განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო: გვაქვს საფუძველი, ვიფიქროთ, რომ სამინისტროს მიზანმიმართული დისკრედიტაცია ჩვენი საზოგადოების თვალში სამინისტროსა და ზოგადად ხელისუფლების მიერ განხორციელებული სამუშაოს დაკნინებას ემსახურება
ფოტო: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმაურება გაზეთ „ბათუმელებში“ გამოქვეყნებულ ინფორმაციას საზღვარგარეთ მინისტრის სამივლინებო ხარჯებთან დაკავშირებით, რომელიც აღნიშნულმა მედია საშუალებამ სამინისტროსგან მიღებული საჯარო ინფორმაციის საფუძველზე მოამზადა. მოგვიანებით, იგივე ინფორმაცია „ნეტგაზეტის“ პლატფორმაზე გაჩნდა, შემდეგ კი „მთავარ ამბებში“ მოხვდა.
„პუბლიკაციაში მოყვანილია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ტარიფი საზღვარგარეთ სამივლინებო ხარჯებთან დაკავშირებით და აღნიშნულია, რომ საქართველოს საჯარო მოხელეებს აშშ-ში სწორედ ამ ღირებულების დანახარჯის გაწევა შეუძლიათ დღიურად.
აღსანიშნავია, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან წერილობით განემარტა მედიასაშუალებას - იგივე დადგენილების თანახმად, განსაზღვრულია, რომ სასტუმროში დაქირავებული ნომრის ღირებულება ანაზღაურდება ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთის მიხედვით.
სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით, მინისტრის საზღვარგარეთ მივლინების დროს კანონი ზედმიწევნით იყო დაცული.
რაც შეეხება სტატიის იმ ნაწილს, სადაც საუბარია იმაზე, თითქოს გამოცემისთვის სამინისტროს არ მიუწოდებია ინფორმაცია იმის თაობაზე, კონკრეტულად რა შედეგი მოჰყვა ამ ვიზიტებს. ცალსახად ვაცხადებთ, რომ მინისტრის ვიზიტების ამსახველი უკლებლივ ყველა საინფორმაციო რელიზი გაგზავნილია კონკრეტული ჟურნალისტის პირად ფოსტაზე, ხოლო ამ შემთხვევაში გამოცემისგან მოსულ წერილში ასეთი კითხვა დასმული საერთოდ არ ყოფილა“, - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
უწყება სტატიაში მოყვანილ ვიზიტებსა და მათ შედეგებზე დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც „იმედინიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.
2021 წლის სექტემბრის ვიზიტი
„როგორც ცნობილია, 2022 წლის თებერვალში, საქართველოს მთავრობის ფინანსური ძალისხმევით, პირველად ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. პროგრამა ხელს შეუწყობს სტუდენტების ახალი თაობის აღზრდას, რომლებიც არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების, არამედ მსოფლიოს სამეცნიერო და ინტელექტუალურ წრეებში საქართველოს შესახებ კვლევების მხარდამჭერები და ცოდნის გამავრცელებლები გახდებიან.
ქართველოლოგიის პროგრამა, რომელიც ფუნქციონირებას ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში დაიწყებს, ხელს შეუწყობს როგორც საქართველოს ისტორიის, კულტურის, ლიტერატურისა და პოლიტიკის, ასევე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და მეცნიერებაში შეტანილი წვლილის შესახებ აკადემიური ცოდნის გავრცელებასა და გაცვლას. პროგრამაში გათვალისწინებული იქნება კვლევები კავკასიოლოგიის მიმართულებითაც.
ქართველოლოგიის პროგრამის ინაუგურაციის საზეიმო ცერემონია ჰარვარდის ნიუ-იორკის კლუბში, 2021 წლის 22 სექტემბერს გაიმართა. სწორედ ამ პროგრამის დაფუძნებისა და ინაუგურაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოების გამო, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, სექტემბრის თვეში 1 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა ნიუ-იორკში და პროცესს პირადად ხელმძღვანელობდა. ამავე პერიოდში, მინისტრმა შეხვედრა გამართა ნიუ-იორკის უნივერსიტეტის (NYU) პრეზიდენტთან, ენდრიუ ჰამილტონთან, მას უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის კუთხით სამინისტროს პოლიტიკა გააცნო და მასთან ერთად NYU-სა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილა.
ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჩხენკელი ასევე დაესწრო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან და მთავრობის ადმინისტრაციის უფროს ილია დარჩიაშვილთან ერთად.
მინისტრმა საქართველოს დელეგაციასთან ერთად მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში, რომლის დროსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს ოფიციალურად გადასცა უნიკალური ხელნაწერი „ვეფხისტყაოსანი“.
აღსანიშნავია, რომ მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ამსახველი მასალა მისი აშშ-ში ყოფნის დროსვე გავრცელდა მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით, ასევე სამინისტროს ოფიციალურ ვებ და ფეისბუქ გვერდებზე. მინისტრმა ნიუ-იორკიდან, გაეროს შტაბბინიდან ასევე მონაწილეობა მიიღო ტელეკომპანია იმედის გადაცემაში, პირდაპირ ეთერში.
2021 წლის ოქტომბრის ვიზიტი
რაც შეეხება განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის მეორე ვიზიტს აშშ-ში. მიხეილ ჩხენკელის საქმიანი ვიზიტი ჩიკაგოსა და ბოსტონში (სტატიაში მხოლოდ ჩიკაგოა ნახსენები) განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო პარტნიორობის განვითარების კუთხით. ის მოიცავს როგორც აკადემიურ და სამეცნიერო-კვლევით განზომილებებს, ასევე უნივერსიტეტში მშენებარე ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტს.
ჩიკაგოში, ამერიკის რადიაციული ონკოლოგიის საზოგადოების ყოველწლიური შეხვედრაზე ქუთაისის ადრონული თერაპიის ცენტრის წარდგენით გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი ცენტრის საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელში ინტეგრაციის მიმართულებით. ამერიკის პროტონული თერაპიისა და სამედიცინო განათლების წამყვანმა სპეციალისტებმა გამოთქვეს მზაობა, ჩაერთონ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროტონული თერაპიის ცენტრის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოში. ყოველივე ეს ქმნის წინაპირობას, რომ ადრონული თერაპიის ცენტრი გახდეს საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული სამედიცინო-კვლევითი დაწესებულება, რომელიც თანამშრომლობს როგორც ევროპულ, ასევე ამერიკის წამყვან ცენტრებთან.
არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ვიზიტი ბოსტონში, სადაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრეზენტაცია გაიმართა ჰარვარდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ჯოსლინის ცენტრში. ეს არის თანამშრომლობის ის განზომილება, რომელიც აუცილებელია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში უმაღლესი სტანდარტის სამედიცინო განათლების განვითარების მიმართულებით. მსჯელობა წარიმართა საუნივერსიტეტო სივრცეში სამედიცინო განათლების აკადემიური და კლინიკური კომპონენტების ოპტიმალურ ურთიერთკავშირზე. ბოსტონში, მოლეკულური მედიცინის ინსტიტუტში შეხვედრისას დაიგეგმა კონკრეტული ნაბიჯები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების განვითარების მხარდასაჭერად. თანამშრომლობა მოიცავს როგორც აკადემიურ, ასევე სამეცნიერო-კვლევით მიმართულებებს.
ბოსტონის ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორთან, ალექსანდრე თევზაძესთან ერთად შეხვედრა გამართა ბოსტონის წამყვანი უნივერსიტეტების ქართველ სტუდენტებთან. შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის სწრაფად მზარდი თანამედროვე სტანდარტების უნივერსიტეტი, სადაც უცხოეთში მიღებული განათლების მქონე ჩვენი თანამემამულეები შეძლებენ დაბრუნდნენ და გადასცენ ცოდნა მომავალ თაობას.
ბოსტონში ყოფნისას მიხეილ ჩხენკელმა ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის ხელმძღვანელებთანაც გამართა შეხვედრა, სადაც მხარეებმა ახლად დაფუძნებული ქართველოლოგიის პროგრამის განხორციელების დეტალებზე ისაუბრეს.
ამ შემთხვევაშიც, მინისტრის ოფიციალური ვიზიტების ამსახველი მასალა მისი აშშ-ში ყოფნის დროსვე გავრცელდა მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით, ასევე სამინისტროს ოფიციალურ ვებ და ფეისბუქგვერდებზე. საზოგადოებისთვის ცნობილი გახლდათ მინისტრის ვიზიტის დეტალები.
2021 წლის დეკემბრის ვიზიტი
რაც შეეხება 2021 წლის დეკემბრის თვეში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრიუსელში ვიზიტს, ის გახლდათ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ჩვენი თანამემამულეებისათვის, ვინაიდან სწორედ ამ ვიზიტისას გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის შედეგად საქართველოს სამეცნიერო და ინოვაციების სფეროს საზოგადოებას ახალი შესაძლებლობებისკენ ეხსნება გზა.
ბრიუსელში საზეიმოდ მოეწერა ხელი საქართველოს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალ ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ში ასოცირების საერთაშორისო შეთანხმებას. საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი მიხეილ ჩხენკელმა, ხოლო ევროკომისიის მხრიდან ინოვაციის, კვლევების, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის საკითხებში ევროკომისარმა მარია გაბრიელმა მოაწერეს.
შეთანხმების გაფორმებით Horizon Europe-ის პროგრამის კონკურსებში საქართველოს წარმომადგენლები ისარგებლებენ ზუსტად იმავე პირობებითა და უფლებებით, რითაც ევროკავშირის ქვეყნების სამეცნიერო და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლები სარგებლობენ. ქართველ მეცნიერებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ 95.5 მილიარდი ევროს ბიუჯეტის მქონე კვლევისა და ინოვაციის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში.
შეთანხმების საფუძველზე საქართველოს უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს შეეძლებათ, უხელმძღვანელონ მსხვილ საერთაშორისო სამეცნიერო კონსორციუმებს, ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობით შეიმუშაონ და განახორციელონ საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები. ამ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ კი საქართველოში დაფუძნდა “Horizon Europe”-ის ეროვნული ოფისი, რომლის ფუნქციაა ევროკავშირსა და საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებას შორის მედიაცია და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა. დაწყებულია საუნივერსიტეტო სამეცნიერო საგრანტო ოფისების ქსელის შექმნა, რომელიც ეტაპობრივად ყველა უნივერსიტეტს მოიცავს.
ხელმოწერის შემდეგ, მიხეილ ჩხენკელმა შეხვედრა გამართა ევროკომისარ მარია გაბრიელთან და მასთან განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა.
მოგვიანებით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა კვლევებისა და ინოვაციების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელებთან Horizon Europe-ის პროგრამისა და განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა.
მიხეილ ჩხენკელმა ასევე შეხვედრა გამართა ევროპული ასოციაცია COST-ის დირექტორთან და მასთან COST-ში საქართველოს სრულად გაწევრიანების საკითხი განიხილა.
მინისტრი ასევე შეხვდა NATO-ს მთავარ მეცნიერს ბრაიან უელსს, რომელთანაც განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა.
ვიზიტის დასასრულს, მიხეილ ჩხენკელი ლუვენს ეწვია, სადაც უნივერსიტეტის რექტორთან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარების საკითხები განიხილა.
საჯარო ინფორმაციაში, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გასცა, აღნიშნულია, რომ მინისტრს მივლინებაში სამი პირი ახლდა - სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსი და პროტოკოლის სამმართველოს უფროსი. რაც შეეხება მესამე პირს, დოკუმენტში მხოლოდ მის მივლინებაზე გაწეული ხარჯია მითითებული, რადგან ის არ გახლავთ თანამდებობის პირი და კანონის თანახმად მისი ვინაობა არ საჯაროვდება.
რაც შეეხება ამ პირის მივლინების მიზნობრიობას, აღსანიშნავია, რომ სწორედ მის მიერ გადაღებული ვიდეო და ფოტო მასალით მოხდა აღნიშნული ვიზიტის დეტალური გაშუქება როგორც ტელევიზიების, ბეჭდური და ონლაინ გამოცემების მეშვეობით, ისე სამინისტროს ოფიციალურ ვებ და ფეისბუქის გვერდებზე.
რაც შეეხება ბელგიაში მინისტრის მივლინებაში დახარჯული თანხის ოდენობას, რაც სამინისტრომ საჯარო ინფორმაციის სახით გასცა: დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ბიუჯეტიდან დაიხარჯა 3 134 ლარი. აღსანიშნავია, რომ სასტუმრო ხარჯის ანაზღაურება მოხდა მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ ფაქტობრივად გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შესაბამისად. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე კი სამინისტროში წერილი 8 დეკემბერს შემოვიდა. სამინისტროს მიერ გაცემული მონაცემები დამუშავებულია 10 დეკემბრის მდგომარეობით, ხოლო აღნიშნული თანხის გადახდა მოხდა უფრო მოგვიანებით, შესაბამისად ხაზინის ამ ამონაწერში ის ვერ მოხვდებოდა.
ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, გვაქვს იმის საფუძველი, ვიფიქროთ, რომ აღნიშნული მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია არის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ განხორციელებული მიზანმიმართული დისკრედიტაციის უსუსური მცდელობა, რაც ემსახურება ჩვენი საზოგადოების თვალში სამინისტროს და ზოგადად ხელისუფლების მიერ განხორციელებული სამუშაოს დაკნინებას, მისი ღირსების შელახვას. გვინდა განვაცხადოთ, რომ არცერთი ასეთი შემთხვევა არ იქნება დატოვებული უპასუხოდ.
ყველა სიახლე
12 ივლისი 2026, 11:37
საზოგადოება
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პეტრე-პავლობის სადღესასწაულო წირვას ავლაბარში მდებარე, პეტრე-პავლეს ტაძარში აღავლენს
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს. მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, პეტრე-პავლობის დღესასწაულს ზეიმობს. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სადღესასწაულო წირვას, ამ წუთებში, ავლაბარში მდებარე, პეტრე-პავლეს ტაძარში აღავლენს.
12 ივლისი 2026, 11:29
მსოფლიო
კაროლ ნავროცკიმ პოლონეთში უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციისა და მისი მებრძოლი ფრთის დროშის აკრძალვა მოითხოვა
„ჩვენ არ გვინდა ეს პოლონეთში ვნახოთ და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ პოლონეთში ამან აღარ იარსებოს. მჯერა, რომ პარლამენტი მიიღებს შესაბამის კანონს, რადგან ეს იგივეა, რაც გერმანელი ნაცისტების დროშა. სწორედ ამას გულისხმობდა ის და მის უკან იდგა და დგას უკრაინელი ნაცისტების იდეოლოგია, რომლებმაც პოლონელი ქალები და ბავშვები დახოცეს. ჩვენ არ ვადანაშაულებთ უკრაინელ ხალხს. დანაშაული მიუძღვის ბანდერას იდეოლოგიას, მათ, ვინც მკვლელობები ჩაიდინეს და მათ, ვინც 21-ე საუკუნეში წითელ-შავ დროშას ისევ იყენებენ. ეს მიუღებელია, რადგან გენოციდის განდიდება ან მასზე თვალის დახუჭვა ახალი გენოციდისკენ მოწოდებაა“, - განაცხადა ნავროცკიმ.
12 ივლისი 2026, 11:25
მსოფლიო
CNN: ირანში ბირთვული ობიექტების აღდგენის ნიშნები ფიქსირდება
CNN-მა თანამგზავრული ფოტოები გაავრცელა, რომლებიც ირანის ბირთვული ობიექტების აღდგენის ნიშნებზე მიუთითებს. პარჩინის რაიონის ფოტოებზე, სადაც, შესაძლოა ინახებოდეს ასაფეთქებელი მასალები ბირთვული იარაღის შესაქმნელად, დაფიქსირებულია დროებითი საფარები, დარტყმების შედეგად გაჩენილ ორმოებზე, ხოლო შემდგომ სამშენებლო სამუშაოები.
12 ივლისი 2026, 11:24
სპორტი
თბილისში RAF-ის ღონისძიება გაიმართა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მსოფლიოს სპორტის გამორჩეული ვარსკვლავები და ჭიდაობის არაჩვეულებრივი სანახაობა საქართველოს დედაქალაქში - „თბილისი არენაზე“ შეკრებილმა ათასობით გულშემატკივარმა და ტელეკომპანია „იმედის“ მაყურებელმა პრესტიჟული ამერიკული საჭიდაო ორგანიზაციის RAF-ის მორიგი, რიგით მეათე ღონისძიება იხილა.
12 ივლისი 2026, 11:18
სამართალი
ადვოკატის ცნობით, იოსებ სიგუამ თანამდებობა ნებაყოფლობით დატოვა
„ვინაიდან საზოგადოებაში არსებობდა გარკვეული ეჭვები, რომ შესაძლოა სამსახურებრივი თანამდებობა გამოყენებულიყო და ხელი შეშლოდა გამოძიების მსვლელობას, საკუთარი ნება-სურვილით დატოვა დაკავებული თანამდებობა. ვფლობთ არაერთ მტკიცებულებას, რომლითაც დასტურდება, რომ დაახლოებით 1 კვირის წინ, „ტვ პირველზე“ გასულ სატელევიზიო სიუჟეტში გაცხადებული პოზიცია, რომელიც მსხვერპლის სტატუსის მქონე სოფიო სიგუამ გააჟღერა, არ შეესაბამება რეალობას. გამოვიყენებთ კანონით გათვალისწინებულ ყველა ბერკეტს, რითაც დადასტურდება იოსებ სიგუას უდანაშაულობა და დავიცავთ მის ღირსებას. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია, თითქოსდა იოსებ სიგუას მიმართ განხორციელდა სამსახურებრივი წახალისება და დააწინაურეს. მოხდა სხვადასხვა დეპარტამენტში ცვლილება და როტაცია, რაც არ ითვლება იოსებ სიგუას დაწინაურებად“, - განმარტა ადვოკატმა.
12 ივლისი 2026, 11:18
რეგიონი
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული თელავში სტიქიაზე: სამაშველო სამსახურები, ყველა შესაბამისი უწყება მობილიზებულია და როგორც კი მდინარის დონე დაიკლებს, მოცემულობის შეფასებას და სალიკვიდაციო სამუშაოებს დავიწყებთ
წუხელ მოსულმა უხვმა ნალექმა ქალაქ თელავში ხევები აადიდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა თელავის ხევის ადიდებას, რომელმაც სეხნიაშვილის ქუჩის მიმდებარედ ჩახერგა ხიდი და მდინარემ კალაპოტიდან გადმოსვლა დაიწყო, - განაცხადა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ.
12 ივლისი 2026, 11:01
რეგიონი
სტიქიამ თელავში პრობლემები შექმნა
თელავში დილიდან სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ქალაქში ვითარება ღამის სამ საათზე გაუარესდა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა კავკასიონის ქუჩაზე. გადაუღებელი წვიმის შედეგად თელავის ხევი ადიდდა. მოვარდნილმა ღვარცოფმა, რომელსაც დიდი რაოდენობით ქვა-ღორღი მოჰყვა, ორი ქუჩის დამაკავშირებელი ხიდი მთლიანად დაანგრია. წყალმა კალაპოტი შეიცვალა და მდინარის ძლიერი ნაკადი ამ დროისთვის კავკასიონის ქუჩის ნაწილზე მიედინება.
12 ივლისი 2026, 10:25
მსოფლიო
სენატორი ლინდსი გრემი გარდაიცვალა
„სენატორ გრემის ოჯახი მადლობელია ამ წუთებში გამოხატული ლოცვებისთვის და ითხოვს კონფიდენციალურობის დაცვას ამ წარმოუდგენლად რთულ პერიოდში“, - აღნიშნულია განცხადებაში.
12 ივლისი 2026, 09:42
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
თბილისშიც მოღრუბლული დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.
12 ივლისი 2026, 09:36
მსოფლიო
აშშ ირანზე ახალ დარტყმებს ახორციელებს, ჰორმუზის სრუტე კი ისევ ჩაკეტილია
ამერიკელმა სამხედროებმა 12 ივლისის ღამეს ირანზე დარტყმების ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკვე მესამე ტალღა დაიწყეს, - განაცხადა სოციალურ ქსელ X-ში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM). ირანულმა სახელმწიფო ტელეარხმა Press TV-მ გაავრცელა ინფორმაცია თეირანში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მუშაობისა და სხვა ქალაქებში აფეთქებების ხმების შესახებ.
12 ივლისი 2026, 09:20
მსოფლიო
The New York Times: რუბიო ვენესუელაში ფინანსებს, რესურსებსა და ხელისუფლებას სრულად აკონტროლებს
„როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანს დაარტყა ირანს, ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივან ხილმა კარაკასის ძველი მოკავშირის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია რბილად დაგმო. ტრამპის ადმინისტრაციამ როდრიგესს ამ პოსტის წაშლა მოსთხოვა და გააფრთხილა, რომ აშშ-ის მოწინააღმდეგეებისთვის მხარი საჯაროდ აღარ დაეჭირა. ხილმა პუბლიკაცია გამოჩენიდან რამდენიმე საათში წაშალა“, - ნათქვამია სტატიაში.
12 ივლისი 2026, 09:02
მსოფლიო
ჩინეთს ერთ კვირაში უკვე მეორე ტაიფუნი დაატყდა თავს
მანამდე ტაიფუნმა იაპონიის მოწყვეტილ კუნძულთა ჯაჭვი დააზარალა, შემდეგ კი ტაივანის ჩრდილოეთ ნაწილს ჩაუარა და იქ ძლიერი წვიმა გამოიწვია. კიდევ უფრო ადრე, ამავე შტორმით გამოწვეულმა მეწყრებმა ფილიპინებში, სულ მცირე 17 ადამიანი იმსხვერპლა.
12 ივლისი 2026, 08:43
მსოფლიო
ტორონტოში სროლას მსხვერპლი მოჰყვა
სროლიდან რამდენიმე საათში გამართულ პრესკონფერენციაზე პოლიციამ განაცხადა, რომ ფესტივალზე ორ პირს შორის ორმხრივი სროლა მოხდა. გამოძიება გრძელდება. ამ დროისთვის დაკავებული არავინაა.
12 ივლისი 2026, 08:27
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნებული სამხრეთაფრიკელი ფეხბურთელი გარდაცვლილი იპოვეს
ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზები ოფიციალურად არ სახელდება. პოლიციამ განაცხადა, რომ გამოძიება მიმდინარეობს. მედიაში გავრცელებული დაუდასტურებელი ინფორმაციით, ფეხბურთელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
12 ივლისი 2026, 08:14
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატის ყველა ნახევარფინალისტის ვინაობა ცნობილია⚽
ნახევარფინალური მატჩი არგენტინისა და ინგლისის გუნდებს შორის 15 ივლისს, ატლანტას სტადიონზე გაიმართება. მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს საფრანგეთისა და ესპანეთის ნაკრებები შეხვდებიან. ეს თამაში 14 ივლისს ტეხასში ჩატარდება.
12 ივლისი 2026, 00:55
სპორტი
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ერთა თასზე სამოას ნაკრები ანგარიშით 33:12 დაამარცხა
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ერთა თასზე სამოას ნაკრები ანგარიშით 33:12 დაამარცხა
12 ივლისი 2026, 00:35
სპორტი
სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოში RAF Georgia-ს ღონისძიება გაიმართა
ისტორიაში პირველად თბილისმა RAF-ის ღონისძიებას უმასპინძლა. ღონისძიებას საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე დაესწრო.
12 ივლისი 2026, 00:02
საზოგადოება
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს. სახარების თანახმად, პეტრე ანდრია პირველწოდებულის უფროსი ძმა იყო. უფლის მოწოდებამდე ისინი გალილეის ტბასთან მდებარე პატარა ქალაქ ბეთსაიდის მეთევზეები იყვნენ. პეტრეს სახელად სვიმონი ეწოდებოდა. რწმენის გამო კი მას ქრისტემ პეტრე უწოდა, რაც კლდეს ნიშნავს.
11 ივლისი 2026, 23:28
სპორტი
„ბორჯღალოსნები“ ჩილეში სამოას ნაკრებს უპირისპირდებიან
„ბორჯღალოსნები“ ჩილეში ერთა თასზე სამოას ნაკრებს უპირისპირდებიან. თამაში „ესტადიო საუსალიტოზე“ იმართება.
11 ივლისი 2026, 23:13
სპორტი
მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი მოწინააღმდეგე ჰენრი სეჰუდო დაამარცხა
თბილისში მიმდინარე Raf Georgia-ს მთავარ ბრძოლაში ქართველმა სპორტსმენმა მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი მოწინააღმდეგე ჰენრი სეჰუდო ანგარიშით 11: 8 დაამარცხა.


