imedi /  28 იანვარი 2022, 19:54 / სანდო წყარო

სალომე ზურაბიშვილი: რამე თუ არ ვიღონეთ და ამ ერთ წრეზე ვიარეთ, ვტკეპნეთ ერთი და იგივე ადგილი, ჩვენი ქვეყანა წინ ვერ მიდის

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

საზოგადოება დაიღალა და ორი თემა არის რეალურად, საზოგადოებაში – რა გვეშველება არის ერთი თემა და რამ უნდა გვიშველოს; მე მგონი, რამე თუ არ ვიღონეთ და ვიარეთ ამ ერთ რაღაც ჯადოსნურ წრეზე, ვტკეპნეთ ერთი და იგივე ადგილი, ჩვენი ქვეყანა ვერ მიდის წინ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

„ეს არის ჩემი დასკვნა ამ სამი წლის თავზე, რაც ჩემი საპრეზიდენტო მანდატი გავიდა და კიდევ სამი წელი რჩება; მიმაჩნია, რომ წარმოვადგენ ამ საზოგადოების განცდას, ჩემშიც არის ეს, რომ ეს დაპირისპირება, რომელიც გროვდება ჩვენს ქვეყანაში, რაღაცნაირად უნდა გადავიდეს საქმიან ურთიერთობაში. ეს არ იქნება რაღაც ჯადოსნური ერთიანობა, რომელიც ერთ დღეში შეიქმნება; ეს არ არის რაღაც პოლიტიკური პარტიების შერიგება, ეს არ არის ჩემი პროცესი და ჩემი ინიციატივა; ეს არის ჩემი დაწყებული პროცესი, ჩემი ინიცირებული პროცესი, მაგრამ ეს იქნება საზოგადოებრივი პროცესი, რომელშიც ყველა უნდა იყოს ჩართული და რომლის ფორმა იქნება თვით საზოგადოების მიერ შექმნილი და თემებიც წარმოიშვება საზოგადოებიდან.

რით იწყება ეს პროცესი, იმით, რომ წარსულზე და წარსულის არც ერთ ფურცელზე არ ვართ შეთანხმებული, არ გვაქვს სახელმწიფო თუ ეროვნული ისტორია; ვზეიმობთ დამოუკიდებლობის 30 წელს და რეალურად, უკან თუ გავიხედებით, არაფერზე არ ვართ შეთანხმებული, არც ერთ ფურცელზე ამ ისტორიის და ეს ნიშნავს რას, რომ ყოველ ოჯახში არსებობს იმ ოჯახის ისტორია, იმ ოჯახის ახსნა-განმარტება ამ ფურცლების; ეს იმასაც ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ შევთანხმდებით დღევანდელ დღეზე და მომავალზე, ჩვენი დაპირისპირება გროვდება სხვადასხვა შრეებად ამ სხვადასხვა პერიოდის მანძილზე და ჩაბეტონებულია; ჩვენ თუ ეს არ დავძლიეთ, შეიძლება, უფრო კიდევ გაღრმავდეს. არ ვიცი, რამდენად შესაძლებელია, მაგრამ კიდევ უფრო გაღრმავდეს ეს დაპირისპირება და ვერ ვაშენოთ ის ქვეყანა, როგორც ჩვენ გვინდა ყველას, მე ამაში ვარ დარწმუნებული, დემოკრატიული, ევროპული, ძლიერი სახელმწიფო. ამიტომ ეს არის ჩემო მოვალეობა, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტის, რომელიც არის პასუხისმგებელი ერთგვარ ერთიანობაზე, კიდევ ერთხელ, არა ჯადოსნური ერთიანობა და არა ის, რომ ყველაფერზე ჩვენ შევთანხმდებით, ეს ილუზიაა, რომელსაც მე არ მივეცემი, მაგრამ ჩვენ რაღაცებზე უნდა შევთანხმდეთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი ეროვნული თანხმობის პროცესზე სასაუბროდ მედიის წარმომადგენლებს ხვდება.

ყველა სიახლე

ზურაბ აბაშიძე

19 მაისი 2022, 13:02

პოლიტიკა

ზურაბ აბაშიძე: გადავეცი კარასინს, რომ თბილისი ნეგატიურად აფასებს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმს

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ რუსეთუს ფედერაციის საბჭოს საგარეო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელთან, გრიგორი კარასინთან სატელეფონო საუბარი გამართა და განუცხადა, რომ თბილისი ნეგატიურად აფასებს 17 ივლისისთვის ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმს. ამის შესახებ აბაშიძემ Tass-ს განუცხადა.

19 მაისი 2022, 13:01

საზოგადოება

ჩეხეთის რესპუბლიკის „კარიტასმა“, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს შშმ პირთათვის საოჯახო ტიპის სახლები გადასცა

დიდი ზომის პანსიონატების დეინსტიტუციონალიზაციის მიზნით, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, საოჯახო ტიპის სახლები გადასცა.

19 მაისი 2022, 12:54

ეკონომიკა

ქართულ ბაზარზე ჩაის ახალი პრემიუმ ბრენდი - „დილმა“ გამოჩნდა

თბილისში უკვე ბევრგან შეხვდებოდით ჩაის ბრენდის, „დილმას“ ბანერებს, მის ფერად ყუთებს კი შეამჩნევდით მაღაზიებში, სუპერმარკეტებსა და ჰიპერმარკეტებში, რაც იმას ნიშნავს, რომ ნამდვილი ცეილონის ჩაი უკვე ქართულ ბაზარზეა.

19 მაისი 2022, 12:47

რეგიონი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საირიგაციო ქსელზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სარწყავი და სადრენაჟე სისტემების მოწესრიგებას ქვეყნის მასშტაბით აქტიურად განაგრძობს

19 მაისი 2022, 12:42

თავდაცვა

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი აცხადებს მოსწავლეთა მიღებას 2022-2023 სასწავლო წლისათვის

ლიცეუმში მიიღებიან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეები, რომლებიც 2021-2022 სასწავლო წელს დაამთავრებენ ზოგადი განათლების საბაზო საფეხურს (IX კლასი) და დააკმაყოფილებენ შესარჩევი კონკურსის პირობებს.

ვადიმ შიშიმარინი

19 მაისი 2022, 12:42

მსოფლიო

უკრაინაში სამუდამო პატიმრობა ემუქრება 21 წლის რუს ჯარისკაცს, რომელმაც აღიარა, რომ ქუჩაში შეხვედრილი უიარაღო მშვიდობიანი მოქალაქე - მოხუცი კაცი მოკლა

21 წლის რუსმა ჯარისკაცმა უიარაღო უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქის, 62 წლის კაცის მკვლელობა აღიარა. ვადიმ შიშიმარინმა თქვა, რომ კაცი რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან რამდენიმე დღეში მოკლა.

19 მაისი 2022, 12:31

მსოფლიო

იტალიამ უკრაინაში მშვიდობიანი დარეგულირების ოთხპუნქტიანი გეგმა წარმოადგინა

იტალიამ უკრაინაში მშვიდობიანი დარეგულირების გეგმა წარმოადგინა. ამის შესახებ გამოცემა La Repubblica წერს. ოთხი ეტაპისგან შემდგარი გეგმა იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა. უწყების ხელმძღვანელმა ლუიჯი დი მაიომ დოკუმენტი გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს გადასცა.

ოლაფ შოლცი

19 მაისი 2022, 12:28

მსოფლიო

შოლცი: ის, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მოკლე გზა არ არსებობს, სამართლიანობის იმპერატივია დასავლეთ ბალკანეთის ექვსი ქვეყნის მიმართ, რომლებსაც დიდი ხანია ევროკავშირში გაწევრიანება სურთ

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი უკრაინის ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანების მომხრე არ არის. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული ტელეარხი TF1 ავრცელებს.

19 მაისი 2022, 12:22

ტექნოლოგიები

კვლევა: გარემოს დაბინძურება ყოველწლიურად 9 მილიონი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი ხდება

კვლევაში აღნიშნულია, რომ „დაბინძურება ადამიანისა და პლანეტის ჯანმრთელობისთვის ექზისტენციურ საფრთხეს წარმოადგენს და თანამედროვე საზოგადოებების მდგრადობას რისკს უქმნის“. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ დაბინძურებას ადამიანის ჯანმრთელობაზე მეტი გავლენა აქვს, ვიდრე ომებს, ტერორიზმს, მალარიას, აივს, ტუბერკულოზს, ნარკოტიკებსა და ალკოჰოლს.

19 მაისი 2022, 12:12

რეგიონი

დღეიდან, 31 მაისის ჩათვლით, თბილისსა და ბათუმს შორის დამატებითი სარკინიგზო რეისები დაინიშნა

გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, 19-დან 31 მაისის ჩათვლით, ბათუმის მიმართულებით დამატებითი რეისები დაინიშნა, - ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

19 მაისი 2022, 12:10

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი გერმანიის ბუნდესტაგში შეხვედრებს მართავს

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ბუნდესტაგში, ფრაქცია ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის/ქრისტიან-სოციალისტური კავშირის (CDU/CSU) სპიკერს საგარეო პოლიტიკის საკითხებში, იურგენ ჰარდტსა და ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტში ფრაქცია გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD) აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე მომხსენებელს, იოჰანეს შრაპსს შეხვდა.

19 მაისი 2022, 12:05

ეკონომიკა

ლევან კაკავამ თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილესთან მორიგი შეხვედრა გამართა

შეხვედრის ფარგლებში, საბაჟო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები ,,სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე ორივე ქვეყნის მხარეს არსებულ საზღვრის კვეთის პროცედურებს გაეცნენ. შეხვედრისას შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა გაზრდილი ტვირთნაკადის კუთხით მიღწეულ პროგრესს და აღნიშნა, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია, ქვეყნებს შორის, არსებობდეს ეფექტური კომუნიკაცია, იმისათვის, რომ სწრაფად მოხდეს რეაგირება არსებულ გამოწვევებზე.

19 მაისი 2022, 12:03

მსოფლიო

BBC: რუსეთი აცხადებს, რომ 900-ზე მეტი უკრაინელი მებრძოლი ციხე-კოლონიაში გაგზავნეს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, 900-ზე მეტი უკრაინელი მებრძოლი, რომელიც მარიუპოლის აზოვსტალის ფოლადის ქარხანაში იყვნენ, რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ციხე-კოლონიაში გაგზავნეს, - ამის შესახებ BBC წერს.

19 მაისი 2022, 11:51

პოლიტიკა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია გერმანიის წამყვანი პოლიტიკური ფონდებისა და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა

მხარეებმა, განიხილეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის დღის წესრიგი და გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული განაცხადი და მოლოდინები, ასევე უკრაინაში რუსეთის ომის შედეგად რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო.

19 მაისი 2022, 11:35

რეგიონი

სახელმწიფო ფონდების, პროგრამებისა და ევროკავშირის დაფინანსებით, იმერეთში 132 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურულ პროექტები მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, ზვიად შალამბერიძესთან და საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის სამმართველოს უფროს შოთა კაკაბაძესთან ერთად, იმერეთში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

19 მაისი 2022, 11:28

რეგიონი

გომი-საჩხერეს მონაკვეთზე 11-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მიმდინარე სამუშაოები მოიცავს გზის სრულ რეაბილიტაციას. განხორციელდა მიწის სამუშაოები, ეწყობა საგზაო სამოსი და ხელოვნური ნაგებობები, მიერთებები და ეზოში შესასვლელები. ასევე, განხორციელდება საგზაო ნიშნების მოწყობისა და გზის სავალი ნაწილის მონიშვნის სამუშაოები. ამ ეტაპზე, გზის 6 კილომეტრიან მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი უკვე მოწყობილია.

19 მაისი 2022, 11:15

საზოგადოება

თბილისის მერიის პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ დაიწყო

თბილისის მუნიციპალიტეტის მერია იწყებს პროგრამა „ისწავლე და დასაქმდის“ ახალ ეტაპს და აცხადებს დაინტერესებული მოქალაქეების ონლაინ რეგისტრაციას პლატფორმა www.dasakmdi.ge-ზე.

გიორგი ხანიშვილი

19 მაისი 2022, 11:09

ეკონომიკა

ბაქოში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე CASPIAN AGRO 2022 საქართველოს სტენდი გაიხსნა

სამინისტროს ინფორმაციით, ქართულმა კომპანიებმა დამთვალიერებელს სხვადასხვა სახის პროდუქცია გააცნეს. გამოფენის გახსნას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ზურაბ პატარაძე დაესწრნენ.

მედეა ჯანიაშვილი

19 მაისი 2022, 11:06

ეკონომიკა

მედეა ჯანიაშვილი: აპრილში ჩვენ ტურიზმის აღდგენის იმდენად პოზიტიური შედეგი გვაქვს, რომ ეს გარანტიას გვაძლევს არათუ შევინარჩუნებთ ამ მონაცემებს წლის ბოლომდე, არამედ კიდევ უფრო გავზრდით

საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლების ზრდის შესახებ საუბრობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი. მედეა ჯანიაშვილის განცხადებით ტურიზმის აღდგენის დინამიკა 4 თვეში მნიშვნელოვნად გაიზარდა.

19 მაისი 2022, 11:02

ეკონომიკა

ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლები 2022 წლის პირველ კვარტალში 11.3%-ით გაიზარდა

2022 წლის პირველ კვარტალში სატელევიზიო და რადიო მაუწყებლების სარეკლამო შემოსავალი 10.6%-ით გაიზარდა და 17.8 მილიონი ლარი შეადგინა. ტელევიზიების კომერციული რეკლამიდან მიღებული თანხა 16.3 მილიონი ლარია, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 11.3%-თაა გაზრდილი. ტელემაუწყებლობის სარეკლამო შემოსავლების 75.6% რეკლამამ შეადგინა, სპონსორობის წილი კი ჯამურ სარეკლამო შემოსავალში 14.3%-ია, რაც წინა წელთან შედარებით 6.3%-ითაა გაზრდილი.