დავით ზალკალიანი: ირაკლი ღარიბაშვილსა და დენის შმიგალს ძალიან მჭიდრო, მეგობრული, პარტნიორული, ძმური ურთიერთობა აქვთ და ეჭვი მაქვს, რომ ტვიტის შექმნაში უშუალოდ პრემიერი არ უნდა იყოს ჩართული
დავით ზალკალიანი
ფოტო: არქივი
ირაკლი ღარიბაშვილსა და დენის შმიგალს ძალიან მჭიდრო, მეგობრული, პარტნიორული, ძმური ურთიერთობა აქვთ და ეჭვი მაქვს, რომ ტვიტის შექმნაში უშუალოდ პრემიერი არ უნდა იყოს ჩართული, რადგან ქართულად დაწერილი ტექსტი ბევრ ეჭვებს აჩენს, -ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.
ვიცე პრემიერის თქმით, მისთვის გასაგებია უკრაინაში არსებული მძიმე ვითარება, ემოციური ფონი და როგორც მანამდე ედგა გვერდში საქართველო უკრაინელ ძმებს, ისე დაუდგება მომავალშიც.
„მე მითხრეს დენის შმიგალის ტვიტის შესახებ, მითხრეს, რომ ეს ქართულ ენაზე არის გაკეთებული. მესმის ეს ემოციური ფონი, რომელიც შექმნილია უკრაინაში. მე მინდა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცოდეს, რომ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილსა და პრემიერ-მინისტრ შმიგალს შორის ძალიან კარგი, მეგობრული ურთიერთობაა და ის ურთიერთობა, რომელიც მათ შორის ჩამოყალიბდა ბოლო ვიზიტების დროს, როდესაც ის საქართველოში იმყოფებოდა, ასევე, როდესაც მისი მიწვევით პრემიერი იყო უკრაინაში, ჩვენ მართლაც, არა მხოლოდ ოფიციალური, არამედ ძალიან მჭიდრო, მეგობრული, პარტნიორული, ნამდვილი ძმური ურთიერთობა ჩამოყალიბდა. მე ეჭვი მაქვს, რომ აქ აი ამ ტვიტის შექმნაში უშუალოდ პრემიერი არ უნდა იყოს ჩართული. ეს ჩემი ვარაუდებია, რადგანაც ის ტექსტი, რომელიც არის ქართულად დაწერილი, ბევრ ეჭვებს მიჩენს და მაქვს ჩემი მოსაზრება, თუ საიდან შეიძლება მოდიოდეს, მაგრამ ეს იქით იყოს, რადგან მესმის იქ შექმნილი სიტუაციის სიმძიმე და ამ ემოციურ ფონზე შეიძლება ესეთი პოსტი ყოფილიყო გაკეთებული. საზოგადოებამ მინდა იცოდეს, რომ ის ურთიერთობა, რაც პრემიერ ღარიბაშვილსა და პრემიერ შმიგალს შორის ჩამოყალიბდა, ის გვერდში დგომა, რომელიც პრემიერმა ღარიბაშვილმა მის მიმართ გამოამჟღავნა, ურყევი და შეუქცევადია და როგორც მანამდე ვედექით გვერდში ჩვენს უკრაინელ ძმებს, ისე დავუდგებით მომავალშიც და ამას ვერაფერი ვერ შეანელებს“,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ყველა სიახლე
11 აგვისტო 2026, 14:46
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე: ჯანდაცვის სამინისტრო ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტებისთვის ინოვაციურ მედიკამენტ „ტრიკაფტას“ შეიძენს. ამ მედიკამენტის დანერგვა ბევრი ბავშვისა და ოჯახისთვის იქნება გარდამტეხი ეტაპი სრულიად ახალი, უფრო ჯანმრთელი ცხოვრებისთვის
ინოვაციური თერაპია პირდაპირ მოქმედებს დაავადების გამომწვევ გენეტიკურ დეფექტზე და პაციენტებში მნიშვნელოვნად ზრდის ფილტვების ფუნქციის მაჩვენებლებს. მკურნალობა ასევე მნიშვნელოვნად ამცირებს პულმონოლოგიური გამწვავებების სიხშირესა და ჰოსპიტალიზაციის საჭიროებას - რეალურ მონაცემებზე დაფუძნებული კვლევების მიხედვით, აღნიშნული შემცირება საერთო ჯამში 76%-ს აღწევს, რაც დადასტურებულია არა მხოლოდ კვლევებით, არამედ კლინიკური პრაქტიკით და მტკიცებულებებით.
11 აგვისტო 2026, 14:45
სამართალი
აფხაზეთის ომის ვეტერანი ბარამიძის განცხადებაზე: ეს არის მტრული განცხადება ჩვენი ქვეყნის, საზოგადოებისა და ხალხის მიმართ, აღნიშნულ ფაქტებს ადგილი არ ჰქონია
ეს არის მტრული განცხადება ჩვენი ქვეყნის, საზოგადოებისა და ხალხის მიმართ, აღნიშნულ ფაქტებს ადგილი არ ჰქონია, - განუცხადა პროკურატურაში გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს აფხაზეთის ომის ვეტერანმა, გიორგი მათიაშვილმა გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით
11 აგვისტო 2026, 14:43
მსოფლიო
Reuters: უკრაინა და მოლდოვა მარცვლეულის გადაზიდვას სარკინიგზო გზით განიხილავენ
უკრაინა მოლდოვის გავლით მარცვლეულის სარკინიგზო გზით გადაზიდვას განიხილავს, როგორც საზღვაო ტრანსპორტირებაზე უფრო უსაფრთხო საექსპორტო ალტერნატივას და კიშინიოვის ხელისუფლებას დაბალი სატვირთო ტარიფის დაწესებას სთხოვს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
11 აგვისტო 2026, 14:43
პოლიტიკა
ომის ვეტერანი ლევან გოგოლაური: ბარამიძის განცხადება გამიზნული იყო კონკრეტული მიზნის მისაღწევად
როგორც ვეტერანი, გიორგი ბარამიძის განცხადებით აღშფოთებული ვარ. ეს განცხადება გაკეთებულია ყოვლად უპასუხისმგებლო ადამიანის მიერ, - განაცხადა ომის ვეტერანმა, ლევან გოგოლაურმა, რომელიც გენერალურ პროკურატურაში გია ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში იკითხება.
11 აგვისტო 2026, 14:39
საზოგადოება
სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობით საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცის საუკეთესო ოთხეულშია, ისტორიული (13-წლიანი) პროგრესით კი ევროპის სახელმწიფოთა ხუთეულშია. მოლდოვა და უკრაინა ევროპაში ბოლო ადგილებზე იმყოფებიან რუსეთთან და ბელორუსთან ერთად
სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობით საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცის საუკეთესო ოთხეულშია, ისტორიული (13 წლიანი) პროგრესით კი ევროპის სახელმწიფოთა ხუთეულში.
11 აგვისტო 2026, 14:32
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე „ფორმულას“ ჟურნალისტს: თქვენ არ გაქვთ პასუხი კითხვაზე, რატომ გულშემატკივრობთ ისევ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, იმ სისხლიან პარტიას, რომელმაც ათასი უბედურება დაატეხა ჩვენს ქვეყანას, როცა იყო ხელისუფლებაში, გაქვთ კონკრეტული პარტიული დანიშნულება და ინსტრუქციები, ამიტომ ხართ სრულიად არაკრიტიკულები
თქვენ არ გაქვთ პასუხი კითხვაზე, რატომ გულშემატკივრობთ ისევ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, იმ სისხლიან პარტიას, რომელმაც ათასი უბედურება დაატეხა ჩვენს ქვეყანას, როცა იყო ხელისუფლებაში, ამ ომის ჩათვლით, რაზეც დღეს ვსაუბრობთ, რომელმაც ათასი უბედურება მოუტანა უამრავ ადამიანს ბიზნესის რეკეტით და ქუჩაში ადამიანების მკვლელობით, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ფორმულას“ ჟურნალისტს.
11 აგვისტო 2026, 14:31
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: ომის დანაშაული როგორც მაშინ, ისე ახლა, გია ბარამიძემ დააბრალა საკუთარ სამხედროებს და შეიქმნა დიდი რისკი ჰააგის სასამართლოში, სადაც არავის აინტერესებდა ომი რა დღეს და რომელ წუთზე დაიწყო - იქ იძიებდნენ ომის დანაშაულს
„ომის დანაშაული როგორც მაშინ, ისე ახლა გია ბარამიძემ დააბრალა საკუთარ სამხედროებს და შეიქმნა დიდი რისკი ჰააგის სასამართლოში, სადაც არავის აინტერესებდა ომი რა დღეს და რომელ წუთზე დაიწყო - იქ იძიებდნენ ომის დანაშაულს, - განაცხადა მდინარაძემ.
11 აგვისტო 2026, 14:31
პოლიტიკა
ირაკლი ჩიქოვანი: 2008 წელს საქართველოს ჰყავდა უგუნური და მოღალატე ხელისუფლება და ამიტომ მოხდა ის, რაც მოხდა, მაგრამ რაც შეეხება ჩვენს ჯარისკაცებს, ეს ბიჭები ყოველთვის მზად იყვნენ, მზად არიან და მზად იქნებიან დაიცვან საკუთარი ამოცანები
„სამწუხაროდ საქართველოს ჰყავდა მოღალატე ხელისუფლება, საქართველოს ჰყავდა მოღალატე ადამიანები, რომლებსაც წარმოდგენა არ ჰქონდათ და საერთოდ უგუნურები იყვნენ, თუ რას აკეთებდნენ“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
11 აგვისტო 2026, 14:29
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: საქართველოს და ქართულ მხარეს არავინ ადანაშაულებს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიწყო ის ომი, რომელიც დასრულდა ჩვენი ქვეყნისთვის უბედურებით, საქართველოს არ მოუკლავს არც გირგვლიანი და არც რობაქიძე, თქვენმა პარტიამ, თქვენმა რეჟიმმა მოკლა
საქართველოს არ მოუკლავს არც გირგვლიანი და არც რობაქიძე, თქვენმა პარტიამ მოკლა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიწყო ის ომი, რომელიც დასრულდა ჩვენი ქვეყნისთვის უბედურებით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტვ პირველის ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ.
11 აგვისტო 2026, 14:26
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: ქვეყნის მოღალატეობრივი პოლიტიკაა და ორმაგი სტანდარტია, როცა რუსეთის ფედერაცია შენს სამშობლოში შემოიჭრა და ამას „არა უშავს“, შემდეგ მომღერლებიც ამღერო რუსეთში და დღეს კი, სააკაშვილის კარის მომღერლები ვითომ რუსოფობები გახდნენ
მაჭარაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკა, რომელსაც სააკაშვილის ხელისუფლება თავის დროზე აწარმოებდა და ახლა ნაცაგენტურის სახით აგრძელებს, სხვა არაფერია, თუ არა ორმაგი სტანდარტი.
11 აგვისტო 2026, 14:22
მსოფლიო
Reuters: აშშ-მა რუსეთთან დაკავშირებული ორი გემი ჯართში ჩააბარა
აშშ-ის მთავრობამ ჯართში ჩააბარა ორი სანქცირებული ნავთობტანკერი, რომლებიც ვაშინგტონის მიერ ვენესუელაში განხორციელებული სამხედრო ოპერაციის შემდეგ რამდენიმე დღეში დააკავეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
11 აგვისტო 2026, 14:18
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო რუსეთმა, საქართველოში 2008 წლის 8 აგვისტოს შემოჭრით. ეს არის ისტორიული ფაქტი. ამაში დამნაშავეა რუსეთი და რუსეთის ჯარის კონკრეტული ნაწილის ჯარისკაცები დამნაშავეები არიან ომის დანაშაულებში, რაც დავადასტურეთ ჰააგის სასამართლოში
ის ასევე აცხადებს, რომ 1-დან 7 აგვისტომდე საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ესკალაცია შეინიშნებოდა - იყო დაბომბვები და იყვნენ დაჭრილები. თუმცა, ქართულ მხარეს ამის გამო გაეროს უშიშროების საბჭო არ მოუწვევია და არ გაუტარებია რაიმე ქმედითი ღონისძიება, რომელიც ყველას დაუმტკიცებდა, რომ საქართველო „აბსოლუტურად მართალი იქნებოდა ამ ყველაფერში“.
11 აგვისტო 2026, 14:17
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე „ფორმულას“ ჟურნალისტს: თქვენ თუ რაიმე ინტერესი გაქვთ კონკრეტულ განცხადებებთან დაკავშირებით, ჩადით მოსკოვში და დააზუსტეთ, რა იგულისხმება, 2022 წლამდე არ გიჭირდათ მოსკოვში სიარული თქვენი პარტიის წარმომადგენლებს
თქვენ თუ რაიმე ინტერესი გაქვთ კონკრეტულ განცხადებებთან დაკავშირებით, ჩადით მოსკოვში და დააზუსტეთ, რა იგულისხმება, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ფორმულას“ ჟურნალისტს, რომელმაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინის განცხადებაზე დაუსვა კითხვა მთავრობის მეთაურს.
11 აგვისტო 2026, 14:08
პოლიტიკა
პრემიერი: ვიდრე ე.წ. აღიარება არის შემდგარი ფაქტი რუსეთის ფედერაციის მხრიდან, დიპლომატიური ურთიერთობები ვერ აღდგება. ჩვენი მიზანი რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით არის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება. ეს არის ჩვენი პოლიტიკური განაცხადი
ჩვენი მიზანი რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით არის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება, იმედი გვაქვს, რომ პოლიტიკური ცვლილებების კვალად ეს ყველაფერი გახდება შესაძლებელი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
11 აგვისტო 2026, 14:08
სამართალი
შემოსავლების სამსახური: ფასის ლარით გამოხატვის წესის დარღვევის 212 ფაქტი გამოვლინდა
კონტროლის ღონისძიების ფარგლებში, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, მიმდინარე წლის ბოლო 7 თვის განმავლობაში გამოვლენილია საქართველოს ტერიტორიაზე ფასის ლარით გამოხატვის წესების დარღვევის 212 ფაქტი. კანონმდებლობით განსაზღვრული წესების დარღვევისთვის 185 პირის მიმართ, სანქციის სახით გაფრთხილება იქნა გამოყენებული, ხოლო 27 პირს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში 27 000 ლარის ოდენობით შეეფარდა.
11 აგვისტო 2026, 14:06
ეკონომიკა
EUROCONTROL: 9 აგვისტოს საქართველოს აეროპორტებში ფრენების ისტორიული რეკორდი, 306 ჩამოფრენა და გაფრენა დაფიქსირდა
9 აგვისტოს საქართველოს აეროპორტებში ერთ დღეში 306 ჩამოფრენა და გაფრენა დაფიქსირდა, რაც ახალი ისტორიული მაქსიმუმია. ინფორმაციას ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაცია EUROCONTROL-ი ავრცელებს.
11 აგვისტო 2026, 14:04
პოლიტიკა
პრემიერი: ევროსაბჭოს რეზოლუციაში გარკვევით ჩაიწერა, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედების ფაზაში კონფლიქტი გადაიზარდა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბომბვის შემდეგ, ამ ყველაფერს ხელი მოაწერეს 2008 წელს, როცა ომის დასრულებიდან დღეები იყო გასული, მათ მოჰკითხეთ, ჯერ რატომ გააკეთეს ეს და მერე რატომ მისცეს აღიარებითი ჩვენება ევროსაბჭოში
არ არსებობს არავითარი სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, არ არსებობს არავითარი აფხაზეთის რესპუბლიკა, ასეთი ერთეულები არ არსებობს, აქედან გამომდინარე, ჩვენ საერთოდ არ გვაინტერესებს ამ დე ფაქტო წარმონაქმნების, ოკუპირებული ტერიტორიების წარმომადგენლები რა განცხადებას გააკეთებენ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შინდისში ჟურნალისტებთან.
11 აგვისტო 2026, 14:01
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: ორმაგი სტანდარტები დიდი ხანია აღარ გვიკვირს, ვინაიდან ძალიან ბევრი წელია და ამ ბოლო წლებში კიდევ უფრო გამძაფრდა ეს ყველაფერი, რომ რაც საქართველოში „რუსულ კანონად“ ფასდება, ის ნორმაა ევროპის ბევრ ქვეყანაში
ორმაგი სტანდარტები დიდი ხანია აღარ გვიკვირს, ვინაიდან ძალიან ბევრი წელია, არაერთი და ამ ბოლო წლებში კიდევ უფრო გამძაფრდა ეს ყველაფერი, რომ რაც საქართველოში „რუსულ კანონად“ ფასდება, ის ნორმაა ევროპის ბევრ ქვეყანაში, - განუცხადა ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ.
11 აგვისტო 2026, 14:00
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა
იცით, რა მასშტაბის ცვლილებები განხორციელდა სასამართლო სისტემაში 2012 წლის შემდეგ, რასაც მოჰყვა კონკრეტული ცვლილებები, მათ შორის სტატისტიკაში, სტრასბურგის სასამართლოსადმი მიმართვიანობის კუთხით და ასე შემდეგ, ფუნდამენტური ცვლილებები გვაქვს სასამართლო სისტემაში, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
11 აგვისტო 2026, 13:57
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: გინდათ მიიღოთ ჰედლაინი, მაგალითად იგივე თუნდაც რუსულ მედიაში, რომ მე ვაცხადებ, რომ რუსეთის ფედერაცია არის მტერი, ეს არის კონკრეტული პოლიტიკური განაცხადი, რომელსაც მერე ნაბიჯებიც უნდა მოაყოლო, ის ნაბიჯები, რაც თქვენმა პარტიამ მოაყოლა 2008 წელს, „ფორმულაც“ და „ტვ პირველიც“ წარმოადგენთ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“
თქვენ ძალიან მარტივად გინდათ მიიღოთ ჰედლაინი, მაგალითად იგივე თუნდაც რუსულ მედიაში, იმასთან დაკავშირებით, რომ მე ვაცხადებ, რომ რუსეთის ფედერაცია არის მტერი, ეს არის კონკრეტული პოლიტიკური განაცხადი, რომელსაც მერე ნაბიჯებიც უნდა მოაყოლო,- განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.


