11 მარტი 2022, 12:09 / სანდო წყარო

ევროკავშირის ლიდერების ერთობლივი განცხადება: საბჭომ თხოვნით მიმართა ევროკომისიას მოლდოვის რესპუბლიკისა და საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადების შესახებ წარადგინოს საკუთარი მოსაზრება

ევროკავშირის საბჭომ თხოვნით მიმართა ევროკომისიას მოლდოვის რესპუბლიკისა და საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადების შესახებ წარადგინოს საკუთარი მოსაზრება, - ამის შესახებ ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც უკრაინაზე რუსეთის სამხედრო აგრესიის შესახებ ვერსალში სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურების შეხვედრის შემდეგ გავრცელდა.

ხუთპუნქტიან განცხადებაში ევროკავშირის ლიდერები აღიარებენ უკრაინის ევროპულ მისწრაფებებს და გმობენ რუსეთის სამხედრო აგრესიას.

„1. ორი კვირის წინ რუსეთმა ომი დააბრუნა ევროპაში. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი სამხედრო აგრესია უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს, გაეროს წესდების პრინციპებს და ძირს უთხრის ევროპულ და გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. ეს ენით აუწერელ ტანჯვას აყენებს უკრაინის მოსახლეობას. რუსეთსა და მის თანამზრახველ ბელარუსს სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ამ აგრესიულ ომზე და პასუხისმგებელი პირები ანგარიშვალდებულნი იქნებიან ჩადენილი დანაშაულებისთვის, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის და სამოქალაქო ობიექტების განურჩევლობისა და მიზანში ამოღებისთვის. ამ მხრივ მივესალმებით საერთაშორისო სისხლის სამართლის პროკურორის გადაწყვეტილებას გამოძიების დაწყების შესახებ. ჩვენ ვითხოვთ უკრაინის ატომური ობიექტების უსაფრთხოებისა და უვნებლობის დაუყოვნებლივ უზრუნველყოფას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დახმარებით. ჩვენ მოვითხოვთ, რომ რუსეთმა შეწყვიტოს სამხედრო ქმედება და დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს ყველა ძალა და სამხედრო ტექნიკა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან და სრული პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
2. ჩვენ ვაქებთ უკრაინელ ხალხს თავიანთი ქვეყნის, თავისუფლებისა და დემოკრატიის, ჩვენი საერთო ღირებულებების დაცვისას გამოვლენილი მამაცობისთვის. ჩვენ მათ მარტო არ დავტოვებთ. ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები გააგრძელებენ კოორდინირებულ პოლიტიკურ, ფინანსურ, მატერიალურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას. ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ დემოკრატიული უკრაინის აღდგენას, როგორც კი რუსეთის შემოტევა შეწყდება. ჩვენ მზად ვართ, კიდევ უფრო გავზარდოთ ჩვენი ზეწოლა რუსეთსა და ბელარუსზე. ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი სანქციები მათ წინააღმდეგ და მზად ვართ, სწრაფად ვიმოქმედოთ შემდგომი სანქციების დაწესების მიმართულებით.
3. უკრაინის ომს უთვალავი ადამიანი გაურბის. უკრაინის ომის ყველა ლტოლვილს დროებით დაცვას ვთავაზობთ. ჩვენ ევროპულ ქვეყნებს - განსაკუთრებით უკრაინის მოსაზღვრე სახელმწიფოებს - ვუწონებთ საქციელს, რომლის ფარგლებშიც უდიდესი სოლიდარობა გამოავლინეს ომის უკრაინელი ლტოლვილების მიღებით. ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები გააგრძელებენ სოლიდარობის გამოხატვას და ჰუმანიტარულ, სამედიცინო და ფინანსურ დახმარებას გამოუყოფენ ყველა ლტოლვილსა და მათ მასპინძელ ქვეყნებს. ჩვენ ვითხოვთ, თანხები დაგვიანების გარეშე გახდეს ხელმისაწვდომი „ევროპაში ლტოლვილების ერთობის აქტის“ შემოთავაზებულ ფორმატში და „ევროკავშირის რეაგირების“ მექანიზმის ფარგლებში. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, სრულად შეასრულოს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ვალდებულებები. მან უნდა უზრუნველყოს უკრაინაში მსხვერპლთა და იძულებით გადაადგილებულ პირებთან უსაფრთხო და შეუფერხებელი ჰუმანიტარული წვდომა და უსაფრთხოდ გაატაროს ის მშვიდობიანი მოსახლეობა, ვისაც წასვლა სურს.
4. ევროპულმა საბჭომ აღიარა უკრაინის ევროპული მისწრაფებები და ევროპული არჩევანი, ისე, როგორც გაცხადებულია ასოცირების შეთანხმებაში. 2022 წლის 28 თებერვალს სუვერენული ბედის არჩევის უფლებით სარგებლობისას, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადი შემოიტანა ევროკავშირის წევრობაზე. ევროკავშირის საბჭომ სწრაფად იმოქმედა და ევროკომისიას თხოვნით მიმართა, ევროკავშირის სადამფუძნებლო შეთანხმების შესაბამისი დათქმების თანახმად, ამ განცხადებასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრების წარმოდგენის შესახებ. ხსენებულის მოლოდინში და დაყოვნების გარეშე, ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს კავშირებს და გავაღრმავებთ პარტნიორობას უკრაინასთან, რათა მხარი დავუჭიროთ მას ევროპული კურსის გატარებაში. უკრაინა ჩვენს ევროპულ ოჯახს ეკუთვნის.
5. ევროკავშირის საბჭომ თხოვნით მიმართა ევროკომისიას მოლდოვის რესპუბლიკისა და საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადების შესახებ საკუთარი მოსაზრების წარმოდგენის შესახებ”, - აღნიშნულია ევროკავშირის ლიდერების ერთობლივ განცხადებაში.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

04 ივნისი 2026, 02:13

მსოფლიო

ტრამპი: ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი კვლავ ძალაშია და ირანთან მოლაპარაკებები ძალიან კარგად მიმდინარეობს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რეგიონში განხორციელებული ბოლო დარტყმების მიუხედავად, აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ძალაში რჩება, და დასძინა, რომ მოლაპარაკებებმა „ძალიან კარგად“ ჩაიარა.

04 ივნისი 2026, 01:39

მსოფლიო

წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა პრეზიდენტ ტრამპისთვის იმ უფლებამოსილების შეზღუდვას, რომელიც მას ირანის წინააღმდეგ ომის კონგრესის თანხმობის გარეშე გაგრძელების საშუალებას აძლევდა

„რესპუბლიკელების“ მიერ კონტროლირებადმა წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა პრეზიდენტ ტრამპისთვის იმ უფლებამოსილების შეზღუდვას, რომელიც მას ირანის წინააღმდეგ ომის კონგრესის თანხმობის გარეშე გაგრძელების საშუალებას აძლევდა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.

04 ივნისი 2026, 01:16

მსოფლიო

Reuters: ათასობით ალბანელი გამოვიდა ტირანის ქუჩებში იმ სამშენებლო პროექტის გასაპროტესტებლად, რომელიც დონალდ ტრამპის სიძესთან, ჯარედ კუშნერთან დაკავშირებული კომპანიის მიერ იგეგმება

სამშაბათს საღამოს ათასობით ალბანელი გამოვიდა ტირანის ქუჩებში იმ სამშენებლო პროექტის გასაპროტესტებლად, რომელიც დონალდ ტრამპის სიძესთან, ჯარედ კუშნერთან დაკავშირებული კომპანიის მიერ იგეგმება ადრიატიკის ზღვის სანაპიროს ეკოლოგიურად მნიშვნელოვან ნაწილში. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

პასკალ ლოტასი

04 ივნისი 2026, 00:51

პოლიტიკა

პასკალ ლოტასი: საქართველოს სჭირდება ფოკუსირება იმაზე, თუ რა არის კარგი საქართველოსთვის. სხვები იტყვიან, რომ ეს ეგოისტურია, მაგრამ ახლა დრო არის გონივრული სუვერენიტეტის, რომ მოხდეს დეესკალაცია და თქვენი ქვეყანა უსაფრთხოდ იყოს

საქართველოს სჭირდება ფოკუსირება იმაზე, თუ რა არის კარგი საქართველოსთვის. სხვები იტყვიან, რომ ეს ეგოისტურია, მაგრამ ახლა დრო არის გონივრული სუვერენიტეტის, რომ მოხდეს დეესკალაცია და თქვენი ქვეყანა უსაფრთხოდ იყოს, -

პეტერ მადიარი

04 ივნისი 2026, 00:40

მსოფლიო

მადიარი: უნგრეთი კვლავ ეწინააღმდეგება ევროკავშირში დაჩქარებულ გაწევრიანებას - თუ უკრაინა მომდევნო 10-15 წლის განმავლობაში წარმატებით დახურავს გაწევრიანების 33-ვე თავს, უნგრეთი მხარს დაუჭერს უკრაინის გაწევრიანებას იურიდიულად სავალდებულო რეფერენდუმის საფუძველზე

სულ რაღაც სამ კვირაში ჩვენ მივაღწიეთ იმას, რაც ვიქტორ ორბანმა და მისმა მთავრობამ ათი წლის განმავლობაში ვერ შეძლეს - ჩვენ მივაღწიეთ ყოვლისმომცველ შეთანხმებას უკრაინასთან უნგრული უმცირესობის 100 000-ზე მეტი წევრის ენობრივი, საგანმანათლებლო, კულტურული და პოლიტიკური უფლებების გაფართოების შესახებ, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა.

პასკალ ლოტასი

04 ივნისი 2026, 00:25

პოლიტიკა

პასკალ ლოტასი: ბრიუსელში უზარმაზარი ბანერი კიდია, რომელსაც აწერია - დემოკრატია. ამავე დროს, ის ადამიანები, რომლებმაც ჩამოკიდეს ეს ბანერი, თრგუნავენ არჩევნებს რუმინეთში, მხარს უჭერენ საქართველოში ანტისამთავრობო პროტესტებს

ვხედავთ, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს არ სურს, რომ მეორე ფრონტი გახდნენ რუსეთის წინააღმდეგ და ნატოს ალიანსი ცდილობს, საქართველოს მოტივაციას, რომ დაივხედავთ, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს არ სურს, რომ მეორე ფრონტი გახდნენ რუსეთის წინააღმდეგ და ნატოს ალიანსი ცდილობს, საქართველოს მოტივაციას, რომ დაიკავოს მეტად ანტირუსული პოზიციები, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ კიოტოს უნივერსიტეტის პროფესორმა პასკალ ლოტასმა.

04 ივნისი 2026, 00:02

პოლიტიკა

გლენ დისენი: საქართველომ ძალიან დიდი დარტყმა მიიღო 2008 წელს, ახლა ხედავთ რა ხდება უკრაინაში - საქართველომ სწორი ნაბიჯები გადადგა

საქართველომ ძალიან დიდი დარტყმა მიიღო 2008 წელს, ახლა ხედავთ რა ხდება უკრაინაში, საქართველომ სწორი ნაბიჯები გადადგა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ სამხრეთ ნორვეგიის უნივერსიტეტის პროფესორმა გლენ დისენმა.

03 ივნისი 2026, 23:54

პოლიტიკა

პასკალ ლოტასი: გერმანელები ამბობენ, რომ 2030 წლისთვის რუსეთთან ომისთვის მზად ვიქნებითო. ეს სიგიჟეა, გვჭირდება დიპლომატია, რომ მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია და ვხედავთ, რომ პირიქით ხდება

გერმანელები ამბობენ, რომ 2030 წლისთვის რუსეთთან ომისთვის მზად ვიქნებითო, ეს სიგიჟეა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ კიოტოს უნივერსიტეტის პროფესორმა პასკალ ლოტასმა.

გიორგი ვოლსკი

03 ივნისი 2026, 23:41

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე გამოვიდა და თქვა, უკრაინა არის ლაბორატორიაო. ამაზე მეტი რაღა უნდა თქვან კიდევ, რომ დავინახოთ, ჩვენ რაც არ უნდა ცუდი ბალანსი გვქონდეს მხარდამჭერებსა და შემომტევებს შორის, ერთადერთი სწორი გზა ავირჩიეთ

ერთადერთი გზა, რაც უნდა გააკეთო, არის ის, რომ ჩვენი ხალხი დაიცვა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.

გიორგი ვოლსკი

03 ივნისი 2026, 23:37

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: აქვს თუ არა საფუძველი, მაგალითად ჯო უილსონს, რომ დაგვაბრალოს ტერორისტული აქტივობები? - არა. იმავენაირად არ აქვს უფლება ევროკავშირის ნებისმიერ სტრუქტურას, რომ საქართველოს ხელისუფლებას არაევროპული და პრორუსული უწოდოს

აქვს თუ არა საფუძველი მაგალითად ჯო უილსონს, რომ დაგვაბრალოს ტერორისტული აქტივობები? - არა. იმავენაირად არ აქვს უფლება ევროკავშირის ნებისმიერ სტრუქტურას, რომ საქართველოს არაევროპული და პრორუსული ხელისუფლება უწოდოს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ.

მარკო რუბიო

03 ივნისი 2026, 23:36

მსოფლიო

რუბიო: ჩვენ უნდა გვქონდეს ურთიერთობები და საუბარი რუსეთთან, ეს უბრალოდ აუცილებელია, მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა ის, რასაც ისინი აკეთებენ - ვფიქრობ, ჩვენი ურთიერთობა მათთან უფრო მეგობრული და მარტივი გასაგრძელებელი იქნება მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დასრულდება

სულ მცირე, ჩვენ უნდა გვქონდეს ურთიერთობები და საუბარი რუსეთთან - ეს უბრალოდ აუცილებელია, მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა ის, რასაც ისინი აკეთებენ, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიო კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

გიორგი ვოლსკი

03 ივნისი 2026, 23:22

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი რუბიოს განცხადებაზე: სპეკულაციები ამ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ოპოზიციის მხრიდან ვხედავთ, უადგილოა და ყოველგვარ სერიოზულობას არის მოკლებული. რეალობაში თქვა, რომ ტრაექტორია შესაცვლელია ორმხრივ ურთიერთობაში და ამით ყველაფერია ნათქვამი

სპეკულაციები ამ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ოპოზიციის მხრიდან ვხედავთ, უადგილოა და ყოველგვარ სერიოზულობას არის მოკლებული, - ასე გამოეხმაურა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი აშშ-ის სახელმწიფო მდივან, მარკო რუბიოს განცხადებასთან დაკავშირებით რადიკალების სპეკულაციებს.

მარკო რუბიო

03 ივნისი 2026, 23:17

მსოფლიო

„ჯერჯერობით“ - მარკო რუბიოს პასუხი კონგრესმენის კითხვაზე, იცის თუ არა, რომ გრენლანდია დანიის ნაწილია

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ დანიასა და გრენლანდიასთან მოლაპარაკებები კუნძულის „კოლექტიური თავდაცვის“ მიზნებისთვის გამოყენების შესახებ „სწორი მიმართულებით მიდის“.

03 ივნისი 2026, 23:08

მსოფლიო

Deutsche Welle: გერმანიამ ისტორიაში პირველად ვერ მოახერხა გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრის ადგილის დაკავება

გერმანიამ ისტორიაში პირველად ვერ მოახერხა გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრის ადგილის დაკავება. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.

03 ივნისი 2026, 21:51

რეგიონი

ზურაბ პატარაძე: დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ქობულეთში დავიწყოთ მასშტაბური, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა. მსგავსი მასშტაბის ინვესტიცია ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებს, ეკონომიკურ აქტივობასა და დამატებით შესაძლებლობებს ქობულეთისა და მთლიანად რეგიონისთვის

„დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ქობულეთში დავიწყოთ მასშტაბური, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა. როდესაც ინვესტიციებზე ვსაუბრობთ, ეკონომიკის დივერსიფიკაცია ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად რჩება. აღნიშნულ პროექტს ჩვენი რეგიონისა და ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მსგავსი მასშტაბის ინვესტიცია ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებს, ეკონომიკურ აქტივობასა და დამატებით შესაძლებლობებს ქობულეთისა და მთლიანად რეგიონისთვის. სასიხარულოა, რომ აჭარა სულ უფრო მეტად ხდება საერთაშორისო ინვესტორების ინტერესის ცენტრი და მზად ვართ თითოეულ მათგანთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის“ - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

მარკო რუბიო

03 ივნისი 2026, 21:48

მსოფლიო

რუბიო აცხადებს, რომ ირანთან ომი დასრულებულია და აშშ-მა გამარჯვებას მიაღწია

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ოთხშაბათს კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მტკიცება იმის შესახებ, რომ ირანთან ომი „დასრულებულია“ და განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა „გამარჯვებას“ მიაღწია.

03 ივნისი 2026, 21:45

პოლიტიკა

აჰმედ ჰუსენი: კიდევ ერთხელ ვადასტურებთ კანადის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ასევე გიდასტურებთ მხარდაჭერას საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან დაკავშირებით, რომლებიც ეფუძნება საერთო ღირებულებებს, ისტორიას, კულტურას და დემოკრატიისადმი ხანგრძლივ ტრადიციულ ერთგულებას

დიდი პატივი და სიხარული იყო ჩემთვის, რომ შევუერთდი ძალისხმევას იმ მიმართულებით, რათა მეტი კანადელი პარლამენტარი ჩართულიყო საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფში, რომელიც საქართველოსა და კანადის ურთიერთობების გაღრმავებას ისახავს მიზნად, - განაცხადა კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარე აჰმედ ჰუსენმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე.

ნიკოლოზ სამხარაძე

03 ივნისი 2026, 21:27

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სურვილია ევროკავშირში გავწევრიანდეთ, ევროკავშირში გვინდა გაწევრიანება როგორც ერთიან, ძლიერ საქართველოს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით

ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, თვითმყოფადი ერი. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს დამოუკიდებელი სვლის პოლიტიკა არჩეული, - განუცხადა „ქრონიკას“ საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ.

03 ივნისი 2026, 21:17

საზოგადოება

გიორგი ტყემალაძე „თბილისის ურბანული ტყის“ პროექტზე: ეს არის თბილისის ფილტვები და უნიკალური პროექტი, რომლის სიკეთეს მომავალი თაობები შეიგრძნობენ, რისთვისაც მადლობას ვუხდით ფონდ „ქართუს“

„თბილისის ურბანული ტყის“ პროექტი, რომელიც 700 ჰექტრამდე ფართობზე აღდგენილ გამწვანებულ რეკრეაციულ სივრცეს მოიცავს, დასკვნით ეტაპზეა.

მარკო რუბიო

03 ივნისი 2026, 21:02

მსოფლიო

მარკო რუბიო: ჩვენ კვლავ ნატოში ვართ, თუმცა ნატო მნიშვნელოვან ცვლილებებს საჭიროებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის რეფორმირების აუცილებლობაზე ისაუბრა.