მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე უმნიშვნელოვანესი და ისტორიული ნაბიჯი გადაიდგა
მაკა ბოჭორიშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
გუშინ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე უმნიშვნელოვანესი და ისტორიული ნაბიჯი გადაიდგა. ევროკავშირის მხარემ ოფიციალურად გადმოგვცა კითხვარი, რომლის საფუძველზეც უნდა მომზადდეს ევროკომისიის შეფასება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისანიჭებლად, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მისი თქმით, შეიძლება ითქვას, რომ საქართველომ, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად გადადგა პირველი რეალური ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და ეს არის იმ საკმაოდ რთული პროცესის დასაწყისი, რომელმაც ჩვენი ქვეყანა უნდა მიიყვანოს საბოლოო სტრატეგიულ მიზნამდე, რასაც ევროკავშირის წევრობა ჰქვია.
„მსურს ვისარგებლო შესაძლებლობით და ამ დარბაზიდან მადლობა გადავუხადო ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებს იმ შესაძლებლობისთვის, რაც ამ ნაბიჯით მიანიჭეს ჩვენს ქვეყანას.
ეს არის დასტური იმ თანამშრომლობის სიმტკიცისა, რომელიც საქართველომ ათწლეულების მანძილზე ნაბიჯ-ნაბიჯ აშენა ევროკავშირთან და ლოგიკური გაგრძელება იმ ღრმა და ყოვლისმომცველი პარტნიორობისა, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2014 წელს ხელმოწერილმა ასოცირების შესახებ შეთანხმებით.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკვე განაცხადა, რომ პირადად უხელმძღვანელებს ამ უმნიშვნელოვანეს პროცესს.
საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს უკვე იმართება საკოორდინაციო შეხვედრა, რომელიც კითხვარის შინაარსიდან გამომდინარე განსაზღვრავს სამუშაოს წარმართვის გზებს და მასში მონაწილე ინსტიტუტებს.
ეს არის ძალიან საპასუხისმგებლო პროცესი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესის და გატარებული რეფორმების სათანადოდ წარმოჩენა და სოლიდური საფუძვლის მომზადება ევროკომისიის დადებითი შეფასებისთვის“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს კითხვარი გადაეცა.
ყველა სიახლე
25 აპრილი 2026, 10:22
სამართალი
პროკურატურამ თბილისში მომხდარ, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 23 აპრილს, თბილისში, მგალობლიშვილის ქუჩა N1-ში მდებარე ბინაში, ბრალდებულმა, ანგარებით, ფულის და პირადი ნივთების დაუფლების მიზნით, დაზარალებულს დანით სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებული ადგილზევე გარდაიცვალა.
25 აპრილი 2026, 10:19
საზოგადოება
გივი მიქანაძემ ქართული ენის სასკოლო კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები და დიასპორის პროგრამაში ჩართული პედაგოგები დააჯილდოვა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქართული ენის სასკოლო კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები და დიასპორის პროგრამაში ჩართული ქართული ენის დისტანციური სწავლების მიმართულების მასწავლებლები დააჯილდოვა.
25 აპრილი 2026, 10:14
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები ჩინურ ავიაკომპანია China Eastern Airlines-სთან - შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
15 ივლისიდან შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება, - გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისა და ჩინური ავიაკომპანია China Eastern Airlines - ის ხელმძღვანელების შეხვედრაზე მიიღეს, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მარიამ ქვრივიშვილის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
25 აპრილი 2026, 10:12
საზოგადოება
პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალებიდან მე-40 დღესთან დაკავშირებით სიონში წირვა მიმდინარეობს. LIVE
თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის გარდაცვალებიდან მე-40 დღესთან დაკავშირებით წირვა სრულდება.
25 აპრილი 2026, 09:52
მსოფლიო
POLITICO: განტევების ვაცის მოშორების შემდეგ ევროპას გულწრფელად მოუწევს საკუთარ თავს შეხედოს
როცა ევროპელი ლიდერები კვიპროსზე ორდღიან მოლაპარაკებებზე შეიკრიბნენ, მათი განწყობა ისეთივე მზიანი იყო, როგორც ხმელთაშუა ზღვაში მდებარე თავად ეს კუნძული. ამის მიზეზი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის, ადამიანის, რომელიც 16 წლის განმავლობაში მათ პრობლემებს უქმნიდა, არყოფნა იყო.
25 აპრილი 2026, 09:17
მსოფლიო
POLITICO: თეთრი სახლის შიდა წრეებში ფიქრობენ, რომ რუბიო სულ უფრო პოპულარული ხდება და შეიძლება 2028 წლის არჩევნების ერთ-ერთი კანდიდატი გახდეს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე ახლო მრჩევლების ნაწილი მიიჩნევს, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო, შესაძლოა, 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი სერიოზული მონაწილე იყოს - ეს შეფასება ეფუძნება მის გონივრულ მოქმედებებს საგარეო კონფლიქტების მართვაში და უნარს, თავიდან აიცილოს პოლიტიკური „ნაღმები“. სტატიას ამ შინაარსით POLITICO ავრცელებს.
25 აპრილი 2026, 08:30
მსოფლიო
Reuters: აშშ-მა ჩინეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ირანული ნავთობის შესყიდვის გამო სანქციები დაუწესა
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა ჩინეთის ერთ-ერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მილიარდობით დოლარის ღირებულების ირანული ნავთობის შესყიდვის გამო სანქციები დაუწესა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
25 აპრილი 2026, 08:00
საზოგადოება
პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებიდან დღეს 40 დღე შესრულდა
უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის გარდაცვალებიდან დღეს 40 დღე სრულდება.
25 აპრილი 2026, 00:16
მსოფლიო
მაკრონი: სათანადოდ უნდა შევაფასოთ ის ფაქტი, რომ ეს არის უნიკალური მომენტი, როდესაც აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტები ერთნაირად უკიდურესად წინააღმდეგნი არიან ევროპელების მიმართ
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროპელებმა ძალისხმევა უნდა გააძლიერონ და საკუთარი ინტერესები დაიცვან, რადგან აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ყველანი მათ მათ წინააღმდეგ არიან განწყობილნი.
25 აპრილი 2026, 00:14
საზოგადოება
საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს 3 ათასზე მეტია იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც სამშობლოში ემიგრაციიდან დაბრუნდნენ, ვიდრე მათი რიცხვი, ვინც ქვეყანა დატოვა
2025 წელს ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 5.8%-ით ნაკლებია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 3.2%-ით შემცირდა და 131 501 კაცი შეადგინა, - ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
24 აპრილი 2026, 23:49
მსოფლიო
ჯორჯია მელონი აშშ-ის ადმინისტრაციის იმ გეგმის წინააღმდეგ გამოვიდა, რომელიც მაიამიში დაგეგმილ G20-ის სამიტზე პუტინის მიწვევას ითვალისწინებს
იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი აშშ-ის ადმინისტრაციის იმ გეგმის წინააღმდეგ გამოვიდა, რომელიც მაიამიში დაგეგმილ G20-ის სამიტზე რუსეთის ლიდერის, ვლადიმირ პუტინის მიწვევას ითვალისწინებს.
24 აპრილი 2026, 23:23
მსოფლიო
მერცი: ვხედავთ სამხედრო-ტექნოლოგიურ პროგრესს, რომელიც ისეთი სისწრაფით მიიწევს წინ, რაც უკრაინაში ომის გარეშე არ მოხდებოდა - ამაში, მიუხედავად მთელი ტრაგედიისა, ასევე დევს დიდი შესაძლებლობა, რომელსაც ჩვენ გამოვიყენებთ
რუსეთის ომმა უკრაინაში სამხედრო ტექნოლოგიების განვითარების უპრეცედენტო ტალღა გამოიწვია, რაც მშვიდობიანობის დროს შეუძლებელი იქნებოდა, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა კვიპროსის სამიტზე გამართულ პრესკონფერენციაზე.
24 აპრილი 2026, 23:16
მსოფლიო
თეთრი სახლის სპიკერი: ბოლო ორი დღის განმავლობაში, ირანული მხარისგან ნამდვილად დავინახეთ გარკვეული პროგრესი
თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ თეთრმა სახლმა ირანელების მხრიდან გარკვეული პროგრესი დაინახა, რისი დასტურიც სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის პაკისტანში მოლაპარაკებებზე გამგზავრებაა.
24 აპრილი 2026, 22:39
კულტურა
რუსთაველის ეროვნულ თეატრში ნიკო ნიკოლაძისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
საღამოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე პრეზიდენტის მეუღლესთან- თამარ ბაგრატიონთან, კულტურის მინისტრის პირველ მოადგილესთან - მაკა გურგენიძესთან და მოადგილე გიორგი მირცხულავასთან ერთად დაესწრო. რეჟისორ გვანცა მეფარიშვილის მიერ დადგმულ წარმოდგენას „ამბები ნიკო ნიკოლაძეზე“ თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე უძღვებოდა.
24 აპრილი 2026, 22:03
მსოფლიო
თეთრი სახლი: უიტკოფი და კუშნერი ხვალ პაკისტანში მიემგზავრებიან ირანთან მოსალაპარაკებლად
სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ხვალ დილით პაკისტანში გაემგზავრებიან ირანთან მოლაპარაკებების საწარმოებლად, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა.
24 აპრილი 2026, 21:50
სპორტი
ბათუმში ხვალ სარაგბო კლუბ „ბათუმისა“ და ქუთაისის „არესის“ შეხვედრა გაიმართება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ბათუმის სტადიონზე შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება. ქვეყნის ჩემპიონის ვინაობა ბათუმში ადგილობრივი სარაგბო კლუბისა და ქუთაისის „არესის“ შეხვედრაზე გაირკვევა.
24 აპრილი 2026, 21:33
კულტურა
მოცარტის „დონ ჯოვანის“ პრემიერა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შედგა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ნაწარმოები საოპერო ხელოვნებაში ერთ-ერთ შედევრადაა მიჩნეული. სპექტაკლის პრემიერა თეატრის სოლისტების, მოწვეული მომღერლების, გუნდისა და ორკესტრის მონაწილეობით გაიმართა.
24 აპრილი 2026, 21:07
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ჰერჩინსკის განცხადებაზე: ეს არის ყოვლად მიუღებელი და არ უნდა უკვირდეთ ევრობიუროკრატებს, რომ ქართველი ხალხის ნდობა მათ მიმართ რადიკალურად შემცირებულია
ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი „ქრონიკასთან“ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავს რიტორიკას შედეგად მხოლოდ ერთი რამ მოაქვს, ქართველი ხალხის უნდობლობა ევროკავშირის მიმართ.
24 აპრილი 2026, 20:53
სამართალი
ჯგუფურად, ძალადობის გამოყენებით ჩადენილი ძარცვა, ქურდობა და კომპიუტერული მონაცემების ხელყოფა - სამართალდამცველებმა ოთხი არასრულწლოვანი დააკავეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები თბილისში სასურსათო მაღაზიებს, სააფთიაქო ქსელებსა და ტაქსის მძღოლებს ძარცვავდნენ. დაკავებულებს 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელით.
24 აპრილი 2026, 20:48
პოლიტიკა
ევროკავშირის ელჩს, რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადების გამო, საგარეო საქმეთა სამინისტროში ახსნა-განმარტებები მოუწევს. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
პაველ ჰერჩინკისთან ოფიციალურ თბილისს ბევრი კითხვა აქვს. ეს დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმაც დაადასტურა. მმართველი პოლიტიკური ძალისთვის ევროპელი დიპლომატის განცხადება საქართველოს ბნელ წარსულში დაბრუნების შესახებ, უკვე შეფასდა როგორც შანტაჟი.


