რუსი ჟურნალისტი: სააკაშვილმა მითხრა, გადაეცი პუტინს, რომ არ გვინდა ელჩი, პუტინის წარმომადგენელი აქ, საქართველოს პრეზიდენტის კაბინეტის გვერდით ოთახში იჯდება
ანდრეი კარაულოვი
ფოტო: YouTube
სააკაშვილს ძალიან უნდოდა პუტინთან გვერდიგვერდ ყოფნა. მან მითხრა, პუტინს გადაეცი, რომ ელჩი არ გვინდა და მისი წარმომადგენელი აქ, პრეზიდენტის კაბინეტის გვერდით ოთახში იჯდებაო, - ამის შესახებ უკრაინელ ჟურნალისტ, დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში რუსმა ტელეწამყვანმა და ჟურნალისტმა ანდრეი კარაულოვმა განაცხადა.
„თავისი პრეზიდენტად არჩევიდან მე-8 თუ მე-9 დღეს სააკაშვილმა ჩემთან ისაუბრა. ის მაგიდიდანაც კი წამოხტა და საკმაოდ იმპულსური იყო. თავიდან საღად მოაზროვნედ მეჩვენებოდა - ჰალსტუხის ჭამის ეპიზოდი ჯერ კიდევ შორის იყო, შემდეგ გაგიჟდა, რა თქმა უნდა. გამომათრია და მითხრა: „ხედავ ამ ოთახებს? გადაეცი პუტინს, რომ არ გვინდა ელჩი, აქ იჯდება პუტინის წარმომადგენელი, საქართველოს პრეზიდენტის კაბინეტის გვერდით ოთახში“. მას ძალიან უნდოდა გვერდიგვერდ ყოფნა. რა მოხდა შემდეგ, ეს თავად სააკაშვილს უნდა ვკითხოთ, ან ჩვენებს, ვისაც ღირსება აქვს. ჩვენ ისე კარგად მოვახერხეთ სააკაშვილის გადაგდება... სააკაშვილი ციხიდან ვერ გამოვა, დღესდღეობით სააკაშვილი ჩემთვის საერთოდ უცხო, სულელი, ავადმყოფი ადამიანია“, - ამბობს ანდრეი კარაულოვი.
ყველა სიახლე
03 ივლისი 2026, 09:42
მსოფლიო
დონალდ ტრამპი ნატოზე: აშშ-თვის აბსურდულია ამ ცალმხრივი გზით მოძრაობის გაგრძელება
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ანკარაში გასამართ ნატოს სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე ჩრდილოატლანტიკური ალიანსი კვლავ გააკრიტიკა.
03 ივლისი 2026, 09:17
სპორტი
ესპანეთმა ბელგია მარტივად დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში გადავიდა
ესპანეთის ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის 1/32 ფინალში ბელგიის ეროვნულ გუნდს ანგარიშით 3:0 სძლია და 1/8 ფინალში გავიდა.
03 ივლისი 2026, 09:10
საზოგადოება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
ამა წლის 2 ივლისს საქართველოს საპატრიარქოში უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ბატონ ოლივიე კურტოს შეხვდა, - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
03 ივლისი 2026, 09:00
მსოფლიო
მედია: რუსეთის გუშინდელ მასშტაბურ იერიშს კიევზე სულ მცირე 30 ადამიანი ემსხვერპლა, 91 კი დაშავდა
რუსეთის მიერ 2 ივლისს კიევზე განხორციელებული მასშტაბური სარაკეტო იერიშის შედეგად სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა, 91 კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე ტიმურ ტკაჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
03 ივლისი 2026, 08:54
კულტურა
მარჯანიშვილის თეატრში აფხაზეთიდან დევნილი პოეტის, ილია ჭავჭავაძის სახელობისა და არაერთი სხვა ლიტერატურული პრემიის ლაურეატის, ნაირა მარშანიას 80 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა
მარჯანიშვილის სახელობის თეატრში ხელოვანთა აკადემია „გულანის“ თავმჯდომარის, აფხაზეთიდან დევნილი პოეტის, ილია ჭავჭავაძის სახელობისა და არაერთი სხვა ლიტერატურული პრემიის ლაურეატის, ნაირა მარშანიას 80 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა.
03 ივლისი 2026, 08:47
მსოფლიო
დამასკოში, ხალხმრავალ კაფეში აფეთქებას 9 ადამიანი ემსხვერპლა
დამასკოში აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა, 22 დაშავდა. ბომბი ხალხმრავალ კაფეში ამოქმედდა. მომხდარის შესახებ სხვა დეტალები არ გავრცელებულა.
03 ივლისი 2026, 08:38
პოლიტიკა
ზურაბ რურუა ბოკუჩავას განცხადებაზე: „ნაციონალური მოძრაობისთვის" ხალხის მოტყუება ჩვეული პრაქტიკაა
თინა ბოკუჩავას განცხადებას, რომ პარტიის მაშინდელი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის შეცვლის მიზეზად დასახელებული ჯანმრთელობის მდგომარეობა რეალური არ იყო, სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ რურუა გამოეხმაურა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობისთვის" ხალხის მოტყუება ჩვეულებრივი პრაქტიკა, რაც თინა ბოკუჩავას აღიარებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა.
03 ივლისი 2026, 08:28
სამართალი
გოგა ხაინდრავას მიერ „ფორმულას“ წინააღმდეგ შეტანილი საჩივრის თაობაზე პროკურატურაში გამოკითხვაზე ტელეკომპანიის ჟურნალისტი ნატუკა ლომიძე იმყოფებოდა
გოგა ხაინდრავას მიერ ტელეკომპანია „ფორმულის“ წინააღმდეგ შეტანილი საჩივრის თაობაზე თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე ტელეკომპანიის ჟურნალისტი ნატუკა ლომიძე იმყოფებოდა. საქმე ეხება ეთერში გასულ სამ სიუჟეტს, რომლებშიც სუსსა და გოგა ხაინდრავას არალეგალ მიგრანტთა შემოყვანაში დასდეს ბრალი. ადვოკატის თქმით, ჟურნალისტმა პასუხები გასცა კითხვებს, რომლებიც სწორედ ეთერში გასულ სიუჟეტს ეხებოდა, თუმცა მან წყაროს ვინაობა არ გაამხილა.
03 ივლისი 2026, 08:16
საზოგადოება
ელენე ხოშტარიას ექიმის განცხადებით, კვლევების პირველადი შედეგები უკვე მიღებულია, თუმცა საბოლოო სამედიცინო შეფასება ექიმთა კონსილიუმის შემდეგ გაკეთდება
პატიმარ ელენე ხოშტარიას მკურნალი ექიმის განცხადებით, „ვივამედში“ ჩატარებული კვლევების პირველადი შედეგები უკვე მიღებულია, თუმცა საბოლოო სამედიცინო შეფასება ექიმთა კონსილიუმის შემდეგ გაკეთდება. მისივე ინფორმაციით, კონსილიუმში მონაწილეობას ონლაინ მიიღებენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი სპეციალისტები. სწორედ მათი ერთობლივი დასკვნის საფუძველზე გადაწყდება პაციენტის შემდგომი მკურნალობის ტაქტიკა და დამატებითი კვლევების, მათ შორის რადიოლოგიური გამოკვლევების ჩატარების აუცილებლობა.
03 ივლისი 2026, 08:04
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
3 ივლისს ქუთაისში ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ, დღისით +32 და ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება.
03 ივლისი 2026, 00:37
სპორტი
ლუკა ლოჩოშვილმა კონტრაქტი „კიოლნთან“ გააფორმა
ლუკა ლოჩოშვილმა „კიოლნში“ სამედიცინო შემოწმება გაიარა და ბუნდესლიგის გუნდის მოთამაშე გახდა. საქართველოს ნაკრებისა და „ნიურნბერგის“ ყოფილი წევრის შესახებ ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს.
03 ივლისი 2026, 00:27
სამართალი
პენიტენციური სამსახური: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ნანა სანდერის განცხადება სრულ გაშიშვლებასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება. უზრუნველყოფილია ვეგანური კვების მენიუთი. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მის მიერ დაწესებულების მაღაზიაში შეძენილ იქნა არავეგანური პროდუქტი. ნანა სანდერი პერმანენტულად არღვევს სარეჟიმო მოთხოვნებს, ქმნის კონფლიქტურ სიტუაციებს, სიტყვიერად შეურაცხყოფს დაწესებულების მოსამსახურეებს
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ნანა სანდერის განცხადება სრულ გაშიშვლებასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება. უზრუნველყოფილია ვეგანური კვების მენიუთი. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მის მიერ დაწესებულების მაღაზიაში შეძენილ იქნა არავეგანური პროდუქტი. ნანა სანდერი პერმანენტულად არღვევს სარეჟიმო მოთხოვნებს, ქმნის კონფლიქტურ სიტუაციებს, სიტყვიერად შეურაცხყოფს დაწესებულების მოსამსახურეებს, - აღნიშნულია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.
03 ივლისი 2026, 00:27
სპორტი
20-წლამდელთა მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა
მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები ურუგვაისთან 7 ივლისს გამართავს. 20-წლამდელთა რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატს საქართველო 18 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს. ჩემპიონატში 16 ქვეყანა მონაწილეობს, თამაშები კი თბილისსა და ქუთაისში იმართება.
03 ივლისი 2026, 00:15
მსოფლიო
The Telegraph: დონალდ ტრამპის გეგმების თანახმად, რომელიც ამჟამად განიხილება, ფეხმძიმე ქალებს შესაძლოა აშშ-ში შესვლა აეკრძალოთ
დონალდ ტრამპის გეგმების თანახმად, რომელიც ამჟამად განიხილება, ფეხმძიმე ქალებს შესაძლოა აშშ-ში შესვლა აეკრძალოთ, - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი.
03 ივლისი 2026, 00:10
ეკონომიკა
შოთა ბერეკაშვილი: ჩვენი პოლიტიკა არ არის აგრესიული ჩარევა. ჩვენი პოლიტიკა არის, რომ ბაზრის საქციელიდან გამომდინარე, მათ შევუქმნათ საუკეთესო ფონი, რომ ჯანსაღი კონკურენცია იყოს და ისინი თანაბარ პირობებში იყვნენ. შემდეგ ბაზრის უხილავი ხელი განსაზღვრავს საუკეთესო ფასს
ჩვენი პოლიტიკა არ არის აგრესიული ჩარევა. ჩვენი პოლიტიკა არის, რომ ბაზრის საქციელიდან გამომდინარე, კერძო სექტორის საქციელიდან გამომდინარე, მათ შევუქმნათ საუკეთესო ფონი, რომ ჯანსაღი კონკურენცია იყოს და ისინი თანაბარ პირობებში იყვნენ. შემდეგ ბაზრის უხილავი ხელი განსაზღვრავს საუკეთესო ფასს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა.
03 ივლისი 2026, 00:10
ეკონომიკა
ირაკლი ლექვინაძე: კომისიის მუშაობის დროსაც კარგად გამოჩნდა, რომ ქსელებს შორის კონკურენცია არის, მსხვილ მომწოდებლებს შორის კონკურენციაც არის
კომისიის მუშაობის დროსაც კარგად გამოჩნდა, რომ ქსელებს შორის კონკურენცია არის, მსხვილ მომწოდებლებს შორის კონკურენციაც არის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” GCCA-ის თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ. მისივე თქმით, ქსელში შესვლის ხარჯები მსხვილ მიმწოდებლებს შორის კონკურენციის შედეგია, რადგან ისინი მზად არიან კონკრეტული სივრცისთვის მეტი გადაიხადონ.
03 ივლისი 2026, 00:02
ეკონომიკა
შოთა ბერეკაშვილი: ჩვენ შევძელით, რომ პროდუქტების კატეგორიებს, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანია, საუკეთესო ფასი აქვს
ჩვენ შევძელით, რომ პროდუქტების კატეგორიებს, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანია, საუკეთესო ფასი აქვს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა.
02 ივლისი 2026, 23:59
მსოფლიო
The Telegraph: რუსეთის ახალი რეაქტიული დრონები უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის პრობლემას წარმოადგენს
კიევი სულ უფრო ხშირად ხდება ახალი რუსული რეაქტიული დრონების თავდასხმების სამიზნე, რომლებიც 500 კმ/სთ-მდე სიჩქარეს ავითარებენ და უკრაინის საჰაერო თავდაცვას აიძულებენ, ძვირადღირებული რაკეტები გამოიყენონ, - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი.
02 ივლისი 2026, 23:49
ეკონომიკა
შოთა ბერეკაშვილი: გვესმის განცხადებები, რომ ფასდაკლებები ისედაც იყო, ეს ასე არ არის, ჩვენ ამას სისტემური ხასიათი მივეცით
გვესმის განცხადებები, რომ ფასდაკლებები ისედაც იყო, ეს ასე არ არის, ჩვენ ამას სისტემური ხასიათი მივეცით. თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ [პორტალზე] და ნახოთ, რომ ის 13 პროდუქტი ყოველდღიურად არის საუკეთესო ფასად, - განაცხადა გადაცემაში “იმედი Live” ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა. მისივე თქმით, საპარლამენტო კომისიამ საერთაშორისო გამოცდილების ფარგლებში რუმინული, ბულგარული, უნგრული, ფრანგული და ბერძნული მოდელები შეისწავლა.
02 ივლისი 2026, 23:46
ეკონომიკა
ირაკლი ლექვინაძე www.e-kalata.gov.ge: ფასების გამჭვირვალობა ნიშნავს, რომ მოქალაქე არის ინფორმირებული. ამ პორტალის ფუნქცია სწორედ ეს არის, ინფორმირებულ არჩევანს, რაც უფრო მეტი მოქალაქე აკეთებს, ეს არის კონკურენტული ზეწოლა ქსელებზე. ისინი ყოველთვის ეცდებიან, რომ სხვა ქსელს აჯობონ საუკეთესო შემოთავაზებაში. პროცენტში, რომ ავსახოთ ეს საკმაოდ მოცულობით დანაზოგზე გავალთ
ფასების გამჭვირვალობა ნიშნავს, რომ მოქალაქე არის ინფორმირებული. ამ პორტალის ფუნქცია სწორედ ეს არის, ინფორმირებულ არჩევანს, რაც უფრო მეტი მოქალაქე აკეთებს, ეს არის კონკურენტული ზეწოლა ქსელებზე. ისინი ყოველთვის ეცდებიან, რომ სხვა ქსელს აჯობონ საუკეთესო შემოთავაზებაში. პროცენტში, რომ ავსახოთ ეს საკმაოდ მოცულობით დანაზოგზე გავალთ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ GCCA-ის თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ ახალ საინფორმაციო პორტალზე - www.e-kalata.gov.ge საუბრისას


