შალვა პაპუაშვილი: ქართველებს ყველაზე უკეთ ესმით, რას გრძნობენ უკრაინელები, უკრაინის მთავრობა
ფოტო: IMEDI
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, უკრაინის რადას თავმჯდომარესთან ერთად ბუჩასა და ირპენში იმყოფებოდა. შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ქართული დელეგაცია უკრაინაში იმყოფება, რათა გამოხატოს ქართველი ხალხის სოლიდარობა უკრაინის მიმართ.
„მე აქ ვარ, რომ კიდევ ერთხელ გამოვხატო ქართველი ხალხის სოლიდარობა უკრაინის მიმართ, მამაცი უკრაინელი ჯარისკაცებისა და ხალხის მიმართ. რასაც ვხედავთ ირპენში და რაც ვნახეთ ბუჩაში, გვაჩვენებს აგრესიას, რომელსაც არ აქვს საზღვრები, ეს ხდება 21-ე საუკუნეში და ეს აგრესია არის არაადამიანური, ეს რა თქმა უნდა, გვახსენებს იმ კადრებსა და იმ შეგრძნებებს, რომელიც 2008 წელს საქართველოში კერძოდ, ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში ხდებოდა. რა თქმა უნდა, ქართველები ის ხალხია, ვისაც ყველაზე უკეთ ესმის, რას გრძნობენ უკრაინელები, უკრაინის მთავრობა და რა მამაცია უკრაინელი ხალხი, მთავრობა, რომელიც ასეთ აგრესიას წინ აღუდგა. პასუხი ამ აგრესიასა და სისასტიკეზე უნდა იყოს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ კანონისმიერი, შესაბამისად, საქართველომ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში მხარი დაუჭირა აპლიკაციას. ჩვენც თვალს ვადევნებთ და ვაკვირდებით, რომ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში სწრაფად მიიწევს წინ ომის დანაშაულის გამოძიებაში, რომელიც აქ არის ჩადენილი. ასევე ეს არის ჩვენი სამწუხარო გამოცდილება და მინდა, გაგიზიაროთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ დანაშაულების დოკუმენტირება. ჩვენ ვხედავთ ირპენშიც და ბუჩაშიც, რომ საერთაშორისო ექსპერტები საფრანგეთიდან მუშაობენ, რათა ყველა ფაქტი კარგად იყოს დოკუმენტირებული ადგილობრივი და საერთაშორისო სასამართლოსთვის, მათ ჰქონდეთ ყველა საჭირო დოკუმენტი კანონით შესაბამისი პროცედურებისთვის. კიდევ ერთხელ, მე აქ ვარ საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, სხვადასხვა პარტიეის წარმომადგენლებთან ერთად და მთელი დელეგაციის სახელით, მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო სოლიდარობა მამაცი უკრაინელი ხალხის, ჯარისკაცების, ხელისუფლების და პირადად ჩემი კოლეგის მიმართ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ბუჩასა და ირპენში იმყოფებოდა.
შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში იმყოფება. დელეგაციაში არიან: პარლამენტის ვიცე-სპიკერები დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე, ბექა ოდიშარია და ლევან იოსელიანი. ასევე, „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი, „გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი, „რესპუბლიკელი“ ხათუნა სამნიძე და პარტია „საქართველოსთვის“ წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი. უკრაინაში ვიზიტის დროს, ჯგუფის შემადგენლობაში არ იქნებიან „ნაცმოძრაობისა“ და „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლები.
ყველა სიახლე
26 თებერვალი 2026, 15:53
პოლიტიკა
ტიერი მარიანი: თუ საქართველო დაუყოვნებლივ მიიღებს სანქციებს, გამოაგზავნის ჯარს და მეორე ფრონტს გახსნის, ევროკავშირი მას საუკეთესო მეგობრად მიიჩნევს. მაგრამ ეს კატასტროფული იქნება საქართველოსთვის
„უნდა გაიგოთ, რომ ევროპა იცვლება. მე ფრანგი ვარ, ევროკავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყნის წარმომადგენელი. მაგრამ ევროკავშირის თავდაპირველი ოცნება ასეთი არ იყო. ქალბატონი ფონ დერ ლაიენის მმართველობისას, ევროკავშირი იცვლება. მათ სურთ ყველა სახელმწიფოსთვის ერთნაირი პოლიტიკის განხორციელება და არ სურთ, რომ ზოგმა ქვეყანამ განსხვავებულად იმოქმედოს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. სწორედ ამიტომ არიან კრიტიკულად განწყობილები საქართველოს მთავრობის მიმართ. ამ ევროკავშირის ლიდერების ოცნება ნათელია: თუ საქართველო დაუყოვნებლივ მიიღებს სანქციებს, გამოაგზავნის ჯარს და მეორე ფრონტის გახსნას დაიწყებს, ევროკავშირი მას საუკეთესო მეგობრად მიიჩნევს. მაგრამ ეს კატასტროფული იქნება საქართველოსთვის, როგორც 2008 წელს. ამიტომ, რეალურად, საქართველო არ მიყვება იმ ხაზს, რაც მათ სურთ“, - აცხადებს მარიანი.
26 თებერვალი 2026, 15:51
პოლიტიკა
ტიერი მარიანი: ევროკავშირის ოცნებაა შეცვალოს მთავრობები, რომლებიც არ არიან ქალბატონი ფონ დერ ლაიენის კომისიის ხაზზე. დემოკრატია არსებობს, მაგრამ სინამდვილეში მათ არ სურთ დემოკრატია
ევროკავშირის ოცნებაა შეცვალოს მთავრობები, რომლებიც არ არიან ქალბატონი ფონ დერ ლაიენის კომისიის ხაზზე, - განაცხადა ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ.
26 თებერვალი 2026, 15:37
მსოფლიო
ბრიტანეთის „კონსერვატორების“ ლიდერმა, კემი ბადენოკმა კირ სტარმერის „ლეიბორისტულ პარტიას“ „პედოფილების დამცველი პარტია“ უწოდა
ბრიტანეთის „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერმა, კემი ბადენოკმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის „ლეიბორისტულ პარტიას“ „პედოფილების დამცველი პარტია“ უწოდა.
26 თებერვალი 2026, 15:24
პოლიტიკა
მიქაელ ჯაბაროვი: საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი ეკონომიკური ფორუმი და ბიზნესსექტორის შეხვედრა ეკონომიკური, საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელოვანი ნაბიჯია
სამმხრივი ეკონომიკური ფორუმი და ბიზნესსექტორის შეხვედრა ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური, სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელოვანი ნაბიჯია, - განაცხადა აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა, მიქაელ ჯაბაროვმა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივ ბიზნესფორუმზე.
26 თებერვალი 2026, 15:23
ეკონომიკა
თურქეთის ეკონომიკის მინისტრი: თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, 2008 წლიდან გვაქვს წარმატებული მოქმედი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ერთობლივად ვმუშაობთ ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე
თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, 2008 წლიდან გვაქვს წარმატებული მოქმედი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ერთობლივად ვმუშაობთ ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის და მომსახურების სფეროებში, მათ შორის საავიაციო და საპორტო ოპერაციებში, – განაცხადა თურქეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა, ომერ ბოლატმა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი ბიზნესფორუმის ფარგლებში.
26 თებერვალი 2026, 15:20
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ყველას გილოცავთ ამ საპატივცემულო ჯილდოების მიღებას და გისურვებთ ამაყად გეტარებინოთ ქართული კულტურის ამაგდართა წოდება, რადგანაც სწორედ ესაა ის იდეოლოგია და თვითშეგნება, რაც ასაზრდოებს ჩვენს ერს
„ქართული კულტურა არის სწორედ ის, რაც გვახსენებს თუ რისთვის ვიბრძვით, რას ვიცავთ და რას ვუფრთხილდებით”, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს კულტურის სფეროს წარმომადგენელთა დაჯილდოების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
26 თებერვალი 2026, 15:18
რეგიონი
გივი მიქანაძემ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ უშაფათის საჯარო სკოლა გახსნა
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ უშაფათის საჯარო სკოლა სრულად რეაბილიტირდა.
26 თებერვალი 2026, 15:02
მსოფლიო
ვიქტორ ორბანი: ევროპა დაშლის გზას ადგას
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, ევროპა დღევანდელი პოლიტიკით დაშლის გზას ადგას.
26 თებერვალი 2026, 14:57
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: ჩვენ კიდევ ბევრ აღიარებას მოვისმენთ, მათ შორის უმაღლესი დონიდან. გვესმის უკვე ბრიუსელიდან, მანამდე ვაშინგტონიდან გავიგეთ ასევე USAID-ისა და NED-ის შესახებ
ევროპარლამენტარ ანდრაშ ლასლოს განცახდებას, რომ ყოველწლიურად ათობით მილიონი დოლარი იხარჯებოდა უნგრეთსა და რეგიონში კორუმპირებული პოლიტიკური ქსელების შექმნაზე, ჟურნალისტებთან საუბრისას ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი გამოეხმაურა.
26 თებერვალი 2026, 14:54
პოლიტიკა
ვახტანგ თოფურია: პედოფილების დამცველმა ბრიტანეთის მთავრობამ სანქციები დაუწესა ქართულ არხებს - აცხადებენ, რომ „ძალიან დიდი ხანია, სიტყვის თავისუფლება აქვს“, მაშინ, როცა ერთ წელიწადში, პოსტების გამო, 12 000-ზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს
პედოფილების დამცველმა ბრიტანეთის მთავრობამ სანქციები დაუწესა ქართულ არხებს, - წერს „ფაქტმონიტორის“ ანალიტიკოსი, ვახტანგ თოფურია, X-ზე.
26 თებერვალი 2026, 14:50
პოლიტიკა
გიორგი გამსახურდია ბრიტანეთის მიერ თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე: ბრალდების შინაარსი - რატომ აშუქებენ მოვლენებს დამოუკიდებლად და ობიექტურად, უბედურება ის არის, რომ ე.წ. ოპოზიციას ეს უხარია. დადგება თავის ადგილზე ყველაფერი, თან ძალიან მალე
თითქმის, ყოველი მეორე, თუ ყველა არა „ტვ იმედში“ და „პოს ტვ“-ში ჩემი მეგობარია. არნახული უსამართლო გადაწყვეტილების წინაშე აღმოჩნდნენ ეს ადამიანები. არ დააკლეს დარბევა, ბულინგი, მიტაცება და ათასი საშინელება ამ ხალხს, - ასე ეხმიანება გიორგი გამსახურდია, დიდი ბრიტანეთის მიერ თავისუფალ მედიაზე თავდასხმას და „იმედისა“ და „პოს ტვ“-ის დასანქცირებას, სოციალურ ქსელში.
26 თებერვალი 2026, 14:49
სამართალი
საქალაქო სასამართლოში ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმის განხილვა გრძელდება
ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში გრძელდება. პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, პაატა მანჯგალაძის, ირაკლი ნადირაძის და ჯამში, ათი ბრალდებულის პროცესზე ბრალდების მოწმეები იკითხებიან.
26 თებერვალი 2026, 14:49
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: რეზოლუციებში ჩაგვიწერეს მოთხოვნა, რომ სანქციები უნდა დაგვეწესებინა რუსეთისთვის. დღესაც ეს ელჩები ჩვენგან ითხოვენ სანქციების დაწესებას, რაც გულისხმობს ჩვენი ეკონომიკის განადგურებას და ესკალაციას რუსეთთან
რეზოლუციებში ჩაგვიწერეს მოთხოვნა, რომ სანქციები უნდა დაგვეწესებინა რუსეთისთვის. დღესაც ეს ელჩები ჩვენგან ითხოვენ სანქციების დაწესებას, რაც გულისხმობს ჩვენი ეკონომიკის განადგურებას და ესკალაციას რუსეთთან, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით მოწოდებების შეფასებისას.
26 თებერვალი 2026, 14:47
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: როდესაც ევროკავშირს ვთხოვთ, გაასაჯაროონ თუ ვის უხდიან საქართველოში ფულს, ამას არ აკეთებენ, იქიდან გამომდინარე რომ აფინანსებენ სწორედ მდიდარ „ენჯეოებს“, რომლებიც ჩართულები იყვნენ 5 რევოლუციის მოწყობის სცენარში
„როდესაც ევროკავშირს ვთხოვთ, გაასაჯაროონ თუ რას აფინანსებენ და ვის უხდიან საქართველოში ფულს, ისინი ამას არ აკეთებენ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი დადასტურებული ინფორმაციით, აფინანსებენ სწორედ მდიდარ „ენჯეოებს“, რომლებიც ჩართულები იყვნენ 5 რევოლუციის მოწყობის სცენარში საქართველოში. იმ მდიდარ „ენჯეოებს“ იყენებენ ისინი ინსტრუმენტად და ამ მდიდარი „ენჯეოების“ ხელით გვთხოვდნენ მოხალისეების გაგზავნას უკრაინაში და შეიარაღების გადაცემას უკრაინისთვის, რაც პირდაპირ გულისხმობდა ესკალაციას რუსეთის ფედერაციასთან. ზოგადად, როგორ ბინძურად იყენებენ ევრობიუროკრატები არასამთავრობო ორგანიზაციებს, ეს თვითონ ევროკავშირის კონტროლის პალატამ - აუდიტის სამსახურმა ამხილა“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
26 თებერვალი 2026, 14:45
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: როდესაც საქართველომ თქვა, რომ რა თქმა უნდა, ის გმობს აგრესიას, მხარს უჭერს უკრაინას, მაგრამ არ გააგზავნის მოხალისე ჯარისკაცებს ოფიციალურად უკრაინაში, ამის შემდეგ უკვე საქართველოს წინააღმდეგ პირდაპირი აგრესია წამოვიდა
როდესაც საქართველომ თქვა, რომ რა თქმა უნდა, ის გმობს აგრესიას, მხარს უჭერს უკრაინას, მაგრამ არ გააგზავნის მოხალისე ჯარისკაცებს ოფიციალურად უკრაინაში, ამის შემდეგ უკვე საქართველოს წინააღმდეგ პირდაპირი აგრესია წამოვიდა, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
26 თებერვალი 2026, 14:43
მსოფლიო
ანდრაშ ლასლო: პრეზიდენტმა ტრამპმა, შესაძლოა, USAID-ი დახურა, მაგრამ კორუმპირებული პოლიტიკური ქსელის წევრები ჯერ კიდევ ფეხზე დგანან
საერთაშორისო დახმარება, როგორც პოლიტიკური ჩარევის ინსტრუმენტი. ამ თემაზე ევროპარლამენტარი ანდრაშ ლასლო სოციალურ ქსელ X-ში წერს.
26 თებერვალი 2026, 14:36
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: საქართველოს კრიტიკის ფონზე თავად ევროკავშირი და ამ შემთხვევაში ბრიტანეთი აქტიურად ვაჭრობს რუსეთთან, 8 მილიარდამდე ვაჭრობა უფიქსირდება სანქციების გვერდით ავლით დიდ ბრიტანეთს რუსეთთან და ეს ყველაფრის მთქმელია
არაერთი მსგავსი ინფორმაცია გასაჯაროებულა, რომ საქართველოს კრიტიკის ფონზე თავად ევროკავშირი და ამ შემთხვევაში ბრიტანეთი აქტიურად ვაჭრობს რუსეთთან, 8 მილიარდამდე ვაჭრობა უფიქსირდება სანქციების გვერდით ავლით დიდ ბრიტანეთს რუსეთთან და ეს ყველაფრის მთქმელია, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა.
26 თებერვალი 2026, 14:35
კულტურა
საქართველოს პრეზიდენტმა კულტურის სფეროს წარმომადგენლები საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წარდგინებით, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით - ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით დააჯილდოვა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
26 თებერვალი 2026, 14:32
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: ეს არის თავნებობა, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ მიუხედავად სანქციებისა, სხვადასხვა მიმართულებით გაცხოველებული იატაკქვეშეთი, ერთგვარი დაფარული ვაჭრობა მიმდინარეობს რუსეთთან
არასამთავრობო ორგანიზაცია ბრიტანული „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მონაცემებით, რუსეთი სანქციების გვერდის ავლისთვის ბრიტანეთის ტერიტორიებს იყენებს. განხორციელებულია, სულ მცირე 8 მილიარდი დოლარის გარიგება.
26 თებერვალი 2026, 14:29
რეგიონი
ნინო ლაცაბიძემ რუსთავის სკოლებში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები დირექტორებთან ერთად განიხილა
„დირექტორებთან და პედაგოგებთან შეხვედრაზე იმ პროექტებზე ვისაუბრეთ, რომლებსაც საჯარო სკოლებში განვახორციელებთ. სასკოლო ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად მოწესრიგებული და თანამედროვე უნდა იყოს. ჩვენს ქალაქში რამდენიმე ახალი სკოლის მშენებლობაა დაგეგმილი, რომელთა პროექტებზეც სამინისტროსთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ. ამ პროცესში მნიშვნელოვანია, რომ თითოეული დეტალი დირექტორებთან და პედაგოგებთან ერთად განვიხილოთ“, - განაცხადა ლაცაბიძემ.


