21 აპრილი 2022, 11:25 / სანდო წყარო

„ქართული ოცნება“: არსებობის 10 წლის განმავლობაში, „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის უახლეს ისტორიაში გადამწყვეტი როლი შეასრულა

„ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით უმძიმეს და ურთულეს ვითარებაში შეძლო ქვეყნის განვითარებაში დემოკრატიული გარდატეხის შეტანა - ნათქვამია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში, რომელიც პარტიის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გავრცელდა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 2012 წელს, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით დაფუძნდა პარტია, ქვეყანა იყო უმძიმეს მდგომარეობაში. არსებობის 10 წლის განმავლობაში, „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის უახლეს ისტორიაში გადამწყვეტი როლი შეასრულა.

„ქართული ოცნება“ განსაკუთრებულ მადლობას უხდის პარტიის დამფუძნებლებს, 40 ათასზე მეტ წევრსა და 100 ათასობით მხარდამჭერს, რომლებიც ერთგულად დგანან ქართული სახელმწიფოს ინტერესების სადარაჯოზე.

„დღეს ზუსტად 10 წელი შესრულდა ჩვენი პარტიის - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოფიციალურად დაფუძნებიდან. ზუსტად 10 წლის წინ, 2012 წლის 21 აპრილს, შედგა პარტიის დამფუძნებელი ყრილობა.

არსებობის 10 წლის განმავლობაში, „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში გადამწყვეტი როლი შეასრულა.

2012 წლიდან დღემდე, „ქართულმა ოცნებამ“ ცხრაჯერ მოიპოვა საზოგადოების ნდობის მანდატი, რისთვისაც ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით. ამ ნდობის გამართლება ჩვენი უდიდესი პასუხისმგებლობა და ყოველდღიური საზრუნავია. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ჩვენი პარტიის დამფუძნებლებს, 40 ათასზე მეტ წევრსა და 100 ათასობით მხარდამჭერს, რომლებიც ერთგულად დგანან ქართული სახელმწიფოს ინტერესების სადარაჯოზე.

2012 წელს, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით დაფუძნდა ჩვენი პარტია, ქვეყანა იყო უმძიმეს მდგომარეობაში - ავტორიტარული რეჟიმის მიერ ფეხქვეშ იყო გათელილი დემოკრატია და ადამიანის უფლებები; ადამიანების ღირსებისა და სიცოცხლის ხელყოფა, წამება და არაადამიანური მოპყრობა ყოველდღიურ პრაქტიკად იყო ქცეული; დანერგილი იყო სისხლის სამართლის არაადამიანური პოლიტიკა; შეკრების თავისუფლებას ხელისუფლება სისასტიკეს უპირისპირებდა; დანერგილი იყო ე.წ. ელიტური კორუფციისა და ბიზნესის რეკეტის სისტემური პრაქტიკა; სასამართლო, პროკურატურა, შსს და სხვა სამართალდამცავი სტრუქტურები ემსახურებოდა არა სამართალს, არამედ ავტოკრატიას და მისი მთავარი რეპრესიული ინსტრუმენტის ფუნქციას ასრულებდა; არ არსებობდა მედიის თავისუფლება და ყველა წამყვანი მედიასაშუალება არა სიტყვის თავისუფლების, არამედ დიქტატურის სამსახურში იყო ჩაყენებული; ხალხს წართმეული ჰქონდა არჩევანის უფლება; ქვეყანას ჰქონდა სუსტი ეკონომიკა და მოსახლეობის 30 პროცენტი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა; არ არსებობდა მოსახლეობის სოციალური დაცვის არავითარი ქმედითი მექანიზმი, მათ შორის ჯანდაცვის მომსახურებით უზრუნველყოფის რაიმე ქმედითი სისტემა; 2003 წლიდან 2012 წლამდე საქართველოს მოსახლეობა 225 ათასით შემცირდა; ხელისუფლებამ ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი რუსეთს ჩააბარა, 30 ათასი ადამიანი კი დევნილად აქცია; შეჩერებული იყო საქართველოს წინსვლა დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით. სწორედ ამ უმძიმეს და ურთულეს ვითარებაში შეძლო „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ქვეყნის განვითარებაში დემოკრატიული გარდატეხის შეტანა - ნათქვამია განცხადებაში.

ყველა სიახლე

ვლადიმერ ჩაჩიბაია

07 თებერვალი 2023, 15:24

პოლიტიკა

ვლადიმერ ჩაჩიბაია: „გირჩი“ სახელმწიფოს მოუწოდებს შეიქმნას სისტემა, რომელიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას კი არ ემსახურება, არამედ პარტიული ინტერესებისთვის იქნება მიმართული

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის“ წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის მიერ ახალწვეულთა მიმართ გაკეთებული შეფასება გააკრიტიკა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების კუთხით, ქართველი ჯარისკაცის ღირსებებზე ისაუბრა.

ზაალ ანჯაფარიძე

07 თებერვალი 2023, 15:20

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: სანდრა რულოვსი იქადნებოდა იარაღს ავიღებ ხელში და ისე ვიბრძოლებო, ლიზა იასკოს საქართველოს დროშის დანახვაზე მხოლოდ სისხლი ახსენდება, მესამე ცოლი ჯერ კიდევ ფიქრობს

სააკაშვილის ერთი ცოლი სანდრა რულოვსი იქადნებოდა - იარაღს ავიღებ ხელში და ისე ვიბრძოლებო, მეორე ცოლს - ლიზა იასკოს საქართველოს დროშის დანახვაზე მხოლოდ სისხლი ახსენდება...მესამე ცოლი ჯერ კიდევ ფიქრობს,- წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ნინო წილოსანი

07 თებერვალი 2023, 15:14

პოლიტიკა

ნინო წილოსანმა ევროკომისიის ანგარიშიდან გამომდინარე კომიტეტის სამოქმედო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე იმ აქტივობებზე გაამახვილა ყურადღება, რასაც კომიტეტი ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული შეფასების ანგარიშიდან გამომდინარე მიმდინარე სესიის პერიოდში განახორციელებს.

დიმიტრი ხუნდაძე

07 თებერვალი 2023, 15:14

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: ევროკომისიის შეფასება საამაყოცაა და გულდასწყვეტიც - საამაყოა იმით, რომ ამდენი ხელის შეშლის, ბრალდებებისა და თავდასხმების შემდეგ, არავის დავუტოვეთ შანსი, რომ საქართველოს ლიდერობა არ ეღიარებინა

ევროკომისიამ დადებითად შეაფასა საქართველოს მხრიდან ჩატარებული სამუშაო 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით. ეს ფაქტი საამაყოცაა და გულდასწყვეტიც. საამაყოა იმით, რომ ამდენი ხელისშეშლის, ბრალდებებისა და თავდასხმების შემდეგ არავის დავუტოვეთ შანსი, რომ საქართველოს ლიდერობა არ ეღიარებინა, - განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე.

მაია ბითაძე

07 თებერვალი 2023, 15:02

პოლიტიკა

მაია ბითაძე: პოლიტიკური ძალისხმევა, ოპოზიციური პარტიების ჩართულობა არის ერთ-ერთი გამოსავალი იმისთვის, რომ ჩვენ ევროპასთან სრული ინტეგრაცია განვახორციელოთ

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე თავის გამოსვლაში შეეხო ევროკომისიის ანგარიშს, რომელიც საქართველოს, უკრაიანისა და მოლდოვასთვის მომზადდა. მისი თქმით, პოლიტიკური ძალისხმევა, ოპოზიციური პარტიების ჩართულობა არის ერთ-ერთი გამოსავალი იმისთვის, რომ საქართველომ ევროპასთან სრული ინტეგრაცია განახორციელოს.

დავით მაღრაძე

07 თებერვალი 2023, 15:00

პოლიტიკა

დავით მაღრაძე სააკაშვილზე: ვისთვისაც ექსპრეზიდენტია, დაე, დარჩეს, ჩემთვის კი უკრაინის მოქალაქეა, რომელიც სასჯელს ციხეში კი არა, „ვივამედში“, ოროთახიან ლუქსში, სრულ კომფორტში იხდის

როგორც დავით მაღრაძე აღნიშნავს, ვისთვისაც [სააკაშვილი] ექსპრეზიდენტია, დაე, დარჩეს, მისთვის კი უკრაინის მოქალაქეა, რომელიც სასჯელს ციხეში კი არა, "ვივამედში", ოროთახიან ლუქსში, სრულ კომფორტში იხდის.

დავით მაღრაძე

07 თებერვალი 2023, 14:54

პოლიტიკა

დავით მაღრაძე: ვისაც „ქართული ოცნება" ეგოიმებოდა, მინდა ბატონი ხაბეიშვილის მხარდამჭერობა და თანამებრძოლობა მივულოცო, მათ ეს დაიმსახურეს

მისივე თქმით, იქ, სადაც პოლემიკა და აზრთა სხვადასხვაობაა, დეპოლარიზაციაც არის, თუმცა გააჩნია, რა სიმძაფრით. ყველაზე ნაკლებად ეს საქართველოში იგრძნობა.

შალვა პაპუაშვილი

07 თებერვალი 2023, 14:53

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: მედიას, გუშინ, პირადადაც განვუმარტე ამ რეგულაციის და აკრედიტაციის შესახებ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს რეგულაცია, პირიქით, ხელს შეუწყობს, ჩვენს თანამშრომლობას პარლამენტის შიგნით

რაც შეეხება, მედიის აკრედიტაციის საკითხს, დიახ, ეს თავისთავად, რეგლამენტით გათვალისწინებული უფლებამოსილებაა. მე ერთ რამეს მოგიწოდებთ, საკითხებს რომელსაც პოლიტიზება არ სჭირდება, ნუ დაიწყებთ ამის პოლიტიზებას, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარტია ,,ლელოს” წევრი ანა ნაცვლიშვილის შეკითხვას პარლამენტში მედია აკრედიტაციის წესის შესახებ.

დავით მაღრაძე

07 თებერვალი 2023, 14:52

პოლიტიკა

დავით მაღრაძე: ევროპასთან ინტეგრაციისთვის გადადგმული ყოველი ნაბიჯი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ომის ხარჯზე სტატუსის მიღება პროგრესი კი არა, დანაშაულია, ასეთ შემთხვევაში ზეციურ ევროკავშირს თუ ვიხილავთ

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად საზოგადოება მეორეხარისხოვანი ქვეყნის კომპლექსიდან გამოვიდა და მთავარ ადგილას სახელმწიფოს ინტერესი დააყენა, რის საფასურსაც ვიხდით ათასგვარი ცილისწამებით - ამის შესახებ პოეტი დავით მაღრაძე „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს.

07 თებერვალი 2023, 14:52

საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი ქართული კინოსა და თეატრის მსახიობის, ჯემალ ღაღანიძის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა

ჯემალ ღაღანიძე 1956 წლიდან იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი. მან არაერთი სახასიათო პერსონაჟი შექმნა ქართულ კინოში, მონაწილეობდა ტელესერიალებში. 2011 წელს რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა ჯემალ ღაღანიძის ვარსკვლავი. მიღებული აქვს არაერთი მნიშვნელოვანი პრემია და ჯილდო, იყო თბილისის საპატიო მოქალაქე.

დავით სონღულაშვილი

07 თებერვალი 2023, 14:48

პოლიტიკა

დავით სონღულაშვილი: ეკონომიკის ზრდა სწორი ეკონომიკური პოლიტიკისა და მთავრობის მიზნობრივი მხარდამჭერი პროგრამების შედეგია

ეკონომიკის ზრდა სახელმწიფოს აძლევს მეტი მოქნილობის საშუალებას რეფორმების განხორციელებაში. ეს კი ნიშნავს მეტ ინფრასტრუქტურულ, სოციალურ, ეკონომიკურ და სამედიცინო პროგრამებს ქვეყანაში,- ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძე

07 თებერვალი 2023, 14:45

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე ნაცმოძრაობაზე: საქართველო დედაენას არ დაკარგავს, თუ ისინი არ იმოღვაწებენ პარლამენტში

ფაქტია, რომ ვერ ელევიან მათ შორის პრივილეგიებს, რომლებიც შეიძლება იგივე დეპუტატობიდან გამომდინარე ჰქონდათ - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან ნაცმოძრაობაზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი ზარქუა

07 თებერვალი 2023, 14:41

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა: თუ დეკემბერში საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო, ეს იქნება რადიკალური ოპოზიციის დამსახურება

„ხელწერა აქვთ ერთი და იგივე - მერაბიშვილი რომ დგას უკან, განსხვავებული ხელწერა რა უნდა ჰქონდეს იმ „ნაციონალურ მოძრაობას““, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

ალეკო ელისაშვილი

07 თებერვალი 2023, 14:40

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: ეს სეზონური ბოიკოტები ჩემთვის აბსოლუტურად აუხსნელია, სწორი იქნება თუ ხელფასზეც უარს იტყვიან, როდესაც ბოიკოტის რეჟიმში არიან

ეს სეზონური ბოიკოტები ჩემთვის აბსოლუტურად აუხსნელია. სწორი იქნება თუ ხელფასზეც უარს იტყვიან, როდესაც ბოიკოტის რეჟიმში არიან, - ამის შესახებ პარტია ,,მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მთელი პრობლემა ისაა, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი ამაო მოლოდინებს ქმნის და მერე ამ ბაქი-ბუქს ვერ ასრულებს.

დავით მაღრაძე

07 თებერვალი 2023, 14:29

პოლიტიკა

დავით მაღრაძე: ევროკომისიის ახალი შეფასება დამაიმედებელი და სამართლიანია, ის მნიშვნელოვანია იმითაც, რომ რეფორმებით საქართველო ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს უსწრებს

მაღრაძე იმედს გამოთქვამს, რომ მომავალში ევროკავშირის გადაწყვეტილება სამართლიანობაზე იქნება დამყარებული და არა პოლიტიკურ კონიუნქტურაზე, როგორც ადრე, როდესაც კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას მიანიჭეს, საქართველო კი დასაჯეს.

პაატა მანჯგალაძე

07 თებერვალი 2023, 14:28

პოლიტიკა

პაატა მანჯგალაძე: თუ ოპოზიციური ერთობა არ იქნება, „სტრატეგია აღმაშენებელი“ დამოუკიდებლად გააგრძელებს ბრძოლას

„ჩვენ ბოიკოტში გავდივართ იმ დრომდე, სანამ არ შედგება საერთო ოპოზიციური შეთანხმება, საერთო სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით. თუ, სამწუხაროდ, ასეთი შეთანხმება არ იქნება, „სტრატეგია აღმაშენებელი“ უფლებას იტოვებს დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება და გადაწყვიტოს „ქართულ ოცნებასთან“ წინააღმდეგობის ფორმები. თუ ოპოზიციური ერთობა არ იქნება, „სტრატეგია აღმაშენებელი“ დამოუკიდებლად გააგრძელებს ბრძოლას“, - აღნიშნა მანჯგალაძემ.

ხათუნა სამნიძე

07 თებერვალი 2023, 14:27

პოლიტიკა

ხათუნა სამნიძე: მანდატების დატოვებაზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მსჯელობა პოლიტიკური შეცდომაა და აზიანებს ევროპულ გზას

„ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან საუბარი, რომ გაიქცნენ ბრძოლის ველიდან, რასაც ჰქვია პარლამენტში ბრძოლა და პოლიტიკური გადაწყვეტილებები, პოლიტიკური შეცდომა და არასწორი გადაწყვეტილებაა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას, რომ საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობის მიღებას აღარ აპირებს.

07 თებერვალი 2023, 14:25

პოლიტიკა

ლევან ბეჟაშვილი: პარტია და ფრაქცია გააგრძელებს კონსულტაციებს პროტესტის კიდევ უფრო მძიმე ფორმების შესახებ - საუბარია მანდატების დატოვებაზე

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იღებს გადაწყვეტილებას და საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას აღარ მიიღებს, რაც გულისხმობს იმას, რომ არც პლენარულ სხდომებში, არც საკომიტეტო მოსმენებსა და სხვა საპარლამენტო ფორმატებში მონაწილეობას აღარ მივიღებთ, - მის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ეკა სეფაშვილი

07 თებერვალი 2023, 14:17

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: ეკონომიკა სწორად დაგეგმილი პრიორიტეტებისა და მიმართულების შესაბამისად ვითარდება - ეს პროცესი არა მხოლოდ ზოგადად, ეკონომიკური ზრდისკენ, არამედ ხალხის კეთილდღეობის გაუმჯობესებისკენაა მიმართული

„ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე, ეკონომიკურ პროცესებზე გაამახვილა ყურადღება. მან გამოსვლა თურქეთში მომხდარი დამანგრეველ მიწისძვრაზე საუბრით დაიწყო და თურქ ხალხს მიუსამძიმრა.

07 თებერვალი 2023, 14:15

რეგიონი

გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა ,,ასკანგელ ალიანსის'' ბენტონიტური თიხის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერა

,, ასკანგელ ალიანსის” ბენტონიტური თიხის გადამამუშავებელი საწარმო ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია გურიის რეგიონიდან. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ საწარმოში წარმოებული ნედლეული ფართოდ გამოიყენება როგორც საქართველოში, ასევე, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში“-აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.