IMEDI /  12 აპრილი 2022, 15:10 / სანდო წყარო

ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს, თუ რა სახის დახმარება გაუწიეს ერთმანეთს საქართველომ და უკრაინამ 2008-2022 წლებში

დავით ქართველიშვილი

დავით ქართველიშვილი

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, უკრაინის რადა მხოლოდ 1 თვის თავზე (!) შეიკრიბა, მაგრამ არც მაშინ და არც შემდგომ - საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია არასდროს მიუღია, საქართველომ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2022 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებას ევროპის საბჭოდან რუსეთის ფედერაციის დაუყოვნებლივ გარიცხვის შესახებ, - წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი.

მისი თქმით საქართველო აგრძელებს არა მხოლოდ რეზოლუციების, არამედ ქმედითი პრაქტიკული შესაძლებლობებით უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდში დგომას.

„წინასწარ გიხდით ბოდიშს. არც მჩვევია და არც მიყვარს ვრცელი პოსტების დადება. მაგრამ აქ ის თემაა, რომელსაც ვერაფერს ვერც მოვაკლებ და რომლის ირგვლივ არ ჩერდება საქართველოს არც შიდა და არც გარე მტერი. მაშ ასე, საუბარია იმაზე, თუ რა გაუკეთა უკრაინამ საქართველოს 2008 წელს და რა გაუკეთა საქართველომ უკრაინას 2022 წელს. გთავაზობთ მხოლოდ მცირე მოკვლევას რუბრიკიდან „ასე იმსხვრევა მითები„:

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, უკრაინის რადა მხოლოდ 1 თვის თავზე (!) შეიკრიბა, მაგრამ არც მაშინ და არც შემდგომ - საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია არასდროს მიუღია
პირიქით, სექტემბერში დარეგესტრირებულ სხვადასხვა რეზოლუციებში (მათ შორის საქართველოსადმი არამეგობრული შინაარსის) საქართველოს მხარი დაუჭირა დეპუტატთა მხოლოდ 15%-მა, საქართველოს წინააღმდეგ ხმა მისცეს დეპუტატთა 45%-მა, დანარჩენმა დეპუტატებმა საქართველოს თემატიკისადმი გამოავლინეს სრული გულგრილობა და ინდეფერენტულობა - თავი შეიკავეს ხმის მიცემისაგან (უკრაინის რადა 450 დეპუტატისგან შედგება)

საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის სამხედრო ინტერვენციის დაგმობის შესახებ No3053 დადგენილების პროექტს მხარი მხოლოდ 65 (!) დეპუტატმა დაუჭირა (მიუხედავად იმისა, რომ რადაში თითქოსდა დემოკრატიული კოალიცია არსებობდა). არც ერთი ხმა არ მისცეს - "რეგიონების პარტიის" (რომლის ლიდერი ვ. იანუკოვიჩი, ამისთვის "მადლიერების" ნიშნად სააკაშვილმა "ბრწყინვალების ორდენით" დააჯილდოვა), კომუნისტური პარტიის და ლიტვინის ბლოკის ფრაქციებმა. БЮТ ფრაქციიდან დაფიქსირდა მხოლოდ დეპუტატ კოსივის ერთი ხმა (კირილენკომ, პაშინსკიმ, სემერაკმა - ხმა არ მისცა), НУНС ფრაქციიდან - 64 დეპუტატმა მისცა ხმა (სპიკერმა იაცენიუკმა ხმა არ მისცა(!!!))

იმავე წარმატებით, დეპუტატებმა ჩაშალეს „რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის შესახებ“ No3054 რეზოლუციის პროექტი, რომელსაც მხარი მხოლოდ 66-მა დეპუტატმა დაუჭირა. აგრეთვე ჩაიშალა „საქართველოს სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის აქტის დაგმობის შესახებ“ No3082 რეზოლუცის პროექტი, რომელმაც მხოლოდ 70 ხმა მიიღო
უკრაინული პოლიტიკისთვის დამახასიათებელ ტრადიციებში: როცა გეგონა, რომ ფსკერს უკვე მიაღწიეს - ქვემოდან დააკაკუნეს.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის ცნობის No3083 დადგენილების პროექტს უკვე 167-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ხმათა უმრავლესობა გაიიღო რეგიონების პარტიამ (140), კომუნისტურმა პარტიამ ხმა - 27 ხმა. ლიტვინის ბლოკმა, БЮТ -მა და НУНС -მა არც ერთი ხმა არ მისცეს, თუმცა იყვნენ თავშეკავებული (!!!), ანუ ინდეფერენტულები და გულგრილნი „მეგობარი“ ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანესი საკითხის მიმართ

„სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის წინააღმდეგ საქართველოს სამხედრო აგრესიის დაგმობამ“ (No3070) კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა მიიღო - 196 ხმა (!!!)

ხოლო დეპუტატთა მაქსიმალურმა რაოდენობამ - 217 დეპუტატმა მხარი დაუჭირა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას უკრაინის კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით უკრაინული სამხედრო ტექნიკის საქართველოში მიწოდების ფაქტების გადამოწმების მიზნით (No3059 )
2009 წლის 9 მაისს, „მეგობარ“ საქართველოში მომხდარი ტრაგედიის, სამხედრო აგრესიისა და გაფორმებული ოკუპაციის 9 თვის თავზე - "მეგობარმა" უკრაინამ რუს ოკუპანტებთან ერთად მოსკოვის წითელ მოედანზე ერთობლივ საზეიმო აღლუმში მიიღო მონაწილეობა თავისი შეიარაღებული ძალების წარმომადგენლობით. მიუხედავად იმისა, რომ „ხელნაწერები არ იწვის“ და მეხსიერებიდან ყოველივე ამას ვერ ამოშლი, მეგობარი უკრაინის მიმართ საქართველოს მხარდაჭერა, გვერდში დგომა და პრაქტიკული ნაბიჯები შემდეგნაირად გამოიყურება: საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს და უკრაინას უსაფრთოხების კუთხით საერთო გამოწვევები აქვთ. საქართველო იყო პირველი რომელმაც 2008 წელს რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია გამოიარა, რომელსაც თან ახლდა სახელმწიფოს სუვერენული საზღვრების ძალისმიერი ცვლილებების მცდელობები, ეთნიკური წმენდის შედეგად ასობით ათასი ადამიანის სახლებიდან გამოძევება და მათი განადგურება და საზოგადოებების საოკუპაციო ხაზებით გაყოფა საქართველო გამოხატავს სრულ სოლიდარობას უკრაინისადმი და ამას ადასტურებს შესაბამისი პოლიტიკური და დიპლომატიური ნაბიჯები ორმხრივ თუ მრავალმხრივ ფორმატებში. უკრაინასთან ისტორიული მეგობრობის გარდა, ევროპული და ევრტოატლანტიკური მისწრაფებები გვაერთიანებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთდა უკრაინის მხარდამჭერი მრავალი საჯარო განცხადება, სადაც დაგმობილი იყო რუსეთის სამხედრო აგრესია სუვერენული სახელმწიფო წინააღმდეგ საქართველოს პარლამენტი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც მიიღო რეზოლუცია „უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ“ აღსანიშნავია, რომ 2014 წლიდან დღემდე უკრაინასთან დაკავშირებით საქართველო, გაერო-ში, ეუთოში და ევროპის საბჭოს ფარგლებში მიერთებულია აქვს დაახლოებით 200-მდე რეზოლუციას და განაცხადებას 2014 წლიდან საქართველო უერთდება ევროკავშირის შემზღუდავ ზომებს ყირიმსა და სევასტოპოლზე 2022 წლის 28 თებერვალს, საქართველო მიუერთდა ევროკავშირის შემზღუდავ ზომებს დონეცკსა და ლუგანსკზე
კიევში, ოდესასა და ლვოვში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები კვლავ განაგრძობენ ფუნქციონირებას და მოქალაქეებისთვის დახმარების გაწევას სანქციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ვალდებულების შესახებ საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებმა საქართველოს ეროვნული ბანკის მითითება მიიღეს საქართველო გაერო-ს 96 ქვეყანას შორის იყო, ვინც თანასპონსპორობა გაუწია გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“ საქართველო იყო “უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის ჰუმანიტარული შედეგების შესახებ” გაეროს გენერალური ასამბლეის (UNGA76) რეზოლუციის ერთ-ერთი მთავარი თანასპონსორი. რეზოლუციას თანასპონსორობა გაუწია 90 სახელმწიფომ და მხარი დაუჭირა 140 ქვეყანამ, 5 ქვეყანამ (რუსეთი, სირია, ჩრდილოეთ კორეა, ერითრეა და ბელარუსი) რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 38 ქვეყანამ თავი შეიკავა საქართველომ მხარი დაუჭირა ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებას საქართველო გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს (UNHRC49) რეზოლუციის თანა-სპონსორია, რომელიც რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიისთვის პასუხისმგებლობას აკისრებს საქართველომ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2022 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებას რუსეთის ფედერაციისთვის მინისტრთა კომიტეტსა და საპარლამენტო ასამბლეაში წარმომადგენლობითი უფლებების შეჩერების შესახებ
საქართველომ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2022 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებას ევროპის საბჭოდან რუსეთის ფედერაციის დაუყოვნებლივ გარიცხვის შესახებ
საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებმაც უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების მოთხოვნით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორს მიმართეს საქართველოს არის გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის პროექტის მთავარი თანა-სპონსორი, რუსეთის ფედერაციისათვის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს (HRC) წევრობის უფლების შეჩერების შესახებ მსოფლიოს 191 ქვეყანას შორის - საქართველო იკავებს პირველ ადგილს უკრაინაში გაგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთების ოდენობის მიხედვით საქართველო აგრძელებს არა მხოლოდ რეზოლუციების, არამედ ქმედითი პრაქტიკული შესაძლებლობებით უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდში დგომას, მზად არის თავისი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი კარი გაუღოს დევნილთა ნაკადებს. მიუხედავად ამისა, საქართველო რჩება ერთადერთ ქვეყანად - საიდანაც გაწვეული და თანამდებობიდან გათავისუფლებული იქნა ელჩი. საქართველო რჩება მსოფლიოში ერთადერთ ქვეყანად - რომელსაც უკრაინამ "პოლიტიკური ომის" მეორე ფრონტი გაუხსნა და გაუგონარი ბრალდებებით ესხმის თავს ლამის ყოველდღიურად. თუ რამდენად დამსახურებულად - დასკვნების გამოტანა თქვენთვის მიმინდვია“- წერს დავით ქართველიშვილი.

ყველა სიახლე

გიორგი სოსიაშვილი

22 სექტემბერი 2026, 18:12

პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი: ევრობიუროკრატებს ჰქონდათ მცდელობა, რომ ებულინგებინათ ჩვენი ხელისუფლება და ქართველი ხალხი. ნამდვილად არ იმსახურებს ქართველი ხალხი, ჩვენი სახელმწიფო შანტაჟის ენით საუბარს. თუ გინდა მიიღო ამხელა ისტორიის ქვეყანა, რომელმაც თავი გადაირჩინა ისტორიის გზაზე და მოაღწია თავისი ძალიან დიდი გამძლეობით აქამდე, ბუნებრივია, რომ მას არ უნდა ელაპარაკო მუქარის ენით

ნამდვილად ბუნებრივი გზა გვაქვს დასახული ევროპისკენ, ერთიანი ევროპული ოჯახისკენ და ეს გზა მხოლოდ სლოგანებით არ არის გამოხატული. ეს გზა ჩვენ, ჩვენი არსებობის ისტორიის მანძილზე დავადასტურეთ და გარდა ამისა, კონსტიტუციაშია გაწერილი ჩვენი ევროპული არჩევანი. ეს არის ჩვენი ხელისუფლების მთავარი ამოცანა და დღის წესრიგი, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სოსიაშვილმა.

გიორგი სოსიაშვილი

22 სექტემბერი 2026, 18:10

პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი: გვარამიას განცხადება არის გარედან ნაკარნახეივ, რომ შერიგების პროცესი შეაფერხონ. არც განიხილება, რომ ოდესმე ჩვენმა ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა რომელიმე კავშირში გაწევრიანება რომელიმე ისტორიული ტერიტორიების ხარჯზე განიხილოს, წარმოუდგენელია

გვარამიას განცხადება არის გარედან ნაკარნახეივ, რომ შერიგების პროცესი შეაფერხონ. არც განიხილება, რომ ოდესმე ჩვენმა ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა რომელიმე კავშირში გაწევრიანება რომელიმე ისტორიული ტერიტორიების ხარჯზე განიხილოს, წარმოუდგენელია, - განაცხადა განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილმა „დღის ქრონიკაში“.

ანტონიუ გუტერეში

22 სექტემბერი 2026, 18:10

მსოფლიო

ანტონიუ გუტერეში: ბზარები ღრმა უფსკრულებად იქცა, ბოლო ათწლეულში, ერთმანეთს მიჰყვა გამანადგურებელი ომები, რომლებიც წარმოუდგენელი სისასტიკით გაჭიანურდა

ბზარები ღრმა უფსკრულებად იქცა, ბოლო ათწლეულში, ერთმანეთს მიჰყვა გამანადგურებელი ომები, რომლებიც წარმოუდგენელი სისასტიკით გაჭიანურდა, - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

22 სექტემბერი 2026, 17:59

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრის მოადგილეს ლინგ ძის შეხვდა

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის სავაჭრო - ეკონომიკურ ურთიერთობებს, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რომელმაც საქართველო - ჩინეთის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე აიყვანა.

22 სექტემბერი 2026, 17:56

საზოგადოება

გივი მიქანაძემ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია გახსნა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია გახსნა.

22 სექტემბერი 2026, 17:53

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა.

გიორგი სოსიაშვილი

22 სექტემბერი 2026, 17:51

პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე პრემიერ-მინისტრის მონაწილოებაზე: მნიშვნელოვანი სამიტია და კიდევ ერთხელ დასტურდება ჩვენი ქვეყნის დიდი როლი და მნიშვნელობა მსოფლიო უსაფრთხოებაში

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სოსიაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობა „დღის ქრონიკაში“ შეაფასა. სოსიაშვილი აღნიშნავს, რომ ასეთ მნიშვნელოვან სამიტზე მონაწილეობა ადასტურებს, თუ რა დიდი როლი და მნიშვნელობა აქვს საქართველოს მსოფლიო უსაფრთხოებაში.

ლი ჯე მიონი

22 სექტემბერი 2026, 17:50

მსოფლიო

NYT: სეული ვაშინგტონს ჩრდილოეთ კორეისთვის ბირთვული პროგრამის გაყინვის სანაცვლოდ, სანქციების შემსუბუქებისკენ მოუწოდებს

„მიმაჩნია, რომ არსებობს სერიოზული სარგებელი კომპრომისში სანქციებსა და დამატებითი ბირთვული იარაღისა თუ ინტერკონტინენტური ბალისტიკური რაკეტების განვითარების შეჩერებას შორის“, - განაცხადა ლიმ ინტერვიუში.

შალვა პაპუაშვილი

22 სექტემბერი 2026, 17:47

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: ჩაეშალათ ხელისუფლების დამხობა. გაწირეს ადამიანები ციხისთვის, ხანგრძლივი სასჯელებისთვის. ახლა ამ ადამიანებისგან იღებენ უკმაყოფილებას - აიყვანეს ბარიკადებზე, ჩაადენინეს დანაშაული საკუთარი ქვეყნის და სამშობლოს წინააღმდეგ და შემდეგ მიატოვეს ციხეში

ეს მათი ერთიანი კამპანია იყო - „დილით არჩევნებზე და საღამოს რუსთაველზე“, ორივე ფრონტზე ჰქონდათ საცეცები გაშლილი, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. მან ასე უპასუხა 4 ოქტომბრის შემდეგ ოპოზიციაში და ამჯერად „ფედერალისტებსა“ და „ლელოს“ შორის, არჩევნებში „ლელოს“ მონაწილეობის გამო გამძაფრებული დაპირისპირების შესახებ ჟურნალისტის კითხვას.

შალვა პაპუაშვილი

22 სექტემბერი 2026, 17:46

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი გვარამიას განცხადებაზე: ეს არის ძალიან მძიმე, პროპაგანდისტული კამპანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ

ეს არის ძალიან მძიმე, პროპაგანდისტული კამპანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ, - განუცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს ნიკა გვარამიას განცხადების შეფასებისას, რომელმაც თქვა, რომ აფხაზებსა და ქართველებს ერთმანეთის მიმართ სიყვარული არ გააჩნიათ და წარსული მოვლენების გამო მხარეებს შორის ურთიერთზიზღი და მტრობა ბუნებრივად არის განპირობებული. მისი თქმით, რიგი ოპოზიციონერების მხრიდან ცრუ ნარატივების შემოტანის მიზანი, არის რომ ქართველმა ხალხმა უარი თქვას საკუთარ ტერიტორიულ მთლიანობასა და ერთიანობაზე.

შალვა პაპუაშვილი

22 სექტემბერი 2026, 17:46

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: მოხარული ვარ, რომ ჩემი კოლეგების მოწვევით ვიმყოფები ბელგიაში და ვსტუმრობთ ბელგიის წარმომადგენელთა პალატას და სენატს და შევხვდით მის პრეზიდენტებს

მოხარული ვარ, რომ ჩემი კოლეგების მოწვევით ვიმყოფები ბელგიაში და ვსტუმრობთ ბელგიის წარმომადგენელთა პალატას და სენატს და შევხვდით მის პრეზიდენტებს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბრიუსელში შეხვედრაზე საუბრისას.

შალვა პაპუაშვილი

22 სექტემბერი 2026, 17:44

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: უდიდესი სკანდალი იქნება, თუკი აღმოჩნდება, რომ ევროსაბჭო გარეულია წევრ ქვეყანაში კანონმდებლობის დარღვევაში

უდიდესი სკანდალი იქნება, თუკი აღმოჩნდება, რომ ევროსაბჭო გარეულია წევრ ქვეყანაში კანონმდებლობის დარღვევაში, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.

შალვა პაპუაშვილი

22 სექტემბერი 2026, 17:41

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი „კორძის“ კონცერტზე: როდესაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მაგინებელსა და მონის მწოდებელზე იხარჯება ევროკავშირის, ფული აქ აღარ ვიცი რა კვლევა და ანალიზია საჭირო. ევროკავშირმა უნდა გადაწყვიტოს - ან ის ხდება თანამონაწილე ქართველი ხალხის უმრავლესობის გინების და მონად წოდების ან გაემიჯნება ამ ქცევას

როდესაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მაგინებელსა და მონის მწოდებელზე იხარჯება ევროკავშირის ფული აქ აღარ ვიცი რა კვლევა და ანალიზია საჭირო. ევროკავშირმა უნდა გადაწყვიტოს ან ის ხდება თანამონაწილე ქართველი ხალხის უმრავლესობის გინების და მონად წოდების ან გაემიჯნება ამ ქცევას, - განაცხადა ბელგიაში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მომღერალ კორძის კონცერტზე დასმული კითხვის საპასუხოდ.

შალვა პაპუაშვილი

22 სექტემბერი 2026, 17:38

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ასე აფასებენ უცხო ძალები ქართველებს, რომ გვარამიას, სააკაშვილის, ხაზარაძის მსგავსი ადამიანების მიმდევარი შეიძლება იყოს ქართველი ხალხი

ასე აფასებენ უცხო ძალები ქართველებს, რომ გვარამიას, სააკაშვილის, ხაზარაძის მსგავსი ადამიანების მიმდევარი შეიძლება იყოს ქართველი ხალხი, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან.

შალვა პაპუაშვილი

22 სექტემბერი 2026, 17:35

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის მორიგ წერილზე: არის სამართლებრივი პროცესი და სამართლებრივ პროცესს სჭირდება სამართლებრივი პასუხები - აქ მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ციხიდან მორიგ წერილზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან ისაუბრა. პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრ და ღრმა კომენტარს ვერ გააკეთებს.

22 სექტემბერი 2026, 17:27

მსოფლიო

ჩინეთი აშშ-ის მიერ ირანულ ავიაკომპანიებზე დაწესებულ სანქციებს აკრიტიკებს

„ჩინეთი თანმიმდევრულად ეწინააღმდეგება უკანონო ცალმხრივ სანქციებს, რომლებსაც არ გააჩნია საერთაშორისო სამართლის საფუძველი ან გაეროს უშიშროების საბჭოს მანდატით არ არის გამყარებული“, - აღნიშნეს სამინისტროში.

22 სექტემბერი 2026, 17:18

სამართალი

პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი გაუპატიურების და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი გაუპატიურების და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

22 სექტემბერი 2026, 17:17

მსოფლიო

ლატვიამ უსმანოვისა და ფრიდმანისთვის სანქციების მოხსნა დაბლოკა

„ვითარება ცალსახა არ არის. სანქციების მოქმედების ვადაზე შეთანხმებას, ევროკავშირის 27-ვე წევრი სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება. თუ დადგენილი ვადის ამოწურვამდე შეთანხმება ვერ მიიღწევა, საფრთხის ქვეშ დადგება სანქციების გაგრძელება მთლიან სიასთან მიმართებით და არა მხოლოდ ალიშერ უსმანოვისა და მიხეილ ფრიდმანის ნაწილში“, - განაცხადა მან.

ნიკა გვარამია

22 სექტემბერი 2026, 17:12

პოლიტიკა

ნიკა გვარამია აფხაზებზე: ურთიერთსიყვარული ერებს შორის არ არსებობს, იმათაც ვძულვართ, ჩვენც გვძულს, მტრობაა ჩვენს შორის

„მე მინდა მკაფიოდ ვთქვა, რომ თუ „ქართული ოცნება“ გვაკარგვინეს ევროპერსპექტივას, ეს მყისიერად იმას ნიშნავს, რომ გვაკარგვინებს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენის პერსპექტივას. სადღეგრძელოებით სახელმწიფო საქმეები არ კეთდება. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ურთიერთსიყვარული ერებს შორის არ არსებობს, იმათაც ვძულვართ, ჩვენც გვძულს, მტრობაა ჩვენს შორის", - განაცხადა გვარამიამ.

22 სექტემბერი 2026, 17:07

საზოგადოება

ComCom-ის თავმჯდომარემ მედიაწიგნიერების განათლებაში ინტეგრირების პროცესი და შედეგები შეაჯამა

„მნიშვნელოვანი შედეგები გვაქვს მედიაწიგნიერების მიმართულებით. აუცილებლად უნდა გამოვყო მედიაწიგნიერების განათლებაში ინტეგრირების პროცესი. მედიაწიგნიერება დღეს ქვეყნის მასშტაბით 300 სკოლაში ისწავლება და ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და მიზანია, ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდოს და ფორმალურ განათლებაში, განათლების ყველა საფეხურზე მოხდეს მედიაწიგნიერების კიდევ უფრო ეფექტიანი ინტეგრირება. 2019 წლიდან 2025 წლის ჩათვლით მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების, კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების განვითარების მიზნით ComCom-ის პროექტების ფარგლებში გადამზადდა 16,300 მოსწავლე, 5,500 მასწავლებელი და 1,900 სტუდენტი“.