26 აპრილი 2022, 14:42 / სანდო წყარო

დიმიტრი ხუნდაძე ოპოზიციას: ნუ გაწირავთ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის საკუთარი ქვეყნისა და საზოგადოების უსაფრთხოებას და მათ უმთავრეს ინტერესებს

დიმიტრი ხუნდაძე

დიმიტრი ხუნდაძე

როგორც რუსეთი არ წყვეტს აღდგომის დღეებში უდანაშაულო უკრაინელი ხალხის ხოცვა-ჟლეტას, ისე არ წყვეტს ოპოზიციის უდიდესი ნაწილი საკუთარ სახელმწიფოზე შეტევას - თუ ვინმეს გგონიათ, რომ ეს ყველაფერი, რასაც „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ახორციელებთ, არ აზიანებს ქვეყნის იმიჯს, ცდებით, - ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

დიმიტრი ხუნდაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა. მისი შეფასებით, ოპოზიცია სახელმწიფოს შენებისა და ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესების დაცვაში ჩართვის ნაცვლად, საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს.

„თქვენც კარგად იცით, რომ მიუხედავად ბევრი პრობლემისა, საქართველო მაინც მიდის წინ. მიუხედავად მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისისა და პანდემიისა, ქართული ეკონომიკა ნელ-ნელა ფეხზე დგება. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2012 წელთან შედარებით უკიდურესი სიღარიბე საქართველოში არის ორჯერ შემცირებული, თუმცა, თუ ოპოზიციურ ტელევიზიებს მოვუსმენთ, ქვეყანაში არის მასობრივი შიმშილი. თუმცა, უფრო მეტი უნდა შევძლოთ. რეგიონში, პრაქტიკულად, მესამე მსოფლიო ომი მიმდინარეობს. ამ ომში ჩათრევის არაერთი მცდელობაა დღესაც და ალბათ, განცხადებებიც ამაზე მეტყველებს, როცა არესტოვიჩი აკეთებს განცხადებას, რომ სააკაშვილი რომ ყოფილიყო, ომის დაწყებას შეძლებდა, რასაც ვერ შეძლებს დღევანდელი ხელისუფლება. და კითხვას, როცა ჩემი ოპოზიციონერი კოლეგები სვამენ, თუ რატომ ვუწოდებთ მათ „ომის პარტიას“, ალბათ ეს მიდგომაც ამართლებს. „ომის პარტიას“ არქმევს თქვენივე ქმედება და ის მოლოდინი და გულისწყვეტა, რომ დღეს სააკაშვილი არ არის ხელისუფლებაში. თუმცა, ეს არის სწორედ 2012 წლის საზოგადოების ყველაზე დიდი დამსახურება, რომ დღეს სააკაშვილი არ არის ხელისუფლებაში. ვინმეს წარმოგიდგენიათ, რა რაოდენობის მსხვერპლი და რამდენად გამანადგურებელი იქნებოდა ეს ჩვენთვის, ისედაც უმძიმესი დემოგრაფიული პრობლემების მქონე ქვეყნისთვის? ომის დაწყება იოლია, დამთავრება რთული და შედეგები შესაძლოა, უმძიმესიც ყოფილიყო“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გამოეხმაურა ოპოზიციონერი კოლეგების განცხადებებსაც. მისი შეფასებით, ის, ვინც დღეს საქართველოს ომში ჩართვისკენ მოუწოდებს, ქვეყნის მტერია.

„ჩემი ოპოზიციონერი კოლეგა ამბობს, რომ თითქოს, საქართველოს ხელისუფლება ჩირგვებში ზის. ეუთოში, გაეროში, ევროსაბჭოში, თუ ასეთ პრინციპულ პოზიციას ჩირგვებში ჯდომას უწოდებთ, არ ვიცი, ამის იქით რა რჩება. ალბათ რჩება ის, რომ ომი უნდა დავიწყოთ და ამაში ხედავთ ხელისუფლების აქტიური ჩართულობის აუცილებლობას. დღეს ვინც ომში ჩართვისკენ მოუწოდებს საქართველოს ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, მხოლოდ მტერია ამ ქვეყნის. მიუხედავად ბევრი უსაფუძვლო ბრალდებებისა, საქართველო ევროკავშირში შესასვლელად რეალურ ნაბიჯებს დგამს, რთულია დღეს მსოფლიოში პოლიტიკური სიტუაცია, მაგრამ ამ სირთულეში საქართველო მაინც წინ მიიწევს. ჩვენ ყველა მიმართულებით ვახორციელებთ რეალურ რეფორმებს. მაგალითად, სასამართლო რეფორმა, რომელსაც კრიტიკას არ აკლებს ჩვენი ოპოზიცია და ზოგჯერ, ეს კრიტიკა საფუძვლიანია. მაგრამ, ხშირად არაობიექტური. აბა, ხალხს ჰკითხეთ, რა იყო მანამდე და როგორია დღეს სასამართლო? სიტყვის თავისუფლების რა ხარისხი იყო მაშინ და არ არის დღეს. თუმცა, ერთი უკიდურესობიდან მეორეში არ უნდა გადავვარდეთ. სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს ყველაფრის თქმის უფლებას. შედარებაც არ შეიძლება პატიმართა უფლებების დაცვის კუთხით. აღარ ვსაუბრობ ჯანდაცვაზე. ჩვენს მიერ გატარებული რეფორმებით სიცოცხლის უფლება მივეცით ადამიანების, სიცოცხლე დავუბრუნეთ რეგიონებს, მაღალმთიან დასახლებებს, არ არსებობს ქალაქი, სოფელი, რაიონი, სადაც ინფრასტრუქტურული პროექტები არ ხორციელდებოდეს. მიუხედავად ქვეყანაში არსებული სერიოზული პრობლემებისა, ბევრია გაკეთებული ჩვენი მმართველობის დროს და ამას ხედავს ხალხი.

დიახ. ჯერ კიდევ გვაქვს უმუშევრობა, გვყავს სიღარიბეში მცხოვრები ბავშვები, მაგრამ რადგან ქვეყნის განვითარების დინამიკა პოზიტიურია, იმედს ვიტოვებ, რომ მოსახლეობის სოციალური პრობლემები თანდათან კიდევ უფრო მეტად დაიკლებს. და ბოლოს, რას ერჩით ამ ქვეყანას? ნუ გაწირავთ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის საკუთარი ქვეყნისა და საზოგადოების უსაფრთხოებას და მათ უმთავრეს ინტერესებს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ყველა სიახლე

იულია მენდელი

17 სექტემბერი 2026, 14:21

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფილი პრესმდივანი იულია მენდელი ევროპარლამენტის შენობაში არ შეუშვეს

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფილმა პრესმდივანმა იულია მენდელმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ის ევროპარლამენტის შენობაში არ შეუშვეს.

გიორგი ვოლსკი

17 სექტემბერი 2026, 14:20

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: აშშ-ში კანონის გამკაცრების საჭიროება გვესმის. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ უცხოური, მით უმეტეს დესტრუქციული გავლენა, საქართველოში უნდა იყოს აღკვეთილი

ამერიკის შეერთებულ შტატები „ფარას“ გამკაცრების ფაქტს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი გამოეხმაურა.

თენგიზ შარმანაშვილი

17 სექტემბერი 2026, 14:19

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი ნამახვანჰესზე: არანაირი აგენტის მიერ სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი პროექტების ჩაშლას საქართველოში ადგილი აღარასდროს ექნება

არანაირი აგენტის მიერ სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი პროექტების ჩაშლას საქართველოში ადგილი აღარასდროს ექნება, - განაცხადა თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა ნამახვანჰესის საკითხზე საუბრისას.

გურამ მაჭარაშვილი

17 სექტემბერი 2026, 14:16

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: მე მინდა საზოგადოებას შევახსენო 2023 წელი, როდესაც „ხალხის ძალამ“ დავაინიციირეთ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი და შემდეგ მივიღეთ „ფარას“ ანალოგიური კანონი საქართველოში ის, რაც მოქმედებს შეერთებულ შტატებში, თუმცა ესეც კი დაიწუნეს

მე მინდა საზოგადოებას შევახსენო 2023 წელი, როდესაც „ხალხის ძალამ“ დავაინიციირეთ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი და შემდეგ მივიღეთ „ფარას“ ანალოგიური კანონი საქართველოში ის, რაც მოქმედებს შეერთებულ შტატებში, თუმცა ესეც კი დაიწუნეს, - განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა, რომელიც გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის მიერ საზოგადოებისთვის შეხსენებას იმ ფედერალური კანონმდებლობის შესახებ, რომელიც ავალდებულებს ფიზიკურ პირებს უცხოურ აგენტებად რეგისტრაციას, როდესაც ისინი აშშ-ის ტერიტორიაზე უცხოური მთავრობის ან უცხოური სუბიექტის მითითებითა თუ კონტროლით მოქმედებენ.

დავით მათიკაშვილი

17 სექტემბერი 2026, 14:12

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი „ფარას“ გამკაცრებაზე: ვაკვირდებით ამ პროცესს და კიდევ ერთხელ აქტუალური ხდება ის, თუ რაოდენ უსამართლო ორმხრივი სტანდარტი იყო საქართველოს მიმართ აგორებული კამპანია

„ვაკვირდებით ამ პროცესს და კიდევ ერთხელ აქტუალური ხდება ის, თუ რაოდენ უსამართლო ორმხრივი სტანდარტი იყო საქართველოს მიმართ მთელი ის აგორებული კამპანია, როგორც ევრობიუროკრატების, ასევე შეერთებული შტატების ყოფილი ადმინისტრაციის, საქართველოში მოქმედი რადიკალური აგენტურული ჯგუფების მიერ იყო ნაკარნახევი, რასაც მხარს უბამდნენ როგორც შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, ასევე სხვა დიპლომატიური წარმომადგენლობა. დღეს ცხადია, რომ ეს ყველაფერი არის სრული აბსურდი და საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები. ეს დასტურდება იმ ინიციატივებით, რასაც პირველ რიგში შეერთებულ შტატებში ვხედავთ“, - აცხადებს მათიკაშვილი.

17 სექტემბერი 2026, 14:01

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს წარმომადგენელთა პალატის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი დავით მათიკაშვილი იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს წარმომადგენელთა პალატის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციას შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ნიკოლ ფაშინიანი

17 სექტემბერი 2026, 13:54

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი: რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზას სომხეთის უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა არ აქვს

სომხეთის მთავრობა წინააღმდეგი არ იქნება, თუ რუსეთი გიუმრიდან 102-ე სამხედრო ბაზას გაიყვანს, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

17 სექტემბერი 2026, 13:48

სამართალი

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,სარფი“, ,,ქუთაისის აეროპორტი“ და ,,სადახლო-საავტომობილო“ სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 6 ფაქტი აღიკვეთა.

გიორგი ზაქარაშვილი ირაკლი კობახიძე

17 სექტემბერი 2026, 13:43

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს გიორგი ზაქარაშვილს შეხვდა

გიორგი ზაქარაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე მუშაობას 1 ოქტომბრიდან დაიწყებს. მას საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

17 სექტემბერი 2026, 13:37

მსოფლიო

ზელენსკის განცხადებით, უკრაინელმა სამხედროებმა გვიან ღამით იაროსლავლის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და როსტოვში სამხედრო აეროდრომი დაბომბეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე დაწერა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა გვიან ღამით რუსეთში იაროსლავლის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და როსტოვის სამხედრო აეროდრომი დაბომბეს.

ნათია თურნავა

17 სექტემბერი 2026, 13:17

ეკონომიკა

ნათია თურნავა Swift-ის საგადამხდელო ფორუმში მონაწილეობდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ფორუმის მთავარი თემა რეგიონში საგადამხდელო სისტემების განვითარება, ტრანსსასაზღვრო გადახდების გაუმჯობესება და ფინანსური ურთიერთთავსებადობის გაძლიერება იყო.

17 სექტემბერი 2026, 13:05

რეგიონი

სამტრედიის N11 საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია სამტრედიის N11 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოს ადგილზე გაეცნო.

ჟანგ იმინი

17 სექტემბერი 2026, 13:02

მსოფლიო

TikTok-ის დამფუძნებელი აზიის ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა

ვიდეოპლატფორმა TikTok-ის საყოველთაო გავრცელების წყალობით, ჟანგმა ჩინეთის ყველაზე მდიდარი ადამიანის სტატუსი 2024 წლის ოქტომბერში მოიპოვა. ასევე, მეწარმის წარმატებას უკავშირებენ მისი კომპანიის, ByteDance-ის პროექტების განვითარებას ხელოვნური ინტელექტის სფეროში. მათ შორის არის ჩატბოტი Doubao AI და ვიდეოგენერატორი Seedance.

17 სექტემბერი 2026, 12:52

თავდაცვა

თავდაცვის სამინისტროში უსაფრთხოების სფეროში აშშ-ის მხარდაჭერის ფინანსური მიმოხილვის შეხვედრები გაიმართა

თავდაცვის სამინისტროში 14-16 სექტემბერს გაიმართა უსაფრთხოების სფეროში აშშ-ის მხარდაჭერის ფინანსური მიმოხილვის შეხვედრები. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მარინ ლე პენი

17 სექტემბერი 2026, 12:49

მსოფლიო

მარინ ლე პენი: საფრანგეთს უკრაინისთვის ამჟამინდელი მასშტაბით დახმარების გაწევა აღარ შეუძლია

საფრანგეთის „ეროვნული გაერთიანების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა მარინ ლე პენმა განაცხადა, რომ ქვეყნის გაუარესებული ფინანსური მდგომარეობის გამო, პარიზს უკრაინისთვის დახმარების ამჟამინდელი მასშტაბით გაგრძელება აღარ შეუძლია.

დავით ქართველიშვილი

17 სექტემბერი 2026, 12:45

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი ვლადისლავ ტატარინცევისთვის საქართველოში პოლიტიკური თავშესაფრის მიღების ფაქტზე: ახალი თავსატეხი რადიკალების ბანაკში - მიიღებენ თუ არა თავის რიგებში „სოსოიას რუსს“

ვლადისლავ ტატარინცევისთვის საქართველოში პოლიტიკური თავშესაფრის მიღების ფაქტს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ რადიკალების ბანაკში ახალი თავსატეხი გაჩნდა, რადგან ჯერ ვერ გაარკვიეს, მიიღონ თუ არა მათ რიგებში ვოლგოგრადის 22 წლის მაცხოვრებელი ვლადისლავ ტატარინცევი - ჯარისკაცი, რომელიც ბრძოლის ველიდან გამოქცეული რუსეთის არმიის დეზერტირია და რომელსაც საქართველომ საერთაშორისო პოლიტიკური თავშესაფარი მიანიჭა.

მარიამ ქვრივიშვილი

17 სექტემბერი 2026, 12:34

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ გვჭირდება მეტი გენერაცია. გვჭირდება ძლიერი ქსელი, მეტი ინვესტიცია, თანამედროვე ტექნოლოგია და რეგიონული პროექტები, თუმცა, პირველ რიგში, გვჭირდება თქვენნაირი ადამიანები

ჩვენი საბოლოო მიზანი მკაფიოა, 2036 წლისთვის საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორი სრულად თვითკმარი უნდა გახდეს - ეს არის ამბიციური მიზანი, მაგრამ, ამბიცია მაშინ არის ფასეული, როდესაც მას თან ახლავს გეგმა, რესურსი და პროფესიონალები, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

ირაკლი კობახიძე

17 სექტემბერი 2026, 12:29

პოლიტიკა

პრემიერი ნამახვანჰესზე: იყო პირდაპირი საბოტაჟი, ეწყობოდა აქციები ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, დღეს უცხოური აგენტურა არის ბევრად უფრო სუსტი და სახელმწიფო არის ბევრად უფრო ძლიერი, შესაბამისად, რაც მოხდა რამდენიმე წლის წინ, ის აღარ მოხდება დღეს და ხვალ

იყო პირდაპირი საბოტაჟი, ეწყობოდა აქციები ყოველგვარი საფუძვლის გარეშე. ამას შემდეგ მოჰყვა გადაწყვეტილების მიღება ჰესის არ აშენებასთან დაკავშირებით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ნამახვანჰესთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.

მარიამ ქვრივიშვილი

17 სექტემბერი 2026, 12:28

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი საბოლოო მიზანი მკაფიოა, 2036 წლისთვის საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორი სრულად თვითკმარი უნდა გახდეს - ეს არის ამბიციური მიზანი, მაგრამ, ამბიცია მაშინ არის ფასეული, როდესაც მას თან ახლავს გეგმა, რესურსი და პროფესიონალები

ჩვენი საბოლოო მიზანი მკაფიოა, 2036 წლისთვის საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორი სრულად თვითკმარი უნდა გახდეს - ეს არის ამბიციური მიზანი, მაგრამ, ამბიცია მაშინ არის ფასეული, როდესაც მას თან ახლავს გეგმა, რესურსი და პროფესიონალები, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

ირაკლი კობახიძე

17 სექტემბერი 2026, 12:26

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: გრანტების მართვის სააგენტო არის მილევად რეჟიმში და წლის ბოლომდე დაიხურება, „ენჯეო“ არის ხელოვნური ფენომენი უცხოური პოლიტიკური ინტერვენციისთვის, შესაბამისად, ჩვენ მოვიგონოთ „ენჯეოები“ და დავაფინანსოთ, ასეთი რამ არასწორია

ერთი საუკუნის წინ „ენჯეოები“ არ არსებობდნენ, შემდეგ მოიგონეს და იყენებდნენ, როგორც უცხოური ინტერვენციის მთავარ ინსტრუმენტს, ამის არაერთი მაგალითი ვნახეთ საქართველოში, შესაბამისად, ჩვენ მოვიგონოთ „ენჯეოები“ და ასეთი რამ დავაფინანსოთ, ასეთი რამ არასწორია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.