გიორგი ვაშაძე მოსკოვის გამზირისთვის სახელის გადარქმევის ინიციატივით გამოდის
ფოტო: ლიკა ქსოვრელი
"სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველოს" ინიციატივით, მოსკოვის გამზირს სახელი უნდა გადაერქვას სახელი და დაერქვას საქართველოს გამზირი. გიორგი ვაშაძის თქმით, ეს არ იქნება მხოლოდ სახელის ცვლილება.
"საქართველოს გამზირი გახდება თბილისის სავიზიტო ბარათი, რაც ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას,"- განაცხადა ვაშაძემ. ამ საკითხთან დაკავშირებით, ახალი საქართველოს წევრებმა მოსკოვის გამზირზე ხელმოწერების შეგროვება უკვე დაიწყეს.
ყველა სიახლე
03 ოქტომბერი 2026, 21:54
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ყოველწლიურად ასეულობით მილიონი იხარჯება თავდაცვის სისტემის გაძლიერებაში, მათ შორის შეიარაღებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით
ყოველწლიურად ასეულობით მილიონი იხარჯება თავდაცვის სისტემის გაძლიერებაში, მათ შორის შეიარაღებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თავდაცვაში დახარჯული თანხების კონკრეტიკა საიდუმლო ინფორმაციას განეკუთვნება.
03 ოქტომბერი 2026, 21:54
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ვეცდებით, მაქსიმალურად სწრაფად მოვაგვაროთ იალღუჯის პრობლემა, ბოლო შეხვედრა ამ თემაზე მქონდა ორი კვირის წინ, არის კონკრეტული პრობლემები, თუმცა გადაწყვეტის გზები არსებობს და ამაზე გავაგრძელებთ მუშაობას, რაც შეეხება სტუდქალაქს, უნივერსიტეტის განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ სტუდქალაქისთვის ადგილი იყოს სწორედ თბილისსა და რუსთავს შორის და არა რუსთავში
ვეცდებით, მაქსიმალურად სწრაფად მოვაგვაროთ იალღუჯის პრობლემა, ბოლო შეხვედრა ამ თემაზე მქონდა ორი კვირის წინ, არის კონკრეტული პრობლემები, თუმცა გადაწყვეტის გზები არსებობს და ამაზე გავაგრძელებთ მუშაობას, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. მთავრობის მეთაურის თქმით, უნივერსიტეტის განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ სტუდქალაქისთვის ადგილი იყოს სწორედ თბილისსა და რუსთავს შორის და არა რუსთავში.
03 ოქტომბერი 2026, 21:43
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: მთავარი, რაც იწვევს გახლეჩას ჩვენს საზოგადოებაში, არის უამრავი სიცრუე, რომელსაც ავრცელებს საქართველოში ე.წ. ოპოზიცია ბევრ თემასთან დაკავშირებით, მთავარია, ყველამ იმოქმედოს საკუთარი პასუხისმგებლობით, საზოგადოებას ელაპარაკოს სიმართლით და სცადოს არა სიძულვილის დათესვა, არამედ ისეთი ურთიერთობების წახალისება, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოების ერთიანობას
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავარია, ყველამ უნდა იმოქმედოს საკუთარი პასუხისმგებლობით, საზოგადოებას ელაპარაკოს სიმართლით და სცადოს არა სიძულვილის დათესვა, არამედ ისეთი ურთიერთობების წახალისება, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოების ერთიანობას.
03 ოქტომბერი 2026, 21:41
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, მეუღლესთან ერთად სოფიკო ჭიაურელის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოს - „სოფიკო 90“ დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, მეუღლესთან ერთად, ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დაესწრო საქართველოს სახალხო არტისტის, სოფიკო ჭიაურელის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოს - „სოფიკო 90“ .
03 ოქტომბერი 2026, 21:39
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე პატიმარ დავითაძის საქმეზე: არავინ არ შეიძლება იყოს იმის ღირსი, რაშიც ადანაშაულებდა ეს ადამიანი ხელისუფლებას, დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
არავინ არ შეიძლება იყოს იმის ღირსი, რაშიც ადანაშაულებდა ეს ადამიანი ხელისუფლებას დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პატიმრის ოჯახის წევრები ცდილობდნენ, ადამიანი, რომელმაც არაერთი ტყვია ესროლა პოლიციელს და დაჭრა გაემართლებინათ.
03 ოქტომბერი 2026, 21:31
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ნიკა გვარამიასა და მისი მხარდამჭერების მიმართ პოლიტიკური თანაგრძნობა მე ვერ მექნება, რადგან ეს ადამიანები შეგნებულად აზიანებენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, მათ მიმართ მე მართლა ნული პოლიტიკური თანაგრძნობა მაქვს
ნიკა გვარამიასა და მისი მხარდამჭერების მიმართ პოლიტიკური თანაგრძნობა მე ვერ მექნება, რადგან ეს ადამიანები შეგნებულად აზიანებენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ვინც დგას რუსთაველის გამზირზე და გვარამიას მიჰყვება, მათ მიმართ პოლიტიკური თანაგრძნობა ნულია.
03 ოქტომბერი 2026, 21:29
თემა
ტომ კრუზი ინიარიტუს ახალ ფილმს ვერ გადაარჩენს. არის თუ არა „დიგერი“ სრული კრახი?
მექსიკელი რეჟისორის, ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუს ფილმი Digger-ი (დიგერი) უკვე მსოფლიო კინოთეატრებში გადის. ეს რეჟისორის პირველი ინგლისურენოვანი ფილმია The Revenant-ის შემდეგ (ბარდო, რომელიც 2022 წელს გამოვიდა, ესპანურენოვანი იყო). ფილმში, რომელიც შავი კომედიის ჟანრშია წარმოდგენილი, მთავარ როლს ტომ კრუზი ასრულებს.
03 ოქტომბერი 2026, 21:21
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: მოქმედებდა რეჟიმი, რომელსაც მიაჩნდა, რომ დამნაშავე და არადამნაშავე, ყველა იყო ყველაფრის ღირსი, ჩვენთვის ადამიანი პატიმარია, მსჯავრდებულია, პროფესორია, თუ ნებისმიერი სხვა პროფესიის წარმომადგენელი, ყველას აქვს ერთნაირად ღირსება, ეს არის პრინციპული განსხვავება ჩვენს ხელისუფლებასა და იმდროინდელ რეჟიმს შორის
„რაც შეეხება ციხეებში არსებულ მდგომარეობას, კონკრეტული შემთხვევებიც იყო ჩამოთვლილი და როდესაც განცხადებები კეთდება კონკრეტულ შემთხვევებთან დაკავშირებით, უნდა არსებობდეს მტკიცებულება. როცა ვსაუბრობდი მე 2012 წლამდე რა ხდებოდა, იქ იყო უმარავი მტკიცებულება კონკრეტულ დანაშაულებთან დაკავშირებით, რასაც ჩადიოდნენ ციხეებში და ციხეებს გარეთ რეჟიმის წარმომადგენლები. როცა საუბრობთ კონკრეტულ შემთხვევებზე მტკიცებულებაც უნდა გქონდეთ რომ იქ ნამდვილად იყო ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების მიერ დანაშაული ჩადენილი. თქვენ ამის მტკიცებულება არა მგონია, რომ გქონდეთ, რადგან ასეთი მტკიცებულება არ არსებობს“.
03 ოქტომბერი 2026, 21:20
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით წელიწად-ნახევარი დასჭირდა სისტემის გადაწყობას იმისათვის, რომ ზედა დონეზე სრულად აღმოგვეფხვრა კორუფცია, თუმცა საბოლოო ჯამში პრინციპულად გარდავტეხეთ სიტუაცია, დაასახელონ თუნდაც ერთი კორუფციული ფაქტი ნებისმიერ მინისტრთან დაკავშირებით და ვპირდებით, მყისიერი რეაგირება გვექნება
დაახლოებით წელიწად-ნახევარი დასჭირდა სისტემის გადაწყობას იმისათვის, რომ ზედა დონეზე სრულად აღმოგვეფხვრა კორუფცია, თუმცა საბოლოო ჯამში პრინციპულად გარდავტეხეთ სიტუაცია, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, ქვედა დონეზე მუშაობა გასაგრძელებელია და ამაში საზოგადოების როლს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.
03 ოქტომბერი 2026, 21:15
პოლიტიკა
დიმიტრი სამხარაძე: ყველაზე ზუსტი და უტყუარი კვლევა არჩევნებია! საკრებულოს 3 მაჟორიტარულ ოლქში, გადამთიელების ინტერესების დამცველმა ოპოზიციამ ელექტორატის მობილიზება მოახდინა და რა? 0%-იანი შანსიც კი დაკარგეს, ხალხის რჩეული, “ქართული ოცნების” კანდიდატების წინააღმდეგ
ამ არჩევნებზე, სამივე ოლქში, უპრეცედენტოდ მაღალი იყო ამომრჩეველთა აქტივობა და განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო საარჩევნო პროცესში მოქალაქეების ჩართულობა, - წერს „ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე და არჩევნების პროცენტულ მაჩვენებელს აქვეყნებს, სადაც „ქართული ოცნების” კანდიდატებს დამაჯერებელი გამარჯვება აქვთ.
03 ოქტომბერი 2026, 21:10
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: 2022 წელს, როდესაც გაძლიერდა ზეწოლა ქვეყანასა და მის სუვერენიტეტზე, ჩვენ იძულების წინაშე დავდექით და პრინციპში, ამ იძულებამაც გამოიღო კარგი შედეგი, მოვახერხეთ ის, რასაც ვერ ვახერხებდით 2022 წლამდე - თვისებრივად განვამტკიცეთ სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი
2022 წლის შემდეგ ჩვენ იძულების წინაშე დავდექით და პრინციპში, ამ იძულებამაც გამოიღო კარგი შედეგი, ჩვენ მოვახერხეთ ის, რასაც ვერ ვახერხებდით 2022 წლამდე - თვისებრივად განვამტკიცეთ სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, 2022 წელს, როდესაც გაძლიერდა ზეწოლა ქვეყანასა და მის სუვერენიტეტზე, ხელისუფლება იძულების წინაშე დადგა და მოუწია გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა სუვერენიტეტის განსამტკიცებლად.
03 ოქტომბერი 2026, 21:07
პოლიტიკა
პრემიერი: იმედიც კი არ არსებობდა, ისეთი ავტორიტარული რეჟიმი იყო შექმნილი, ამ დროს გამოჩნდა პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც, პირველ რიგში გააჩინა იმედი უმძიმეს მდგომარეობაში და ეს იმედი აქცია რეალობად, როდესაც 2012 წლის 1 ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო არჩევნები. ამ არჩევნების მთავარი შედეგი იყო დემოკრატიული გარდატეხა, ხალხისთვის თავისუფლების და ღირსების დაბრუნება
უმძიმესი დანაშაული, ეს იყო 2008 წლის ომის დაწყება, რასაც მოჰყვა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის დაკარგვა, ე.წ. აღიარება, 30 ათასი ადამიანი დევნილობაში, დაიღუპნენ ადამიანები, 400-ზე მეტი, როგორც სამხედრო პოლიციელი, ისე სამოქალაქო პირი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ნული პროგრესი იყო ყველა მიმართულებით.
03 ოქტომბერი 2026, 21:05
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ქუჩაში ჩანდა სხვა სურათი - რომ საზოგადოების უმრავლესობა იყო მეორე მხარეს, თუმცა სოციოლოგიური კვლევები ადასტურებდა, რომ მოსახლეობის უმრავლესობა, 50 %-ზე მეტი „გამჭვირვალობის კანონს“ სწორად იაზრებდა და მხარს უჭერდა
ჩანდა სხვა სურათი - რომ საზოგადოების უმრავლესობა იყო მეორე მხარეს, თუმცა სოციოლოგიური კვლევები ადასტურებდა, რომ მოსახლეობის უმრავლესობა, 50 %-ზე მეტი „გამჭვირვალობის კანონს“ სწორად იაზრებდა და მხარს უჭერდა, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი” საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, შესაბამისად, პლებისციტის, ან რეფერენდუმის შემთხვევაში, ეს კანონი მიიღებდა საზოგადოების უმრავლესობის მხარდაჭერას.
03 ოქტომბერი 2026, 21:01
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: იყო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის არაერთი მცდელობა, იგივე „გამჭვირვალობის კანონთან“, ასევე სხვა საკითხებთან დაკავშირებით, საბოლოო ჯამში, საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა რომ არ დამდგარიყო მოწოდების სიმაღლეზე და ქვეყნის ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე, ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავძლევდით ამ პრობლემებს
2012 წელს, ვინც არ უნდა ყოფილიყო ლიდერი, რა პოლიტიკური ძალაც არ უნდა ყოფილიყო ოპოზიციური მოძრაობის სათავეში მაშინ, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა პირველი ოქტომბრის გამარჯვების მიღწევა და ეს გამარჯვება პირველ რიგში, იყო ქართველი ხალხის გამარჯვება, რომელიც გათავისუფლდა უმძიმესი სისტემისგან, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“.
03 ოქტომბერი 2026, 20:57
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ახალგაზრდებისთვის მთავრობის ეგიდით სხვადასხვა პროგრამა ხორციელდება, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია სტაჟირების პროგრამა, რომელშიც ათასობით კურსდამთავრებულია ჩართული და საკმაოდ კარგი შედეგებია - ბევრი სტაჟიორი დასაქმდა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში და ვაპირებთ, კიდევ უფრო მეტად გავაფართოოთ ეს სისტემა
ახალგაზრდებისთვის მთავრობის ეგიდით სხვადასხვა პროგრამა ხორციელდება, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია სტაჟირების პროგრამა, რომელშიც ათასობით კურსდამთავრებულია ჩართული და საკმაოდ კარგი შედეგებია, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი” საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. მთავრობის მეთაურის თქმით, ბევრი სტაჟიორია, რომელიც შემოვიდა სტაჟიორის სტატუსით, დასაქმდა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში და ვაპირებთ, კიდევ უფრო მეტად გავაფართოოთ ეს სისტემა.
03 ოქტომბერი 2026, 20:53
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: რეალურად, უამრავი სერიოზული პრობლემაა სკოლებში, ზოგადი განათლების სისტემაში და ძალიან ბევრია სამუშაო იმისათვის, რომ ის რეფორმა, რომელიც დაიგეგმა, სწორად გატარდეს, უამრავი რამეა გამოსასწორებელი
რეალურად არის უამრავი სერიოზული პრობლემა სკოლებში, ზოგადი განათლების სისტემაში და ძალიან ბევრია სამუშაო იმისათვის, რომ ის რეფორმა, რომელიც დაიგეგმა, სწორად გატარდეს. უამრავი რამეა გამოსასწორებელი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“.
03 ოქტომბერი 2026, 20:51
პოლიტიკა
პრემიერი: გაკადნიერდნენ და პიჯაკების საქმე უწოდეს სააკაშვილის კორუფციულ საქმეს, საუბარია უმძიმეს კორუფციულ ფაქტებზე, ბიუჯეტიდან საკუთარი შვილის სწავლას აფინანსებდა ქვეყნის მაშინდელი რეჟიმის ლიდერი, მაშინდელი დაახლოებით 8-მილიარდიანი ბიუჯეტიც კი არ იხარჯებოდა სოციალური პასუხისმგებლობით
იყო უმძიმესი კორუფცია და გაკადნიერდნენ და პიჯაკების საქმე უწოდეს სააკაშვილის კორუფციულ საქმეს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მაშინდელი 8-მილიარდიანი ბიუჯეტიც კი არ იხარჯებოდა სოციალური პასუხისმგებლობით.
03 ოქტომბერი 2026, 20:41
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ჭიათურა ძალიან კომპლექსური საკითხია და მარტო მიმდინარე წელს ათზე მეტი შეხვედრა მქონდა კონკრეტულად ჭიათურის თემებზე, მაღაროელების პრობლემებთან დაკავშირებით, პრობლემები რჩება და ამაზე ზრუნვა მომავალშიც უნდა გაგრძელდეს
ჭიათურა ძალიან კომპლექსური საკითხია და მარტო მიმდინარე წელს ათზე მეტი შეხვედრა მქონდა კონკრეტულად ჭიათურის თემებთან დაკავშირებით, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი” საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პრობლემები რჩება და ამაზე ზრუნვა მომავალშიც უნდა გაგრძელდეს.
03 ოქტომბერი 2026, 20:32
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ბიზნესის რეკეტს ჰქონდა არა მარტო სისტემური, არამედ ტოტალური ხასიათი, არ არსებობდა ბიზნესის თავისუფლება, რაც ეკონომიკურ განვითარებასაც მძიმე კვალს აჩნევდა, სასამართლო და პროკურატურა ჩვეულებრივად სისხლიანი რეჟიმის ინსტრუმენტად იყო ქცეული
„მე ერთხელ მაშინ მომიწია სუფრასთან ყოფნა, სადაც დაახლოებით 10-15 ბიზნესმენი იყო და უკლებლივ ყველა ბიზნესმენს ჰქონდა რეკეტის საკუთარი ისტორია. როგორ მიიყვანეს მოდულის შენობაში, ტანსაცმელი გაახდევინეს, შეურაცხყოფა მიაყენეს, მერე მიუწერეს ფურცელზე თანხა, რომელიც უნდა მიეტანა. ათასი ისტორია არსებობს და ამ ისტორიებსაც შეგვიძლია ჩავყვეთ. ბიზნესის რეკეტი იყო ჩვეულებრივი ყოველდღიური მოვლენა. არ არსებობდა ბიზნესის თავისუფლება, რაც ეკონომიკურ განვითარებასაც მძიმე კვალს აჩნევდა.
03 ოქტომბერი 2026, 20:31
პოლიტიკა
პრემიერი: 2012 წლამდე ეკონომიკური კუთხით იყო უმძიმესი მდგომარეობა, მაშინდელი ეკონომიკა იყო დაახლოებით 4-ჯერ ნაკლები დღევანდელზე, უმუშევრობა დაახლოებით 2-ჯერ მეტი, სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა 1 120 000-ზე მეტი ადამიანი, ბიზნესის რეკეტს ამართლებდნენ ეკონომიკური ინტერესებით, წარმოიგინეთ რა დონის ფარსთან გვქონდა საქმე
ეკონომიკური კუთხით იყო ასევე უმძიმესი მდგომარეობა, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი” საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. მთავრობის მეთაურის თქმით, მაშინდელი ეკონომიკა იყო 28 მლრდ ლარი, დაახლოებით 4-ჯერ ნაკლები დღევანდელზე.


