დავით ქართველიშვილი კოტე ციხისთავზე: მსგავს „ლიტერატურულ ნაწარმოებს“ „აგენტურული შეტყობინება“ ერქვა და მისი შინაარსის მიმართულებას ის ოპერატიული თანამშრომელი უკვეთავდა და აკონტროლებდა, ვისთანაც კავშირზე იმყოფებოდა აგენტი
დავით ქართველიშვილი
ფოტო: არქივი
ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ტვ ფორმულას ეთერში ვახო სანაიას გადაცემაში კოტე ციხისთავის ინტერვიუს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მსგავს „ლიტერატურულ ნაწარმოებს“, როგორც მან თავად ბრძანა, „აგენტურული შეტყობინება„ ერქვა და მისი შინაარსის მიმართულებას და ძირითად ვექტორს პირველ რიგში ის ოპერატიული თანამშრომელი განსაზღვრავდა, უკვეთავდა და აკონტროლებდა - ვისთანაც ოპერატიულ კავშირზე იმყოფებოდა აგენტი (ფარული თანამშრომელი).
როგორც დავით ქართველიშვილი წერს, საუბარია შს მინისტრის ყოფილ მოადგილე გია ლორთქიფანიძეზე და მის იმ დროინდელ აგენტზე (ფარულ თანამშრომელზე) კოტე ციხისთავზე ამიტომ, რაც არ უნდა ილაპარაკოს ამ ადამიანმა, ან რაც არ უნდა ალაპარაკონ მას - ვერ გავექცევით რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებას - რა მიმართულება მიეცა მის „ჩვენებებს“ გია ლორთქიფანიძის მიერ, ვისი სისტემისა და კორპორაციის ინტერესებში შედის ეს ინფორმაცია და რატომ ახლა.
„თავს ძალა დავატანე და დღეს მოვუსმინე „ცნობილი“ კრიმინალური პუბლიცისტის, კოტე ციხისთავის „ლიტერატურული ნაწარმოების“ (როგორც მან თავად ბრძანა) გუშინდელ ვიდეო/აუდიო ვერსიას ვინმე „ჟურნალისტ“ სანაიას დაკითხვის ტელეკამერაში. ჩემს სპეცსამსახურში მუშაობის პერიოდში, მსგავს „ლიტერატურულ ნაწარმოებს“ ჩვეულებრივად - „აგენტურული შეტყობინება„ ერქვა და მისი შინაარსის მიმართულებას და ძირითად ვექტორს პირველ რიგში ის ოპერატიული თანამშრომელი განსაზღვრავდა, უკვეთავდა და აკონტროლებდა - ვისთანაც ოპერატიულ კავშირზე იმყოფებოდა აგენტი (ფარული თანამშრომელი). ჩვენს შემთხვევაში საუბარი მიდის შსს-ს მინისტრის ყოფილ მოადგილე გია ლორთქიფანიძეზე და მის იმ დროინდელ აგენტზე (ფარულ თანამშრომელზე) კოტე ციხისთავზე. ამიტომ, რაც არ უნდა ილაპარაკოს ამ ადამიანმა, ან რაც არ უნდა ალაპარაკონ მას - ჩვენ ვერ გავექცევით რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებას: რა მიმართულება მიეცა მის გუშინდელ „ჩვენებებს“ გია ლორთქიფანიძის მიერ, ვისი სისტემისა და კორპორაციის ინტერესებში შედის ეს ინფორმაცია და რატომ ახლა.
რამდენიმე ასევე მნიშვნელოვანი დეტალი. დაკითხვის მწარმოებლის შეკითხვაზე - „რა ურთიერთობები გაგაჩნდათ ცნობილ ტერორისტ შოთა ჭიჭიაშვილთან“ - კოტე ციხისთავმა იცრუა: „არანაირი დაძაბულობა არ მქონია, კარგი ურთიერთობა მქონდაო“. სინამდვილეში, გია ლორთქიფანიძემ ჭიჭიაშვილზე კოტე ციხისთავს არაერთი ცრუ/ჩვენება მიაცემინა, რის გამოც ჭიჭიაშვილი ორივეს ემუქრებოდა და ციხისთავს იმ დონის შიში ჰქონდა, რომ ამ „ნომერი პირველი ტერორისტის“, ფაქტობრივად გია ლორთქიფანიძის დაკვეთით და უკრაინის სპეცრაზმის შესრულებით, 2019 წელს უკრაინაში განხორციელებულ მკვლელობამდე - ჭიჭიაშვილზე საჯაროდ ხმის ამომღები არ იყო. ახლა კი, როგორც ჩანს ახალი დავალება მიიღო ლორთქიფანიძისაგან, რომელიც პირადი შურისძიების რეჟიმში გადავიდა მისთვის „ტრაილერის საქმეზე“ ბრალის წამყენებელ ხელისუფლებასთან მიმართებაში, რაც რა თქმა უნდა ასევე შედის პატიმარ სააკაშვილის ინტერესებში.
სხვათა შორის - იმ პატიმარ სააკაშვილის, რომელიც ციხისთავის გუშინდელი „აგენტურულ/ლიტერატურული“ ნაწარმოების მიხედვით, შეიძლება ახალ შარს გადაეყაროს. ციხისთავი გუშინ იმდენად შევიდა როლებში, რომ თბილისელებისთვის, სრულიად საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და დასამახსოვრებელი დანაშაულის - მარიამ გოგინაშვილის გატაცებისა და მისი შემდგომი მკვლელობის ეპიზოდებზე, ინფორმაციის დამალვაში პირდაპირ ექს-პრეზიდენტ სააკაშვილს დასდო ბრალი. თან დააკვირდით მისი ამ ფანტასტიკური მონათხრობის მნიშვნელოვან დეტალს: იმ საბედისწერო ღამეს, ტყეში, საიდანაც გატაცებულმა პიტერ შოუმ გაქცევით უშველა თავს, სადაც ვინმე „ტაშკენტა“ მოკლეს და მისი ცხედარი ნაპოვნია, იქვე მოკლული მარიამის ცხედარი დღემდე ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად. გადაცემის წამყვანი და მისი აუდიტორია შეიძლება „ჭამდეს“ ამ სისულელეებს, მაგრამ დანარჩენებს რატომ თვლიან იდიოტებად?
ვისაც ოდნავ მაინც შეხება ჰქონია ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობასთან ან „გაკვრით“ მაინც აქვს წარმოდგენა პენიტენციური სისტემის მუშაობაზე - რა კატეგორიას მივაკუთვნოთ ციხისთავის შემდეგი ბოდვა: გიორგი სანაიას მკვლელობის დროს, ის უკვე ციხეშია და იხდის სასჯელს, და ამ დროს შოთა ჭიჭიაშვილი, რომელსაც ციხისთავი ასახელებს გიორგი სანაიას მკვლელად, რუსეთის სპეცსამსახურის რეზიდენტად საქართველოში და ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების ლიდერად - პატიმარ ციხისთავს ციხეში (!), ტელეფონით (!!) უკავშირდება და დეტალებში აწვდის ინფორმაციას და აღიარებით ჩვენებას ჩადენილ მკვლელობაში (!!!) და მკვლელობის დეტალებში - მსხვერპლის მარშრუტის დადგენა, გარე თვალთვალი და ა.შ. ანუ, მაინც გვთვლიან სრულ იდიოტებად თუ რასთან გვაქვს საქმე?
როგორც ჩანს, ციხისთავი მერე თავადვე მიხვდა დაშვებულ შეცდომებს, მიხვდა ამას დაკითხვის მწარმოებელიც და გადაცემის ბოლო მონაკვეთმა უკვე „უინტერესოდ“, შეშინებული, „სუხოი ატკაზის“ ხასიათზე დამდგარი აგენტის შეშინებული მზერის ფონზე ჩაიარა. გია ლორთქიფანიძემ, ჯერ კიდევ ვანო მერაბიშვილის შსს-ს მინისტრობისას, მისი მოადგილის პოსტზე ყოფნის დროს - რამდენიმეჯერ შესთავაზა ციხისთავს ციხიდან გამოყვანაში დახმარების გაწევა, მაგრამ იმდენად დიდი იყო შიში, რომ ჭიჭიაშვილი თავისუფლებაზე მას ფიზიკურად გაუსწორდებოდა, რომ ციხეში უსაფრთხოდ ყოფნა არჩია.
მხოლოდ მას შემდეგ, რაც იმის მაგივრად, რომ ესოდენ ფასეული მოწმე - შოთა ჭიჭიაშვილი ცოცხლად შეენარჩუნებინა, გია ლორთქიფანიძემ მის განადგურებაზე გასცა ბრძანება - მან ამჟამად „ოპერატიულ/პოლიტიკურ“ ველზე ციხისთავი გამოიყვანა, რათა „ოპერატიული თამაშების“ საკუთარი ჭკუით „ჩახლართულ“ (თუ ჩათლახურ?) კომბინაციებში გამოეყენებინა. გუშინდელ სააკაშვილთან მიმართებაში დაშვებული იაღლიშის შემდეგ კი, ვშიშობ - თავადვე არ შეიყვანონ უკვე ციხისთავი „შემთხვევით“ რაიმე ლეტალური ტიპის გაუგებრობაში“ - წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.
ყველა სიახლე
12 აგვისტო 2026, 00:32
მსოფლიო
ზელენსკი: უკრაინამ აშშ-ს წარუდგინა წინადადებები შემდგომი ნაბიჯების შესახებ, რომლებიც რუსეთზე წნეხის გაზრდასა და ომის დასრულების დაჩქარებას ისახავს მიზნად
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ აშშ-ს წარუდგინა წინადადებები შემდგომი ნაბიჯების შესახებ, რომლებიც რუსეთზე წნეხის გაზრდასა და ომის დასრულების დაჩქარებას ისახავს მიზნად.
12 აგვისტო 2026, 00:12
საზოგადოება
საქართველოს მთავრობა მოსახლეობას დიდგორობას ულოცავს
საქართველოს მთავრობა და პრემიერ-მინისტრი მოსახლეობას დიდგორობას ულოცავენ.
12 აგვისტო 2026, 00:01
სპორტი
სპორტის მინისტრი „იბერია 1999-სა“ და „ლარნეს“ შორის გამართულ მატჩს დაესწრო
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უეფას „ევროპა ლიგის“ III საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრა „იბერია 1999-მა“ ჩრდილოეთ ირლანდიური „ლარნეს“ წინააღმდეგ გამართა. შეხვედრაში ქართველმა ფეხბურთელებმა ანგარიშით 2:1 გაიმარჯვეს. პირველი მატჩი „იბერია 1999-მა“ „ლარნეს“ წინააღმდეგ სტუმრად ითამაშა, შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა. ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
11 აგვისტო 2026, 23:56
რეგიონი
ზუგდიდის მერი დავით კოდუა ანაკლიის ბანაკში ზუგდიდელ ახალგაზრდებს შეხვდა
ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკს 40 ზუგდიდელი ახალგაზრდა შეუერთდა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა ბანაკში ზუგდიდელ ახალგაზრდებს შეხვდა, სამომავლო გეგმებზე ესაუბრა და მათი იდეები მოისმინა. მერმა ახალგაზრდებთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ოთარ ქადარიასთან ერთად სხვადასხვა ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, - ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
11 აგვისტო 2026, 23:42
სპორტი
ირაკლი კობახიძე: 22-წლიანი პაუზის შემდეგ ქართული საკლუბო ფეხბურთი ევროტურნირს უბრუნდება! ვულოცავ „იბერიას“!
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფეხბურთო კლუბ „იბერია 1999-ს“ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში „ლარნესთან“ გამარჯვებას ულოცავს.
11 აგვისტო 2026, 23:12
მსოფლიო
უკრაინელების მიმართ აგრესიის ზრდის ფონზე, ევროკომისია პოლონეთს ევროკავშირის პრინციპებზე მიუთითებს
პოლონეთში მყოფი უკრაინელები აგრესიის ფაქტებზე პოლიციას სულ უფრო ხშირად მიმართავენ, ევროკომისია კი აცხადებს, რომ ევროკავშირის წესების შესრულების მონიტორინგს ახორციელებს. ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის ოფიციალურ პასუხში „რადიო თავისუფლების“ შეკითხვაზე.
11 აგვისტო 2026, 22:58
მსოფლიო
გაეროს წარმომადგენლი ამბობს, რომ კოლუმბიაში მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობისთვის საკვების მიწოდება კრიტიკულად აუცილებელია
გაეროს წარმომადგენელი ამბობს, რომ კოლუმბიაში მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობისთვის საკვების მიწოდება კრიტიკულად აუცილებელია.
11 აგვისტო 2026, 22:45
მსოფლიო
Sky News: ლონდონში წყალსადენის მილების გასკდომის გამო 10 000-მდე ოჯახი წყლის გარეშე დარჩა - წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ დაზიანების შეკეთება „მოსალოდნელზე ბევრად რთული აღმოჩნდა“
ჩრდილო-აღმოსავლეთ ლონდონში წყალსადენის ორი ცენტრალური მაგისტრალის დაზიანებამ წყალმომარაგების მასშტაბური შეფერხება გამოიწვია - არსებული მონაცემებით, ჩიგველის რაიონში 10 000-მდე ოჯახს წყალი საერთოდ არ მიეწოდება ან დაბალი წნევით მიეწოდება, - წერს Sky News-ი.
11 აგვისტო 2026, 22:39
სპორტი
22-წლიანი პაუზის შემდეგ, ქართული გუნდი ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. თბილისის „იბერიამ“ ჩრდილოეთ ირლანდიის „ლარნე“ 2:1 დაამარცხა
22-წლიანი პაუზის შემდეგ, ქართული გუნდი ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.
11 აგვისტო 2026, 22:24
პოლიტიკა
აფხაზეთის ომის ვეტერანი ზურაბ შამუგია: უდისციპლინო ხალხისგან 413 დღე ომი გინახავთ? 413 დღე ვიცავდით ჩვენ კბილებით, ხელებით და ჩვენი დისციპლინით აფხაზეთს, საქართველოს
უდისციპლინო ხალხისგან 413 დღე ომი გინახავთ? 413 დღე ვიცავდით ჩვენ კბილებით, ხელებით და ჩვენი დისციპლინით აფხაზეთს, საქართველოს, - განაცხადა აფხაზეთის ომის ვეტერანმა ზურაბ შამუგიამ.
11 აგვისტო 2026, 22:20
მსოფლიო
ზელენსკი: დაზვერვის მთავარი სამმართველოს ანგარიში ადასტურებს, რომ კრემლი დამატებითი მობილიზაციისთვის ემზადება
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დაზვერვის მთავარი სამმართველოს ანგარიში ადასტურებს, რომ კრემლი დამატებითი მობილიზაციისთვის ემზადება.
11 აგვისტო 2026, 21:57
სპორტი
ხვალ ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი ტიტულის მოგების შანსი მიეცემა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ხვალ ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი ტიტულის მოგების შანსი მიეცემა. „პარი სენ-ჟერმენი“ ევროპის სუპერთასის შეხვედრაში ინგლისის „ასტონ ვილას“ დაუპირისპირდება.
11 აგვისტო 2026, 21:48
საზოგადოება
დადიანების სასახლის საერთაშორისო აღიარება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმს „მოგზაურთა საერთაშორისო ჯილდო“ მიენიჭა და საქართველოს საუკეთესო ისტორიულ და კულტურულ მუზეუმად დასახელდა. პრესტიჟული საერთაშორისო დაჯილდოების პროგრამა ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფეროში მსოფლიოს წამყვან ორგანიზაციებსა და ბრენდებს აერთიანებს.
11 აგვისტო 2026, 21:43
საზოგადოება
ქართველი სტუდენტები ევროპის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქართველი სტუდენტები ევროპის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში. კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საზღვარგარეთ არაერთი ნიჭიერი ახალგაზრდა ეუფლება სასურველ პროფესიას.
11 აგვისტო 2026, 21:27
მსოფლიო
CNN: აშშ-ის ოფიციალური პირები, ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის გამო, ნავთობსა და საწვავზე ფასების მატებას პროგნოზირებენ
მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჰორმუზის სრუტე „ღიად“ გამოაცხადა, მეორე დღესვე მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ნავთობსა და საწვავზე ფასების პროგნოზი გაზარდეს, რადგან არსებული შეზღუდვები ამ კრიტიკულ საზღვაო არტერიაში ენერგორესურსების მოძრაობას აფერხებს, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.
11 აგვისტო 2026, 21:17
სამართალი
საქართველოს სასამართლოს დამოუკიდებლობა „ფრიდომ ჰაუსის“ გლობალური გამოკითხვით დადასტურდა. როგორია მოლდოვას და უკრაინის რეიტინგი? „ქრონიკის“ სიუჟეტი
პოსტსაბჭოთა სივრცის საუკეთესო ოთხეულში და 13-წლიანი პროგრესით ევროპის ხუთეულში. საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას „ფრიდომ ჰაუსის“ გლობალური გამოკითხვის შედეგები ადასტურებს.
11 აგვისტო 2026, 21:04
მსოფლიო
მედია: ივლისში ბელგიის მიერ იმპორტირებული თხევადი ბუნებრივი აირი 100%-ით რუსული იყო
ევროკავშირში რუსული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) იმპორტი შემცირებას განაგრძობს მოსალოდნელ აკრძალვამდე რამდენიმე თვით ადრე, თუმცა ივლისში ბელგიის მიერ იმპორტირებული LNG სრულად რუსეთზე მოდიოდა - იუწყება ენერგეტიკული კვლევითი ცენტრის, CREA-ს მიერ გამოქვეყნებული ბოლო ანალიზი.
11 აგვისტო 2026, 21:00
ჯანდაცვა
სახელმწიფოს დახმარება იშვიათი დაავადების მქონე პაციენტებს. ცისტური ფიბროზის სამკურნალოდ საქართველო ინოვაციურ მედიკამენტს ყიდულობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„ხელახალი დაბადება“ - ასე შეფასდა ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მშობლებისგან ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება.
11 აგვისტო 2026, 20:56
პოლიტიკა
მმართველი გუნდის შეფასებით, გამოვლენილი ორმაგი სტანდარტია ის, რამაც რიგი პოლიტიკოსები თუ ხელოვანები ბოლო დროს ისე აღაშფოთა, რომ ნაწილი საჯარო შეურაცხყოფასაც არ ერიდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მმართველი გუნდის შეფასებით, გამოვლენილი ორმაგი სტანდარტია ის, რამაც რიგი პოლიტიკოსები თუ ხელოვანები ბოლო დროს ისე აღაშფოთა, რომ ნაწილი საჯარო შეურაცხყოფასაც არ ერიდება.
11 აგვისტო 2026, 20:52
მსოფლიო
მარკო რუბიო: დღეს, რუსეთში ოთხ წელზე მეტი ხნის პატიმრობის შემდეგ, რობერტ გილმანი ოჯახს უბრუნდება - მადლობას ვუხდით რუსეთს სტივ უიტკოფთან თანამშრომლობისთვის, პრეზიდენტი არ გაჩერდება, სანამ უსამართლოდ დაკავებული ყველა ამერიკელი შინ არ დაბრუნდება
დღეს, რუსეთში ოთხ წელზე მეტი ხნის პატიმრობის შემდეგ, რობერტ გილმანი სახლისკენ მიემართება, რათა ოჯახს დაუბრუნდეს - გილმანი უერთდება 100-ზე მეტ ამერიკელს, რომლებიც პრეზიდენტმა ტრამპმა თავისი მეორე საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში გაათავისუფლა, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ.


