„ქართული ოცნება“: პრეზიდენტმა შემოგვთავაზა მთელი რიგი ახალი თამაშის წესები - აშკარაა, რომ მისი სურვილია კონსტიტუციის მიღმა იმოქმედოს
ფოტო: ქართული ოცნება
კონსტიტუციის პატივისცემა და მის შესაბამისად მოქმედება ყველა კონსტიტუციური ორგანოს უპირველესი ვალია. განსაკუთრებით ეს ეხება საქართველოს პრეზიდენტს, რომელსაც კონსტიტუციის დაცვის ვალდებულებას თავად კონსტიტუცია პირდაპირი ტექსტით აკისრებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამწუხაროდ, ამ თვალსაზრისით, აშკარად იკვეთება უარყოფითი ტენდენცია და ჩვენი ვალია, ამ ტენდენციაზე იმთავითვე მოვახდინოთ პოლიტიკური რეაგირება, რათა მან კონსტიტუციური სისტემის ფუნქციონირებას რაიმე ჭარბი სირთულე არ შეუქმნას.
„ვიდრე დეტალებზე ვისაუბრებთ, პირველ რიგში, საქართველოს პრეზიდენტს გვინდა მოვუწოდოთ, გაეცნოს საქართველოს კონსტიტუციას და განსაკუთრებით, სამი მთავარი კონსტიტუციური ორგანოს - პარლამენტის, მთავრობისა და პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებს.
გუშინდელ გამოსვლაში საქართველოს პრეზიდენტმა შემოგვთავაზა მთელი რიგი ახალი თამაშის წესები, რომლებიც სახელმწიფო სისტემის ფუნქციონირებას უკავშირდება. აშკარაა, რომ მისი სურვილია კონსტიტუციის მიღმა იმოქმედოს. თუმცა, პრეზიდენტს გვინდა შევახსენოთ, რომ სახელმწიფო სისტემის თამაშის წესებს არა პრეზიდენტი, არამედ კონსტიტუცია განსაზღვრავს, ხოლო პრეზიდენტს კონსტიტუციის გადაწერის შესაძლებლობას ვერავინ მისცემს.
როგორც ცნობილია, საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქცია საგარეო პოლიტიკის განხორციელების ექსკლუზიურ უფლებამოსილებას საქართველოს მთავრობას ანიჭებს. საპარლამენტო რესპუბლიკის პრინციპების შესაბამისად, საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში ჩართვა საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, საქართველოს მთავრობის საგანგებო თანხმობით შეუძლია. აქვე დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პრეზიდენტს არ ექვემდებარება საგარეო პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებული არცერთი სახელმწიფო უწყება, რაც მის მიერ ამ უფლებამოსილების განხორციელებაში ეფექტიან ჩართვას შეუძლებელსაც კი ხდის. როგორც უკვე აღინიშნა, ეს თავისებურებები საპარლამენტო რესპუბლიკის პრინციპებიდან გამომდინარეობს.
სწორედ საგარეო პოლიტიკის განხორციელების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია ელჩებისა და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების დანიშვნა. შესაბამისი აქტი პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით გამოიცემა, ამგვარ აქტზე კი, კონსტიტუციის თანახმად, პოლიტიკური პასუხისმგებლობა მხოლოდ მთავრობას ეკისრება. ეს ნიშნავს, რომ ელჩის განწესების მატერიალურ უფლებამოსილებას კონსტიტუცია მთავრობას ანიჭებს, პრეზიდენტს კი ამ სფეროში მხოლოდ სამართლებრივი და ცერემონიული უფლებამოსილება აქვს მინიჭებული. ამასთან, თანახელმოწერის დათქმაც რომ არ იყოს დადგენილი, ყველა საპარლამენტო რესპუბლიკაში ელჩის დანიშვნის უფლებამოსილება სწორედ ამ სახით განიმარტება - პრეზიდენტი ელჩებს ფორმალურად ნიშნავს, მათ შერჩევაზე კი, პოლიტიკურ-პრაქტიკული თვალსაზრისით, მთავრობაა პასუხისმგებელი. გასული ერთი წლის განმავლობაში, იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტმა მთავრობის მიერ წარდგენილი ელჩის თუ დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნაზე უარი განაცხადა, რაც საქართველოს კონსტიტუციას უხეშად ეწინააღმდეგება. გასული თვეების განმავლობაში შედგა არაერთი შეხვედრა მთავრობის წარმომადგენლებსა და პრეზიდენტს შორის, სადაც პრეზიდენტს არაერთგზის ნათლად განემარტა საქართველოს კონსტიტუციის შინაარსი, თუმცა, სამწუხაროდ, უშედეგოდ. ამ პირობებში, საქართველოს მთავრობა იძულებული ხდება, უახლოეს მომავალში მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციების შესახებ დავის პროცედურის ფარგლებში და საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება მოითხოვოს.
საგარეო პოლიტიკის განხორციელების სფეროში საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური უფლებამოსილების შესაბამისად, საერთაშორისო მოლაპარაკებების წარმოებისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების კუთხითაც, საქართველოს კონსტიტუცია პრიორიტეტს მთავრობას ანიჭებს. კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ მთავრობის თანხმობის შემთხვევაში შეუძლია საერთაშორისო მოლაპარაკებების წარმოება და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების განხორციელება. ამ კონსტიტუციური დათქმის დარღვევით, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საქართველოს პრეზიდენტმა, როგორც ეს მან გუშინდელ სხდომაზე თავადაც აღიარა, განახორციელა რამდენიმე ვიზიტი სხვადასხვა ქვეყანაში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული ვიზიტები პრეზიდენტმა მთავრობასთან ყოველგვარი წინასწარი კონსულტაციის გარეშე დაგეგმა და მთავრობას ვიზიტების შესახებ მხოლოდ ამის შემდეგ აცნობა, რაც ადასტურებს, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია წინასწარი განზრახვით დაარღვია.
ჩვენ გავუფრთხილდით პრეზიდენტის ინსტიტუტს და ეს ფაქტი არ გავასაჯაროეთ, თუმცა, ახლა, როდესაც პრეზიდენტმა ის თავად გაასაჯაროა, მასზე პოლიტიკური რეაგირება აუცილებლად მიგვაჩნია. საინტერესოა, რომ გუშინდელ გამოსვლაში პრეზიდენტს მისი ევროპული ვიზიტების შესახებ ერთი სიტყვაც არ უთქვამს, როცა 5 მარტს საგანგებო სხდომის მოწვევას სწორედ ვიზიტის შესახებ სასწრაფო მოხსენების წარდგენის აუცილებლობით ხსნიდა. ეს ფაქტი იმასაც ცხადყოფს, რომ პრეზიდენტი ევროპიდან რაიმე ხელშესახები შედეგის გარეშე დაბრუნდა.
სრულიად გაუგებარი იყო პრეზიდენტის გუშინდელი განცხადებები სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭოს შესახებ. უსაფრთხოების საბჭო არის პრემიერ-მინისტრის სათათბირო სამთავრობო ორგანო, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ უსაფრთხოების სახელმწიფო პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელებისთვის იქმნება. ამ სამთავრობო ორგანოში არასამთავრობო სუბიექტების, პრეზიდენტისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეყვანა სისტემის ლოგიკასა და ორგანოს არსს პირდაპირ ეწინააღმდეგება. ამ შემთხვევაშიც, აშკარაა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ან საქართველოს კონსტიტუციას ვერ კითხულობს და დღემდე მის არსში ვერ გაერკვა, ან ის ამ შემთხვევაშიც კონსტიტუციის თავისებურად გადაწერას ცდილობს. მთავარსარდლის სტატუსზე მითითებაც იმ პირობებში, როდესაც საპარლამენტო რესპუბლიკაში ეს სტატუსი მხოლოდ ცერემონიული დატვირთვის მატარებელია, იმაზე მეტყველებს, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციას სწორად ვერ ან არ კითხულობს. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს საპარლამენტო რესპუბლიკაში უსაფრთხოების პოლიტიკის განხორციელებაზე პასუხისმგებელი მთავარი ორგანო საქართველოს მთავრობაა. მთავრობის სხდომებთან ერთად, პრემიერ-მინისტრთან რეგულარულად იმართება ოპერატიული თათბირები უსაფრთხოების საკითხების განსახილველად. სწორედ ერთ-ერთ ასეთ თათბირზე იქნა მოწვეული პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, რომელსაც მიეცა განმარტებები პრეზიდენტის ვიზიტის მიზანშეუწონლობის შესახებ, რაც პრეზიდენტმა არ გაითვალისწინა.
უკანასკნელ პერიოდში, პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციისა და კანონმდებლობის დარღვევის ორი უხეში პრეცედენტი დაფიქსირდა პარლამენტის მიმართაც. კერძოდ, თავდაპირველად, პრეზიდენტმა პარლამენტში მისი მისვლის თარიღი პარლამენტთან შეთანხმების გარეშე გამოაცხადა, ხოლო, მოგვიანებით, პარლამენტთან შეთანხმების გარეშე სხდომათა დარბაზის მთავარ სივრცეში შეიყვანა უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, რისი უფლებაც, კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს. როგორც ჩანს, პრეზიდენტი კარგად ხვდებოდა უხერხულობას, რომელსაც უკრაინის ხელისუფლების მიერ ელჩის გაწვევის პირობებში, ამგვარი აქტი უკავშირდებოდა და პარლამენტის თავმჯდომარეს საკუთარი განზრახვა ამ მიზეზით დაუმალა. უკრაინელი ხალხის მიმართ პატივისცემისა და სოლიდარობის გათვალისწინებით, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ელჩის მოვალეობის შემსრულებლისთვის პრეზიდენტის მიერ შექმნილი უხერხულობა აგვერიდებინა და პარლამენტის სხდომაზე მის მიმართ პატივისცემა და მხარდაჭერა სათანადოდ გამოვხატეთ.
გუშინ ჩვენ ასევე მოვისმინეთ საქართველოს პრეზიდენტის რამდენიმე გაუგებარი განცხადება მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. მათ შორის ერთ-ერთი „გამორჩეული“ იყო შემდეგი ფრაზა - „ხელისუფლება სცოდავს, როცა ვერ ბედავს გამოხატოს ის, რასაც ჩვენი ისტორია და ღირსება გვკარნახობს“. ამასთან, ამგვარი შეურაცხმყოფელი ფრაზის მიღმა, მას არ დაუკონკრეტებია, თუ რას გულისხმობს ხელისუფლების გაუბედავ და უღირს მოქმედებაში. შეგახსენებთ, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ მკაფიო პოზიცია გამოხატა ყველა საერთაშორისო ფორუმზე, ყველა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისას, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასა და რუსული აგრესიის მიმართ რეაგირებას უკავშირდებოდა - იქნებოდა ეს ევროსაბჭოში რუსეთისთვის წევრის სტატუსის შეჩერება, გაეროს რეზოლუციის თანასპონსორობა, ჰააგაში შეტანილი საჩივრის თანაავტორობა თუ სხვა. თუ პრეზიდენტი გულისხმობს იმას, რომ საქართველო სანქციებს უნდა მიერთებოდა და ომში უნდა ჩართულიყო, კეთილი ინებოს, თავად გამოიჩინოს გამბედაობა და ეს ღიად თქვას. იმედი გვაქვს, ის არ იმეორებს რადიკალური ოპოზიციის ტაქტიკას, რომელიც სანქციებსა და ომზე ღიად ვერ საუბრობს, თუმცა, ყველა პროვოკაციით ცდილობს, ხელისუფლებას სწორედ აქეთკენ უბიძგოს.
არანაკლებ გაუგებარი იყო პრეზიდენტის განცხადება ევროინტეგრაციის მინისტრად ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ. პირველ რიგში, პრეზიდენტს უნდა ესმოდეს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი როგორც კი ხდება მინისტრი, პოლიტიკის ელემენტარული კანონების თანახმად, ის აღარ არის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და ხდება მმართველი კოალიციის წარმომადგენელი. საზოგადოების ყურადღებას აღარ შევაჩერებთ იმაზე, თუ როგორია ეს ოპოზიცია, რომელზეც პრეზიდენტი საუბრობს. გაუგებარია, როგორ ასაბუთებს პრეზიდენტი ევროინტეგრაციის მინისტრის პოსტზე ოპოზიციონერის დანიშვნის მიზანშეწონილობას, როცა გუშინ თავადვე აღნიშნა დიდი ხნის წინ ცნობილი ფაქტი, რომ ოპოზიცია „დადის და (სახელმწიფოს) ძირს უთხრის“. რა სარგებელი უნდა ჰქონდეს ძირგამომთხრელის დანიშვნას ევროინტეგრაციის მინისტრად, საზოგადოებას თავადაც შეუძლია განსაჯოს. გარდა ამისა, პრეზიდენტის ეს განცხადება აშკარად ემსახურებოდა საზოგადოებაში ჭარბი მოლოდინის გაჩენას ევროინტეგრაციის ტემპებთან დაკავშირებით. ევროპელი პოლიტიკოსების - ბორელის, მაკრონის, შოლცის და სხვების სიტყვები ცხადყოფს, რომ ევროკავშირის წევრობამდე საქართველოს, ისევე, როგორც უკრაინასა და მოლდოვას, სამწუხაროდ, არცთუ მოკლე გზა აქვს გასავლელი. გასატარებელია არაერთი რეფორმა, რასაც არაერთი წელი დასჭირდება. ამ თვალსაზრისით, ხელისუფლებას დღემდე ძალისხმევა არ დაუკლია და არც მომავალში დააკლებს. ამ პირობებში, გაუგებარია, რა საჭიროა ღია კარის მტვრევა, რაც რადიკალური ოპოზიციის ცნობილი ხელწერაა. როგორც გავარკვიეთ, ევროინტეგრაციის მინისტრად ოპოზიციონერის დანიშვნა იყო პრეზიდენტის გუშინდელი გამოსვლის ძირითადი სათქმელი, რაც, თავისთავად, მრავლისმთქმელია.
საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედებები და საფუძველს მოკლებული განცხადებები განსაკუთრებული საფრთხის შემცველია იმ დროს, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში, მსოფლიო და საქართველო უსაფრთხოების განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დგას.
დასასრულს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, ყურადღებით გაეცნოს საქართველოს კონსტიტუციას და კარგად გაიაზროს საპარლამენტო რესპუბლიკის არსი, რომლის დამკვიდრებაში მას, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრს, 2017 წელს უშუალო მონაწილეობა აქვს მიღებული. ასეთ შემთხვევაში, ის მომავალში მაინც იქნება დაზღვეული შეცდომებისა და გადაცდომებისგან და მისი სამომავლო ქმედებები და განცხადებები ამდენ კითხვას აღარ დატოვებს. საქართველოს პრეზიდენტმა პირველ რიგში უნდა სცეს პატივი საქართველოს კონსტიტუციას და პრეზიდენტის კონსტიტუციურ პასუხისმგებლობასა და ვალდებულებებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ყველა სიახლე
26 აგვისტო 2026, 19:01
მსოფლიო
CNN: ტრამპს ეჭვი შეაქვს ირანელების მიერ რეჟიმის შეცვლის შესაძლებლობაში
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეჭვი შეიტანა იმაში, შეძლებენ თუ არა ირანელი მომიტინგეები რეჟიმის შეცვლას. მისი თქმით, პროტესტის გამოხატვა რთულია, როდესაც „გყავს ხალხი, ვინც მზადაა ესროლოს და მოკლას პროტესტის მონაწილეები“.
26 აგვისტო 2026, 18:23
მსოფლიო
Reuters: ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა
ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 18:19
სამართალი
ქუთაისის აეროპორტის მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,ქუთაისის აეროპორტი“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს, - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 18:17
მსოფლიო
ტრამპი ირანის უზენაეს ლიდერზე, აიათოლა მოჯთაბა ხამენეიზე: არ მგონია, რომ ცოცხალი არ იყოს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას არ სჯერა, რომ ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა მოჯთაბა ხამენეი გარდაიცვალა.
26 აგვისტო 2026, 18:02
რეგიონი
მუხრანში წყალმომარაგების ახალი სისტემა მოეწყო - მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაც
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ სოფელ მუხრანში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის პროექტი დასრულდა.
26 აგვისტო 2026, 17:57
პოლიტიკა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე „ოცნების ქალაქში" მიმდინარე პროექტების მშენებლობას გაეცნო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, „ოცნების ქალაქში", არსებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. ტერიტორიაზე, საცხოვრებელი სახლების სამშენებლო სამუშაოების პარალელურად, დაწყებულია საბავშვო ბაღის მშენებლობა და ამასთანავე, უკვე გამოცხადდა კონკურსი ახალი საჯარო სკოლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე.
26 აგვისტო 2026, 17:49
საზოგადოება
თბილისის მერია: მალე დედაქალაქის მოსახლეობას მეტროს განახლებული შემადგენლობა მოემსახურება - ახალი ვაგონების პირველი პარტია ექსპლუატაციისთვის უკვე მზადაა
მალე დედაქალაქის მოსახლეობას მეტროს განახლებული შემადგენლობა მოემსახურება - ახალი ვაგონების პირველი პარტია ექსპლუატაციისთვის უკვე მზადაა, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 17:35
მსოფლიო
Reuters: ნეპალში წყალდიდობის შედეგად 384 ტურისტი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება
ნეპალში წყალდიდობის შედეგად 384 ტურისტი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 17:26
პოლიტიკა
ჯაბა ხუბუა: როცა ნაცი ფავლენიშვილი ლარსის საზღვარს მორდორის კარიბჭეს უწოდებს, ამით ამბობს, რომ საქართველო ბნელეთი და ბოროტებაა - პრინციპში, ახალგაზრდა კაცი მწამებელი რეჟიმის შემქმნელ პარტიაში რომ გაწევრიანდება, არც არის გასაკვირი, საკუთარი სამშობლო არ უყვარდეს და ბნელეთად მიაჩნდეს
როცა ნაცი ფავლენიშვილი ლარსის საზღვარს მორდორის კარიბჭეს უწოდებს, ამით ამბობს, რომ საქართველო ბნელეთი და ბოროტებაა, ხოლო ლარსის საბაჟო - ბნელეთისა და ბოროტების შესასვლელი, - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ „"ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტი მორდორის კარიბჭედ აქცია ივანიშვილმა.“
26 აგვისტო 2026, 17:16
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე: ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს და 3,2 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო ზრდა წინა წელთან შედარებით 30%-ია, აღნიშნული ადასტურებს, რომ ამ ციფრების უკან დგას რეალური განვითარების აქტიურ ფაზაში მყოფი პროექტები
„აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში რეალური პროექტები ხორციელდება და ამ ციფრების უკან დგას რეალური განვითარების აქტიურ ფაზაში მყოფი პროექტები, როგორიც არის ჰიდროელექტროსადგურები, მზის სადგურები, ქარის ელექტროსადგურები, რომლებიც, საერთო ჯამში, ქმნიან იმ ენერგეტიკულ პოტენციალს და შესაძლებლობას ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის“ - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
26 აგვისტო 2026, 17:10
მსოფლიო
სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა
სასამართლომ სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს, აღკვეთის ღონისძიების სახით, ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა შეუფარდა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 17:10
საზოგადოება
„ქრონიკისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, როგორი იქნება მეტროს ახალი ვაგონები, რომლებიც მგზავრებს ახალი წლიდან მოემსახურება
„ქრონიკისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, როგორი იქნება მეტროს ახალი ვაგონები, რომლებიც ახალი წლიდან თბილისში მცხოვრებლებს და დედაქალაქის სტუმრებს მოემსახურება.
26 აგვისტო 2026, 16:31
რეგიონი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამტრედიაში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების უკანონო რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა
კანონმდებლობის შესაბამისად, სპეციალიზებული ობიექტის ფუნქციონირებისათვის სავალდებულოა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარება, რაც გულისხმობს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების და უსაფრთხოების წესების სრულად დაკმაყოფილებას. დარღვევების გამო, ობიექტები დააჯარიმეს და შესაბამისი მოთხოვნების დაცვისა და სავალდებულო პროცედურების გავლის გარეშე, მცენარეთა დაცვის საშუალებებით ვაჭრობა აეკრძალათ.
26 აგვისტო 2026, 16:15
რეგიონი
ბათუმი Wanderlust Reader Travel Awards-ზე ევროპის სასურველი სამოგზაურო ქალაქების კატეგორიაშია ნომინირებული
პოპულარულმა ბრიტანულმა სამოგზაურო პლატფორმამ Wanderlust, ბათუმი ევროპის ყველაზე სასურველი სამოგზაურო ქალაქების ნომინაციაში დაასახელა.
26 აგვისტო 2026, 16:07
სამართალი
გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე ,ინფრასტრუქტურის მინისტრთან რევაზ სოხაძესთან ერთად, პროკურატურის ახალი შენობის მშენებლობის პროცესს გაეცნო
გიორგი გვარაკიძემ და რევაზ სოხაძემ, კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებისგან შესრულებული და მიმდინარე სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებიც.
26 აგვისტო 2026, 15:52
მსოფლიო
პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც რუსეთის მთავრობას უფლებას აძლევს კერძო მესაკუთრეს ჩამოართვას ობიექტი, თუ მან მისი დაცვა ვერ მოახერხა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც ქვეყნის მთავრობას უფლებას აძლევს ჩამოართვას კერძო მესაკუთრეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტი, თუ მან მისი დაცვა ვერ შეძლო. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 15:25
რეგიონი
გივი მიქანაძე ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის სტეფანწმინდისა და დაბა თიანეთის ფილიალებს ესტუმრა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის სტეფანწმინდისა და დაბა თიანეთის ფილიალებს ეწვია, სადაც საგანმანათლებლო სივრცეები დაათვალიერა და თანამშრომლებს შეხვდა.
26 აგვისტო 2026, 15:12
მსოფლიო
Euronews: ევროპაში გაზის ფასი მკვეთრად იზრდება
ევროპაში გაზის ფასი მკვეთრად გაიზარდა და თუ მაღალი ფასები შენარჩუნდება, ევროკავშირს 2022 წლის შემდეგ ყველაზე რთული ზამთარი ელოდება. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 15:02
პოლიტიკა
დიმიტრი სამხარაძე: გახსოვთ ალბათ, „შავ სიაში“ მყოფი ადამიანები - 600 ათასზე მეტ მოქალაქეზეა საუბარი, რომელთაგან, ბიძინა ივანიშვილს არავინ განურჩევია პოლიტიკური თუ სხვა კუთვნილების გამო და დღეს, გადამთიელების დავალებებით, მანქურთი რადიკალები ცდილობენ ეს ყველაფერი წაშალონ
„დიახ, ერთ საქველმოქმედო პროექტსაც კი ვერავინ დამისახელებს, რომელიც რაიმე პოლიტიკური ნიშნით ან მოქალაქეების პარტიული კუთვნილების მიხედვით იყო განხორციელებული! ასე მოხდა მაშინაც, როდესაც უპრეცედენტო ქველმოქმედება განახორციელა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა, 615164 მოქალაქეს მიეცა მეორე შანსი! გახსოვთ ალბათ, „შავ სიაში“ მყოფი ადამიანები, რომლებიც ოფიციალურ სამსახურს ვერ იწყებდნენ, წარმოების, აგრო თუ მცირე ბიზნესის დასაწყებად სესხს ვერ იღებდნენ და არ ჰქონდათ შესაძლებლობა ჩართულიყვნენ იმ პროგრამებში, რომლებითაც დღეს საქართველოს უამრავი მოქალაქე სარგებლობს, „აწარმოე საქართველოში“, სტარტაპების დაფინანსება და სხვა. ბიოგრაფიაში ეწერათ „შავ სიაში მყოფი“ და ყველა კარი ამ ადამიანებისთვის დახურული იყო!“
26 აგვისტო 2026, 14:54
ეკონომიკა
მაია ომიაძე: ტურიზმის ზრდასთან ერთად, ქვეყანაში სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაც აქტიურად ვითარდება
„ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ სწორედ სტატისტიკური მონაცემების თანახმად, სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიამ უმასპინძლა იმ ქვეყნებიდან ვიზიტორებს, რომელიც მეორე მხრივ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრიორიტეტულ ქვეყნებში და სტრატეგიულ ბაზრებში ზის, მათ შორის არიან ევროკავშირის ქვეყნები, ისრაელი, ჩინეთი და, რა თქმა უნდა, მეზობელი ქვეყნები“, - აღნიშნა მაია ომიაძემ.


