითხოვდეთ, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი დავით ქართველიშვილი, რომელიც ოპოზიციის გამართულ აქციებს ეხმიანება.

ექსპერტი 2004 წლის მოვლენებს იხსენებს, როგორ ეპყრობოდა მაშინდელი პოლიცია ახალგაზრდებს და პარალელს ავლენს დღევანდელობასთან. მისი თქმით 24 საათში მეტროპოლიტენში ჩადენილი ძალადობა გახსნილია, მისი ჩამდენი მოძალადე პოლიციელები დაკავებულები არიან და საკმაოდ მძიმე მუხლი აქვთ წაყენებული. ამ ფონზე წარმოუდგენელია, მაშინდელი რეჟიმის შემქმნელები და უშუალო მონაწილეები რის საფუძველზე ადანაშაულებენ დღევანდელ ხელისუფლებას.

„უცებ წარმოვიდგინე...ახალგაზრდა ადამიანების ჯგუფი გადაეყარა უსაზღვრო ძალაუფლებით და უდანაშაულობის შეგრძნებით შეპყრობილ საპატრულო ეკიპაჟს. სახლში მიდიოდნენ ყმაწვილები, დედებთან, მამებთან, დაიკოებთან, ძამიკოებთან, ბებიებთან და ბაბუებთან. მაგრამ მათთან მიმართებაში სულ სხვა გეგმები ჰქონდათ პოლიციელებს - კომპლექსურად და სისტემურად სხვა გეგმები. მათ მიწაზე დაყარეს ბიჭები, ზოგი უმოწყალოდ სცემეს, ზოგი ტაბელური იარაღით მოკლეს და ეგრევე, მყისიერად ჩართეს თავისი ოპერატიული აზროვნება - საკუთარი დანაშაულის „გაპრავების“ მიზნით. ზოგმა ამ ბიჭების მიერ არჩადენილი დანაშაულის მოდელი შეიმუშავა, ზოგმა განყოფილებებიდან ნივთმტკიცებების სეიფებიდან მათთვის ჩასატენი იარაღი მოიტანა მკვლელობის ადგილას. პარალელურად პრეს/სამსახურმა გამოუშვა გადამღები ჯგუფი, რომ სათავისოდ „სწორი“ დოკუმენტური კადრები გადაეღოთ ამ სისხლიანი „მხატვრული“ ფილმის რეალური შინაარსის გადასაფარად. კი ბატონო, რა თქმა უნდა 2004 წლის 24 ნოემბრის ის მოვლენები გამახსენდა, რასაც მართლაც რომ კლასიკური, სისტემური, კორპორატიული, სისხლიანი რეჟიმის სავიზიტო ბარათად გადაქცეული დანაშაული ჰქვია. ის, რომ 24 საათში მეტროპოლიტენში ჩადენილი ძალადობა გახსნილი იყო, რომ მისი ჩამდენი მოძალადე პოლიციელები - დააკავეს და საკმაოდ მძიმე მუხლით წაუყენეს ბრალი, იმ ზემოაღნიშნული ეპიზოდის სცენარის ავტორები, დამდგმელი რეჟისორები და შემსრულებლები - დღეს მოქმედ ხელისუფლებას ან რა ნამუსით, ან რა „დემენციის“ საფუძველზე ადანაშაულებენ იმაში, რამაც წალეკა მათ დროს წესიერება, ქართველობა, სამართალი და სიცოცხლით ტკბობის უფლება? ამ პოლიციელებს დღეს არ ასცდება სამართლიანობის აღსრულება, მაგრამ - თუ ეს დანაშაული ისევე იყო პროვოცირებული, რა მაპროვოცირებელი გაშუქება და ინტერპრეტაციები მოჰყვა მას იმწამსვე - აი ამ სავარაუდო სპექტაკლში მონაწილე ახალგაზრდებს რა ეშველება, თორემ მათ უკან მყოფ ძალებს ქართულმა საზოგადოებამ რომ გამოუტანა განაჩენი, მათგან სხვას რაღას უნდა ვითხოვდეთ. იმედია ეს მძიმე ინციდენტი ტრიგერის როლს ითამაშებს შსს-ს რიგებში მსგავსი სამარცხვინო კადრების დროულად გამოსავლენად. მთავარი კი ისაა - რომ ამ ხელისუფლების პირობებში, არსად და აღარასდროს არავის აზრადაც არ მოუვა სისხლიანი და სამარცხვინო სპექტაკლების დადგმა, საკუთარი სისტემური დანაშაულების გადასაფარად.“- წერს ქართველიშვილი.

ყველა სიახლე

ირაკლი ღარიბაშვილი

18 მაისი 2022, 21:22

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ვიზიტზე: შეხვედრებზე კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ, რომ ევროპა არა მხოლოდ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის, არამედ ქართველი ხალხის არჩევანია. მადლობა ევროპელ პარტნიორებს ამ გზაზე მხარდაჭერისთვის

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ევროპა არა მხოლოდ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის, არამედ ქართველი ხალხის არჩევანია და ევროპელ პარტნიორებს ამ გზაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

ჟოზეფ ბორელი

18 მაისი 2022, 21:21

პოლიტიკა

ბორელი: საქართველო ევროპულ ოჯახს მიეკუთვნება

ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური (EEAS) ჟოზეფ ბორელსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის გამართულ შეხვედრაზე განცხადებას ავრცელებს.

ჟოზეფ ბორელი

18 მაისი 2022, 20:46

პოლიტიკა

ბორელი: ვიზიარებთ საქართველოს პრემიერის შეშფოთებას ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ რეფერენდუმთან დაკავშირებით - ამ რეფერენდუმს არაკანონიერად მივიჩნევთ და მას არ ვაღიარებთ

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს.

18 მაისი 2022, 20:27

პოლიტიკა

ნიკა გვარამიას მხარდამჭერებმა თბილისში მსვლელობა გამართეს

„მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას მხარდამჭერებმა რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობამდე მსვლელობა გამართეს. შეკრებილები გვარამიას პატიმრობას აპროტესტებდნე. აცხადებდნენ, რომ ეს მედიის სოლიდარობის აქციაა და კრიტიკულ მედიაზე ზეწოლაზე საუბრობენ. მედიის წარმომადგენლების გარდა აქციაზე პოლიტიკოსებიც იმყოფებოდნენ.

ჯანეტ იელენი

18 მაისი 2022, 20:20

მსოფლიო

აშშ-ის ხაზინის მდივანი: აშშ-ს რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივების ჩამორთმევის კანონიერი უფლებამოსილება არ აქვს

აშშ-ის ხაზინის მდივანი, ჯანეტ იელენი აცხადებს, რომ აშშ-ს რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივების ჩამორთმევის კანონიერი უფლებამოსილება არ აქვს.

18 მაისი 2022, 20:14

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ნაყოფიერი შეხვედრა შედგა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეფ ბორელთან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეფ ბორელთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება. მთავრობის მეთაური ჟოზეფ ბორელს ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე უწყვეტი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

ირაკლი ღარიბაშვილი და ჟოზეფ ბორელი

18 მაისი 2022, 20:06

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ჟოზეფ ბორელს შეხვდა

მთავრობის მეთაურმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საქართველოს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობის მნიშვნელობას. მხარეებმა ასევე მიმოიხილეს ბოლო წლებში საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული ინტენსიური თანამშრომლობის დინამიკა.

18 მაისი 2022, 20:05

თავდაცვა

თავდაცვის სამინისტრო საქართველოს ტერიტორიაზე მფრინავი ვერტმფრენების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

თავდაცვის სამინისტრო საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მფრინავი ვერტმფრენების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

არჩილ თალაკვაძე

18 მაისი 2022, 20:01

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ვინც დღეს ნიშნის მოგებით გამოეხმაურა პრემიერის და ნატოს გენმდივნის შეხვედრის გადადებას - კარგად დაიმახსოვრეთ, ეს ის ხალხია, რომელსაც საქართველოში ომი ურჩევნია მშვიდობას

ვინც დღეს ჟრიამულით და ნიშნის მოგებით გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ მინისტრის და ნატოს გენერალური მდივნის შეხვედრის გადადებას - კარგად დაიმახსოვრეთ, ეს ის ხალხია, რომელსაც საკუთარი გაფუჭებული ურჩევნია სხვის გაკეთებულს, - ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის ვიცი-სპიკერი არჩილ თალაკვაძე პრემიერ-მინისტრის და ნატოს გენერალური მდივნის შეხვედრას.

ლევან ნიკოლეიშვილი

18 მაისი 2022, 19:56

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: იმედია, ნიკა გვარამია ახლა ტელევიზორს არ უყურებს, რომ მისი გათავისუფლების მოთხოვნით, დაპატიმრებიდან მეორე დღეს, ქუჩაც კი ვერ გადაკეტეს

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში მიმდინარე მცირერიცხოვან აქციას ეხმიანება, რომელიც გუშინ, ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით დაიგეგმა. ,,იმედია, ნიკა გვარამია ახლა ტელევიზორს არ უყურებს და არ ხედავს პირდაპირ ეთერში, რომ მისი გათავისუფლების მოთხოვნით, დაპატიმრებიდან მეორე დღეს, ქუჩაც კი ვერ გადაკეტეს“, - წერს ნიკოლეიშვილი.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

18 მაისი 2022, 19:47

მსოფლიო

ერდოღანი მოელის, რომ ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით ნატოს წევრი ქვეყნები უსაფრთხოების სფეროში თურქეთის პრობლემებს გაიაზრებენ

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი მოელის, რომ ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით ნატოს წევრი ქვეყნები უსაფრთხოების სფეროში თურქეთის პრობლემებს გაიაზრებენ.

მაია სანდუ

18 მაისი 2022, 19:38

მსოფლიო

მაია სანდუ: არ გვსურს ომი ან დესტაბილიზაცია, გვაქვს მოლდოვის მშვიდობიანი რეინტეგრაციის ხედვა

ჩვენ არ გვსურს ომი ან დესტაბილიზაცია, ვინაიდან გვაქვს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი რეინტეგრაციის ხედვა, - ამის შესახებ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა.

18 მაისი 2022, 19:37

სამართალი

სპეციალური საგამოძიებო სამსახური მარნეულში მოქალაქის თვითმკვლელობამდე მიყვანისა და სამართალდამცავების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს

სპეციალური საგამოძიებო სამსახური მარნეულში მოქალაქე რ.ბ.-ის თვითმკვლელობამდე მიყვანის და სამართალდამცავების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით აქტიურ რეჟიმში აწარმოებს.

ზურაბ ქადაგიძე

18 მაისი 2022, 19:32

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: ვიზიარებთ „ნაცების“ მწუხარებას ღარიბაშვილის სტოლტერბერგთან შეხვედრის გამო

„ელვა დეპეშა: ვიზიარებთ „ნაცების“ მწუხარებას ღარიბაშვილის სტოლტერბერგთან შეხვედრის გამო!”- წერს ქადაგიძე.

18 მაისი 2022, 19:19

პოლიტიკა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს წლიური ანგარიში მოისმინა

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ იმ სიახლეებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც აღნიშნულმა უწყებამ განახორციელა. მისი თქმით, დასრულდა ფარმაციის ბაზრის მონიტორინგი და 13 რეკომენდაცია გაიცა, რომელთა დანერგვამ მომხმარებლებს უფრო ნაკლები დანახარჯების პირობებში მეტი არჩევანის საშუალება უნდა მისცეს.

შარლ მიშელი

18 მაისი 2022, 19:17

მსოფლიო

შარლ მიშელი: პუტინი ამ ომში უკვე დამარცხებულია

პუტინი ამ ომში უკვე დამარცხებულია, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

18 მაისი 2022, 19:09

მსოფლიო

ევროკომისიის პრეზიდენტი უკრაინისთვის 9 მილიარდი ევროს ოდენობის ახალი მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის ინიციატივით გამოვიდა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინისთვის 9 მილიარდი ევროს ოდენობის ახალი მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის ინიციატივით გამოვიდა.

მარიამ ქვრივიშვილი

18 მაისი 2022, 19:05

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ბათუმის აეროპორტიდან უზბეკეთის მიმართულებით პირველი რეისები შესრულდება

„საქართველოს საავიაციო სექტორის განვითარება, ახალი რეისების, ახალი ავიაკომპანიების ოპერირება და ავიამიმოსვლების ზრდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებთან არის ის მნიშვნელოვანი მიმართულება, რაზეც დიდად არის დამოკიდებული ეკონომიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული სექტორის - ტურიზმის სწრაფი აღდგენა და გაუმჯობესება. ვიცით, რომ ტურიზმში ძალიან მზარდი დინამიკა გვაქვს და სასიხარულოა, რომ ამ პოზიტიურ სტატისტიკაში უზბეკეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობასაც მნიშვნელოვანი წილი ექნება“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა.

დერეკ შოლე

18 მაისი 2022, 18:53

პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროსი მრჩეველი თბილისში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შოლე შეხვედრებს გამართავს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან. სახელმწიფო მდივნის მრჩეველი შეხვედრებისას განიხილავს ორმხრივი თანამშრომლობის გზებს საქართველოს დასახმარებლად, შექმნას ძლიერი, უსაფრთხო და წარმატებული დემოკრატია.

ნინო ნადირაძე

18 მაისი 2022, 18:52

საზოგადოება

„ვივამედის“ დირექტორი მიხეილ სააკაშვილზე: პაციენტი სრულ ნდობას გვიცხადებს და არც ჩვენი მკურნალობისა და არც ჩვენი კვლევების ტაქტიკაზე უკმაყოფილებას არ გამოთქვამს - ლაბორატორიული მონაცემები გაუარესებული ნამდვილად არ არის

„ვივამედის“ დირექტორის ნინო ნადირაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს კვლევები უტარდება და ლაბორატორიული მონაცემები გაუარესებული არ არის. მისივე თქმით, უკვე ჩატარებული კვლევის შედეგები სახალხო დამცველს გაეგზავნა.