ირაკლი ლატარია სააკაშვილზე: ადამიანი, რომელმაც რუსებს მიყიდა ყველა ჰესი, ყველა დიდი მაგისტრალი რუსულ კომპანიებს გააკეთებინა, დღეს დგას და საუბრობს იმაზე, რომ რიგითი ქართველი თუ მიყიდის რუსი ეროვნების ქალს/კაცს ბინას, აუცილებლად ჩამოართმევენ
ირაკლი ლატარია
ფოტო: Facebook
ადამიანი, რომელმაც ხელი მოაწერა დოკუმენტს, სადაც თურმე საქართველოს დაუწყია საომარი მდგომარეობა, დღეს დგას და ქართულ ოცნებას ადანაშაულებს იმაში, რომ თურმე ,,ომი საქართველომ დაიწყო“ ყოფილა ოცნების ნარატივი, - წერს ექსპერტი ირაკლი ლატარია მიხეილ სააკაშვილზე სოციალურ ქსელში.
როგორც ლატარია წერს, ადამიანი, რომელმაც რუსებს ჩააბარა 100-ზე მეტი სოფელი, დღეს დგას და „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებს ტერიტორიების ჩაბარებაში.
„ადამიანი, რომელმაც რუსებს მიყიდა ყველა ჰესი, თბილისის წყალი, გაზი, ყველა დიდი მაგისტრალი რუსულ კომპანიებს გააკეთებინა, დღეს დგას და საუბრობს იმაზე, რომ რიგითი ქართველი თუ მიყიდის რუსი ეროვნების ქალს/კაცს ბინას, აუცილებლად ჩამოართმევენ ადამიანი, რომელმაც დაანგრია თითქმის ყველა ეკლესია, დასცინოდა წმინდანებს, დასცინოდა ყველას ვისაც კი რაიმე შეხება ჰქონდა ეკლესიასთან, დღეს დგას და სანთლით ხელში კითხულობს ლოცვას. ადამიანი, რომელსაც მთელი მსოფლიო ეუბნებოდა რომ რუსეთი აპირებს ომს და შენ არ აჰყვე პროვოკაციასო, დღეს დგას (კამერების წინ) და ქართულ ოცნებას უწოდებს ომის პარტიას. ადამიანი, რომელმაც რუსებს ჩააბარა 100 ზე მეტი სოფელი, დღეს დგას და ქართულ ოცნებას ადანაშაულებს ტერიტორიების ჩაბარებაში. ადამიანი, რომელმაც ხელი მოაწერა დოკუმენტს, სადაც თურმე საქართველოს დაუწყია საომარი მდგომარეობა, დღეს დგას და ქართულ ოცნებას ადანაშაულებს იმაში, რომ თურმე ,,ომი საქართველომ დაიწყო" ყოფილა ოცნების ნარატივი. ჩემიანებს არც ვაკადრებ აღნიშნულის კითხვას, მაგრამ თვითონ ნაცებს გეკითხებით - რასაც მიშა აკეთებდა ყოველთვის, რაზეც ხელი აქვს მოწერილი და დღეს ჩვენ გვაბრალებს, ამას ვერ ხედავთ თუ თქვენც მიშასავით ფარისევლობამ გაგაგიჟათ? არ შემიძლია აღნიშნული არ დავამთავრო გებელსის სიტყვებით და ალბათ ნათლად დაინახავთ მიშას მსგავსებას... ეს ხომ ის მიშაა, რომელიც ისტორიასაც კი გვიყალბებს? საქართველო ხომ მიშამ შექმნა? ... „გაუყალბე ადამიანებს ისტორია და ერთი თაობის შემდეგ მათგან მივიღებთ ბრბოს, ხოლო კიდევ ერთი თაობის შემდეგ მათი მანიპულირება ნახირის მართვაზე მარტივი გახდება“, - იოზეფ გებელსი“, - წერს ირაკლი ლატარია.
ყველა სიახლე
12 აგვისტო 2026, 02:48
მსოფლიო
The Times: ბრიტანელი მაღალჩინოსნები და დიპლომატები შეშფოთებულნი არიან მოსკოვსა და ლონდონს შორის კომუნიკაციის ნაკლებობით და იმ რისკით, რომ ღია ზღვაში მომხდარი უბრალო გაუგებრობა შესაძლოა რუსეთთან უფრო ფართომასშტაბური კონფლიქტის საბაბი გახდეს
გამოცემა The Times-ის ინფორმაციით, ბრიტანელი მაღალჩინოსნები და დიპლომატები შეშფოთებულნი არიან მოსკოვსა და ლონდონს შორის კომუნიკაციის ნაკლებობით და იმ რისკით, რომ ღია ზღვაში მომხდარი უბრალო გაუგებრობა შესაძლოა რუსეთთან უფრო ფართომასშტაბური კონფლიქტის საბაბი გახდეს.
12 აგვისტო 2026, 02:02
მსოფლიო
ტრამპი: Medicaid-ი არასრულწლოვნებისთვის სქესის შეცვლის ოპერაციებსა და ჰორმონოთერაპიას აღარ დააფინანსებს - არ დავაფინანსებთ იმას, რომ ჩვენმა უდანაშაულო ბავშვებმა გაიარონ ეს ბარბაროსული პროცედურები, უბრალოდ წარმოიდგინეთ ყველა ის პატარა, უდანაშაულო და, შესაძლოა, გზააბნეული ბავშვი, რომელიც ამას გადაურჩება
დღეს, ჩემი მითითებით, მეჰმეთ ოზმა გამოაცხადა, რომ სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამა Medicaid-ი არასრულწლოვნებისთვის სქესის შეცვლის ოპერაციებსა და ჰორმონოთერაპიას აღარ დააფინანსებს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
12 აგვისტო 2026, 00:32
მსოფლიო
ზელენსკი: უკრაინამ აშშ-ს წარუდგინა წინადადებები შემდგომი ნაბიჯების შესახებ, რომლებიც რუსეთზე წნეხის გაზრდასა და ომის დასრულების დაჩქარებას ისახავს მიზნად
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ აშშ-ს წარუდგინა წინადადებები შემდგომი ნაბიჯების შესახებ, რომლებიც რუსეთზე წნეხის გაზრდასა და ომის დასრულების დაჩქარებას ისახავს მიზნად.
12 აგვისტო 2026, 00:12
საზოგადოება
საქართველოს მთავრობა მოსახლეობას დიდგორობას ულოცავს
საქართველოს მთავრობა და პრემიერ-მინისტრი მოსახლეობას დიდგორობას ულოცავენ.
12 აგვისტო 2026, 00:01
სპორტი
სპორტის მინისტრი „იბერია 1999-სა“ და „ლარნეს“ შორის გამართულ მატჩს დაესწრო
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უეფას „ევროპა ლიგის“ III საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრა „იბერია 1999-მა“ ჩრდილოეთ ირლანდიური „ლარნეს“ წინააღმდეგ გამართა. შეხვედრაში ქართველმა ფეხბურთელებმა ანგარიშით 2:1 გაიმარჯვეს. პირველი მატჩი „იბერია 1999-მა“ „ლარნეს“ წინააღმდეგ სტუმრად ითამაშა, შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა. ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
11 აგვისტო 2026, 23:56
რეგიონი
ზუგდიდის მერი დავით კოდუა ანაკლიის ბანაკში ზუგდიდელ ახალგაზრდებს შეხვდა
ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკს 40 ზუგდიდელი ახალგაზრდა შეუერთდა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა ბანაკში ზუგდიდელ ახალგაზრდებს შეხვდა, სამომავლო გეგმებზე ესაუბრა და მათი იდეები მოისმინა. მერმა ახალგაზრდებთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ოთარ ქადარიასთან ერთად სხვადასხვა ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, - ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
11 აგვისტო 2026, 23:42
სპორტი
ირაკლი კობახიძე: 22-წლიანი პაუზის შემდეგ ქართული საკლუბო ფეხბურთი ევროტურნირს უბრუნდება! ვულოცავ „იბერიას“!
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფეხბურთო კლუბ „იბერია 1999-ს“ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში „ლარნესთან“ გამარჯვებას ულოცავს.
11 აგვისტო 2026, 23:12
მსოფლიო
უკრაინელების მიმართ აგრესიის ზრდის ფონზე, ევროკომისია პოლონეთს ევროკავშირის პრინციპებზე მიუთითებს
პოლონეთში მყოფი უკრაინელები აგრესიის ფაქტებზე პოლიციას სულ უფრო ხშირად მიმართავენ, ევროკომისია კი აცხადებს, რომ ევროკავშირის წესების შესრულების მონიტორინგს ახორციელებს. ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის ოფიციალურ პასუხში „რადიო თავისუფლების“ შეკითხვაზე.
11 აგვისტო 2026, 22:58
მსოფლიო
გაეროს წარმომადგენლი ამბობს, რომ კოლუმბიაში მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობისთვის საკვების მიწოდება კრიტიკულად აუცილებელია
გაეროს წარმომადგენელი ამბობს, რომ კოლუმბიაში მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობისთვის საკვების მიწოდება კრიტიკულად აუცილებელია.
11 აგვისტო 2026, 22:45
მსოფლიო
Sky News: ლონდონში წყალსადენის მილების გასკდომის გამო 10 000-მდე ოჯახი წყლის გარეშე დარჩა - წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ დაზიანების შეკეთება „მოსალოდნელზე ბევრად რთული აღმოჩნდა“
ჩრდილო-აღმოსავლეთ ლონდონში წყალსადენის ორი ცენტრალური მაგისტრალის დაზიანებამ წყალმომარაგების მასშტაბური შეფერხება გამოიწვია - არსებული მონაცემებით, ჩიგველის რაიონში 10 000-მდე ოჯახს წყალი საერთოდ არ მიეწოდება ან დაბალი წნევით მიეწოდება, - წერს Sky News-ი.
11 აგვისტო 2026, 22:39
სპორტი
22-წლიანი პაუზის შემდეგ, ქართული გუნდი ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. თბილისის „იბერიამ“ ჩრდილოეთ ირლანდიის „ლარნე“ 2:1 დაამარცხა
22-წლიანი პაუზის შემდეგ, ქართული გუნდი ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.
11 აგვისტო 2026, 22:24
პოლიტიკა
აფხაზეთის ომის ვეტერანი ზურაბ შამუგია: უდისციპლინო ხალხისგან 413 დღე ომი გინახავთ? 413 დღე ვიცავდით ჩვენ კბილებით, ხელებით და ჩვენი დისციპლინით აფხაზეთს, საქართველოს
უდისციპლინო ხალხისგან 413 დღე ომი გინახავთ? 413 დღე ვიცავდით ჩვენ კბილებით, ხელებით და ჩვენი დისციპლინით აფხაზეთს, საქართველოს, - განაცხადა აფხაზეთის ომის ვეტერანმა ზურაბ შამუგიამ.
11 აგვისტო 2026, 22:20
მსოფლიო
ზელენსკი: დაზვერვის მთავარი სამმართველოს ანგარიში ადასტურებს, რომ კრემლი დამატებითი მობილიზაციისთვის ემზადება
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დაზვერვის მთავარი სამმართველოს ანგარიში ადასტურებს, რომ კრემლი დამატებითი მობილიზაციისთვის ემზადება.
11 აგვისტო 2026, 21:57
სპორტი
ხვალ ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი ტიტულის მოგების შანსი მიეცემა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ხვალ ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი ტიტულის მოგების შანსი მიეცემა. „პარი სენ-ჟერმენი“ ევროპის სუპერთასის შეხვედრაში ინგლისის „ასტონ ვილას“ დაუპირისპირდება.
11 აგვისტო 2026, 21:48
საზოგადოება
დადიანების სასახლის საერთაშორისო აღიარება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმს „მოგზაურთა საერთაშორისო ჯილდო“ მიენიჭა და საქართველოს საუკეთესო ისტორიულ და კულტურულ მუზეუმად დასახელდა. პრესტიჟული საერთაშორისო დაჯილდოების პროგრამა ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფეროში მსოფლიოს წამყვან ორგანიზაციებსა და ბრენდებს აერთიანებს.
11 აგვისტო 2026, 21:43
საზოგადოება
ქართველი სტუდენტები ევროპის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქართველი სტუდენტები ევროპის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში. კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საზღვარგარეთ არაერთი ნიჭიერი ახალგაზრდა ეუფლება სასურველ პროფესიას.
11 აგვისტო 2026, 21:27
მსოფლიო
CNN: აშშ-ის ოფიციალური პირები, ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის გამო, ნავთობსა და საწვავზე ფასების მატებას პროგნოზირებენ
მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჰორმუზის სრუტე „ღიად“ გამოაცხადა, მეორე დღესვე მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ნავთობსა და საწვავზე ფასების პროგნოზი გაზარდეს, რადგან არსებული შეზღუდვები ამ კრიტიკულ საზღვაო არტერიაში ენერგორესურსების მოძრაობას აფერხებს, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.
11 აგვისტო 2026, 21:17
სამართალი
საქართველოს სასამართლოს დამოუკიდებლობა „ფრიდომ ჰაუსის“ გლობალური გამოკითხვით დადასტურდა. როგორია მოლდოვას და უკრაინის რეიტინგი? „ქრონიკის“ სიუჟეტი
პოსტსაბჭოთა სივრცის საუკეთესო ოთხეულში და 13-წლიანი პროგრესით ევროპის ხუთეულში. საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას „ფრიდომ ჰაუსის“ გლობალური გამოკითხვის შედეგები ადასტურებს.
11 აგვისტო 2026, 21:04
მსოფლიო
მედია: ივლისში ბელგიის მიერ იმპორტირებული თხევადი ბუნებრივი აირი 100%-ით რუსული იყო
ევროკავშირში რუსული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) იმპორტი შემცირებას განაგრძობს მოსალოდნელ აკრძალვამდე რამდენიმე თვით ადრე, თუმცა ივლისში ბელგიის მიერ იმპორტირებული LNG სრულად რუსეთზე მოდიოდა - იუწყება ენერგეტიკული კვლევითი ცენტრის, CREA-ს მიერ გამოქვეყნებული ბოლო ანალიზი.
11 აგვისტო 2026, 21:00
ჯანდაცვა
სახელმწიფოს დახმარება იშვიათი დაავადების მქონე პაციენტებს. ცისტური ფიბროზის სამკურნალოდ საქართველო ინოვაციურ მედიკამენტს ყიდულობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„ხელახალი დაბადება“ - ასე შეფასდა ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მშობლებისგან ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება.


