პარლამენტში აგრარულ საკითხთა კომიტეტის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშის და 2022 წლის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა
ნინო წილოსანი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტში აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა კომიტეტის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშის და 2022 წლის სამოქმედო გეგმა გააცნო კოლეგებს და მოწვეულ სტუმრებს.
„ძალისხმევა, რომელიც აგრარულ საკითხთა კომიტეტმა ევროკავშირის და UNDP-ის დახმარებით გასწია - როგორც წლიური ანგარიშის, ისე სამოქმედო გეგმის შინაარსის, ფორმისა და სტრუქტურის სისტემური ანალიზის კუთხით, მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისთვის, რომ მოხდეს პარლამენტში როგორც სამოქმედო გეგმების, ისე ანგარიშების სტანდარტიზაცია“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. შალვა პაპუაშვილმა ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და საპარლამენტო საქმიანობის გაძლიერებაზე, ასევე, მისი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის სამუშაოს პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა. მან ხაზგასმით აღნიშნა კომიტეტების საქმიანობის სწორად დაგეგმვისა და შემდეგ, საზოგადოებისთვის გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშის ჩაბარების მნიშვნელობა. შალვა პაპუაშვილმა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს და საერთაშორისო პარტნიორებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. სტუმრებს სიტყვით მიმართა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნიკ ბერესფორდმა.
„ეს გაკეთებული საქმე მარტო იმიტომ კი არა არის მნიშვნელოვანი, რომ ეხება აგრარულ საკითხთა კომიტეტს, ეს არის ისეთი რამ, რაც შემხებლობაშია ყველა კომიტეტთან, ეს აყალიბებს ახალ სტანდარტს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო არის მზარდი დემოკრატიის ქვეყანა და ძალიან მნიშვნელოვანია დავინახოთ, რომ პარლამენტი თავის ინსტრუმენტებს აძლიერებს და აქვს იმის უნარი, რომ ემსახუროს თავის ხალხს, ემსახუროს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს და ამისათვის სწორად განსაზღვროს თავისი მისიები“, - განაცხადა ნიკ ბერესფორდმა. ნინო წილოსანმა კოლეგებს და სტუმრებს კომიტეტის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში და 2022 წლის სამოქმედო გეგმა გააცნო. „პარლამენტის ინსტიტუციური გაძლიერება სტრატეგიული ამოცანაა, რომელსაც რა თქმა უნდა ბოლო ათწლეულების მანძილზე, თითოეულ ეტაპზე, თავისი დატვირთვა და დანიშნულება ჰქონდა. პარლამენტის ინსტიტუციური გაძლიერება განსაკუთრებით მაღალ ეტაპზე გადავიდა მას შემდეგ, რაც ახალი რეგლამენტი მივიღეთ და პარლამენტს საზედამხედველო ფუნქციას სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები დაემატა. ახლაც, პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივით, სურვილი გვაქვს და გვინდა რომ პარლამენტის ინსტიტუციური გაძლიერება უკვე პრაქტიკულ გამოხატულებაში გადავიდეს“, - მიმართა ნინო წილოსანმა მოწვეულ სტუმრებს.
მისი თქმით, გასულ წელს, სამოქმედო გეგმით კომიტეტის საქმიანობის 4 ძირითადი მიზანი განისაზღვრა: კანონშემოქმედებითი საქმიანობა აგრარული პოლიტიკის მიმართულებით; საზედამხედველო საქმიანობა; გარე კომუნიკაცია და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და კომიტეტის ინსტიტუციური გაძლიერება. კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა იმ ამოცანებსა და აქტივობებზე, რომლებიც სტრატეგიული მიზნების მისაღწევად შეიმუშავეს, მათ შორის, კომიტეტის მიერ განხორციელებულ პროექტებზე, კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო საქმიანობის კუთხით განხორციელებულ საქმიანობაზე. ნინო წილოსანმა 2022 წლის სამოქმედო გეგმაზე საუბრისას აღნიშნა, რომ დაინერგა მტკიცებულებებზე დაფუძნებული და შედეგზე ორიენტირებული მართვის პრინციპები და თანამედროვე საჯარო მმართველობის სტანდარტები. მან ყურადღება გაამახვილა იმ გამოწვევებზე, რომლების 2022 წელს დგას კომიტეტის წინაშე, მათ შორისაა: კომიტეტის ინსტიტუციური გაძლიერება; კომიტეტის საქმიანობის ექსპერტული მხარდაჭერა; საზედამხედველო ინსტრუმენტების გაძლიერება და სრულად ამოქმედება; ნააკის (ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლი) და თემატური მოკვლევის ფარგლებში გაცემულ რეკომენდაციებზე რეაგირების მაჩვენებლის გაუმჯობესება. „აღნიშნული მოკვლევების პროცესში გაცემული რეკომენდაციების აღმასრულებელი ხელისუფლებისგან სათანადოდ რეაგირების ხარისხი არა ნაკლებ მნიშვნელოვანია, წინააღმდეგ შემთხვევაში სრულებით კარგავს ეს პროცესი აზრს, თუ მხოლოდ პარლამენტის შიგნით დარჩება ეს რეკომენდაციები. სისტემური ცვლილებები, რაც სამოქმედო გეგმასა და ანგარიშში განვახორციელეთ, ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად საინტერესო პრაქტიკა იქნება სხვა კომიტეტებისთვისაც. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, იგეგმება მნიშვნელოვანი გადააზრება და სერიოზული რეფორმირება ბევრი მიმართულებით, ამიტომ ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად ჩვენი კომიტეტი კარგ საპილოტე მაგალითად შეიძლება იყოს მოსაზრებული“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
კომიტეტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირსა და UNDP-ს დახმარებისათვის, ყველა დონორ ორგანიზაციას, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის, დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებს ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის და იმედი გამოთქვა, რომ ეს თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებულად გაგრძელდება.
ყველა სიახლე
13 აპრილი 2026, 09:48
მსოფლიო
ილონ მასკი: სოროსის ორგანიზაციამ უნგრეთი ხელში ჩაიგდო
სოროსის ორგანიზაციამ უნგრეთი ხელში ჩაიგდო, - წერს ამერიკელი ბიზნესმენი, კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი, ილონ მასკი სოციალურ ქსელში.
13 აპრილი 2026, 09:44
მსოფლიო
დონალდ ტუსკი: უნგრეთი, პოლონეთი და ევროპა ისევ ერთად არიან! დიდებული გამარჯვებაა, ძვირფასო მეგობრებო
„უნგრეთი, პოლონეთი და ევროპა ისევ ერთად არიან! დიდებული გამარჯვებაა, ძვირფასო მეგობრებო! რუსებო, წადით სახლში!“, - წერს ტუსკი.
13 აპრილი 2026, 09:42
მსოფლიო
პიტერ მაგიარი: ჩვენ ერთად გავათავისუფლეთ უნგრეთი და მოვიშორეთ ორბანის რეჟიმი. ყველა ნიშანი მიუთითებს, რომ ეროვნულ ასამბლეაში ძლიერი უმრავლესობა გვექნება
პიტერ მაგიარი - ჩვენ ეს შევძელით, ერთად გავათავისუფლეთ უნგრეთი და მოვიშორეთ ორბანის რეჟიმი, ყველა ნიშანი მიუთითებს, რომ ეროვნულ ასამბლეაში ძლიერი უმრავლესობა გვექნება
13 აპრილი 2026, 09:37
მსოფლიო
პედრო სანჩესი: დღეს ევროპამ და ევროპულმა ღირებულებებმა გაიმარჯვა
„დღეს ევროპამ და ევროპულმა ღირებულებებმა გაიმარჯვა. ვულოცავ უნგრეთის ყველა მოქალაქეს ამ ისტორიულ არჩევნებს. მოუთმენლად ველი პიტერ მაგიართან ერთად მუშაობას ყველა ევროპელის უკეთესი მომავლისთვის“, - წერს სანჩესი.
13 აპრილი 2026, 09:33
მსოფლიო
„ეს ისტორიული მომენტია არა მხოლოდ უნგრეთისთვის, არამედ ევროპული დემოკრატიისთვისაც“ - კირ სტარმერი პიტერ მაგიარს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა პიტერ მაგიარს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
13 აპრილი 2026, 09:32
მსოფლიო
ჯორჯია მელონი: გამარჯვებას ვულოცავ პიტერ მაგიარს. მადლობას ვუხდი ჩემს მეგობარ ვიქტორ ორბანს მჭიდრო თანამშრომლობისთვის
„მადლობას ვუხდი ჩემს მეგობარ ვიქტორ ორბანს ამ წლების განმავლობაში ინტენსიური თანამშრომლობისთვის და ვიცი, რომ ის ოპოზიციიდანაც განაგრძობს თავისი ერის სამსახურს. იტალია და უნგრეთი მჭიდრო მეგობრობით დაკავშირებული ქვეყნებია და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ კვლავაც განვაგრძობთ კონსტრუქციულ თანამშრომლობას ჩვენი ხალხების ინტერესების სასარგებლოდ და ევროპულ თუ საერთაშორისო დონეზე არსებული საერთო გამოწვევების დასაძლევად“, - წერს მელონი.
13 აპრილი 2026, 09:27
მსოფლიო
ფრიდრიხ მერცი პიტერ მაგიარს: მოუთმენლად ველოდები თქვენთან თანამშრომლობას ძლიერი, უსაფრთხო და ერთიანი ევროპისთვის
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა პარტია „ტისას“ ლიდერს, პიტერ მაგიარს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
13 აპრილი 2026, 09:22
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი: დამაჯერებელ გამარჯვებას ვულოცავ პიტერ მაგიარს და პარტია „ტისას“ - მზად ვართ ერთობლივი კონსტრუქციული მუშაობისთვის ორივე ერის სასარგებლოდ
დამაჯერებელ გამარჯვებას ვულოცავ პიტერ მაგიარს და პარტია „ტისას, - წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ „იქსზე“.
13 აპრილი 2026, 09:20
მსოფლიო
ემანუელ მაკრონი: საფრანგეთი მიესალმება უნგრელი ხალხის ევროკავშირის ღირებულებებისადმი ერთგულებას
„ახლახან ვესაუბრე პიტერ მაგიარს, რათა მისთვის გამარჯვება მიმელოცა. საფრანგეთი მიესალმება დემოკრატიული ჩართულობის გამარჯვებას, უნგრელი ხალხის ერთგულებას ევროკავშირის ღირებულებებისადმი და უნგრეთის ევროპაში ყოფნას. ერთად წავიდეთ წინ უფრო სუვერენული ევროპისკენ - ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოების, კონკურენტუნარიანობისა და დემოკრატიისთვის“, - წერს მაკრონი.
13 აპრილი 2026, 09:14
მსოფლიო
ვიქტორ ორბანი: ჩვენს ქვეყანას და უნგრელ ერს ოპოზიციიდანაც მოვემსახურებით - ყველამ უნდა იცოდეს ერთი რამ - ჩვენ არასდროს დავნებდებით
როგორც არ უნდა დასრულდეს ყველაფერი, ჩვენ ჩვენს ქვეყანას და უნგრელ ერს ოპოზიციიდანაც მოვემსახურებით, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
13 აპრილი 2026, 09:12
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი: უნგრეთმა ევროპა აირჩია. ევროპა ყოველთვის უნგრეთს ირჩევდა
„უნგრეთმა ევროპა აირჩია. ევროპა ყოველთვის უნგრეთს ირჩევდა. ქვეყანამ თავისი ევროპული გზა დაიბრუნა. კავშირი ძლიერდება“, - დაწერა მან სოციალურ ქსელში X.
13 აპრილი 2026, 09:09
მსოფლიო
„ტისა“ უნგრეთის პარლამენტში მანდატების 2/3-ზე მეტს იღებს
ოპოზიციონერ პიტერ მაგიარის პარტია უნგრეთის პარლამენტში ადგილების ორ მესამედზე მეტს იღებს. ხმების 99%-ზე მეტის დათვლის შედეგად, ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში პარტია „ტისა“ ლიდერობს. ეს მონაცემები ახალ მთავრობას საკმარის სამოქმედო სივრცეს მისცემს კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შესატანად და საკუთარი პოლიტიკის განსახორციელებლად.
13 აპრილი 2026, 08:57
რეგიონი
ნაქერალას უღელტეხილზე გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ნაქერალას უღელტეხილზე გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ60 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
13 აპრილი 2026, 08:55
რეგიონი
ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
13 აპრილი 2026, 01:03
საზოგადოება
დღეიდან ბრწყინვალე შვიდეული დაიწყო
ბრწყინვალე შვიდეულის ყოველ დღეს ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია სრულდება და მორწმუნეებს ზიარების მიღების შესაძლებლობა აქვთ.
13 აპრილი 2026, 00:50
საზოგადოება
მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს
მორწმუნეები ოჯახის წევრებისა და ახლობლების საფლავებზე გადიან, რათა უფლის აღდგომა მათაც ახარონ. საფლავზე ჭირისუფალთ ტრადიციისამებრ, სააღდგომო პასქები და წითელი კვერცხები მიაქვთ, რაც აღდგომის დღესასწაულის სიმბოლოა.
12 აპრილი 2026, 23:55
მსოფლიო
პიტერ მაგიარი: ვიქტორ ორბანმა ახლახან დაგვირეკა, რომ ჩვენთვის გამარჯვება მოელოცა
უნგრეთის ოპოზიციური პარტია „ტისას“ ლიდერის, პიტერ მაგიარის განცხადებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა მას გამარჯვება უკვე მიულოცა.
12 აპრილი 2026, 23:39
მსოფლიო
ვიქტორ ორბანი: არჩევნების შედეგი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, გასაგები და ნათელია. მმართველობის პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა ჩვენ არ მოგვეცა. მე მივულოცე გამარჯვებულ პარტიას
არჩევნების შედეგი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, გასაგები და ნათელია, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების შესახებ მხარდამჭერებისადმი მიმართვისას.
12 აპრილი 2026, 23:30
კულტურა
ლონდონის წიგნის ბაზრობაზე ქართული სტენდი ყურადღების ცენტრში მოექცა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
ქართული სტენდი მკითხველის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში იყო. დელეგაცია ლონდონის წიგნის ბაზრობიდან სამშობლოში ხელშესახები შედეგებით დაბრუნდა.
12 აპრილი 2026, 23:07
სპორტი
ისტორიაში პირველად, წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის ფინალში რვა საუკეთესო ნაკრებს შორის იასპარეზებს
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს თასის 2026 წლის II დივიზიონის ნახევარფინალში გერმანიის ნაკრები 19:13 დაამარცხა.


