შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა
თეა ახვლედიანი
ფოტო: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, თეა ახვლედიანმა სახელმწიფო დეპარტამენტში ოფიციალური შეხვედრები გამართა სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან კონფლიქტისა და სტაბილიზაციის ოპერაციების საკითხებში ანნე ვიტკოვსკისთან და მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან ლესლი ზიმანთან.
შეხვედრებზე სახელმწიფო მინისტრმა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერისთვის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში აქტიური ჩართულობისთვის, მათ შორის საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივებისა და ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოების შერიგებისა და ნდობის აღდგენისკენ მიმართული ძალისხმევის მხარდაჭერისთვის.
მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მდგომარეობაზე იმსჯელეს. თეა ახვლედიანმა განსაკუთრებული ყურადღება გამყოფი ხაზების გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ფიზიკური ბარიერების აღმართვაზე, თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვებსა და უკანონო დაკავების ფაქტებზე გაამახვილა და ხაზგასმით აღნიშნა საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის აშშ-ის მხრიდან ინტენსიური ძალისხმევის გაგრძელების აუცილებლობას, ამჟამად უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უპირობო და დაუყოვნებელი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად, ასევე ე.წ. „გადასასვლელი პუნქტების“ ხანგრძლივი ჩაკეტვის შედეგად ახალგორის რაიონში შექმნილი ხელოვნური იზოლაციისა და ჰუმანიტარული კრიზისის დასაძლევად.
სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების მიმდინარეობაზე, მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მან ამერიკელ დიპლომატებს ინფორმაცია მიაწოდა ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესის თაობაზე, რომელიც ფართო საზოგადოებრივი და საერთაშორისო ჩართულობით მიმდინარეობს და მიზნად ისახავს გამყოფი ხაზით ხელოვნურად დაშორებულ საზოგადოებას შორის დიალოგის, საერთო ინტერესების გარშემო თანამშრომლობისა და ნდობის აღდგენის გაღრმავებას, ასევე კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ, მათ შორის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობაზე ზრუნვასა და მათთვის უკეთესი მომავლის პერსპექტივის შექმნას, ახლებური ხედვების, დეპოლიტიზებული და ჰუმანიტარული მიდგომების და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებისა და ინტერესების საფუძველზე.
ამასთან, განხილეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად შექმნილი მდგომარეობა, მისი გავლენა გლობალურ და რეგიონულ უსაფრთხოებაზე და საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის, ისევე როგორც სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ.
აშშ-ში ვიზიტის დროს, გაიმართა თეა ახვლედიანისა და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, ლაშა დარსალიას სამმხრივი დიალოგის შეხვედრა აშშ-ისა და ევროკავშირის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს შემდგომი თანამშრომლობა და ნაბიჯები კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში.
ამასთან, ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოში მრგვალი მაგიდის ფორმატში სახელმწიფო მინისტრის შეხვედრა გაიმართა სამოქალაქო საზოგადოების, კვლევითი ინსტიტუტებისა და ექსპერტული წრეების წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე მხარეებმა აქტუალური საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს, მათ შორის აშშ-საქართველოს ურთიერთობები, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, საქართველოში არსებული კონფლიქტი და სამშვიდობო პოლიტიკის პრიორიტეტები, ასევე რუსეთის უკანონო პოლიტიკა აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.
ამასთან, თეა ახვლედიანმა მონაწილეობა მიიღო და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოსა და აშშ-ის შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. საკუთარ გამოსვლაში, სახელმწიფო მინისტრმა მიმოიხილა აშშ-სთან მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობა და სტრატეგიული პარტნიორობა და ხაზგასმით აღნიშნა აშშ-ის როლი და მხარდაჭერა საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის, ეკონომიკური განვითარების, ასევე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის პროცესში.
„ძალიან საინტერესო დისკუსია და მნიშვნელოვანი მსჯელობები გაიმართა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებზე, ისევე როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის და საქართველოს სამმხრივი ფორმატის შეხვედრაზე, ასევე ვაშინგტონში მოქმედი სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციების, საექსპერტო წრეების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შემდგარი მრგვალი მაგიდის დისკუსიაზე ჩვენ განვიხილეთ სიღრმისეულად ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობის აქტუალურ საკითხთა ფართო სპექტრი. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხებს, ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის პრიორიტეტებს, ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში ჩართულობისა და შერიგების პოლიტიკის მიმდინარეობას, მიღწეულ შედეგებს, გამოწვევებს, ჩვენს სამომავლო ხედვებს, ამ პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესს. სიღრმისეულად განვიხილეთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადგილზე არსებული ჰუმანიტარული და უფლებრივი მდგომარეობა, ხაზი გაესვა რა თქმა უნდა თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვებს, უკანონო გატაცებებს. ხაზი გაესვა საერთაშორისო პარტნიორებთან კონსოლიდირებული ერთობლივი ძალისხმევის გაგრძელებას იმისთვის, რომ კიდევ უფრო ეფექტურად დავძლიოთ ადგილზე არსებული გამოწვევები. ამერიკის შეერთებული შტატები ორპარტიული მიდგომით და ქმედითი მექანიზმებით ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და აქტიურად არის ჩართული ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოებების შერიგების და ნდობის აღდგენის საშვიდობო ინიციატივებში. ჩვენ ბუნებრივია შევთანხმდით შემდგომ ინტენსიური თანამშრომლობის კონკრეტულ ნაბიჯებზე“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
ყველა სიახლე
29 აგვისტო 2026, 14:52
მსოფლიო
უკრაინული მედია: კიევთან რუსეთის დრონით თავდასხმას საბრძოლო მასალის საწყობში აფეთქება მოჰყვა - დაიღუპა სულ მცირე 27 ადამიანი
უკრაინის კიევის ოლქზე რუსეთის თავდასხმის შედეგად, რომელმაც საბრძოლო მასალის საცავში აფეთქებები და მასშტაბური ხანძარი გამოიწვია, სულ მცირე 27 ადამიანი დაიღუპა, 42 კი დაშავდა, მათ შორის ოთხი ბავშვია. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
29 აგვისტო 2026, 14:40
პოლიტიკა
ირაკლი ჭეიშვილი რადიკალებზე: პოლიტიკური ქულების დაწერა უნდათ და რაც შეიძლება მალე. უნდათ, დააკნინონ ჩვენი ხელისუფლება და შეასუსტონ. ეს არის მათი მამოძრავებელი
„ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ჭეიშვილი რადიკალების მიერ დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. მისივე თქმით, რადიკალების მიზანია, მაქსიმალურად დააზიანონ როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე - ხელისუფლების ნებისმიერ გადაწყვეტილება.
29 აგვისტო 2026, 14:40
მსოფლიო
BBC: პუტინი ნატოსთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილებას ცდილობს, იმის მიუხედავად, რომ უკრაინის მხარდაჭერის გამო მოკავშირეების მიმართ მოსკოვის რიტორიკა სულ უფრო მტრული ხდება
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ნატოსთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილებას ცდილობს, იმის მიუხედავად, რომ უკრაინის მხარდაჭერის გამო მოკავშირეების მიმართ მოსკოვის რიტორიკა სულ უფრო მტრული ხდება. ინფორმაციას BBC საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
29 აგვისტო 2026, 14:36
პოლიტიკა
გიორგი სოსიაშვილი ოპოზიციაზე: ნებისმიერ შემთხვევაში ისინი მზად არიან, გაწირონ ეს ახალგაზრდები ციხისთვის და უბედურებისთვის
ნებისმიერ შემთხვევაში ისინი მზად არიან გაწირონ ეს ახალგაზრდები ციხისთვის და უბედურებისთვის, - განაცხადა “ქართული ოცნების” წევრმა გიორგი სოსიაშვილმა ოპოზიციის აქტივისტის დავით ჩხეიძის განცხადებაზე საუბრისას, რომელიც მიიჩნევს, რომ აქციებზე დაკავებული ახალგაზრდები ციხეში უნდა ისხდნენ, რადგან ეს პოლიტიკურად მომგებიანია. ჩხეიძე უკმაყოფილოა, რომ ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს.
29 აგვისტო 2026, 14:28
პოლიტიკა
ირაკლი ჭეიშვილი: ეს ადამიანები, ვინც დღეს აკრიტიკებენ ახალგაზრდების ციხიდან გამოსვლას, იყვნენ ამ ყველაფრის დამკვეთები
ეს ადამიანები, ვინც დღეს აკრიტიკებენ ახალგაზრდების ციხიდან გამოსვლას, იყვნენ ამ ყველაფრის დამკვეთები, ეს ჩანს პირდაპირ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა ოპოზიციის აქტივისტი დავით ჩხეიძის განცხადებაზე, რომელიც მიიჩნევს, რომ აქციებზე დაკავებული ახალგაზრდები ციხეში უნდა ისხდნენ, რადგან ეს პოლიტიკურად მომგებიანია. ჩხეიძე უკმაყოფილოა, რომ ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს.
29 აგვისტო 2026, 14:21
მსოფლიო
აშშ-ში ტრამპის გამოსვლების შესახებ წინასწარი ინფორმაციის გამოყენებით ვაჭრობისთვის თეთრი სახლის ყოფილ თანამშრომელი 172 000 დოლარით დააჯარიმეს
აშშ-ის სასაქონლო ფიუჩერსებით ვაჭრობის კომისიამ (CFTC) თეთრი სახლის სუფლიორის ყოფილ ოპერატორს გაბრიელ პერესს 172 539 დოლარის გადახდა დააკისრა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
29 აგვისტო 2026, 14:17
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი დაურ ბუავას გარდაცვალებაზე: რადიკალური, აგენტურული ოპოზიცია ცდილობს, ყველა ტრაგედია საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს. კიდევ ერთხელ კარგად ჩანს, თუ როგორ არ აინტერესებთ რადიკალებს არანაირი ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენა
რადიკალური, აგენტურული ოპოზიცია ცდილობს, ყველა ტრაგედია საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს. კიდევ ერთხელ კარგად ჩანს, თუ როგორ არ აინტერესებთ რადიკალებს არანაირი ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენა, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა რადიკალების მიერ დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე გაკეთებული კომენტარების შეფასებისას.
29 აგვისტო 2026, 14:15
სამართალი
ოპოზიციამ და მათმა აქტივისტებმა დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე წამოიწყეს კამპანია, რომ თითქოს ის მოკლეს
დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე ოპოზიციამ და მათმა აქტივისტებმა კამპანია წამოიწყეს, რომ თითქოს ის მოკლეს და არაერთ ვერსიას ასახელებდნენ, მათ შორის უკავშირებდნენ მის საქმიანობას. “ასეთი ადამიანების არსებობა და საქმიანობა, რუსეთს ძალიან არ აწყობს და ამიტომ, რეპუტაციულად ან ფიზიკურად ანადგურებენ. ცხადია დაურის გარდაცვალება, საფუძვლიანად უნდა იქნას გამოძიებული”, -წერს სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ბარამიძე. .
29 აგვისტო 2026, 13:50
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე: მზია ამაღლობელის პატიმრობაში ყოფნა თუ ვინმეს აწყობდა, ეს იყო ის ოპოზიციური რადიკალური ჯგუფები, რომლებიც მუდმივად ცდილობენ რევოლუციის მოწყობას-რადიკალების ინტერესშია დაძაბულობის შენარჩუნება, ამიტომ ესხმიან თავს ყველას, ვინც პრეზიდენტს შეწყალებისთვის მიმართა
ყველაზე მეტად კონკრეტული ადამიანის, მზია ამაღლობელის პატიმრობაში ყოფნა თუ ვინმეს აწყობდა, ეს იყო ის ოპოზიციური რადიკალური ჯგუფები, რომლებიც მუდმივად ცდილობენ რევოლუციის მოწყობას, - განაცხადა მედიასთან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ.
29 აგვისტო 2026, 13:38
სამართალი
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მოიპოვა და უკანონოდ ინახავდა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ მასალას, რაც სოციალური ქსელის საშუალებით დაზარალებულის მეუღლეს გაუგზავნა.
29 აგვისტო 2026, 13:16
სამართალი
შიდა ქართლის პოლიციამ ქარელში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის შედეგად, ცივი იარაღის გამოყენებით თანასოფლელს გულმკერდის არეში დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
29 აგვისტო 2026, 13:14
საზოგადოება
სოფელ თვალივთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა გზის ერთ სამოძრაო ზოლზე აღდგა
სოფელ თვალივთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა გზის ერთ სამოძრაო ზოლზე აღდგა. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის მე-14 კმ-ზე (სოფელი თვალივი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ აღდგენილია და ამ დროისთვის გზის კმ13-კმ15 მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის
29 აგვისტო 2026, 13:00
რეგიონი
სოფელ ქვენატკოცასა და სოფელ აბანოში საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს
ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვენატკოცასა და სოფელ აბანოში, ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს. მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ქვარა ჩართოლანი ორივე სოფელში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.
29 აგვისტო 2026, 13:00
მსოფლიო
ისლანდიაში ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების განახლების საკითხზე რეფერენდუმი მიმდინარეობს
ისლანდიელები რეფერენდუმში მონაწილეობენ, რათა გადაწყვიტონ, უნდა განაახლოს თუ არა ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, რომლებიც 13 წლის წინ შეწყდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
29 აგვისტო 2026, 12:39
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ მგრძნობიარე დარტყმა მიაყენა სქემას, რომელიც წლების განმავლობაში უცხოელებისთვის ქვეყანაში ლეგალიზაციის ერთ-ერთ ყველაზე მარტივ გზად რჩებოდა
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი საქართველოში უცხოელებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების წესის ცვლილებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ახალი რეგულაციები ფიქტიური ქორწინებების გზით ქვეყანაში ლეგალიზაციის შესაძლებლობას მნიშვნელოვნად გაართულებს.
29 აგვისტო 2026, 12:37
მსოფლიო
მედვედევის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლება ახალი მობილიზაციის გამოცხადებას არ გეგმავს
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი მედვედევის განცხადებით, მოსკოვი ახალი მობილიზაციის გამოცხადებას არ გეგმავს.
29 აგვისტო 2026, 12:14
მსოფლიო
უკრაინის აგრარული პოლიტიკის მინისტრი: რუსეთმა უკრაინაში სურსათის საწყობების 90% გაანადგურა
უკრაინის აგრარული პოლიტიკის მინისტრის ტარას ვისოცკის განცხადებით, რუსულმა საჰაერო დარტყმებმა სურსათის საცალო ქსელების ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის 90% გაანადგურა.
29 აგვისტო 2026, 11:39
მსოფლიო
რუსეთის სასამართლომ უკრაინის პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს ალექსეი არესტოვიჩს დაუსწრებლად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რუსეთის სასამართლომ უკრაინის პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს ალექსეი არესტოვიჩს დაუსწრებლად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
29 აგვისტო 2026, 11:29
მსოფლიო
The Telegraph: აშშ ბრიტანეთს ფოლკლენდის კუნძულებზე სუვერენიტეტის მხარდაჭერის შეწყვეტით ემუქრება, თუ ლონდონი თავდაცვის ხარჯებს არ გაზრდის
შეერთებული შტატები მზად არის, შეეწინააღმდეგოს ბრიტანეთის სუვერენიტეტს ფოლკლენდის კუნძულებზე, თუ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი თავდაცვის ხარჯებს არ გაზრდის. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.
29 აგვისტო 2026, 11:20
რეგიონი
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი: მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, გზები სრულადაა აღდგენილი. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ელექტროენერგია მოსახლეობას სრულად მიეწოდება
ბაღდათის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. იწმინდება საავტომობილო და შიდა საუბნო გზები, ასევე საცხოვრებელი სახლების ეზოები. ელექტრო ენერგია სრულად არის აღდგენილი. ბუნებრივი აირი კი 500-მდე ოჯახს არ მიეწოდება. ძლიერი წვიმის შედეგად მიყენებულ ზარალს, შესაბამისი კომისია დაითვლის.


