23 თებერვალი 2022, 16:56 / სანდო წყარო

სალომე ზურაბიშვილი: დღეს საქართველო დამოუკიდებელია - ამას რუსეთმა ვერაფერი უყო და ვერაფერს უზამს

„იუნკრებმა, სინამდვილეში, გაიმარჯვეს, რამეთუ დაგვიტოვეს მაგალითი და ამ მაგალითზე ჩვენ უნდა ვზრდიდეთ დღეს ჩვენს ახალგაზრდებს, რომლებსაც უნდა ესმოდეთ, რომ რიცხოვნობას მნიშვნელობა არ აქვს, თუ იცი რისთვის იბრძვი და რისი გწამს. ეს დღე რეალურად გლოვის დღე არ არის და არც 25 თებერვალი და არც 9 აპრილი არ უნდა იყოს გლოვის დღე, ყველა ეს თარიღი ჩვენი გამარჯვების დღეა, რამეთუ დღეს ჩვენ ვართ, როგორც დამოუკიდებელი საქართველო და ამას რუსეთმა ვერაფერი უყო და ვერაფერს უზამს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, პარლამენტის სასახლის ფასადზე, გვირგვინით შეამკო იუნკერთა მემორიალური დაფა, რომელიც მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის პერიოდში, 2018 წლის 24 თებერვალს, სალომე ზურაბიშვილის ძალისხმევით და თბილისის მერიის თანადგომით გაიხსნა.

მან ეროვნული თანხმობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ეს დღეები იმაზე დაფიქრების დღეებია, ვაკეთებთ თუ არა ყველაფერს იმისთვის, რათა საუკუნეების შემდეგ, მომავალმა თაობებმა ჩვენც გამარჯვებულები გვიწოდონ. ყველაფერს ვაკეთებთ თუ არა იმისთვის, რომ ახალგაზრდობას გადავცეთ ის სულისკვეთება, რომელიც ამოძრავებდა მარო მაყაშვილებს, გივი ღამბაშიძეს, მთელ მაყაშვილების ოჯახს და სხვებს ვინც იქ იბრძოდნენ. ნუთუ სკოლებში ქვეყნის სიყვარულს ვასწავლიდით, ნუთუ ჩვენ სახელმწიფოებრივად გვაქვს ის პერსპექტივა, მომავლის ის ხედვა, რასაც ჰქვია ეროვნული იდეოლოგია და რის გარეშეც ქვეყანა ვერ გაიზრდება. ნუთუ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენ ჯარშიც იყოს ის სულისკვეთება, რომლის გარეშე ჯარს შეიძლება ბევრი იარაღი ჰქონდეს, მაგრამ არ ჰქონდეს ის მთავარი, რაც მას ამოძრავებს. ნუთუ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სახელმწიფო დავაყენოთ ყველაფერზე ზემოთ, პარტიების ზემოთ, პირადი ინტერესების ზემოთ, სიძულვილის ზემოთ და მიხვდეთ, რომ ეროვნული თანხმობის გარეშე ჩვენ ვერ ვიქნებით ხვალ ის, რაც ვართ დღეს და ეს არის ჩვენი ნამდვილი ძალა. და ეს ძალა ყოველდღიურად უნდა გაძლიერდეს, ყოველდღიურად უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ჩვენ ვიყოთ იმ იუნკერების ღირსი ქვეყანა, რომლებიც კოჯრის მთაზე იბრძოდნენ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

დღეს იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნება. კოჯორ-ტაბახმელასთან განვითარებული მოვლენებიდან 101 წელი გავიდა.

იუნკერები 1921 წლის 18-25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ იაღლუჯასთან, კოჯორთან და ტაბახმელასთან საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძოდნენ.

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. 1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.

ყველა სიახლე

მარკ რუტე

14 აპრილი 2026, 01:51

მსოფლიო

Reuters: ნატოს მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ ისინი არ ჩაერთვებიან დონალდ ტრამპის გეგმაში, რომელიც ირანის პორტების ბლოკირებას ითვალისწინებს

ნატოს მოკავშირეებმა ორშაბათს განაცხადეს, რომ ისინი არ ჩაერთვებიან დონალდ ტრამპის გეგმაში, რომელიც ირანის პორტების ბლოკირებას ითვალისწინებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

14 აპრილი 2026, 01:03

მსოფლიო

ნეთანიაჰუ: ევროპას ჰოლოკოსტის შემდეგ ბევრი რამ დაავიწყდა - იგი კარგავს კონტროლს საკუთარ იდენტობასა და ღირებულებებზე

დღევანდელი ევროპა ღრმა მორალური სისუსტით არის შეპყრობილი, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჰოლოკოსტის ხსოვნის დღის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

მახათას ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი

14 აპრილი 2026, 00:40

საზოგადოება

ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღეა

ამასთან დაკავშირებით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) სადღესასწაულო წირვას მახათას ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში 10:00 საათზე დაიწყებს.

14 აპრილი 2026, 00:25

მსოფლიო

Financial Times: ევროკომისიამ მადიარს 35 მილიარდი ევროს განსაბლოკად 27 პირობა წაუყენა

ევროკომისიამ დაიწყო „დაუყოვნებლივი მოლაპარაკებები“ პარტია „ტისა“-ს ლიდერთან, პეტერ მადიართან უნგრეთის არჩევნებში მისი დაჯერებული გამარჯვების შემდეგ - კომისია მას მოუწოდებს, მოაგვაროს ურთიერთობა უკრაინასთან და დაიწყოს რეფორმები ევროკავშირის მიერ გაყინული 35 მილიარდი ევროს განსაბლოკად, - წერს გამოცემა Financial Times-ი.

14 აპრილი 2026, 00:10

საზოგადოება

14 აპრილი დედაენის დღეა

ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წლის 14 აპრილს თბილისში საქართველოს კომუნისტური პარტიის მიერ ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობის საპასუხოდ დემონსტრაციები ჩატარდა.

14 აპრილი 2026, 00:05

რეგიონი

სოფელ კარკუჩასთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზის მე-7 კმ-ზე (სოფ. კარკუჩა) ზვავის ჩამოსვლის გამო, დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დონალდ ტრამპი

13 აპრილი 2026, 22:01

მსოფლიო

ტრამპი კითხვაზე, მართებს თუ არა რომის პაპის წინაშე ბოდიშის მოხდა: ბოდიშის მოსახდელი არაფერია - ის ცდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა რომის პაპი ლეო XIV ირანის ომის წინააღმდეგ დაკავებული პოზიციის გამო.

13 აპრილი 2026, 21:43

მსოფლიო

„დედოფალი ელისაბედ მეორე: მისი ცხოვრება და სტილი“ - დედოფლის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„დედოფალი ელისაბედ მეორე: მისი ცხოვრება და სტილი“, - ბუკინჰემის სასახლის მეფის გალერეა დედოფლის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენას მასპინძლობს.

13 აპრილი 2026, 21:24

მსოფლიო

ისტორიული მისიის შედეგები - „არტემისი 2“-ის დაბრუნება დედამიწაზე და „ნასა“-ს მომდევნო გაჩერება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

წარმატებული მისიის შემდეგ, ამერიკული კოსმოსური სააგენტო მთვარეზე ასტრონავტების ახალ გუნდს ორ წელიწადში ისევ გაუშვებს და ამჯერად ხომალდი დედამიწის თანამგზავრზე დაჯდება.

13 აპრილი 2026, 21:11

რეგიონი

უხვი ნალექი და ადიდებული მდინარეები კახეთში - სტიქია რეგიონში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

შედეგებს ექვსს მუნიციპალიტეტში ითვლიან, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. დაიტბორა საცხოვრებელი სახლები.

13 აპრილი 2026, 20:59

მსოფლიო

მოუწევს თუ არა ერევანს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის სამართლებრივად დაცვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ადამიანის უფლებების საკითხებში ევროპის საბჭოს კომისარი სომხეთს ყოვლისმომცველი, ანტიდისკრიმინაციული ჩარჩოს მიღებისკენ მოუწოდებს.

დონალდ ტრამპი

13 აპრილი 2026, 20:45

მსოფლიო

კრიტიკის გამო დონალდ ტრამპი რომის პაპს დაუპირისპირდა - სადამდე მივა ვაშინგტონსა და ვატიკანს შორის კონფლიქტი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით ლეო XIV-ის პოზიციამ გააღიზიანა. თეთრი სახლის ლიდერი ვატიკანს საგარეო პოლიტიკას უწუნებს და არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს.

13 აპრილი 2026, 20:40

მსოფლიო

The Wall Street Journal: აშშ-მა ოფიციალურად დაიწყო ირანის საზღვაო ბლოკადის ოპერაცია, რომლის მხარდასაჭერად რეგიონში უკვე მობილიზებულია 15-ზე მეტი ამერიკული ხომალდი

აშშ-მა ოფიციალურად დაიწყო ირანის საზღვაო ბლოკადის ოპერაცია, რომლის მხარდასაჭერად რეგიონში უკვე მობილიზებულია 15-ზე მეტი ამერიკული ხომალდი. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანსა და სამხედრო უწყების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

13 აპრილი 2026, 20:28

მსოფლიო

ირანული პორტების ბლოკადა ამერიკისგან და წარუმატებელი მოლაპარაკება პაკისტანში - ვითარება ახლო აღმოსავლეთში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ირანის საზღვაო ბლოკადა ამოქმედდა. შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ მკაფიოდ განაცხადა, რომ შეზღუდვა, დროშის მიუხედავად, ყველა ხომალდზე ვრცელდება.

პეტერ მადიარი

13 აპრილი 2026, 20:19

პოლიტიკა

ახალი პოლიტიკური რეალობა უნგრეთში და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მილოცვა პეტერ მადიარს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ახალი პოლიტიკური რეალობა უნგრეთში და საერთაშორისო რეზონანსი - საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულს ულოცავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

პეტერ მადიარი

13 აპრილი 2026, 20:18

მსოფლიო

პეტერ მადიარი: რუსეთი საფრთხეა, მაგრამ რუსი ხალხი - არა

კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა რუსეთს საფრთხედ, უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა დადებითად უპასუხა.

პეტერ მადიარი

13 აპრილი 2026, 20:07

მსოფლიო

ახალი პოლიტიკური რეალობა უნგრეთში და პეტერ მადიარის პირველი კომენტარი საქართველოზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

უნგრეთის არჩევნებში გამარჯვებულმა, უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა საქართველოს შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა.

პეტერ მადიარი

13 აპრილი 2026, 19:58

მსოფლიო

პეტერ მადიარი: როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, ევროპა სანქციებს მაშინვე გააუქმებს - ნედლეულის მაღალ ფასებში ყიდვა ევროკავშირის ინტერესებში არ შედის, როდესაც მეზობლად რუსეთის ფედერაციაა

უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა განაგრძობს რუსული ნავთობის შეძენას, თუმცა, ამავდროულად, შეეცდება ენერგოპროდუქტების შესყიდვების დივერსიფიცირებას.

პეტერ მადიარი

13 აპრილი 2026, 19:42

მსოფლიო

პეტერ მადიარმა მიანიშნა, რომ არ დაბლოკავს უკრაინისთვის ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხს, თუმცა დაადასტურა, რომ უნგრეთი მასში მონაწილეობას არ მიიღებს

უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა მიანიშნა, რომ არ დაბლოკავს უკრაინისთვის ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხს, რადგან გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, თუმცა დაადასტურა, რომ უნგრეთი მასში მონაწილეობას არ მიიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

პეტერ მადიარი

13 აპრილი 2026, 19:22

მსოფლიო

პეტერ მადიარი: ევროკავშირმა უნდა აღიაროს და პატივი სცეს ჩვენს განსხვავებულობას

უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ ევროპამ მიგრაციულ კრიზისი „არასწორად მართა“, რამაც ხალხის უსაფრთხოების განცდა შეარყია.