პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი

12 ივლისი 2026, 18:43

დავით ქართველიშვილი ჩერგოლეიშვილზე: რატომ არის ეს ქალბატონი ასეთი დაუნდობელი ევროკავშირის მიმართ - თავის სტატუსში ის ხომ ევროკავშირზე მიუთითებს - სხვის უბედურებაზე ღლიცინი, სადაც ადამიანების მსხვერპლი მოჰყვა „კორუფციითა“ და „ავტოკრატიით“ გამოწვეული „ჟუჟუნა-წვიმათი“ - არაადამიანური და ანტიდასავლური რიტორიკით დაუშვებელია

„ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის ფეისბუქ სტატუსს ეხმიანება, რომელშიც ჩერგოლეიშვილი წერს, „ავტოკრატიის თანამდევი სისტემური შედეგია ის, რომ თიხის ფეხებზე დგას ქვეყანა და ჟუჟუნა წვიმაზეც იტბორება და ნადგურდება, არათუ ძლიერ სტიქიაზე“.

დავით ჩიხელიძე

12 ივლისი 2026, 18:19

დავით ჩიხელიძე: სახელმწიფო უწყებების დროული რეაგირება და ევაკუაციის ღონისძიებებია იმის მიზეზი, რომ თელავში ზარალი კიდევ უფრო მასშტაბური არ არის, მაგრამ ჩერგოლეიშვილისთვის მთავარია საკუთარი პოლიტიკური აუდიტორიის გაღიზიანება და „ოცნების“ ლანძღვა, მერე რა, რომ რეალობისა და ლოგიკის სრული იგნორირება ხდება

ჩერგოლეიშვილი განცხადებაში მაღალფარდოვანი ტერმინებითა და პათეტიკური ფრაზებით ცდილობს საკუთარი სიღრმისეული სიბრიყვე, უპასუხისმგებლობა და ტყუილი დაფაროს. მისი სიტყვები „ჟუჟუნა წვიმა“ საერთოდ სასაცილო და შეურაცხმყოფელია თელავისა და მიმდებარე სოფლების მცხოვრებლებისთვის, რომლებმაც რეალურად დაინახეს, უხვი ნალექის გამო როგორ ადიდდა რამდენიმე მდინარე, რამაც სტიქიური უბედურება გამოიწვია, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში.

ხალედ ელ-ენანი

11 ივლისი 2026, 20:04

UNESCO-ს გენერალური დირექტორი: მოხარული ვარ, რომ გივი მიქანაძეს შევხვდი - UNESCO მოუთმენლად ელის საქართველოსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას, რათა მოსწავლეებმა, სტუდენტებმა და ახალგაზრდებმა მომავლისთვის საჭირო ცოდნა და უნარები შეიძინონ

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, გივი მიქანაძეს შევხვდი. შეხვედრაზე განვიხილეთ განათლების დაფინანსების გაუმჯობესების, ინფრასტრუქტურის განვითარების, განათლებასა და დასაქმებას შორის კავშირების გაძლიერების, უმაღლესი განათლების რეფორმისა და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის საკითხები.

ეკა სეფაშვილი

11 ივლისი 2026, 18:47

ეკა სეფაშვილი: ჯო უილსონის რეზოლუციაში მეორდება იგივე ტექსტი, რაც ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებშია, ეს კი მიუთითებს, რომ ეს პროცესები ერთი ცენტრიდან კოორდინირდება

პარტია „ხალხის ძალის” საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი აცხადებს, რომ ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი არასერიოზული პოლიტიკური ფიგურაა და სწორედ ასეთი რეპუტაციის მქონე პოლიტიკოსებს ავალებენ არასამრთლიანი რეზოლუციების წარდგენასა და ლობირებას.

ირაკლი გოგავა

11 ივლისი 2026, 18:25

ირაკლი გოგავა: ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ვაშინგტონში მომწიფდება ის პოზიცია, რომ საქართველოსთან ნეგატიური დღის წესრიგით საუბარს აზრი აღარ აქვს და მხოლოდ პოზიტიური დღის წესრიგით უნდა გვესაუბრონ

ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ვაშინგტონში მომწიფდება ის პოზიცია, რომ საქართველოსთან ნეგატიური დღის წესრიგით საუბარს აზრი აღარ აქვს და მხოლოდ პოზიტიური დღის წესრიგით უნდა გვესაუბრონ, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პოლიტოლოგმა, ირაკლი გოგავამ ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან სამომავლო ურთიერთობებზე საუბრისას.

ირაკლი გოგავა

11 ივლისი 2026, 18:14

ირაკლი გოგავა: ჯო უილსონი საქართველოს თემით პოლიტიკური ქულების დაგროვებას ცდილობს

ანალიტიკოსმა, ირაკლი გოგავამ „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციაზე, სადაც არის საქართველოს შესახებ ჩანაწერი, რომელიც ჯო უილსონმა მოამზადა. გოგავას თქმით, ჯო უილსონი საქართველოს თემით პოლიტიკური ქულების დაგროვებას ცდილობს.

11 ივლისი 2026, 18:04

ირაკლი გოგავა: ევროკავშირი, როგორც პროექტი, რომელიც სუპერ მდიდრებმა თავის დროზე მოიგონეს, დააფუძნეს, სულ უფრო ემსგავსება ტოტალიტარულ ერთობას, სამხედრო ბლოკს, რომელიც აწარმოებს ეგზისტენციალურ ომს, როგორც მათ მიაჩნიათ, ბუნებრივი რესურსებისთვის

ევროკავშირი, როგორც პროექტი, რომელიც სუპერ მდიდრებმა თავის დროზე მოიგონეს, დააფუძნეს, სულ უფრო ემსგავსება ტოტალიტარულ ერთობას, სამხედრო ბლოკს, რომელიც აწარმოებს ეგზისტენციალურ ომს, როგორც მათ მიაჩნიათ, ბუნებრივი რესურსებისთვის, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ.

ეკა სეფაშვილი

11 ივლისი 2026, 17:53

ეკა სეფაშვილი: ჰერჩინსკი კვლავ გამოირჩევა უსამართლო მიდგომით და უსაფუძვლო კრიტიკით. იგი ამბობს, რომ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მყოფ სახელმწიფოებს შორის საქართველო არ არის, რაც აბსოლუტური სიცრუეა

საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის მიერ საქართველოსთან მიმართებით გაკეთებულ მორიგ განცხადებებს „აბსოლუტური სიცრუე“ უწოდა „ხალხის ძალის საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა. როგორც მან გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა, ყველაფერი არის იმ საერთო დღის წესრიგის ნაწილი, რომლის ერთ-ერთი გამოვლენა იყო ჰააგაში ეუთოს საპარლამენტო დელეგაციის მიერ მიღებული დეკლარაცია.

{{n.PhotoAltTag}}

{{n.Date}}, {{n.Time}}

{{n.Title}}

{{n.ShortDescription}}