ირაკლი ბერაია: უსაფუძვლო და უპასუხისმგებლოა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ატეხილი აჟიოტაჟი საქართველოში რუსეთის მოქალაქეების თითქოსდა მასიურად შემოსვლის და ამ კუთხით უკონტროლო ვითარების შესახებ, რაც წარმოადგენს მორიგ დეზინფორმაციას
ირაკლი ბერაია
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
აბსოლუტურად უსაფუძვლო და უპასუხისმგებლოა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ატეხილი აჟიოტაჟი საქართველოში რუსეთის მოქალაქეების თითქოსდა მასიურად შემოსვლის და ამ კუთხით უკონტროლო ვითარების შესახებ, რაც წარმოადგენს მორიგ დეზინფორმაციას, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ განაცხადა.
მისი თქმით, სახეზეა ადამიანების ჩვეულებრივი მობილობა, რაც წინა წლების იგივე პერიოდთან შედარებით კიდევ უფრო შემცირებულია.
„სინამდვილეში, სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის 24 თებერვლიდან 6 მარტის ჩათვლით, ანუ 11 დღეში, საქართველოში შემოსულია რუსეთის ფედერაციის 15335 მოქალაქე, რაც 2-ჯერ ნაკლებია 2019 წლის იგივე პერიოდში შემოსულ რაოდენობაზე, რა დროსაც საქართველოში 31672 რუსეთის ფედერაციის მოქალაქე შემოვიდა და ასევე, ბევრად ნაკლებია 2020 წლის იგივე პერიოდში შემოსულ რაოდენობაზე, როდესაც ქვეყანაში შემოვიდა რუსეთის 19,796 მოქალაქე. 2021 წელს კი, როგორც ყველასთვის ცნობილია, საზღვარზე გადაადგილება შეზღუდული იყო პანდემიის გამო.
შესაბამისად, თუ დავაკვირდებით რეალურ სურათს და ვიხელმძღვანელებთ ციფრებით, შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის რაოდენობის ზრდას ადგილი არ ჰქონია. სახეზეა ადამიანების ჩვეულებრივი მობილობა, რაც წინა წლების იგივე პერიოდთან შედარებით კიდევ უფრო შემცირებულია.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ სპეკულაციებს დივერსანტების შესაძლო შემოპარვასთან დაკავშირებით, უნდა ითქვას რომ საქართველოს აქვს ეფექტიანი უსაფრთხოების და სამართალდამცავი სისტემები, რომელიც ახდენს ამ კუთხით ნებისმიერი საფრთხის პრევენციას. ამ სფეროში საქმიანობა უკავშირდება არამხოლოდ სასაზღვრო კონტროლს, არამედ დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურების მხრიდან წინმსწრები ინფორმაციის მოპოვებას, უწყებათაშორის კოორდინაციას და აღნიშნულის საფუძველზე საქართველოს უსაფრთხოებისთვის რისკის ან საფრთხის შემცველი სუბიექტების ქვეყანაში შემოსვლის პრევენციას, ისევე როგორც ოპერატიულად საყურადღებო პირების კონტროლს. ასე, რომ ვითარება სრულად კონტროლირებადია და აჟიოტაჟის არანაირი საფუძველი არ არსებობს“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ და მსგავსი რადიკალების ამოცანაა დეზინფორმაციის გავრცელება, ხელისუფლების დისკრედიტაცია, საზოგადოებაში დაბნეულობის, დაძაბულობის, მღელვარების გამოწვევა და ამ ყველაფრის მიმართვა ხელისუფლების წინააღმდეგ, რაც პირდაპირ ემთხვევა ოკუპანტის ჰიბრიდული მოქმედებების მეთოდებს და ამოცანებს.
„ამ ყველაფერს აქვს ერთადერთი მიზანი, ნებისმიერ ფასად ხელისუფლების ხელში ჩაგდება და ყველა მათი მოქმედება ამას ემსახურება. სწორედ ამ მიზნით ცდილობენ ისინი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის, უკრაინელი ხალხის ტრაგედიის ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის ინსტრუმენტალიზაციას. სინამდვილეში, მათ არც საქართველოს უსაფრთხოება აღელვებთ და არც უკრაინის მდგომარეობა ადარდებთ.
როგორც ყველა ვხედავთ, ეს ადამიანები არ იცვლებიან და ვერც ვერაფერს სწავლობენ. მე-10 წელია ისინი ხელისუფლების დამხობას ცდილობენ და ის ვერ გაუაზრებიათ, რომ საქართველოს მოსახლეობამ ხელისუფლებაში დაბრუნების კარი დიდი ხანია გაუჯახუნა“, - აცხადებს ირაკლი ბერაია.
ყველა სიახლე
16 ივლისი 2026, 23:45
მსოფლიო
ჯეი დი ვენსი ისრაელზე: მათ სისტემაში არსებობენ ადამიანები, და ჩვენ ამაში ეჭვიც არ გვეპარება, რომლებიც ამერიკული საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებას ცდილობენ, რათა ომი განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდეს
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ისრაელის მთავრობის ცალკეული ჯგუფები ირანთან ომის შესახებ აშშ-ის საზოგადოებრივი აზრის ფორმირების კამპანიის ორგანიზებასა და კონფლიქტის დასრულებისკენ მიმართული მოლაპარაკებების საბოტაჟში დაადანაშაულა, - წერს გამოცემა The Wall Street Journal-ი.
16 ივლისი 2026, 23:42
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ კონკრეტული ნაბიჯები, რაც იდგმება კონკრეტულ ქვეყნებთან მიმართებით, არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ევროინტეგრაციის დაჩქარებას, არის ქვეყნები, რომლებიც 15 წელია, არიან მოლაპარაკებების რეჟიმში, მინიჭებული აქვთ კანდიდატის სტატუსი, თუმცა მათ ნაწილს საერთოდ არავითარი პროგრესი არ აქვს
ევროპული ბიუროკრატია უნდა იყოს დაკავებული არა მარტივი პოლიტიკური თამაშებით, არამედ რეალურად უნდა ზრუნავდეს, მაგალითად, უკრაინაზე, სად ნახეთ ზრუნვა უკრაინისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში.
16 ივლისი 2026, 23:42
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: საქართველოს შეუძლია თურქმენეთისთვის ძალიან კარგი როლის შესრულება დაკავშირებადობის თვალსაზრისით, რაც მომგებიანი იქნება ორივე სახელმწიფოსთვის, ორივე ქვეყნის ხელისუფლება ვაცნობიერებთ თანამშრომლობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და ამის დასტურია თურქმენეთის პრეზიდენტის ვიზიტი
თურქმენეთს აქვს ჩვენთვის ძალიან საინტერესო გეოგრაფიული მდებარეობა, ისიც არის დაკავშირებული კასპიის ზღვასთან და ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ჩვენი ორი ქვეყნის მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, ვიზიტები შედგა ასევე საქართველოდან შუა აზიის ქვეყნებში და შუა აზიის ქვეყნებიდან საქართველოში და ბოლო პერიოდის განმავლობაში ორ ძალიან პრინციპულ შეთანხმებას მოეწერა ხელი - სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას ყაზახეთთან და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას უზბეკეთთან.
16 ივლისი 2026, 23:38
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ჩვენს ქვეყანას აქვს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2031 წლის ჩათვლით ჩვენ გვექნება საშუალოდ 5.4 % ეკონომიკური ზრდა, რაც ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია
რაც შეეხება შუა დერეფანს, რაც შეეხება დაკავშირებადობას, ჩვენს სატრანზიტო ფუნქციას, მაქსიმუმი კეთდება და ამის შედეგიც არის ის, რომ ქვეყანას აქვს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი, - განაცხადასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში.
16 ივლისი 2026, 23:35
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: 2031 წლისთვის პრაქტიკულად ყველა ჩქაროსნული ავტომაგისტრალი უკვე აშენებული იქნება, გრძელდება რკინიგზის მოდერნიზაცია, ვაშენებთ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, ვითარდება აეროპორტების ინფრასტრუქტურა - ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის კიდევ უფრო მეტად განვითარებას
სერიოზული ინვესტიციები ხორციელდება დაკავშირებადობის მიმართულებით - ჩვენი გეგმის თანახმად, 2031 წლისთვის პრაქტიკულად ყველა ჩქაროსნული ავტომაგისტრალი უკვე აშენებული იქნება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში.
16 ივლისი 2026, 23:31
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: გეოგრაფია გვასწავლის იმას, რომ საქართველო ზღვაზე გასასვლელის არმქონე შვიდ ქვეყანას აკავშირებს შავ ზღვასთან და შესაბამისად დასავლურ სივრცესთან, ეს არის ძალიან მარტივი ჭეშმარიტება, რომლის გააზრებაც კი გაუჭირდა ევროკავშირის ბიუროკრატიას
გეოგრაფია გვასწავლის იმას, რომ საქართველო ზღვაზე გასასვლელის არმქონე შვიდ ქვეყანას აკავშირებს შავ ზღვასთან და შესაბამისად დასავლურ სივრცესთან, ეს არის ძალიან მარტივი ჭეშმარიტება, რომლის გააზრებაც კი გაუჭირდა ევროკავშირის ბიუროკრატიას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მთავრობის აქტიური პოლიტიკა უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველოს როლი დაკავშირებადობის კუთხით მუდმივად მზარდი იყოს.
16 ივლისი 2026, 22:59
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ძალადობრივ პროტესტთან დაკავშირებით მარკო რუბიოს განცხადებაზე: ბრიუსელი უტიფრად გვიმტკიცებს, რომ ეს საქართველოში გამოხატვის თავისუფლებად გასასაღებელიაო
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებას ეხმიანება, რომელმაც მინისტერიალის მონაწილეებს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „თქვენ აქ ხართ, რადგან თქვენს ქუჩებში თავს ესხმიან პოლიტიკურ ლიდერებს, სცემენ და ცოცხლად წვავენ პოლიციელებს, ვითარება უარესდება, მისი იგნორირება აღარ შეიძლება“.
16 ივლისი 2026, 22:47
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია მომავალშიც ღირსეულად გააგრძელებს იმ მნიშვნელოვან მისიას, რომელსაც ჩვენი სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და ქრისტიანული ფასეულობების განმტკიცება ჰქვია
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია საქართველოს ერთ-ერთი უძველესი სულიერი კერაა, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში ქრისტიანული რწმენის განმტკიცებასა და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.
16 ივლისი 2026, 22:33
მსოფლიო
რუბიო 2020 წლის საპროტესტო აქციებზე აშშ-ში: ალბათ ყველას გახსოვთ ეს, გავლენიანი საინფორმაციო სააგენტოს წამყვანი დგას ცეცხლის ალში გახვეულ უბანში, ხოლო ეკრანის ქვედა ზოლზე წარწერა ამბობს, რომ პროტესტი „ძირითადად მშვიდობიანია“ - ეს იყო რაღაც ორმაგ სტანდარტზე უარესი, ეს ეპოქა უნდა დასრულდეს
პოლიტიკური ტერორიზმის ხელახლა გააქტიურების თემისადმი მიძღვნილ მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ 2020 წლის ზაფხულის მოვლენები გაიხსენა და პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის მიმართ არსებული ორმაგი სტანდარტები მკაცრად გააკრიტიკა.
16 ივლისი 2026, 22:04
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს გვერდით მინისტერიალის დაწყებამდე გადაღებულ ერთობლივ ფოტოზე
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით, მონაწილეობს მინისტერიალში „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“.
16 ივლისი 2026, 21:48
მსოფლიო
რუბიო პოლიტიკური ტერორიზმის ხელახლა გააქტიურების თემისადმი მიძღვნილი მინისტერიალის მონაწილეებს: აქ იმიტომ იმყოფებით, რომ თქვენს ქუჩებში პოლიტიკურ ლიდერებს თავს ესხმიან და ესვრიან - იმიტომ, რომ თქვენი ბიზნესები ააფეთქეს, რკინიგზაზე საბოტაჟი განახორციელეს, პოლიციელებს კი სასტიკად გაუსწორდნენ და დაწვეს
პოლიტიკური ტერორიზმის ხელახლა გააქტიურების თემისადმი მიძღვნილ მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ მკაცრად გააკრიტიკა დასავლურ ქვეყნებში მზარდი პოლიტიკური ძალადობა და განაცხადა, რომ დროა, „ეს ბოროტება ერთხელ და სამუდამოდ აღიკვეთოს“.
16 ივლისი 2026, 21:26
მსოფლიო
POLITICO: ევროკომისია ესპანეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაასრულოს საკანონმდებლო პროცესი ლობირების სფეროს რეფორმირების კუთხით, მათ შორის ლობისტთა სავალდებულო საჯარო რეესტრის შემოღების გზით
ევროკომისია ესპანეთსა და უნგრეთს მოუწოდებს, გადადგან ქმედითი ნაბიჯები რეფორმების დასაჩქარებლად, რაც მიზნად ისახავს მართლმსაჯულების სისტემის გაჯანსაღებას, გამჭვირვალობის სტანდარტების ამაღლებასა და ანტიკორუფციული მექანიზმების განმტკიცებას, - წერს გამოცემა POLITICO.
16 ივლისი 2026, 21:09
მსოფლიო
The Telegraph: თანამდებობიდან გათავისუფლება, რომელმაც უკრაინელები ზელენსკის წინააღმდეგ განაწყო
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის თავდაცვის პოპულარული მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა, რამაც მთავრობისა და სამხედრო ელიტის წინააღმდეგ საპროტესტო ტალღა გამოიწვია, - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი სტატიაში სათაურით „თანამდებობიდან გათავისუფლება, რომელმაც უკრაინელები ზელენსკის წინააღმდეგ განაწყო“.
16 ივლისი 2026, 20:51
პოლიტიკა
მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმე. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საბოტაჟი და მტრულ საქმიანობაში დახმარება - 8 ბრალდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის საქმე დასკვნით ეტაპზეა.
16 ივლისი 2026, 20:47
პოლიტიკა
გვარამია ომისკენ - უკრაინის მძიმე რეალობის სასურველად წარმოჩენის ავტორი მედიასთან არ ჩანს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ტრილიონიანი სესხი ომის ნანგრევებისთვის. უკრაინის მძიმე რეალობის სასურველად წარმოჩენის ავტორი მედიასთან არ ჩანს.
16 ივლისი 2026, 20:46
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თურქმენეთის პრეზიდენტთან ერთად საქართველო-თურქმენეთის ბიზნესფორუმი გახსნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვთან ერთად, საქართველო-თურქმენეთის ბიზნესფორუმი გახსნა.
16 ივლისი 2026, 20:40
პოლიტიკა
თამარ ტალიაშვილი: მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობს მინისტერიალზე, რომლის ინიციატორი და მასპინძელია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო. დაახლოებით 60 ქვეყანა იყო მოწვეული და მნიშვნელოვანია საქართველოს ჩართულობა ასეთ პლატფორმაზე
დაახლოებით 60 ქვეყანა იყო მოწვეული და მნიშვნელოვანია საქართველოს ჩართულობა ასეთ პლატფორმაზე, - განაცხადა აშშ-ში საქართველოს ელჩმა თამარ ტალიაშვილმა აშშ-ის მინისტერიალთან დაკავშირებით, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი მაკა ბოჭორიშვილი ესწრება.
16 ივლისი 2026, 20:35
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტ შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტ ხე სიაოცუენს შეხვდა.
16 ივლისი 2026, 20:33
სამართალი
ბრძოლა სიძულვილის ენის წინააღმდეგ - სასამართლოს გადაწყვეტილებით პატრიარქის, ასევე ორი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის საჯაროდ შეურაცხყოფისათვის მოქალაქეები დაჯარიმდნენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სასამართლოს გადაწყვეტილებით პატრიარქის, ასევე ორი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის საჯაროდ შეურაცხყოფისათვის მოქალაქეები დაჯარიმდნენ. დღეს კიდევ რამდენიმე პროცესი შედგა.
16 ივლისი 2026, 20:25
მსოფლიო
მარკო რუბიო პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების მინისტერიალზე: პოლიტიკურ ტერორიზმს მიმართავენ ისინი, ვინც ვერაფერს აშენებს, ვინც ვერ ქმნის და ვინც უუნაროა, მიაღწიოს დიდ მიზნებს
ვაშინგტონში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ უმასპინძლა შეერთებული შტატების მინისტერიალს პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების თემაზე.


