12 აპრილი 2022, 13:02 / სანდო წყარო

გივი მიქანაძე: ჩვენი ქვეყნის შემდგომი წინსვლა კვლავაც 9 აპრილის იდეალების გარშემო ერთობას უნდა დაეფუძნოს

გივი მიქანაძე

გივი მიქანაძე

გასულ კვირას, 9 აპრილს, შესრულდა 33 წელი იმ ტრაგიკული დღიდან, როდესაც დამოუკიდებლობისა და თავისუფლების იდეალებით გაერთიანებულ ქართველ ხალხს ავტორიტარული რეჟიმის სამხედრო მანქანა დაუპირისპირდა. მთელი მსოფლიო შეძრა ტრაგედიამ, რომელმაც 21 ჩვენი თანამემამულის სიცოცხლე შეიწირა, -განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გივი მიქანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების ფორმატში გამოსვლისას.

მისი თქმით, 9 აპრილი თითოეული ქართველისთვის არის დღე ტკივილის და ამავდროულად, სიამაყის, გამარჯვებისა და მომავლის რწმენის. მისივე განცხადებით, ამ დღემ განსაზღვრა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საბჭოთა კავშირში შემავალი ქვეყნების მომავალი.

„ზუსტად ორი წლის თავზე, 1991 წლის 9 აპრილს, სიმბოლური იყო, როდესაც საქართველომ, 31 მარტის რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე აღიდგინა 1921 წელს დაკარგული დამოუკიდებლობა. 9 აპრილი თავისუფლებისთვის ბრძოლის და ერის ერთიანობის სიმბოლოა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. იმ ბრძოლის, რომელიც ჯერ კიდევ არ დასრულებულა და დღესაც გრძელდება; ბრძოლის, რომელიც აუცილებლად დასრულდება გამარჯვებით. ეს გამარჯვება კი ასოცირდება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს კუთვნილი ადგილის სრულუფლებიანად დამკვიდრებასთან“, -განაცხადა გივი მიქანაძემ.

დეპუტატის თქმით, ახლა, როგორც არასდროს, საჭიროა ერთობა და მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესებიდან ამოსვლა.

„დღეს გაჩნდა რეალური პერსპექტივა, დავიმკვიდროთ კუთვნილი ადგილი ევროპულ ოჯახში და აღვასრულოთ საუკუნეების მანძილზე ნანატრი ოცნება. ასეთ ჟამს, ყოველგვარი დესტრუქცია და ხელის შეშლა არის ქვეყნის დამაზიანებელი და უპატიებელი. ჩვენ კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ 9 აპრილის გმირები სწორედ ამ იდეალებსა და ფასეულობებს შეეწირნენ; რომ დღევანდელი საქართველო სწორედ მათ მონაპოვარზე დგას. ამიტომ, თითოეულმა ჩვენთაგანმა უპირველეს ყოვლისა უნდა შევიგრძნოთ ის უდიდესი პასუხისმგებლობა, რაც ჩვენი ქვეყნისა და მისი კეთილდღეობისა და ნათელი მომავლისთვის დაღუპული გმირების სახელთან არის დაკავშირებული. როდესაც გამოვხატავთ მადლიერებას თავისუფლებისათვის, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მადლობა უპირველეს ყოვლისა 1989 წლის 9 აპრილის გმირებს ეკუთვნის, და ეკუთვნის არა მხოლოდ ქართველი ხალხის სახელით, არამედ ყველა იმ ადამიანის სახელითაც, ვინც დღეს საბჭოთა რეჟიმისგან თავისუფალი სამყაროს ნაწილია. გზა, რომელიც დამოუკიდებელმა საქართველომ გაიარა, გვასწავლის, რომ ჩვენი ქვეყნის შემდგომი წინსვლა კვლავაც 9 აპრილის იდეალების გარშემო ერთობას უნდა დაეფუძნოს“,- განაცხადა გივი მიქანაძემ.

ყველა სიახლე

11 ივნისი 2026, 09:09

რეგიონი

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა დაიწყო

ვინაიდან ხანგრძლივი სამუშაოებია საჭირო, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, მიიღო გადაწყვეტილება, სამუშაოები მიმდინარე მოვლა-შენახვის ხელშეკრულების ფარგლებში დაეწყო, რათა უზრუნველყოს გზის განვლადობა და ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილება.

11 ივნისი 2026, 09:00

მსოფლიო

აშშ-მა გასულ ღამეს ირანი დაბომბა

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ინფორმაციით, გასულ ღამეს ამერიკელმა სამხედროებმა ირანში მდებარე რამდენიმე სამიზნე გაანადგურეს.

თორნიკე ჭეიშვილი

11 ივნისი 2026, 08:54

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციის ალიანსზე: ალიანსი ჩამოიშალა იმ ძალიან მარტივი მიზეზის გამო, რომ რადიკალებმა ვერ შეძლეს საკუთარი პოლიტიკური ეგოს დათრგუნვა - მათი მიზნები თავიდანვე ანტისახელმწიფოებრივი იყო

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ოპოზიციური ალიანსის დაშლას აფასებს. მისი თქმით, ალიანსის დაშლის მიზეზი მისი წევრების პოლიტიკური ეგოა.

ნინო წილოსანი

11 ივნისი 2026, 08:46

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: ბევრი ევროპოლიტიკოსის მხრიდან, რომელიც სხვადასხვა გავლენის ქვეშ იმყოფება, არაერთხელ დაისვა ქართველი ხალხისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი. თუმცა, ამ პროცესს აფერხებს ფაქტი, რომ საქართველო ასრულებს ყველა პირობას, რომელიც ჩვენს წინაშე იყო დაწესებული

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის შეფასებით, საქართველო ასრულებს ვიზალიბერალიზაციისთვის დაწესებულ წესებს.

11 ივნისი 2026, 08:30

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 11 ივნისს საქართველოში

11 ივნისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +29 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსი იქნება.

11 ივნისი 2026, 08:15

სპორტი

ქვემო ქართლსა და კახეთში სპორტული ობიექტებისთვის სპორტის სამინისტრომ სპორტული ინვენტარი შეიძინა

ინვენტარი მოიცავს როგორც სავარჯიშო, ისე საშეჯიბრო ატრიბუტიკას. მინისტრი სპორტული ინფრასტრუქტურის დათვალიერებას, ქვეყნის სხვა მუნიციპალიტეტებშიც განაგრძობს. სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, სპორტული ობიექტების მომარაგების პროცესი 2027 წლის ბოლომდე დასრულდება.

11 ივნისი 2026, 08:11

საზოგადოება

ვაზისუბნის მაჟორიტარი დეპუტატი ვაზისუბნის რამდენიმე კვარტალში კორპუსების მიმდებარედ მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

ისნის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, მოხდება საცხოვრებელ უბნებში მდებარე ავტოფარეხების დემონტაჟი, რომლის მიზანია, ტერიტორიის გათავისუფლება და მისი ეტაპობრივი გარდაქმნა თანამედროვე რეკრეაციულ და ნაწილობრივ საპარკინგე სივრცედ.

11 ივნისი 2026, 08:00

პოლიტიკა

დღეს ბრიუსელში საქართველოს წარმომადგენლებთან ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ტექნიკური ხასიათის შეხვედრა გაიმართება

დღეს ბრიუსელში საქართველოს წარმომადგენლებთან, ვიზალიბერალიზაციის საკითხზე შეხვედრა გაიმართება, რომელსაც ევროკომისიის განმარტებითვე, ტექნიკური ხასიათი ექნება. ოფიციალური თბილისი კი ევროკომისიის წარმომადგენლებს კონკრეტულ ფაქტებს წარუდგენს, რომ საქართველო ვიზალიბერალიზაციით ნაკისრ ყველა ვალდებულებას ასრულებს.

შალვა პაპუაშვილი

11 ივნისი 2026, 00:44

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ქვეყნის გადატრიალებას ვერ შეძლებენ, ამის გარანტორი ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნებაა“ - მე მგონი, რადიკალური ოპოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოსაც დაასწრებს და თვითლიკვიდაციას გამოაცხადებს

მე მგონი რადიკალური ოპოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოსაც დაასწრებს და თვითლიკვიდაციას გამოაცხადებს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილი

11 ივნისი 2026, 00:44

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ყოველგვარი ლოგიკის საწინააღმდეგოდ, 2012 წელს შეძლო დაემარცხებინა სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმი, რომელსაც სრული კარტბლანში ჰქონდა მიცემული ევროკავშირისგან და აშშ-ს მაშინდელი ადმინისტრაციისგან. სრული კარტბლანში წამებისთვის, რეკეტისთვის, ადამიანების ხოცვისთვის

ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ყოველგვარი ლოგიკის საწინააღმდეგოდ, 2012 წელს შეძლო დაემარცხებინა სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმი, რომელსაც სრული კარტბლანში ჰქონდა მიცემული ევროკავშირისგან და ამერიკის შეერთებული შტატების მაშინდელი ადმინისტრაციისგან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

11 ივნისი 2026, 00:37

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ახლახან არ იყო 4 ოქტომბერი? დღისით, მზისით ევროკავშირმა წააქეზა, მხარი დაუჭირა ხელისუფლების ძალადობრივ ცვლილებას

ახლახანს არ იყო 4 ოქტომბერი? დღისით, მზისით ევროკავშირმა წააქეზა, მხარი დაუჭირა ხელისუფლების ძალადობრივ ცვლილებას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მან სალომე ზურაბიშვილთან ელჩების ვიზიტებიც გაიხსენა და თქვა, რომ მოპარული შტანდარტის ფონზე გადაღებული ფოტოებით ელჩები 4 ოქტომბრის ძალადობას აქეზებდნენ.

11 ივნისი 2026, 00:26

მსოფლიო

ბელფასტში, პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა. ვიდეო

ჩრდილოეთ ირლანდიის დედაქალაქ ბელფასტში აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება გრძელდება.

შალვა პაპუაშვილი

11 ივნისი 2026, 00:16

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ჩინეთისგან ბოროტების ხატის შექმნა არის ხანგრძლივი, მიზანმიმართული, პროპაგანდისტული ხაზი, რომელიც ბრიუსელს აქვს აღებული იმისთვის, რომ ჩამოიცილონ კონკურენტი

ჩვენ ჩვენს საგარეო პოლიტიკას ვახორციელებთ იმისთვის, რომ განვახორიციელოთ ჩვენი შიდა პოლიტიკური მიზნები - ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა, ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჩინეთთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებაზე ოპოზიციის მიერ გაკეთებულ შეფასებებზე საუბრისას. პარლამენტის თავმჯდომარე სისულელეს უწოდებს განცხადებებს იმის თაობაზე, რომ საქართველოს ჩინეთთან ურთიერთოები გლობალურ პროცესში სხვა ქვეყნების ინტერესებს საფრთხეს შეუქმნის.

ირაკლი კირცხალია

11 ივნისი 2026, 00:16

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია „ალიანსზე“: ჰგონიათ, საზოგადოება დაიჯერებს მათ სპექტაკლს, თითქოს ერთი დედაპარტიის შვილები არ არიან

"მათ არ შეუძლიათ არანაირი თვითორგანიზება, რადგან არიან გაცხადებული აგენტურა ჩვენს ქვეყანაში, სახელით და გვარებით. თითოეული სახელი და გვარი, რომელიც ახლა უკვე მერამდენე ალიანსში გაერთიანდნენ, არის პირდაპირ აფელირებული დედაპარტიასთან, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" ჰქვია", - ამ განცხადებით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია ოპოზიციაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

ირაკლი კირცხალია

11 ივნისი 2026, 00:15

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: ჯო უილსონისნაირ კომიკურ-ოდიოზურ ფიგურებს უბრალოდ ჩვენი მხრიდან არც შევაფასებ და არც მივიჩნევ ღირსად, რომ შეფასდეს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია გამოეხმაურა კონგრესმენ ჯო უილსონის კანონპროექტს, რომელიც წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა. კანონპროექტი სახელმწიფო დეპარტამენტს რეგიონში ჩინეთისა და რუსეთის გავლენების შესწავლას ავალდებულებს.

შალვა პაპუაშვილი

11 ივნისი 2026, 00:13

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირს მიაქანებენ საბჭოთა კავშირისკენ. ასე შეიქმნა საბჭოთა კავშირი, როდესაც იდენტობები გათქვიფა საერთო იდეოლოგიაში და დღეს ამას აკეთებს ბრიუსელი ევროკავშირში

სინამდვილეში, ჩვენ რასაც ვხედავთ, ეს არის სხვა ქვეყნებისთვის საქართველოს ლანგრით შეთავაზება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის ქმედებების შეფასებისას.

ირაკლი კირცხალია

11 ივნისი 2026, 00:07

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: ჩვენ დავაფიქსირეთ მზაობა, რომ ჩვენი ურთიერთობები გადავტვირთოთ და დავიწყოთ სრულიად ახალი ფურცლიდან

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია აცხადებს, რომ საქართველო მზად არის, შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვის და დაიწყოს ის სრულიად ახალი ფურცლიდან, თუმცა მისი თქმით, მხოლოდ საქართველოს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.

შალვა პაპუაშვილი

11 ივნისი 2026, 00:04

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ზოგიერთი ამერიკელისგან გვსმენია, რომ სერიოზულად არ შევხედოთ ბატონ უილსონს და აქ ამთავრებენ ხოლმე მასზე საუბარს. ასე რომ ჩვენც ვცდილობთ ხოლმე სერიოზულად არ შევხედოთ. რა მოვთხოვოთ საქართველოსთან დაკავშირებით ადამიანს, რომელიც საბავშვო ბაღში იარაღის ლეგალიზაციას ითხოვს?

ზოგიერთი ამერიკელისგან გვსმენია, რომ სერიოზულად არ შევხედოთ ბატონ უილსონს და აქ ამთავრებენ ხოლმე მასზე საუბარს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

პიტ ჰეგსეტი

10 ივნისი 2026, 23:51

მსოფლიო

პიტ ჰეგსეტი: აშშ-ის სამხედრო ძალები ირანს ძლიერ დარტყმას მიაყენებენ, თუ თეირანი კონფლიქტის დასასრულებლად შეთანხმებას არ გააფორმებს

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო ძალები ირანს ძლიერ დარტყმას მიაყენებენ, თუ თეირანი კონფლიქტის დასასრულებლად შეთანხმებას არ გააფორმებს. ამით მან გაიმეორა მუქარა, რომელიც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღის დასაწყისში გააჟღერა.

დავით ჩიხელიძე

10 ივნისი 2026, 23:51

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: თაზო დათუნაშვილი შეეცადა ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობის დაკნინებას, მაშინ როდესაც მისი პოლიტიკური გუნდის ლიდერი მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პორტით ჩინეთის დაინტერესებას მნიშვნელოვან წარმატებად აფასებდა და ჩინურ ინვესტიციებს მიესალმებოდა

თაზო დათუნაშვილი შეეცადა ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობის დაკნინებას, მაშინ, როდესაც მისი პოლიტიკური გუნდის ლიდერი მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პორტით ჩინეთის დაინტერესებას მნიშვნელოვან წარმატებად აფასებდა და ჩინურ ინვესტიციებს მიესალმებოდა.