სვენ მიქსერი: არცერთ მესამე ქვეყანას არ უნდა ჰქონდეს ვეტოს უფლება ისეთი საკითხების გადაწყვეტისას, როგორიცაა რომელიმე სხვა ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების საკითხი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ევროპარლამენტი, ისევე როგორც ევროპული ინსტიტუტები და ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნები საქართველოს გვერდით არიან, როდესაც საქმე ეხება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და საქართველოს სუვერენულ უფლებას, აირჩიოს საკუთარი მისწრაფებები და მოკავშირეები, - ამის შესახებ საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მომხსენებელმა, სვენ მიქსერმა ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მისწრაფებები სრულიად ლეგიტიმურია და მათი რეალიზება დიდწილად არის დამოკიდებული საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე.
სვენ მიქსერმა ევროპაში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროატლანტიკური საზოგადოების ძლიერი პოზიციაა, რომ პრივილეგირებული ინტერესების სფეროების ძველ კონცეფციასთან - იქნება ეს რუსეთი თუ რომელიმე სხვა, დაბრუნება არ მოხდება.
„წინა გამომსვლელებმა (მაკა ბოჭორიშვილი; ნიკოლოზ სამხარაძე) ისაუბრეს ევროპაში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე, განსაკუთრებით რუსეთის თავდაჯერებულობასა და აგრესიულობაზე, იმაზე, თუ როგორ ცდილობს რუსეთი, შეარყიოს ევროპული უსაფრთხოების მოწყობისა და უსაფრთხოების არქიტექტურის საფუძვლები. ვფიქრობ, ევროატლანტიკური ერთობის მასშტაბით, არის ძლიერი პოზიცია, რომელიც გულისხმობს, რომ პრივილეგირებული ინტერესების სფეროების ძველ კონცეფციასთან, პრივილეგირებული გავლენის სფეროსთან, იქნება ეს რუსეთი თუ ვინმე სხვა, დაბრუნება არ მოხდება. შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ არცერთ მესამე ქვეყანას არ უნდა ჰქონდეს ვეტოს უფლება ისეთი საკითხების გადაწყვეტისას, როგორიცაა რომელიმე სხვა ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების საკითხი. საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა ძალზე მკაფიოდ არის გამოხატული ევროპარლამენტისა და ევროპის წევრი უმეტესი ქვეყნების პოლიტიკური სპექტრის პოზიციებში, მათ შორის ევროპულ ინსტიტუტებში“,- განაცხადა ევროპარლამენტარმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეს მისწრაფებები ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერით სარგებლობს.
„მრავალი გამოკითხვით დასტურდება, რომ ქართველები, მიუხედავად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა, მხარს უჭერენ საქართველოს ევროპულ მისწრაფებას - ევროატლანტიკურ საზოგადოებაში სრულუფლებიან წევრად გადაქცევის მიზანს. ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მისწრაფებებისადმი არ არის ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის, ცალკეული პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერა, არამედ ის მხარდაჭერაა, რომელსაც ჩვენ გამოვხატავთ ქართველი ხალხის ლეგიტიმურ მისწრაფებების მიმართ. ეს ერთ-ერთი საკვანძო საკითხია, რომლის გაჟღერებაც მსურდა“, - განაცხადა მომხსენებელმა. სიტყვით გამოსვლისას, ევროპარლამენტარმა პოლიტიკური პოლარიზაციის შესახებაც ისაუბრა.
„მიმაჩნია, რომ აუცილებელია, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებმა სუბიექტებმა რეალურად გაამართლონ ხალხის მოლოდინი და არ გააცრუონ მათი იმედები. მრავალი ქვეყნის მაგალითზე გვინახავს თუ როგორი ანტაგონისტური და პოლარიზებული შეიძლება იყოს პოლიტიკა. საქართველო, ვფიქრობ, არის ერთ-ერთი მაგალითი, სადაც ამ პოლიტიკურ ანტაგონიზმს და პოლიტიკურ პოლარიზაციას პერიოდულად მთელი პოლიტიკური დისკურსი და პოლიტიკური პროცესები შეჰყავდა ჩიხში. არ მჭირდება ამის ხაზგასმა, მაგრამ მსგავსი სახის მუდმივი დაპირისპირება აშკარად ვნებს ქართველი ხალხის ლეგიტიმურ მისწრაფებებს. ევროკავშირმა მზაობა გამოთქვა, გაუწიოს დახმარება ქართველ ხალხს მსგავსი სახის სიტუაციიდან გამოსავლის ძიებაში. ცხადია, ქართველი ხალხის პრეროგატივაა, გადაჭრას არსებული გამოწვევები, თუმცა, ევროკავშირი მზადაა, ხელი შეგიწყოთ ამ პროცესში“,- განაცხადა სვენ მიქსერმა.
ევროპარლამენტარის თქმით, ევროკავშირის მხრიდან ფასილიტაციის გაწევისთვის მზადყოფნის შემოთავაზება კვლავაც ძალაშია. მან ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულება არ უკავშირდება პოლიტიკურ განსხვავებებს და ის ადამიანებზეა ფოკუსირებული.
საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ საუბრისას, სვენ მიქსერმა განაცხადა, რომ ასოცირების შეთანხმება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ინტეგრაციისკენ სწრაფვის პროცესში, თუმცა, ასოცირების შეთანხმებას ქვეყანა კანდიდატობამდე ავტომატურად არ მიჰყავს.
„მინდა, საქართველო წავახალისო, იყოს ამბიციური. ყველა ქვეყანას აქვს უფლება, შეიტანოს წევრობაზე განაცხადი, მაგრამ გაფართოება არის ცალკე საკითხი, გამიჯნული „აღმოსავლეთ პარტნიორობისგან“. ასოცირების შეთანხმება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ნაბიჯია ინტეგრაციისკენ სწრაფვის პროცესში, მაგრამ ასოცირების შეთანხმებას ავტომატურად არ მიჰყავს ქვეყანა კანდიდატობამდე. ამ პროცესის წარმატება დამოკიდებულია სხვადასხვა საკითხზე, მაგრამ კრიტიკული მნიშვნელობის გახლავთ ქვეყნის მზაობა. ფილოსოფიურად ვიტყოდი, რომ შესაძლებლობის კარი იღება და იხურება და დიდხანს შეიძლება, მოგიწიოს შემდეგ ჯერზე კარის გაღების ლოდინი. ვიტყოდი, რომ მნიშვნელოვანია სწორედ ეს ამბიციური მიდგომა. რეფორმების უმრავლესობა, რომლებიც გახლავთ ასოცირების შეთანხმების ნაწილი, სარგებლის მომტანია საქართველოს ბიზნეს-კლიმატისთვის, საქართველოს საზოგადოებისთვის. ასე რომ, ეს რეფორმები სარგებლიანია და ღირს მათი გატარება მაშინაც კი, თუ ამას შევხედავთ დამოუკიდებლად იმ ამბიციებისგან, რაც ეხება ევროკავშირში გაწევრიანებას“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.
სვენ მიქსერმა საპარლამენტო დემოკრატიის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, სასიხარულოა, რომ პოლიტიკური დისკუსიის საპარლამენტო ფორმატში დაბრუნების კუთხით, გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა.
ყველა სიახლე
29 აგვისტო 2026, 13:50
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე: მზია ამაღლობელის პატიმრობაში ყოფნა თუ ვინმეს აწყობდა, ეს იყო ის ოპოზიციური რადიკალური ჯგუფები, რომლებიც მუდმივად ცდილობენ რევოლუციის მოწყობას-რადიკალების ინტერესშია დაძაბულობის შენარჩუნება, ამიტომ ესხმიან თავს ყველას, ვინც პრეზიდენტს შეწყალებისთვის მიმართა
ყველაზე მეტად კონკრეტული ადამიანის, მზია ამაღლობელის პატიმრობაში ყოფნა თუ ვინმეს აწყობდა, ეს იყო ის ოპოზიციური რადიკალური ჯგუფები, რომლებიც მუდმივად ცდილობენ რევოლუციის მოწყობას, - განაცხადა მედიასთან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ.
29 აგვისტო 2026, 13:38
სამართალი
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მოიპოვა და უკანონოდ ინახავდა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ მასალას, რაც სოციალური ქსელის საშუალებით დაზარალებულის მეუღლეს გაუგზავნა.
29 აგვისტო 2026, 13:16
სამართალი
შიდა ქართლის პოლიციამ ქარელში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის შედეგად, ცივი იარაღის გამოყენებით თანასოფლელს გულმკერდის არეში დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
29 აგვისტო 2026, 13:14
საზოგადოება
სოფელ თვალივთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა გზის ერთ სამოძრაო ზოლზე აღდგა
სოფელ თვალივთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა გზის ერთ სამოძრაო ზოლზე აღდგა. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის მე-14 კმ-ზე (სოფელი თვალივი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ აღდგენილია და ამ დროისთვის გზის კმ13-კმ15 მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის
29 აგვისტო 2026, 13:00
მსოფლიო
ისლანდიაში ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების განახლების საკითხზე რეფერენდუმი მიმდინარეობს
ისლანდიელები რეფერენდუმში მონაწილეობენ, რათა გადაწყვიტონ, უნდა განაახლოს თუ არა ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, რომლებიც 13 წლის წინ შეწყდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
29 აგვისტო 2026, 13:00
რეგიონი
სოფელ ქვენატკოცასა და სოფელ აბანოში საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს
ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვენატკოცასა და სოფელ აბანოში, ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს. მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ქვარა ჩართოლანი ორივე სოფელში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.
29 აგვისტო 2026, 12:39
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ მგრძნობიარე დარტყმა მიაყენა სქემას, რომელიც წლების განმავლობაში უცხოელებისთვის ქვეყანაში ლეგალიზაციის ერთ-ერთ ყველაზე მარტივ გზად რჩებოდა
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი საქართველოში უცხოელებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების წესის ცვლილებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ახალი რეგულაციები ფიქტიური ქორწინებების გზით ქვეყანაში ლეგალიზაციის შესაძლებლობას მნიშვნელოვნად გაართულებს.
29 აგვისტო 2026, 12:37
მსოფლიო
მედვედევის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლება ახალი მობილიზაციის გამოცხადებას არ გეგმავს
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი მედვედევის განცხადებით, მოსკოვი ახალი მობილიზაციის გამოცხადებას არ გეგმავს.
29 აგვისტო 2026, 12:14
მსოფლიო
უკრაინის აგრარული პოლიტიკის მინისტრი: რუსეთმა უკრაინაში სურსათის საწყობების 90% გაანადგურა
უკრაინის აგრარული პოლიტიკის მინისტრის ტარას ვისოცკის განცხადებით, რუსულმა საჰაერო დარტყმებმა სურსათის საცალო ქსელების ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის 90% გაანადგურა.
29 აგვისტო 2026, 11:39
მსოფლიო
რუსეთის სასამართლომ უკრაინის პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს ალექსეი არესტოვიჩს დაუსწრებლად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რუსეთის სასამართლომ უკრაინის პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს ალექსეი არესტოვიჩს დაუსწრებლად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
29 აგვისტო 2026, 11:29
მსოფლიო
The Telegraph: აშშ ბრიტანეთს ფოლკლენდის კუნძულებზე სუვერენიტეტის მხარდაჭერის შეწყვეტით ემუქრება, თუ ლონდონი თავდაცვის ხარჯებს არ გაზრდის
შეერთებული შტატები მზად არის, შეეწინააღმდეგოს ბრიტანეთის სუვერენიტეტს ფოლკლენდის კუნძულებზე, თუ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი თავდაცვის ხარჯებს არ გაზრდის. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.
29 აგვისტო 2026, 11:20
რეგიონი
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი: მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, გზები სრულადაა აღდგენილი. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ელექტროენერგია მოსახლეობას სრულად მიეწოდება
ბაღდათის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. იწმინდება საავტომობილო და შიდა საუბნო გზები, ასევე საცხოვრებელი სახლების ეზოები. ელექტრო ენერგია სრულად არის აღდგენილი. ბუნებრივი აირი კი 500-მდე ოჯახს არ მიეწოდება. ძლიერი წვიმის შედეგად მიყენებულ ზარალს, შესაბამისი კომისია დაითვლის.
29 აგვისტო 2026, 11:04
რეგიონი
რუსთავში, ლერმონტოვის ქუჩა #5-ში ავარიულ საცხოვრებელ კორპუსს გამაგრება-რეაბილიტაცია უტარდება
რუსთავში, ლერმონტოვის ქუჩა #5-ში ავარიულ საცხოვრებელ კორპუსს გამაგრება-რეაბილიტაცია უტარდება. პროექტი დასკვნით ეტაპზეა და უახლოეს დღეეებში დასრულდება. რუსთავის მერიამ, ლერმონტოვის #5-ის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე დაიწყო. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე პროექტის მიმდინარეობას, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ ზურა ტაბაღუასთან და საკრებულოს დეპუტატებთან ერთად გაეცნო.
29 აგვისტო 2026, 11:00
სამართალი
სამართალდამცველებმა დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე განსაცდელში მიტოვების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, განსაცდელში მიტოვების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.
29 აგვისტო 2026, 10:55
სამართალი
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
29 აგვისტო 2026, 10:50
სამართალი
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს. დაკავებული, აზერბაიჯანის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, ხულიგნობისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ბრალდებით იძებნებოდა.
29 აგვისტო 2026, 10:47
ჯანდაცვა
ჯანდაცვის მინისტრი დასავლეთ საქართველოს პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდა
პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში განხორციელებული ცვლილებების, მიმდინარე პროცესებისა და სამომავლო გეგმების განსახილველად, სექტორის წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა.
29 აგვისტო 2026, 10:44
მსოფლიო
Reuters: ნეპალსა და ჩინეთში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 600 გადააჭარბა
ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე მომხდარი დამანგრეველი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 600 ადამიანს გადააჭარბა, ხოლო 2 000-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
29 აგვისტო 2026, 10:39
რეგიონი
სოფელ საყდართან გადაადგილების აღსადგენად სარმის დროებითი ხიდი დამონტაჟდება
ადგილზე მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი კომპანიის შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები. ამ დროისთვის მოწყობილია შემოვლითი გზა, რომლითაც გადაადგილება მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის არის შესაძლებელი.
29 აგვისტო 2026, 10:33
ჯანდაცვა
ჯანდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით, პროფესიული განვითარების საბჭოს მორიგი სხდომა ბათუმში გაიმართა
სამინისტროს ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილი 1 შემთხვევა განიხილეს და მასთან დაკავშირებული 2 კლინიკისა და 5 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხებზე იმსჯელეს. მიღებული გადაწყვეტილებით, ორივე კლინიკასა და ხუთივე ექიმს მიეცა სიტყვიერი გაფრთხილება.


