ლევან ნიკოლეიშვილი სააკაშვილზე: საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, წინასწარ ხომ არ იცოდა შესაძლო ომის შესახებ და საქართველოში გამოასწრო?!
ლევან ნიკოლეიშვილი
ფოტო: IMEDI
ღიმილს აღარ იწვევს სააკაშვილის მუქარა, ახლა რომ გარეთ ვიყო, ფრონტის ხაზზე იარაღით ხელში ვიქნებოდიო. რა ინფორმაციები ჰქონდა მას რუსეთიდან, რას გამოასწრო საქართველოში და რას აპირებდა აქ, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.
მისი თქმით, მიშას გეგმები სისრულეში რომ მოსულიყო, ახლა ზუსტად იგივე სიტუაცია გვექნებოდა, რაც უკრაინას.
მისივე თქმით, სააკაშვილმა ბოლომდე ვერ გათვალა და ციხეში აღმოჩნდა, სხვათა შორის სავსებით კანონიერად და სამართლიანად.
„არანორმალურია ადამიანი, ვისაც მოსწონს ის რაც ხდება უკრაინაში, არანორმალურია, ვინც ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი მარტივად დასრულდება. ერთი კი ფაქტია, რომ დასავლეთმა უფრო ქმედითი ზომები უნდა გაატაროს, თორემ მადაგაღვიძებული რუსეთი მივა იქამდე სადამდეც მიუშვებენ. მერე შეშფოთება-აღშფოთებები გვერდზე დარჩება, თუ უკვე დაგვიანებული არ არის. თუმცა სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. ამ ყველაფრის ფონზე, უკვე ღიმილს აღარ იწვევს სააკაშვილის მუქარა, ახლა რომ გარეთ ვიყო, ფრონტის ხაზზე იარაღით ხელში ვიქნებოდიო. ვისაც მეხსიერება არ ღალატობს, მისი სიმამაცის შესახებ ყველას მოეხსენება, საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი და უმაღლესი მთავარსარდალი, ფრონტის ხაზიდან გაქცევის დროს როგორ ფორთხავდა მიწაზე. ასევე, საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ ამ „მსოფლიოს მასშტაბის პოლიტიკოსმა“ და „აღმოსავლეთის ვარსკვლავმა“, წინასწარ ხომ არ იცოდა შესაძლო ომის შესახებ და საქართველოში გამოასწრო?! ცხადია რა ინფორმაციები ჰქონდა მას რუსეთიდან და რას გამოასწრო საქართველოში და რას აპირებდა აქ. მიშას გეგმები სისრულეში რომ მოსულიყო, ახლა ზუსტად იგივე სიტუაცია გვექნებოდა, რაც უკრაინას. სააკაშვილმა ბოლომდე ვერ გათვალა და ციხეში აღმოჩნდა, სხვათა შორის სავსებით კანონიერად და სამართლიანად”, - წერს Facebook-ზე ნიკოლეიშვილი.
ყველა სიახლე
22 სექტემბერი 2026, 10:47
რეგიონი
რუსთავში ვაგრძელებთ ჩვენი ქალაქის განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების განხორციელებას
სამუშაოების მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ მიხეილ ბერუაშვილთან და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.
22 სექტემბერი 2026, 10:44
სამართალი
მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, ქუთაისისა და თბილისის აეროპორტებში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ქუთაისისა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს.
22 სექტემბერი 2026, 10:32
სამართალი
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღკვეთეს - დაკავებულია 4 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, სხვადასხვა დროს 4 პირი დააკავეს, მათ შორის 3 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
22 სექტემბერი 2026, 10:30
სამართალი
შიდა ქართლის პოლიციამ დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 1 პირი
სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის საცხოვრებელ სახლსა და დამხმარე ნაგებობაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის: 5 პისტოლეტი, 1 რევოლვერი, 4 სანადირო თოფი, 2 „ვინჩესტერის“ ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და გადაჭრილი სანადირო თოფი. პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ათეულობით საბრძოლო ვაზნა და მჭიდები.
22 სექტემბერი 2026, 10:28
სამართალი
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის, ძარცვისა და ძარცვის მცდელობის ბრალდებით 6 არასრულწლოვანი დააკავეს
სამართალდამცველების მიერ, სისხლის სამართლის საქმეზე კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ არასრულწლოვნებმა სხვადასხვა დროს, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თბილისში მდებარე სააფთიაქო და სასურსათო მაღაზიათა ქსელებიდან სხვადასხვა ღირებულების პროდუქცია და თანხა გაიტაცეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
22 სექტემბერი 2026, 10:28
საზოგადოება
www.ekalata.gov.ge-ს სუპერმარკეტების ორი ქსელი: „სუფთა სახლი“ და „ევროპროდუქტი“ - ასევე გეოლოკაციის ფუნქციონალი დაემატა
GCCA - ის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის ინიციატივით შექმნილ საინფორმაციო პორტალს - www.ekalata.gov.ge - ახალი სუპერმარკეტების ქსელები - „სუფთა სახლი“ და „ევროპროდუქტი“ დაემატა. ამასთან, პლატფორმას დაემატა მაღაზიების გეოლოკაციის ფუნქციონალი, რომელიც მომხმარებლებს უახლოესი ქსელის ფილიალის მარტივად მოძიების შესაძლებლობას აძლევს.
22 სექტემბერი 2026, 10:27
სამართალი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 83 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 83 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.
22 სექტემბერი 2026, 10:26
რეგიონი
ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთის მასშტაბით 32 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
რთველის ორგანიზებულად ჩატარებისა და მოსავლის სრულად რეალიზაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, ყველა მევენახეს შესაძლებლობა ექნება, ყურძენი დააბინაოს. ამ მიზნით, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ კახეთში მოწეულ ყურძენს ფიზიკური პირებისგან დადგენილი პირობების შესაბამისად ჩაიბარებს.
22 სექტემბერი 2026, 10:25
საზოგადოება
საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ალან პარსელის მადლობის წერილები გადაეცათ
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში პროკურატურის წარმომადგენლები ამერიკის შეერთებული შტატების რეგიონული უსაფრთხოების ოფისის (RSO) ხელმძღვანელს, საზღვარგარეთ სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების ატაშეს, ნარკოტიკებთან ბრძოლისა და სამართალდამცავ საკითხთა ბიუროს (INL) ატაშეს მოვალეობის შემსრულებელს და საელჩოს სხვა წარმომადგენლებს შეხვდნენ.
22 სექტემბერი 2026, 10:23
საზოგადოება
გივი მიქანაძემ ხარაგაულის, ტყიბულისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტების ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ხარაგაულის, ტყიბულისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტების ღვაწლმოსილი პედაგოგები, მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.
22 სექტემბერი 2026, 10:22
რეგიონი
ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზაზე 18 კმ-მდე მონაკვეთის პერიოდული შეკეთება მიმდინარეობს
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 18 კმ-მდე (კმ66-კმ84) პერიოდული შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს“.
22 სექტემბერი 2026, 10:21
პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი: პრემიერ-მინისტრი შეხვდა თურქეთის პრეზიდენტს, სადაც განიხილებოდა პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის ასპექტები, პრემიერმა ასევე მონაწილეობა მიიღო მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტში, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას ორგანიზებით ჩატარდა - როდესაც თანამედროვე მსოფლიოში არის უამრავი კრიზისი, მსგავს თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება
პრემიერ-მინისტრი, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, შეხვდა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ ტაიფ ერდოღანს, სადაც განიხილებოდა პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის ასპექტები, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.
22 სექტემბერი 2026, 10:18
პოლიტიკა
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული მაღალი დონის ღონისძიება სახელწოდებით „ახალგაზრდები მშვიდობისთვის“ გაიმართა
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს და დამსწრე საზოგადოებას მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
22 სექტემბერი 2026, 10:18
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ნიუ-იორკში, მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტის ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩვენი საერთო ერთგულება მულტილატერალიზმის, საერთაშორისო სამართლისა და მშვიდობის პრინციპებისადმი, საქართველოსთვის ეს, პირველ რიგში, სამხრეთ კავკასიაში რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებას და არსებული ახალი შესაძლებლობების გამოყენებას ნიშნავს
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საქართველოსთვის ეს, სამხრეთ კავკასიაში რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებას და არსებული ახალი შესაძლებლობების გამოყენებას ნიშნავს.
22 სექტემბერი 2026, 10:13
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში „მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტში“ მიიღო მონაწილეობა, რომელიც ევროპული საბჭოს ორგანიზებით გაიმართა
სამიტზე, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ გახსნა, საქართველოს მთავრობის მეთაურმა საერთაშორისო მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კონფლიქტების თავიდან აცილების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
22 სექტემბერი 2026, 10:12
ტექნოლოგიები
არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა დედოფალ ნეფერტიტის სამარხი აღმოაჩინეს
არქეოლოგების თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ფარული ოთახი ნეფერტიტის აკლდამა არ აღმოჩნდება, მისი აღმოჩენა მეცნიერებისთვის მაინც უდიდესი მნიშვნელობის იქნება. ეს ასევე დაეხმარება სპეციალისტებს ამარნას პერიოდის სამეფო ოჯახისა და ფარაონ ეხნატონის უახლოესი გარემოცვის შესწავლაში.
22 სექტემბერი 2026, 10:08
ჯანდაცვა
დაავადებათა კონტროლის ცენტრი: ჩატარებული კვლევებით ამჟამად დადასტურებულია, რომ თბილისის მასშტაბით უკანასკნელ პერიოდში გახშირებული გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევები გამოწვეულია ნოროვირუსით
ჩატარებული კვლევებით ამჟამად დადასტურებულია, რომ თბილისის მასშტაბით უკანასკნელ პერიოდში გახშირებული გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევებიგამოწვეულია ნოროვირუსით, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს.
22 სექტემბერი 2026, 10:06
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შევხვდი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ მზადყოფნა, უფრო გავაძლიეროთ ორმხრივი თანამშრომლობა საერთო ინტერესის სფეროებში
„გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შევხვდი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს. განვიხილეთ საქართველოსა და თურქეთს შორის მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა და კიდევ ერთხელ დავადასტურეთ მზადყოფნა, უფრო გავაძლიეროთ ორმხრივი თანამშრომლობა საერთო ინტერესის სფეროებში”, - აღნიშნავს პრემიერი.
22 სექტემბერი 2026, 10:05
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხის ევროპული ინტეგრაციის შემაფერხებელ გარემოებად წარმოჩენას შესაძლოა, მძიმე პოლიტიკური შედეგები მოჰყვეს
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხზე ნებისმიერი პოლიტიკური ინიციატივა უნდა ემსახურებოდეს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეების უფლებების დაცვასა და საქართველოს საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების ფარგლებში მშვიდობიანი თანაცხოვრების აღდგენას, - წერს სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია.
22 სექტემბერი 2026, 10:02
რეგიონი
შპს „საქართველოს მელიორაციის“ კომერციული ხელმძღვანელი: სარწყავი სეზონის მიწურულს ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილზე შევაფასოთ გაწეული მუშაობა და ფერმერებისგან პირადად მოვისმინოთ მოსაზრებები
სარწყავი სეზონის შეუფერხებლად წარმართვისა და მიღწეული შედეგების შეჯამების მიზნით, შპს „საქართველოს მელიორაცია“ რეგიონებში წყალმომხმარებლებთან შეხვედრებს აგრძელებს.


