თამარ ჩერგოლეიშვილი სააკაშვილს: გადარჩები, თუ თვალს გაუსწორებ იმ რეალობას, რომ შენი თავისუფლების მოთხოვნით ხალხი ქუჩაში არ დგება და შენ ვერ იქნები წინააღმდეგობის მოძრაობის ცენტრალური ფიგურა
თამარ ჩერგოლეიშვილი
ფოტო: Facebook
„ტაბულასა“ და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ღია წერილით მიმართავს.
როგორც ღია წერილში ჩერგოლეიშვილი წერს, მიხეილ სააკაშვილმა რეალობას თვალი უნდა გაუსწოროს და გაიგოს, რომ მისი გათავისუფლების მოთხოვნით ხალხი ქუჩაში არ დგება და ის ვერ იქნება წინააღმდეგობის მოძრაობის ცენტრალური ფიგურა.
„გამარჯობა, მიშა, ვიცი რომ ცუდად ხარ და ვწუხვარ, რომ ასეა. იცი, რომ შენდამი ნდობა მთლიანად გამქრალი მაქვს და არ მჯერა, რომ კვდები, როგორც არც ის მჯეროდა, რომ შიმშილობდი და როგორც ის არ მჯეროდა, რომ ჩამოხვიდოდი (არ მეგონა, რომ ციხეში წასასვლელად მზად ხარ) - შენ კარგად იცი, რომ შენდამი ნდობის საფუძველი მე არ გამაჩნია.
მაგრამ ისიც ვიცი, რომ შეიძლება ვცდებოდე და 1% საფრთხე თუ არსებობს, რომ მართლა კვდები, მინდა, რაღაცით გიშველო.
ერთადერთი, რაც შენ გიშველის არის რეალობისთვის თვალის გასწორება. შენ გადარჩები, თუ თვალს გაუსწორებ იმ რეალობას, რომ ციხეში შეიძლება კიდევ დიდხანს იყო. შენ გადარჩები, თუ თვალს გაუსწორებ იმ რეალობას, რომ შენი თავისუფლების მოთხოვნით ხალხი ქუჩაში არ დგება და შენ ვერ იქნები ამ ქვეყანაში წინააღმდეგობის მოძრაობის ცენტრალური ფიგურა.
ასევე თვალი უნდა გაუსწორო იმ რეალობას, რომ ბიძინას ორუელი მართლა გამოადგა - ის მართლა ჯონსის დაბრუნების შიშზეა აგებული, სხვა იარაღი მას არ გააჩნია და წინააღმდეგობის მოძრაობის ცენტრალურ სახედ შენი ყოფნა მას აწყობს - ფულს ხარჯავს ამაში.
ასევე, თვალი უნდა გაუსწორო იმ რეალობას, რომ საქართველოში 30%-ის მხარდაჭერა არაფერს ნიშნავს, თუ კრეატიული უმცირესობა არ გიჭერს მხარს.
2003 წელს გამოგივიდა სწორედ იმიტომ, რომ კრეატიული უმცირესობა შენს მხარეს იყო - 2008 წლიდან ნელნელა, ხოლო ივანიშვილის წარმატების შემდეგ მთლიანად - ამ ხალხს და მათთვის მისაღებ შინაარსს შენ ზურგი აქციე, ხოლო ის ხალხი, ვინც მხარს გიჭერს და მიშა, მიშას გაიძახის, იდეებისა და შინაარსისგან დაცლილია, შენს კერპზეა აგებული და ისინი ვერ გახდებიან ცვლილებების მოტორი, ზომბები არიან.
ასევე თვალი უნდა გაუსწორო (და, ჩემი აზრით, იამაყო) იმ ფაქტს, რომ ვარდების რევოლუციამ თავისი ფუნქცია მართალია ნაწილობრივ, მაგრამ მაინც შეასრულა და სოციალური ჯგუფების მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში გააფართოვა, გაიზარდა თაობა, რომელიც ქრთამის გარეშე მოხვდა უმაღლეს სასწავლებლებში, ამას ინტერნეტ რევოლუციაც დაერთო - ეს ხალხი თანამედროვე, ჩემნაირი ხალხია - მე ეს ხალხი ვნახე, გავიცანი და ველაპარაკები - გაუგებარია, ამ ხალხისთვის ჯვარს რატომ უქნევ, უცხოელებს რატომ ერჩი, უმცირესობებს, რომლებსაც ორკები ურტყამენ - მხარს ცალსახად რატომ არ უჭერ, ვერ გაიგეს, რა საპასუხო თავგანწირვას სთხოვ, რა საჯიშე ბიჭებზე ელაპარაკები, სხვა ენაზე საუბრობენ, ანიმეებზე, ჰარი პოტერზე და მარველზე გაიზარდნენ - შენ მათი ენა არ გესმის. არ ესმით, დავით აღმაშენებელს რომ ედრები წარამარა, ეს რას ნიშნავს - გაგიჟდი, მანია გრანდიოზა გჭირს თუ რა ხდება.
მე ადრეც გეუბნებოდი და ახლაც გიმეორებ, რომ თუ პოლიტიკური წარმატება გინდა, ეს ხალხი უნდა გაიცნო, რომ გაიცნობ მიხვდები, რომ ამ ხალხისთვის კერპები გაუგებარია და წარსულს აკუთვნებს შენს მონოლოგებს, სადაც მათ ამადლი, რომ ქვეყანა ააშენე, მათთვის თავი გასწირე, დავით აღმაშენებელი ხარ და ისინი არ გიფასებენ - ვერ ხვდებიან, რას ითხოვ, იციან, რომ ისტორიულ გმირებს ისტორია აფასებს და არა თვითონ, არც იმ გმირებზე წაუკითხავთ, რომლებიც საპასუხო თავგანწირვას ითხოვენ ასეთი დაჟინებით. შენ ხომ ამ ხალხთან რეალურად კონტაქტი 2004 წლის შემდეგ აღარ გქონია? - ჯერ ძალაუფლების ბაბლმა მოგწყვიტა, შემდეგ უკვე საკუთარმა ილუზიებმა და ემიგრაციამ.
ასევე თვალი უნდა გაუსწორო დასავლეთის პოზიციას. ჩვენ ვცადეთ დახმარება, როგორ და რაც შეგვეძლო, როგორი მიუღებელი პოლიტიკური და მორალური არჩევანებიც არ უნდა გაგეკეთებინა, ბუნებრივია, წარსული არსად წასულა და გული შეგვტკივა, რომ ცუდად ხარ და ვიცით, რომ ციხეში ცუდად იქნები.
მიუხედავად იმისა, რომ თავი ღმერთად გამოაცხადე, ჩვენ მაინც გვაქვს განცდა რომ შენ კვლავ ერთ-ერთი ჩვენგანი ხარ, ამიტომ, ჩვენი ხელიდან რაც გასაკეთებელია, ვცდილობთ - მაგრამ ვითარება ძალიან რთულია - სამწუხაროდ, შენ უზარმაზარი რეპუტაციული ზიანი გაქვს მიღებული, ამასთან, შენს მისწრაფებებს ერთპიროვნული მმართველობისკენ, რევოლუციურ/რელიგიურ პოპულიზმს, ზოგადად - შენს საქციელს- საფრთხედ მიიჩნევენ, ისინი არ გენდობიან და თვლიან, რომ ქართულ პოლიტიკას წამლავ შენი დაუოკებელი მიდრეკილებით ერთპიროვნულობისკენ. მე ძალიან მიხარია, რომ 2008 წლის ვინდიკაცია ხდება და მეტი ამბობს დასავლეთში, რომ შენთვის უნდა დაეჯერებინათ - ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის, მაგრამ შენი შემდგომი პოლიტიკური არჩევანები საქართველოს ევროპულ მომავალს ეწინააღმდეგება და მხარდაჭერის მოპოვებას კიდევ უფრო ართულებს.
მას შემდეგ, რაც ყველაფერი ითქვა - პოლიტიკის ამბავი შენც იცი, რომ კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდა. ჩვენ არ ვიცით რა მოხდება, რაც ამ ჩემს აღწერილ რეალობას თავდაყირა დააყენებს.
როდესაც თავისუფალი იყავი ამაზეც გქონდა გათვლა - რომ სანამ ისე არ დაჯდება კამათელი, რომ შენ ერთპიროვნულად მოხვიდე, თამაშს არევ. ეს ჩემი აზრით უსინდისო, არაპატრიოტული და მოღალატეობრივი მიდგომაა, მაგრამ ახსნადი. გასაგებია, რომ ამით ივანიშვილს უხანგრძლივებდი პოლიტიკურ სიცოცხლეს, მაგრამ თავისუფლებაზე ელოდებოდი შენთვის სასურველი კარტის მოსვლას!
ახლა ციხეში ყოფნასაც იხანგრძლივებ - ამიტომ, ახლა არაპატრიოტულთან ერთად, არარაციონალურიცაა ასეთი სურვილები.
ჩემი რჩევაა, ეს გემბლი შეწყვიტო - შეიძლება, სასწაული მოხდეს და ივანიშვილმა მისთვის სასარგებლოდ ჩათვალოს შენი სხვა ქვეყანაში გადაყვანა, მაგრამ სასწაულზე გათვლა მხოლოდ ფრუსტრაციის წყაროა და უარეს ორმოში ჩაგაგდებს. ნებისმიერი თხოვნა ივანიშვილის რეჟიმის მიმართ, მხოლოდ ივანიშვილის რეჟიმს აძლიერებს. უფრო მეტი, ნებისმიერი მცდელობა, რომ შენი საკითხი საპროტესტო მოძრაობის ცენტრალურ თემად იქცეს, საპროტესტო მოძრაობას ძირს უთხრის და ფრაგმენტაციას იწვევს.
ამ წერილს მე საჯაროდ დავდებ - არ ვიცი, შემოგიტანენ თუ არა. არ მგონია, შენს გარემოცვას აწყობდეს ეს წერილი წაგაკითხოს, მაგრამ თუ რომელიმეს გული შესტკივა შენს კარგად ყოფნაზე, შენი რეალობასთან დაბრუნება უნდა სცადოს.
შენი გარემოცვა, სამწუხაროდ, გატყუებს. აქაც შენი პასუხისმგებლობა დიდია - ვინც სიმართლეს გეუბნებოდა, ის მოღალატედ შერაცხე, დანარჩენები ამ გამოცდილებით ხელმძღვანელობენ და შენი კეთილგანწყობის შენარჩუნების სურვილით, მეტს გატყუებენ - ეს უარეს ჭაობში გაფლობს და კიდევ უფრო გაშორებს რეალობას, რაც, ჩემი აზრით, დამღუპველია.
შენი 2008 წლის შემდგომი პოლიტიკური არჩევანების დიდი ნაწილი და 2012 წლის შემდეგ, შენი არჩევანები თავიდან ბოლომდე მიუღებელია ჩემთვის (ამაზე ბევრი გვიჩხუბია და შენ კარგად იცი ყველაფერი - ბენდუქიძის ჩაწევიდან და ბაგრატი "ავაშენედან" მოყოლებული) და მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ შენ ძალაუფლება ხელში ვერ ჩაიგდო - მაგრამ მე, შენგან განსხვავებით, პატივს ვცემ შენს მემკვიდრეობას და ნამდვილად არ მინდა, ამ მემკვიდრეობის შემოქმედს ასეთი ტრაგიკული აღსასრული დაუდგეს.
ამიტომ ვწერ ამ ეპისტოლესაც და დაჟინებით გირჩევ - კარგად რომ გახდე, ამისთვის, ჯერ შენთვის მიუღებელ რეალობას თვალი უნდა გაუსწორო და მხოლოდ ამის შემდეგ მოიფიქრო, შეგწევს თუ არა ძალა ეს რეალობა შეცვალო.
სხვანაირად კარგად ვერ გახდები და მე ეს ძალიან, ძალიან მაწუხებს, მიუხედავად იმისა რომ შენს არჩევანად ვთვლი ამგვარად საქმის წაყვანას.
მე ღრმად მწამს, რომ ეს რეჟიმი შენ ამდენს ვერ გაგიბედავდა, შენ რომ წარსულიდან სწორი დასკვნები გამოგეტანა და რეალობის უარყოფით, თავის ღმერთად გამოცხადება არ გეცადა, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ამაში ვერ დაგარწმუნეთ. ახლა ვართ იქ სადაც ვართ - ეგებ ახლა დაგარწმუნო, რომ გასაღები რეალობისთვის თვალის გასწორებაშია.
მოკლედ, არ ვიცი ამ წერილს აზრი აქვს თუ არა, მაგრამ ვთლი რომ ღირს, კიდევ ერთხელ ვცადო შენი რეალობასთან დაბრუნება - ეგებ ახლა რამე გამოვიდეს“, - წერს ჩერგოლეიშვილი.
ყველა სიახლე
02 სექტემბერი 2026, 10:47
სამართალი
მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, თბილისის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული საშუალება აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი ,,თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი აღმოაჩინეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
02 სექტემბერი 2026, 10:42
სამართალი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 93 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
სამინისტროს ინფორმაციით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: ინდოეთის, იორდანიის, რუსეთის, კუბის, თურქმენეთის, აზერბაიჯანის, ერაყის, თურქეთის, კამერუნის, ნიგერიის, ბანგლადეშის, ბენინის, ეთიოპიის, ეგვიპტის, იამაიკის, სუდანის, ალჟირის და სხვა სახელმწიფოების - ჯამში 93 მოქალაქე.
02 სექტემბერი 2026, 10:40
სამართალი
სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
02 სექტემბერი 2026, 10:26
თავდაცვა
სუს-ისა და აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) თანამშრომლობით, ბათუმში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების უწყებათაშორისი საველე-პრაქტიკული სწავლება „NEXUS Georgia 2026“ ჩატარდა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) თანამშრომლობით, ბათუმში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების უწყებათაშორისი საველე-პრაქტიკული სწავლება „NEXUS Georgia 2026“ ჩატარდა. ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.
02 სექტემბერი 2026, 10:12
მსოფლიო
აშშ-მა ირანზე დარტყმების მორიგი ტალღა განახორციელა
ირანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების განცხადებით, 5 ადამიანი, მათ შორის 1 ბავშვი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის სარაკეტო თავდასხმისას რაკეტის ნამსხვრევები სამხრეთ ირანში, სერიქში მდებარე იმ სახლს მოხვდა, სადაც ქორწილი იმართებოდა.
02 სექტემბერი 2026, 09:27
პოლიტიკა
დიმიტრი სამხარაძე: სამწუხაროდ, ღარიბაშვილი მის მიერვე უკანონოდ მოხვეჭილი ფულით მის მიერვე დაფინანსებული საპირფარეშოს მაკულატურის - „ასავალ - დასავალის“ დონეზე დაეშვა. მისი პიროვნული, პოლიტიკური და ადამიანური ტრაგედიაა, რაც მის თავს ხდება
სამხარაძე მიმართავს „ქართული ოცნების“ დიდ ოჯახს, რომ ყოფილი პრემიერის საქციელი მორიგი გაკვეთილი უნდა იყოს მათთვის - “ თუ რა მძიმედ, ამავე დროს რა ტრაგიკულად ამთავრებს ადამიანი კარიერას, რომელიც უღალატებს ჩვენს იდეალებს, პირად მატერიალურ კეთილდღეობას გაცვლის სამშობლოზე, პრინციპებსა და გუნდურ ერთიანობაზე.”
02 სექტემბერი 2026, 09:22
სპორტი
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით, პადელში კიდევ ერთი ტურნირი გაიმართა
ფონდის ჩართულობისა და სუბსიდირების წყალობით, შეჯიბრების მონაწილე კომპანიებმა შეღავათიანი ტარიფებით ისარგებლეს. ღონისძიების ფარგლებში, სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, სპორტის ფსიქოლოგიისა და სპორტული კვების თემაზე სპეციალური სემინარი ჩატარდა.
02 სექტემბერი 2026, 09:19
რეგიონი
ახალციხეში ახალი სკვერი და თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილი სპორტული მოედანი მოეწყო
ახალციხეში, თაყაიშვილისა და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს უკვე შეუძლიათ ახალი სკვერითა და თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილი სპორტული მოედნით სარგებლობა. დასრულებული პროექტი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულთან იოსებ ალიბეგაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილთან ერთად დაათვალიერა და ახალგაზრდებს საჩუქრად სპორტული ინვენტარი გადასცა.
02 სექტემბერი 2026, 09:16
საზოგადოება
ახალგაზრდებს შორის კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავების მიზნით ყვარელში საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკი გაიხსნა
ახალგაზრდებს შორის კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავების მიზნით ყვარელში საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკი გაიხსნა. განათლების მინისტრის მოადგილემ ბაია კვიციანმა ახალგაზრდული ბანაკის პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება ახალგაზრდობის პოლიტიკის გაძლიერების კუთხით სამინისტროს მიერ განხორციელებულ აქტივობებზე გაამახვილა.
02 სექტემბერი 2026, 09:14
თავდაცვა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჯარში გაწვევის წესი შეიცვალა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჯარში გაწვევის წესი შეიცვალა. მთავრობის დადგენილებით, თუ პირი სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ შეტყობინებას/უწყებას არ ჩაიბარებს, უწყება სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდება, შემდეგ კი ოფიციალურად ჩაბარებულად ჩაითვლება.
02 სექტემბერი 2026, 09:08
პოლიტიკა
საქართველოში შვედეთის სამეფოს ახლადდანიშნულმა ელჩმა, დევიდ ემტესტამმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა ზურაბ დარჩიაშვილს
საქართველოში შვედეთის სამეფოს ახლადდანიშნულმა ელჩმა, დევიდ ემტესტამმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დირექტორს, ზურაბ დარჩიაშვილს.
02 სექტემბერი 2026, 09:03
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე: ანუ რას ამბობს, ან უნდა შევიჭრათ აფხაზეთში და სისხლის ტბები დავაყენოთ, ან გავყვეთ გვარამიას მიერ გაჟღერებულ მათ პატრონთა ახალ დავალებას და ეს მტკივნეული იარა საბოლოოდ დავივიწყოთ?!
თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ აფხაზეთზე კონტროლის აღდგენის გზა, აფხაზების შემორიგებაზე არ გადის, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
02 სექტემბერი 2026, 08:58
საზოგადოება
საქართველოს განათლების მინისტრს თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილე ბატირ მამედოვმა უმასპინძლა
გივი მიქანაძემ თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები გააცნო და დაგეგმილი ინიციატივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
02 სექტემბერი 2026, 01:20
მსოფლიო
პუტინი: რუსეთი უკრაინის ხელმძღვანელობაზე დარტყმებს არ ახორციელებს, ვინაიდან მომლაპარაკებლები დასჭირდება, თუკი მათ საკითხების მშვიდობიანი გზით მოგვარება მოუნდებათ
რუსეთი უკრაინის ხელმძღვანელობაზე დარტყმებს არ ახორციელებს, ვინაიდან მომლაპარაკებლები დასჭირდება, თუკი მათ საკითხების მშვიდობიანი გზით მოგვარება მოუნდებათ. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.
02 სექტემბერი 2026, 01:16
მსოფლიო
პუტინი: თუ სომხეთი თვლის, რომ რუსული სამხედრო ბაზა მას არ სჭირდება, ჩვენ ხვალვე წავალთ
რუსეთი სომხეთს, სადაც გიუმრიში რუსული ბაზაა განთავსებული, ხვალვე დატოვებს, თუკი ერევანი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში სამხედრო ბაზა საჭირო აღარაა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.
02 სექტემბერი 2026, 01:08
მსოფლიო
პუტინმა რუსულ ცასთან დაკავშირებით უკრაინის მუქარას „ტერორიზმზე განაცხადი“ უწოდა
რუსეთის ცის ჩაკეტვის შესახებ უკრაინის მუქარა, თუკი ის ხმამაღლაა გაჟღერებული, „სახელმწიფო ტერორიზმზე განაცხადია“, - ამის შესახებ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა.
01 სექტემბერი 2026, 23:54
მსოფლიო
ტრამპი: აშშ, სწორედ ამ წუთებში, ჰორმუზის სრუტის მახლობლად ირანულ ობიექტებს ურტყამს - თუ ირანის ჩამოშლილი სახელმწიფო ამ სრულიად გამართლებულ თავდასხმას პასუხს გასცემს, მათ ბევრად უფრო მძიმე და მაღალი ინტენსივობის დარტყმას მივაყენებთ
აშშ, სწორედ ამ წუთებში, ჰორმუზის სრუტის მახლობლად ირანულ ობიექტებს ურტყამს, ეს მასშტაბური და მძლავრი იერიშებია, რაც პასუხია ირანელების წარუმატებელ მცდელობაზე, სრუტეში საზღვაო ნაღმები განეთავსებინათ და ირანის მიერ იორდანიაში მდებარე ჩვენი სამხედრო ბაზის მიმართულებით ნასროლ რვა რაკეტაზე, რომელთაგან ყველას ჩამოგდება წარმატებით განხორციელდა, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
01 სექტემბერი 2026, 23:39
მსოფლიო
ფაშინიანი: სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები უაღრესად მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის და ჩვენ ამ ურთიერთობებს განსაკუთრებული გაფრთხილებით ვეპყრობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც შეხვედრის შედეგებზე ისაუბრა.
01 სექტემბერი 2026, 23:01
პოლიტიკა
ვატო შაქარიშვილი: რთული იყო ჩემთვის, ისევე, როგორც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, ამ სამარცხვინო დეგრადაციის და მორალური დაცემის ყურება, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი განიცდის - ძალიან მოკლე აღმოჩნდა გზა, ბორელთან ღირსეულად ჩატარებული ბრიფინგიდან - ყვითელი პრესის მეთოდებამდე
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ გენერალური მდივანი, ვატო შაქარიშვილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოქვეყნებულ მორიგ წერილს ეხმიანება და მის განცხადებებს „ანტისახელმწიფოებრივ კამპანიას“ უწოდებს.
01 სექტემბერი 2026, 22:32
მსოფლიო
ზელენსკი: გვსურს გავაფრთხილოთ თითოეული ავიაკომპანია, რომელიც რუსულ საჰაერო სივრცეს იყენებს, რუსეთის ცა სრულიად სახიფათო ხდება - სამოქალაქო ავიაციის ადგილი დრონებს შორის არ არის
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის მიმართვაში განაცხადა, რომ რუსეთის ცა სრულიად სახიფათო ხდება და ამის შესახებ ყველა ის ავიაკომპანია გააფრთხილა, რომელიც რუსეთის საჰაერო სივრცით სარგებლობს.


