01 მარტი 2022, 15:43 / სანდო წყარო

ირაკლი ბერაია: ჩვენი მთავარი მიზანია საქართველოს და მისი მოქალაქეების უსაფრთხოება, დაცულობა და კეთილდღეობა

ირაკლი ბერაია

ირაკლი ბერაია

ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ რუსულ სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, რაც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთლიანად გლობალურ უსაფრთხოებას, ძირს უთხრის წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს და წარმოადგენს მსოფლიოს გალენის სფეროების ეპოქაში დაბრუნების უხეშ მცდელობას. ჩვენ მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებთ მეგობარ უკრაინელ ხალხს საკუთარი სამშობლოს, მისი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში. უკრაინაში მიმდინარე აგრესია არის 2008 წელს საქართველოში ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციით დაწყებული გეგმის ნაწილი. ეს არ არის პირველი და თუ არ მოხდა ვითარების დეესკალაცია, შესაძლოა არ იყოს ბოლო, როგორც ამაზე ღიად საუბრობენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. ამ პირობებში, შემაშფოთებელია რადიკალების მხრიდან ვიწრო პარტიულ ინტერესებზე აგებული სპეკულაციები, ხელისუფლების დისკრედიტაციისკენ მიმართული უსუსური კამპანია, რომლის ამოცანაც არის ქვეყნის უსაფრთხოების მიზანმიმართული დაზიანება, რასაც წლებია ეს სუბიექტები ცდილობენ, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ უსაფრთხოდ გაიაროს რეგიონში არსებული მძიმე პერიოდი. დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო უკრაინას დიპლომატიურ ფრონტზე და ჰუმანიტარულ ჩარჩოებში უჭერს მხარს, რომელსაც გაცილებით მეტი ეფექტი აქვს, ვიდრე რადიკალების პოპულისტურ შემოთავაზებებს.

„მნიშვნელოვანია ყველამ კარგად გაიაზროს, რომ იმ პირობებში როდესაც საქართველოს მიწაზე, თბილისიდან 30 კილომეტრში იმყოფება საოკუპაციო ჯარი, მძიმე შეტევითი შეიარაღებით, როდესაც რეგიონში გაზრდილია რუსული სამხედრო წარმომადგენლობა და საქართველო გარშემორტყმულია რუსული სამხედრო ბაზებით, როდესაც მიუხედავად მთელი მსოფლიოს ძალისხმევისა და მოწოდებისა, ოკუპანტმა არ მოახდინა ვითარების დეესკალაცია და დაიწყო აქტიური საომარი მოქმედებები, როდესაც ის ეძებს ყველა შესაძლებლობას აგრესიული მოქმედებების არეალის სხვა მიმართულებით გაშლისთვის, ნატოს გაფართოების ხელშეშლისთვის, როდესაც მის ბირთვულ რიტორიკას ახლავს უმძიმესი მუქარა, რომ ნებისმიერი სახით ჩარევას შესაძლოა მოყვეს უმძიმეს შედეგები ისტორიაში და როდესაც, ამ დროს, საქართველო არ არის გადაფარული ნატო ბირთვული ქოლგით და კოლექტიური უსაფრთხოების მექანიზმებით და გარანტიებით, ჩვენ მთავარი ამოცანა უნდა იყოს განსაკურებული სიფრთხილით, სიფხიზლით და უსაფრთხოდ გავიაროთ რეგიონული უსაფრთხოებისთვის ეს უმძიმესი და ჩვენი უსაფრთხოებისთვის განსაკურებით მყიფე პერიოდი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არ მოხდეს საქართველოს წინაშე არსებული ეგზისტენციალური საფრთხეების კონკრეტულ ზიანად ქცევა, როგორც ჩვენი უსაფრთხოებისთვის ასევე ჩვენი ეკონომიკისთვის და ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაზე. ნებისმიერ გაუაზრებელ და ემოციურ ნაბიჯს შესაძლოა მოყვეს უმძიმესი შეუქცევადი შედეგები და ჩვენი ქვეყანა გადაისროლეს ბევრად უკან იმ საწყისი ნიშნეულებიდან, სადაც ჩვენ დავიწყეთ სახელმწიფოს მშენებლობა“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

როგორც დეპუტატმა გამოსვლაში აღნიშნა, მმართველი გუნდის უმთავრესი მიზანია, დაიცვას საქართველოს და მისი მოქალაქეების უსაფრთხოება.

„ჩვენ, როგორც პასუხისმგებელიანი ხელისუფლება, ჩვენს ნაბიჯებს ვერ დავაფუძნებთ ვარაუდებზე და მარჩიელობაზე იმის შესახებ რას შეიძლება მოყვეს ოკუპანტის მხრიდან რეაგირება და რას არა. ცდებს და ექსპერიმენტებს ამაზე არ და ვერ ჩავატარებთ. მიუხედავად ამის დიდი სურვილისა რადიკალების მხრიდან, ვინც საუბედუროდ და უწყვეტად ცდილობს ყველა შესაძლებლობის გამოყენებას პარტიული ინტერესების გასაღრმავებლად, ქვეყნის ინტერესების საზიანოდ. ჩვენი მთავარი მიზანია საქართველოს და მისი მოქალაქეების უსაფრთხოება, დაცულობა და კეთილდღეობა. თუ მტერი მოვიდა დავხვდებით ღირსეულად, იარაღით ხელში და სამარცხვინოდ ერთი მეორის მიყოლებით არ გავიქცევით ამ ქვეყნიდან ოქროთი და ფულით ხელში, როგორც ამას ზოგიერთი პოლიტიკოსი აკეთებდა 2008 წლის ომის დროს“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ყველა სიახლე

ჯონ რეტკლიფი

27 აგვისტო 2026, 02:46

მსოფლიო

The Wall Street Journal: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოულოდნელი ვიზიტი მოსკოვში მიზნად ისახავდა რუსეთის გაფრთხილებას, არ დაესხას თავს ნატოს წევრ ქვეყნებს

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოულოდნელი ვიზიტი მოსკოვში მიზნად ისახავდა რუსეთის გაფრთხილებას, არ დაესხას თავს ნატოს წევრ ქვეყნებს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 23:13

მსოფლიო

ირანმა გაეროს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგების შესწავლა მოსთხოვა

ირანმა გაეროს მოუწოდა, შეისწავლოს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგები. თეირანის განცხადებით, ვაშინგტონის ზეწოლის კამპანია რიგით ირანელებს აზარალებს და საერთაშორისო სამართალს არღვევს.

26 აგვისტო 2026, 22:35

მსოფლიო

El Pais: ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა - დაკარგულად მიიჩნევა 900-მდე პირი

ნეპალისა და ჩინეთის სასაზღვრო ზონაში, გირონგის მთიან დერეფანში, მძლავრ წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Pais-ი ავრცელებს.

ვლადიმირ პუტინი

26 აგვისტო 2026, 22:27

მსოფლიო

Bloomberg: სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს

სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 22:06

მსოფლიო

Reuters: შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს

შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.

დავით ქართველიშვილი

26 აგვისტო 2026, 21:04

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: CIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ჩასვლის ფაქტი, ერთ რამეს ნიშნავს - გლობალური თამაშის წესები სწორედ ახლა იწერება

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, აშშ-ის სამხედრო-სატრანსპორტო Boeing C-17A-ის მოსკოვში ჩაფრენასა და CIA-ს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ვლადიმირ პუტინი

26 აგვისტო 2026, 21:03

მსოფლიო

POLITICO: უნგრეთმა რუსეთი საფრთხედ გამოაცხადა

უნგრეთის მთავრობამ ოფიციალურად დაგმო რუსეთის სამხედრო აგრესია და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ ნათქვამია სამშაბათს გამოქვეყნებულ პოლიტიკის სახელმძღვანელო მითითებებში.

26 აგვისტო 2026, 20:44

საზოგადოება

ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - 188 მილიონი დოლარის ექსპორტი და 58%-იანი ნახტომი წინა წელთან შედარებით. ათიათასობით ფერმერის ფინანსურმა მხარდაჭერამ და 260 000 ჰექტარზე ფაროსანასთან ეფექტიანმა ბრძოლამ, კონკრეტული ეკონომიკური შედეგი გამოიღო. ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა.

ტიმ კარი

26 აგვისტო 2026, 20:36

ტაბლოიდი

80 წლის ასაკში ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი გარდაიცვალა

80 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, რომელიც მაყურებელმა განსაკუთრებით გაიცნო ფილმებში „ის“ და „მარტო სახლში 2“. ინფორმაციას გამოცემა TMZ ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 20:36

ეკონომიკა

საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. ეკონომიკისა და ტურიზმის ზრდის ფონზე, ელექტროენერგიაზე მოთხოვნის მატება ხელისუფლებას აიძულებს, ათწლიანი სამოქმედო გეგმით იმუშაოს, რომლის მთავარი მიზანი, 2036 წლისთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევაა.

26 აგვისტო 2026, 20:32

საზოგადოება

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, დედაქალაქის მერია მოძრაობის დროებით გეგმას აამოქმედებს - დეტალური საგზაო რუკა მძღოლებისთვის და კახა კალაძის განმარტებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დედაქალაქის მთავარ გამზირზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, გადაადგილების ახალი წესები ამოქმედდება. პირველი სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, საავტომობილო მოძრაობის დროებითი სქემა იმუშავებს, რაც რიგ ქუჩებზე მოძრაობის მიმართულების შეცვლასა და ორმხრივ რეჟიმს ითვალისწინებს.

26 აგვისტო 2026, 20:24

პოლიტიკა

გამჭოლი სივრცე მგზავრებისთვის, გაგრილების ახალი სისტემა და კამერები მეტი უსაფრთხოებისთვის - თბილისის მეტროპოლიტენის ახალი ვაგონები მალე თბილისში ჩამოვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თბილისის მერია მეტროპოლიტენის მოდერნიზაციის ახალ ეტაპს იწყებს, რაც საექსპლუატაციო ვადის ამოწურვის გამო, ვაგონების სრულ ჩანაცვლებას ითვალისწინებს. ეტაპობრივი გეგმის მიზანი, მგზავრთა გამტარუნარიანობის გაზრდა და მგზავრობის უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.

26 აგვისტო 2026, 20:20

პოლიტიკა

ურთიერთბრალდებების ახალი ტალღა - რა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე? „ქრონიკის“ სიუჟეტი

რღვევა ოპოზიციურ გაერთიანებაში - პატიმარი ექსპრეზიდენტის ყოფილი მოკავშირეები მიხეილ სააკაშვილს უსინდისობასა და ტყუილში ღიად ადანაშაულებენ. პოლიტიკური ლიდერების ურთიერთკრიტიკა და სოციალურ ქსელებში გაჩაღებული ომი ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ ქაოსს კიდევ უფრო ააშკარავებს.

26 აგვისტო 2026, 20:18

ეკონომიკა

მაღალი მოგების ილუზია და დაკარგული დანაზოგები - მოქალაქეები თაღლითების სამიზნეში და ეროვნული ბანკის გაფრთხილება მოსახლეობისადმი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

კრიპტო-თაღლითობის ახალი სქემა და ათასობით მოტყუებული მომხმარებელი - სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ფინანსურმა პირამიდებმა, მასშტაბური სახე მიიღო. ეროვნული ბანკი საგანგებო გაფრთხილებას ავრცელებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი, სისხლის სამართლის გამოძიებას იწყებს.

26 აგვისტო 2026, 20:13

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალურად შეცვლილი რიტორიკა - 2010 წლის არქივი ლარსის საზღვრიდან და უმრავლესობის მწვავე შეფასებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ციფრები პოლიტიკური სპეკულაციების წინააღმდეგ - ოფიციალური უწყებები ოპოზიციის მიერ გავრცელებულ მორიგ სპეკულაციას ლარსის საზღვარსა და მოქალაქეობის მინიჭებაზე, მანიპულაციას უწოდებენ. სტატისტიკა ადასტურებს, რომ მედიაში გავრცელებული ცნობები რუსეთის მოქალაქეების ნაკადის შესახებ, მანიპულაციურია.

26 აგვისტო 2026, 19:42

რეგიონი

ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან ერთად, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.

დონალდ ტრამპი

26 აგვისტო 2026, 19:20

მსოფლიო

ტრამპი: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტს შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინაში ომის დასასრულებლად „ძალიან აქტიურად მუშაობს“, ხოლო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტს „შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს“.

26 აგვისტო 2026, 19:08

მსოფლიო

ირანული მედიის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში მასუდ პეზეშკიანისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება

ირანის ნახევრად ოფიციალური სააგენტო Mehr-ის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება.

დონალდ ტრამპი

26 აგვისტო 2026, 19:01

მსოფლიო

CNN: ტრამპს ეჭვი შეაქვს ირანელების მიერ რეჟიმის შეცვლის შესაძლებლობაში

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეჭვი შეიტანა იმაში, შეძლებენ თუ არა ირანელი მომიტინგეები რეჟიმის შეცვლას. მისი თქმით, პროტესტის გამოხატვა რთულია, როდესაც „გყავს ხალხი, ვინც მზადაა ესროლოს და მოკლას პროტესტის მონაწილეები“.

26 აგვისტო 2026, 18:23

მსოფლიო

Reuters: ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა

ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.