26 იანვარი 2022, 14:29 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე: უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტი დაცლილი უნდა იყოს პოპულიზმისგან და პროვოკაციული რიტორიკისგან - დაახლოებით 2-3 საათის შემდეგ, ჩვენ უკვე გამზადებული ტექსტი გვექნება

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

„ვფიქრობ, რომ არ დარჩება რეალური მიზეზი საიმისოდ, რომ ჩვენ ვერ შევძლოთ საერთო პოზიციის შეჯერება, თუკი, ჩვენი კოლეგები, თუნდაც, ჩვენი ოპონენტები, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, სხვა საკითხებთან დაკავშირებით, რადიკალურად განსხვავებულ პოზიციებს აფიქსირებენ, წამოვლენ იმაზე, რომ, უტრირებულად რომ ვთქვათ, რეზოლუციის ტექსტი დაცლილი იყოს პოპულიზმისგან და პროვოკაციული რიტორიკისგან, ამ შემთხვევაში, შეთანხმება მარტივია“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან, ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრისა და უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე მსჯელობის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, დღის ბოლომდე რეზოლუციის საბოლოო ტექსტი მზად იქნება.

„დღეს კარგია, რომ მათ პრინციპებზე არაფერი ან ვერაფერი არ თქვეს ან ვერ თქვეს, რადგან სწორი პოზიცია არის ის, რაც ჩვენ წარმოვადგინეთ. ვიცი, რომ ისინი თქვენთან, ჟურნალისტებთან ამბობენ სიტყვას „სიფრთხილე“. მე ვფიქრობ, რომ პროვოკაციული რიტორიკისგან დაცლა არ არის სიფრთხილე, ეს არის სწორი, პრაგმატული დამოკიდებულება. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ შევთანხმდებით, თუმცა, რაღაც დეტალებზე, რომლებიც მართლა არ იყო მნიშვნელოვანი, იყო შენიშვნები. გადავხედავთ, ამ დეტალებზე კიდევ ერთხელ ვიმსჯელებთ და, დაახლოებით 2-3 საათის შემდეგ, ჩვენ უკვე გვექნება გამზადებული ტექსტი იმ პრინციპებზე დაყრდნობით, რომლებიც ჩვენ შევთავაზეთ ოპოზიციას და მათგან მოწონებულია. პრინციპებზე ჩვენ შევთანხმდით, თუმცა არის გარკვეული დეტალები - სიტყვებზეც კი იყო შენიშვნები, რაც არაფერს არ ცვლის. ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს მეგობარ ქვეყანას, ჩვენ ვგმობთ ყოველგვარ აგრესიას, რომელიც, შეიძლება, ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ იყოს მიმართული, ბუნებრივია, მხარს ვუჭერთ ჩვენი მეგობარი ქვეყნის სუვერენიტეტს, ბუნებრივია, არავის შეუძლია, რომელიმე ქვეყანას მიუთითოს, მაგალითად, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანდება თუ არა. ასეთ ზოგად პრინციპებზე დღეს ჩვენ შევთანხმდით. ვფიქრობ, ისეთ დეტალებზეც შევთანხმდებით, რომლებიც პრინციპულ საკითხებს არ წარმოადგენენ. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, ე.წ. ოთხშაბათის წესი მუშაობს საიმისოდ, რომ დღეს, დღის ბოლომდე უნდა დავარეგისტრიროთ. ამიტომ, თუ შევთანხმდებით, ბუნებრივია, დღეს, დღის ბოლომდე დავარეგისტრირებთ. თუ ჩვენ შევთანხმდებით პრინციპებზე, რომლებზეც დღეს წინააღმდეგობა ვერავინ გასწია, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ საერთო ტექსტი გვექნება და საერთო რეზოლუცია დარეგისტრირდება, თუ იმ დეტალების გამო ვინმე უარს იტყვის, ბუნებრივია, ჩვენ ჩვენს ვერსიას დავარეგისტრირებთ და გავიტანთ კიდეც. დარწმუნებული ვარ, მხარდაჭერაც ექნება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ყველა სიახლე

ჯო ბაიდენი

20 მაისი 2022, 01:05

მსოფლიო

ბაიდენი: კიდევ უფრო გავაძლიერებთ უკრაინას, როგორც ბრძოლის ველზე, ასევე მოლაპარაკების მაგიდასთან

მივესალმები კონგრესს, რომელმაც მკაფიო ორპარტიული მესიჯი გაუგზავნა მსოფლიოს, რომ ამერიკელი ხალხი მამაცი უკრაინელი ხალხის გვერდით დგას და მათ დემოკრატიასა და თავისუფლებას იცავს, - ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი სენატის მიერ უკრაინისათვის 40 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის დამტკიცებას.

სვიმონ ჯანგულაშვილი

20 მაისი 2022, 00:37

პოლიტიკა

სვიმონ ჯანგულაშვილი ბიძინა ივანიშვილზე: რატომ არ უნდა ვიდარდოთ ადამიანზე, რომელმაც ამდენი სიკეთე გაუკეთა საქართველოს

ამას წინათ ნაცები იცინოდნენ, რომ ყველანი ღელავთ ბიძინას ფულზეო. ბიძინა ივანიშვილის ფულზე კი არ ვღელავთ, ჯერ ერთი, რატომ არ უნდა ვიღელვო იმ ადამიანზე, ვინც ყველაზე მეტი გააკეთა საქართველოსთვის ბოლო საუკუნებეებში, შეიძლება ითქვას?- ამის შესახებ დირიჟორმა და ხელოვნებათმცოდნე სვიმონ ჯანგულაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

სოფო ნიკოლაიშვილი

20 მაისი 2022, 00:25

პოლიტიკა

სოფო ნიკოლაიშვილი: ადამიანები, რომლებიც ცოტა ხნის წინ ჩვენს ეთერში შემოიჭრნენ, ოჯახით, პარტიულად, სააკაშვილზე არიან დამოკიდებულები, ამ ძალასა და მათ ლიდერზე ცხოვრებით არიან მიბმულები

„იმედს“ აქვს ძალიან დრამატული წარსული, ძალიან ტრავმირებული ტელევიზიაა ამ ძალისგან, ყოფილი ხელისუფლების, „ნაციონალური მოძრაობისგან“, -აქ მხოლოდ ფიზიკურ დარბევაზე არაა საუბარი, აქ საუბარია უდიდეს მორალურ ზიანზე, როდესაც ცდილობდნენ აქედან ჟურნალისტები გადაებირებინათ მუქარით, ფულით და ეს ასე მოხდა. ეს იყო უმძიმესი პროცესი. ჩემს კოლეგას ვეკითხებოდი: ხომ არ გადახვალ, ხომ არ მიატოვებ „იმედს“ - პასუხი იყო - არა და მეორე დღეს ვხედავდი მაშინდელი „რუსთავი 2“-ის ეთერში. ეს პროცესი არ ჩერდება, ისევე როგორც ეს ძალა [„ნაციონალური მოძრაობა“] არ იცვლება“.

სოფო ნიკოლაიშვილი

20 მაისი 2022, 00:22

პოლიტიკა

სოფო ნიკოლაიშვილი: ძალიან უხერხულია, კეზერაშვილის ტელევიზიებიდან იმის გაჟღერება, რომ თურმე „იმედის“ ჟურნალისტებმა თავდახრილებმა უნდა ვიაროთ

ძალიან უხერხულია, კეზერაშვილის ტელევიზიებიდან იმის გაჟღერება, რომ თურმე „იმედის“ ჟურნალისტებმა თავდახრილებმა უნდა ვიაროთ. ვინ არის კეზერაშვილი, არ იციან მათ? ეს ის ადამიანია, რომელსაც 2008 წლის ქონებრივ დეკლარაციაში უწერია 1 ბინა და თუ არ ვცდები, წლიური შემოსავალი 51 000 ლარი. 2008 წლის ბოლოსკენ კი 3 კომპანია ოფშორში დარეგისტრირებული, - ამის შესახებ ჟურნალისტმა, სოფო ნიკოლაიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.

არჩილ თალაკვაძე

20 მაისი 2022, 00:22

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: არ მგონია, სააკაშვილს საზღვარგარეთი ამშვიდებდეს

არ მგონია, რომ სააკაშვილს საზღვარგარეთი ამშვიდებდეს, იმიტომ რომ მანამდე რამდენიმე ქვეყანაში იყო, ჩამოვიდა და ესენი თავდებში რომ უდგებიან ახლა, მგონია, მაშინაც თავდებში ჩაუდგნენ, აქ თუ ჩამოხვალ მართლმსაჯულებას აგარიდებთო, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მისი თქმით, როდესაც სააკაშვილი ხედავს, რომ საინფორმაციო ზედაპირიდან ჩადის, იბარებს მის თანაგუნდელებს და მათგან აქტიურობას.

ირაკლი კობახიძე

19 მაისი 2022, 23:51

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მუდმივად გვესმის პოლიტიკური კამპანია სასამართლოს წინააღმდეგ, თუმცა, არასდროს არ არის ეს კამპანია რაიმე არგუმენტით გამყარებული

ჩვენ გვაქვს კონკრეტულად გაწერილი გეგმა, მათ შორის, ჩვენ გვაქვს უკვე შეჯერებული, შეთანხმებული ასოცირების დღის წესრიგი, სადაც ყველა რეფორმა არის გაწერილი. რაც უნდა განხორციელდეს ჩვენი ხელისუფლების მიერ,’’ - ასე უპასუხა ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ჯოზეფ ბორელის მიერ გაკეთებულ განცხადებას მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით.

არჩილ თალაკვაძე

19 მაისი 2022, 23:48

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: მიჩვენეთ ერთ პატიმარი მაინც, რომელთანაც 800-მდე მნახველი იყო შესული

„იმ საპატიმროები რაც ხდებოდა, გარემოსთან ადაპტაცია საერთოდ სამსჯელო არ იყო. 4-სართულიან საწოლებზე იწვნენ პატიმრები. დასაწოლი ადგილი არ იყო საკნებში და ქამრებით ემაგრებოდნენ საწოლის კიდეზე, რომ ზეზეულად მაინც დაეძინათ. მე აღარ ვლაპარაკობ იმ ყბადაღებულ თემებზე - წამებისა და გარდაცვალების ფაქტებზე“, - განაცხადა თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძე

19 მაისი 2022, 23:45

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: გვარამია არის პოლიტიკური ფუნქციონერი, დამნაშავე, რომელიც ამოფარებული იყო მედიას და პოლიტიკას

გვარამია ევროკავშირი კი არ არის, ის არის ყოფილი გენპროკურორი, რომელიც იმ გუნდის ლიდერი იყო და იმ გუნდის პარტიული ფუნქციონერია დღესაც, რომლის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ადამიანებს საერთოდ უსაფუძვლოდ იჭერდნენ და უსჯიდნენ გრძელვადიან სასჯელებს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

19 მაისი 2022, 23:45

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ნიკა გვარამია ჯერ „თავისუფალი“ და „კრიტიკული“ ჟურნალისტი კი არ იყო, იყო გენპროკურორი, რომელიც გამოდიოდა და „იმედის“ დახურვას და რეიდის ჩატარებას ამართლებდა

„მაშინ არ იყო თავისუფალი მედია დემოკრატიის საფუძველი?! მაშინ კრიტიკული მედია არ იყო ხელშეუხებელი?! როდესაც გამოდიოდა ამბობდა, რომ „იმედი“ უნდა დაიხუროსო, სახელმწიფოს სჭირდება ასეო და დღეს, როდესაც ამდაგვარი საერთოდ არ ხდება - მისი ტელევიზია მუშაობას აგრძელებს, ჟურნალისტები ჩვეულებრივად მუშაობენ. დღეს ამბობს ზუსტად იმას, რაც მაშინ უნდა ეთქვა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ირაკლი კობახიძე

19 მაისი 2022, 23:36

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ირაკლი ღარიბაშვილისა და იენს სტოლტენბერგის შეხვედრაზე ოპოზიციის რეაქცია კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რამდენად არაჯანსაღია მათი დამოკიდებულება ნებისმიერი ასეთი მოვლენის მიმართ

ის ფაქტი, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ნატო-ს გენერალური მდივნის იან სტოლტენბერგის შეხვედრა შედგა, მეტყველებს იმაზე, რომ არავითარი პოლიტიკური მოტივი ამ შეხვედრის გადადებას, პირვანდელ გადაწყვეტილებას არ ჰქონია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

არჩილ თალკვაძე

19 მაისი 2022, 23:22

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე ოპოზიციაზე: პრაქტიკულად ტოლობის ნიშანას სვამენ გვარამიასა და ევროკავშირს შორის - ეს უკიდურესი ცინიზმი და ჩვენი საზოგადოების შეურაცხყოფაა

ისინი ამბობდნენ, რომ ეს არის ჰაერიდან მოტანილი თემა, დღეს პირიქით საუბრობენ და გვეუბნებიან, რომ თითქოს გვარამიას პასუხისგებაში მიცემა საქართველოს ევროკავშირში ინტერგრაციას ხელს შეუშლის. პრაქტიკულად ტოლობის ნიშანას სვამენ გვარამიასა და ევროკავშირს შორის. ჩემი აზრით, ტოლობის ნიშნის დასმა უკიდურესი ცინიზმი და ჩვენი საზოგადოების შეურაცყოფაა“, - განაცხადა თალაკვაძემ.

რიანა

19 მაისი 2022, 22:57

ტაბლოიდი

რიანა დედა გახდა

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი 13 მაისს, ლოს-ანჯელესში დაიბადა. ახალშობილის სახელი ჯერჯერობით უცნობია.

ვოლოდიმირ ზელენსკი

19 მაისი 2022, 22:54

მსოფლიო

ზელენსკი: ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ყველაფრის ფასი ათიათასობით სიცოცხლეა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას დამოუკიდებლობისთვის ომში გამარჯვება ათიათასობით ადამიანის სიცოცხლედ დაუჯდება.

სვიმონ ჯანგულაშვილი

19 მაისი 2022, 22:41

პოლიტიკა

სვიმონ ჯანგულაშვილი: სააკაშვილი და გვარამია ძალაუფლებისთვის ყველაფერზე არიან წამსვლელები

სააკაშვილი და გვარამია რომ ყველაფერზე წამსვლელები არიან, ოღონდ ძალაუფლება ჰქონდეთ, ეს არ მიკვირს. ისინი შეპყრობილები არიან ამით, - ამის შესახებ დირიჟორმა და ხელოვნებათმცოდნე სვიმონ ჯანგულაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მისი თქმით, იმ ადამინებმა, რომლებსაც რუსეთისთვის საქნციების დაწესება სურთ, უარი თქვან ყველაფერზე, რაც რუსეთიდან მოდის.

მარკ მილი ვალერი გერასიმოვი

19 მაისი 2022, 22:30

მსოფლიო

აშშ-ისა და რუსეთის გენერალური შტაბების ხელმძღვანელებმა სატელეფონო საუბარი გამართეს

აშშ-ისა და რუსეთის გენერალური შტაბების ხელმძღვანელებმა, მარკ მილიმ და ვალერი გერასიმოვმა სატელეფონო საუბარი გამართეს.

ხათუნა ხოფერია

19 მაისი 2022, 22:30

COVID19

ხათუნა ხოფერია: ამერიკამ უნდა გაიგოს, რომ ივანიშვილის დაშანტაჟება, სამშობლოს განადგურების ხარჯზე, ვერ და არ მოხდება!

ივანიშვილის დაშანტაჟების მცდელობის ჩემეული ვერსიის დადასტურება ნიკანორ მელიამ, სწორედ, ამერიკელებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა! ამ შეხვედრას კი, ჩემს მიერ ნახსენები, ბაკურიანის ტრენინგების „სასტავი“ ესწრებოდა მხოლოდ! - ასე ეხმიანება ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში ნიკა მელიას მიერ, გაკეთებულ განცხადებას.

19 მაისი 2022, 22:18

პოლიტიკა

პარლამენტში ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სხდომა გაიმართა

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სხდომაზე საქართველოს ღია მმართველობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში შემუშავებული სამოქმედო გეგმის შესრულებისა და ამ სფეროში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში მოისმინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

19 მაისი 2022, 21:49

რეგიონი

შალვა პაპუაშვილმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი გახსნა

„დღეს, გერმანიის ელჩთან ერთად, გვქონდა შესაძლებლობა, გაგვეხსნა ბოლნისის კულტურის ცენტრი, რომელიც გერმანიის მთავრობასთან ერთად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ იქნა აღდგენილი. როგორც იცით, ბოლნისი გახლდათ გერმანელების დასახლება და აქ შემორჩენილია ის ტრადიციული არქიტექტურა, რომელიც გერმანულ კულტურას ახასიათებს“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ენტონი ბლინკენი

19 მაისი 2022, 21:41

მსოფლიო

ენტონი ბლინკენმა რუსეთი უკრაინაში სურსათის იარაღად გამოყენებაში დაადანაშაულა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთი უკრაინაში სურსათის იარაღად გამოყენებაში დაადანაშაულა.

19 მაისი 2022, 21:38

საზოგადოება

ხატია წილოსანი საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი, ხატია წილოსანი N182 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა და საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციასა და ამ მიმართულებით არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ესაუბრა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.