26 თებერვალი 2022, 01:35 / სანდო წყარო

დავით მაღრაძე: ბატონმა ღარიბაშვილმა მკაფიოდ გამოხატა უკრაინელი ხალხის მიმართ თანადგომა ამ განსაცდელის დროს

დავით მაღრაძე

დავით მაღრაძე

„როდესაც ქვეყნის პირველი პირი მოსახლეობას გულახდილად დაელაპარაკა, ამან მოსახლეობის ერთი ჯგუფი დააბნია“, - აღნიშნა პოეტმა დავით მაღრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“, პრემიერ-მინისტრის განცხადების შესახებ საუბრისას.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება სოლიდარობასა და თანადგომას უცხადებს უკრაინელ ხალხს.

„პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მითითებით, საქართველოს საელჩოს თანამშრომლებმა კიევი არ დატოვეს. როგორც მე ვიცი, საქართველოს საელჩო იმ გამონაკლისებს შორისაა, რომელიც კიევში მუშაობს. მადლობა მინდა ვუთხრა უკრაინაში საქართველოს საელჩოს თანამშრომლებს, რომლებიც კიევში დარჩნენ და თავიანთი მხნეობით, მაგალითს აძლევენ და საქართველოს ღირსებას იცავენ და წარმოაჩენენ. ბატონმა ღარიბაშვილმა მკაფიოდ გამოხატა უკრაინელი ხალხის მიმართ თანადგომა ამ განსაცდელის დროს“, - განაცხადა დავით მაღრაძემ.

მან უკრაინის პრეზიდენტზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ქვეყნის პირველ პირს თავი ღირსეულად უჭირავს.

„დადგა განსაცდელის წინაშე და ამ განსაცდელიდან არსად არ წასულა. თავი ღირსეულად, მხნედ უჭირავს - გამომეტყველებაც, განცხადებაც, შინაარსიც, აღმოჩნდა, რომ განსაცდელის დროს თავის ძალიან ღირსეულად დაჭერა შეუძლია“, - აღნიშნა დავით მაღრაძემ.

მისივე თქმით, ეკონომიკური სანქციებით, მხოლოდ საკუთარი თავის დაზიანება შეგვიძლია და შესაძლოა, უკრაინელი ხალხისთვის ამან რაიმე სასარგებლო შედეგიც ვერ მოიტანოს.

„შვეიცარიამ უარი თქვა, რომ რუს ჩინოვნიკებს წვდომა შეუწყვიტოს საბანკო ანგარიშებზე, ახლა რა ვქნათ, შვეიცარიის საელჩოს მოვუწყოთ საპროტესტო მიტინგი?! ასე ვირბინოთ უკრაინის დროშებით სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებთან?! ეს არის ჩვენი ფუნქცია და ეს პათეტიკაა მხოლოდ ქართული პატრიოტიზმი?!. ჩვენს ახალგაზრდებს მინდა შევახსენო, რომ პატრიოტიზმი საკუთარი ქვეყნის სიყვარულს გულისხმობს და არა სხვისი ქვეყნის სიძულვილს. პატრიოტიზმი როგორ ესმით იცით, მიწა-წყალს რომ დაკარგავს, ამას უნდა დაარქვას გამარჯვება. ეს ის ხალხია,[„ნაციონალური მოძრაობა“] რომლებსაც გორი-თბილისის გზა რომ დარჩენოდათ, გორს ნიკოფსიას დაარქმევდა და თბილისს დარუბანდს და იტყოდნენ გადავჭიმეთ საქართველო ნიკოფსიიდან დარუბანდამდე-ო“, - განაცხადა დავით მაღრაძემ.

ყველა სიახლე

დიმიტრი ხუნდაძე

12 აგვისტო 2022, 17:52

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: პარტნიორული ურთიერთობა არის თანასწორუფლებიანობა, ურთიერთუსაფრთხოების გაზიარება და არა ის, რომ ქვეყანა თავისი ინტერესების საწინააღმდეგოდ და სხვისი ინტერესების სასარგებლოდ აღმოჩნდეს საომარ მოქმედებებში

ჩვენ პარტნიორული ურთიერთობა ვიცით ისეთი, როგორიც იყო აქამდე, თანასწორუფლებიანობა, ურთიერთპატივისცემა და ურთიერთუსაფრთხოების გაზიარება და არა ისე, რომ ქვეყანა მისი ინტერესების საწინააღმდეგოდ და სხვისი ინტერესების სასარგებლოდ აღმოჩნდეს საომარ მოქმედებებში, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილი

12 აგვისტო 2022, 17:43

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: ყველაფერი გამოვიტანეთ სამსჯავროზე, რათა საზოგადოებამ იცოდეს, რა ბრძოლები გადაგვხდა

ყველაფერი გამოვიტანეთ სამსჯავროზე, რათა საზოგადოებამ იცოდეს, რა ბრძოლები გადაგვხდა, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

ანრი ოხანაშვილი

12 აგვისტო 2022, 17:32

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის მოთხოვნაზე: საქართველოს საკანონმდებლო სივრცე საცდელი ობიექტი არ უნდა იყოს - ექსპერიმენტების დრო არ გვაქვს

„დავაყენეთ საკითხი, რომ სამუშაო ჯგუფმა იმუშაოს კორუფციის პრევენციული ღონისძიებების გაძლიერებაზე და ასევე სისხლის სამართლის პოლიტიკის გადახედვაზე კორუფციულ დანაშაულთა მიმართებაში. არასამთავრობო ორგანიზაციისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა რატომღაც ჩათვალეს, რომ ამ სამუშაო ჯგუფში ერთ-ერთი მთავარი განხილვის საგანი უნდა იყოს დამოუკიდებელი, ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა. ახლა უნდა მოვისმინოთ, რამდენად არგუმენტირებულია ეს, რამდენად უზრუნველყოფს ეს სწორედ კორუფციის პრევენციას და რეაგირების კიდევ უფრო გაძლიერებას.

ირაკლი ქადაგიშვილი

12 აგვისტო 2022, 17:24

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ევროპული რეკომენდაციების შესახებ ბევრ საკითხზე ჩვენი საკმაოდ დაახლოებულია

ევროპული რეკომენდაციების შესახებ ბევრ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი [კონსულტაციებში მონაწილე მხარეები] ხედვები საკმაოდ დაახლოებულია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

გურამ მაჭარაშვილი

12 აგვისტო 2022, 17:22

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: არცერთ შემთხვევაში ჩვენ ვინმეს დისკრედიტაციას არ ვცდილობთ

საქართველოს ხელისუფლება იყო და დღესაც არის იმ მდგომარეობაში, რომ არათანაბარი პირობებით უწევს ურთიერთობა, მაგალითად, აშშ-ის საელჩოსთან, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

12 აგვისტო 2022, 17:18

რეგიონი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 7 დასახლებულ პუნქტში გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

„ცხუნკურში, ყუმისთავში, ოფურჩხეთში, გუმათში, ჟონეთში, ნამოხვანსა და საკირეში პროექტის ფარგლებში, ჯამურად, აშენდება 118 022 გრძივი მეტრი გაზსადენი, რაც 1356 ადგილობრივ მოსახლეს საშუალებას მისცემს ისარგებლოს ბუნებრივი გაზით“.

რატი ბრეგაძე

12 აგვისტო 2022, 17:16

სამართალი

იუსტიციის მინისტრი ადასტურებს, რომ პატიმარი სოსო გოგაშვილი ოჯახის წევრებს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი ადასტურებს, რომ პატიმარი სოსო გოგაშვილი ოჯახის წევრებს ნამდვილად შეხვდა. მინისტრის განმარტებით, შეხვედრა კანონის დაცვით შედგა. ბრეგაძემ აღნიშნა ისიც, რომ გოგაშვილს ოჯახთან შეხვედრის ნება, მათ შორის, წახალისების მიზნითაც მისცეს.

ილია დარჩიაშვილი

12 აგვისტო 2022, 17:07

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: განსაკუთრებით ვამაყობთ ურთიერთობებით, რომელიც არსებობს საქართველოსა და აშშ-ს შორის

სტრატეგიულ პარტნიორთან ჩვენი ურთიერთობები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

12 აგვისტო 2022, 16:49

საზოგადოება

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე 13-14 აგვისტოს მატარებლები შეცვლილი სქემით იმოძრავებენ. დეტალურად 🚇

მეტროსადგურ „გოცირიძის“ მგზავრთა მოსაცდელ ბაქანზე რკინა-ბეტონის მოწყობის სამუშაოები იწყება, რის გამოც 13 და 14 აგვისტოს თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლები იმოძრავებენ ზონალურად.

ილია დარჩიაშვილი

12 აგვისტო 2022, 16:48

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: ევროპასთან ძლიერი და საიმედო კავშირების ჩამოყალიბებაში ქართულ დიასპორას ფასდაუდებელი წვლილის შეტანა შეუძლია

საგარეო საქმეთა სამინისტროში, 2022 წლის საგრანტო პროგრამების კონკურსში გამარჯვებული დიასპორელების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ კონსტანტინიდიმ, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ და საქართველოში ICMPD-ის ოფისის ხელმძღვანელმა ზურაბ ყორღანაშვილმა.

ბექა ოდიშარია

12 აგვისტო 2022, 16:38

საზოგადოება

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიასპორული საგრანტო კონკურსების გამარჯვებულები დააჯილდოვა

„დიასპორა ეს არის შესაძლებლობა, რა თქმა უნდა არის გამოწვევა, რადგან სოციალური მდგომარეობის, შეჭირვების გამო წასული არიან და უცხოეთში მოღვაწეობენ და მათ ჩვენი დროის გმირებს ვუწოდებთ, თუმცა ამ ადამიანებმა თავის წიაღში, თავის ოჯახში შვეს ახალი თაობები, ის ახალგაზრდები, რომლებმაც დაგროვებული ცოდნით და გამოცდილებით უნდა შექმნან ძლიერი საქართველო. მათ ელის საკუთარი ქვეყანა და საკუთარი ხალხი“,- განაცხადა ბექა ოდიშარიამ. მისი თქმით, აღნიშნული კონკურსი გაფართოვდება და კიდევ უფრო საინტერესო გახდება.

12 აგვისტო 2022, 16:30

მსოფლიო

Johnson & Johnson-ი ტალკის ბაზაზე დამზადებული საბავშვო ფხვნილის გაყიდვას 2023 წლიდან შეწყვეტს

კომპანია Johnson & Johnson-ი ტალკის ბაზაზე დამზადებული საბავშვო ფხვნილის გაყიდვას მსოფლიოს მასშტაბით 2023 წლიდან შეწყვეტს. ამის მიზეზი, უსაფრთხოების ნორმებთან შეუსაბამობის გამო, მომხმარებელთა მხრიდან გახშირებული საჩივრები გახდა.

რატი ბრეგაძე

12 აგვისტო 2022, 16:28

პოლიტიკა

რატი ბრეგაძე: მიხეილ სააკაშვილი არ შიმშილობს, ყველა სახის ღონისძიება უტარდება, რასაც საავადმყოფო ჩათვლის საჭიროდ

„მე არ ვარ ექიმი და თავს არ მივცემ უფლებას ვისაუბრო სამედიცინო მანიპულაციაზე და ვინმეს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მთელი ამ ხნის განმავლობაში, ეს ადამიანი იმყოფება თერაპიულ და არა რეანიმაციულ, ან ინტენსიურ განყოფილებაში. აქედან გარკვეული დასკვნების გამოტანაა შესაძლებელი. ეს ადამიანი არ შიმშილობს, ყველა სახის ღონისძიება უტარდება, რასაც საავადმყოფო ჩათვლის საჭიროდ“,- აღნიშნავს რატი ბრეგაძე.

დიმიტრი მედვედევი

12 აგვისტო 2022, 16:27

მსოფლიო

დიმიტრი მედვედევი: არავის უნდა დაავიწყდეს, რომ ევროკავშირშიც არის ატომური ელექტროსადგურები და შემთხვევითობები იქაც არის შესაძლებელი

რაკეტები და ჭურვები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რეაქტორთან და რადიოაქტიური იზოტოპების შენახვის ადგილთან სულ უფრო ახლოს ეცემა. ამბობენ, რომ ეს შემთხვევით, უნებლიეთ ხდება. არავის უნდა დაავიწყდეს, რომ ევროკავშირშიც არის ატომური ელექტროსადგურები და შემთხვევითობები იქაც არის შესაძლებელი, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

12 აგვისტო 2022, 16:27

რეგიონი

ტურისტების დასახმარებლად, მწვერვალ თეთნულდისკენ მაშველთა ჯგუფი მიემართება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა საერთაშორისო დაკვირვებისა და ძებნის ცენტრიდან SOS შეტყობინება მიიღო, რომლის მიხედვითაც, მწვერვალ თეთნულდზე უცხოელ ტურისტთა ჯგუფს მაშველთა დახმარება სჭირდება.

12 აგვისტო 2022, 16:14

რეგიონი

ოთარ შამუგია აჯამეთის აღკვეთილში სოციალური პროგრამით დასაქმებულებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აჯამეთის დაცულ ტერიტორიებზე სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირების დასაქმების პროგრამის ბენეფიციარებს შეხვდნენ და მათ საქმიანობას გაეცნენ.

12 აგვისტო 2022, 16:06

სპორტი

თბილისის საკრებულოში ევრობასკეტის თასს უმასპინძლეს

„ევრობასკეტ-2022-ის „ა“ ჯგუფის თამაშები, სადაც ესპანეთის, თურქეთის, ბელგიის, ბულგარეთის, მონტენეგროს და საქართველოს ნაკრები გუნდები იღებენ მონაწილეობას, „თბილისი არენაზე’’ გაიმართება. ქართული ტურის ფარგლებში ევრობასკეტის საჩემპიონო თასი დედაქალაქის სხვადასხვა ღირსშესანიშნავ ადგილებს ეწვევა და საქართველო-ისრაელის ამხანაგურ მატჩსა და სხვადასხვა აქტივობებსა და ღონისძიებებზე იქნება წარმოდგენილი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

12 აგვისტო 2022, 15:58

საზოგადოება

თბილისის მუნიციპალური ელექტრონული სისტემების მოხმარების გამარტივების მიზნით 15 აგვისტოდან მოქალაქეს გარკვეულ ონლაინ აპლიკაციაზე შესვლა ერთი პაროლით შეეძლება

15 აგვისტოდან მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, ერთი მომხმარებლით ისარგებლოს შემდეგი ელექტრონული სისტემებით: თბილისის პარკინგი, თბილისის ტაქსი, ონლაინ განცხადებების პორტალი და ასე შემდეგ, - ამის ეშსახებ აღნისნულია თბილისის მერიის განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, ჯერჯერობით აღნიშნული რეფორმა არ შეეხება თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოსა და არქიტექტურის სამსახურის ელექტრონულ სისტემებს.

12 აგვისტო 2022, 15:41

საზოგადოება

დასაქმების პროგრამის ფარგლებში, სურსათის ეროვნულ სააგენტოში 464 ბენეფიციარია დასაქმებული

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ საქარაში, სოციალური დასაქმების პროგრამის ფარგლებში სურსათის ეროვნულ სააგენტოში დასაქმებულ პირებს შეხვდნენ.

12 აგვისტო 2022, 15:37

რეგიონი

1-ელ ოქტომბერს სენაკში შუალედური არჩევნები გაიმართება

პირველ ოქტომბერს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება. არჩევნები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №64.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, სამ საარჩევნო უბანზე ჩატარდება.