გიორგი ცაგარეიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“, თავისი ბელადიანად, ხართ „ცხვრის ქურქში გახვეული მგლები“
გიორგი ცაგარეიშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
„ნაციონალური მოძრაობა“, თავისი ბელადიანად, ხართ „ცხვრის ქურქში გახვეული მგლები“ - დიდი ხანია დაკარგეთ ადამიანობის იოტისოდენა განცდაც კი და იქეცით გამოუსწორებელ მოძალადეებად. ახლა კი, ლამობთ როგორმე ხელისუფლებაში დაბრუნდეთ თქვენს ბელადთან ერთად და ვინც და რაც დაგრჩათ გასანადგურებელი, ისიც მოსპოთ“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ცაგარეიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდზე ისაუბრა. მისი შეფასებით, წინა ხელისუფლების დროს მომხდარი ფაქტები უახლესი წარსულის დაუვიწყარი და უმძიმესი მოგონებაა.
„პატიმარ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, საკუთარ ხალხთან გაჩაღებულ სისხლიან დაპირისპირებას შეეწირა უამრავი ადამიანის სიცოცხლე.
ქართველი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ ინსტრუმენტად, სამართალდამცავი სტრუქტურები გადააქციეთ, რომლებიც მთლიანად თქვენს პოლიტიკურ ნებას იყო დაქვემდებარებული. თქვენი მმართველობის წლებში, ჩამოყალიბდით მშვიდობიანი მიტინგებისა და მანიფესტაციების „სწორუპოვარ“ დამრბევებად. სასტიკად დაარბიეთ 2007 წლის 7 ნოემბრის მიტინგები და მანიფესტაციები. 508 ადამიანი დაშავდა, უამრავი უკანონოდ დააკავეთ, მოსპეთ ტელეკომპანია „იმედი“, დახურეთ ტელეკომპანია „კავკასია“, ჯარი, რომელიც ქვეყნისა და ხალხის სამსახურში უნდა ყოფილიყო, საკუთარ ხალხზე დაგეშეთ. მომდევნო დღეს, 2007 წლის 8 ნოემბერს, სასტიკად გაუსწორდით ბათუმის უნივერსიტეტთან შეკრებილ სტუდენტებსა და პედაგოგებს, ისინი მხუთავი გაზებით დაწამლეთ და აუდიტორიებში სცემდით. 2009 წლის 6 მაისს, თბილისის პოლიციის სამმართველოსთან, აკრძალული ლეტალური იარაღიდან, პირდაპირი დამიზნებით ესროდით საპროტესტოდ შეკრებილ მოქალაქეებს, 2 მათგანს თვალი დასთხარეთ. იმავე წლის 15 ივნისს, იმავე ადგილზე, უმაგალითოდ გაუსწორდით საპროტესტოდ შეკრებილ ადამიანებს. 17 მათგანი არნახული სისასტიკით სცემეთ. ზურაბ აბაშიძე, დაჩი ცაგურია და სხვანი მხოლოდ ღვთის განგებით გადაურჩნენ სიკვდილს. ათობით ადამიანი დააკავეთ და მრავალდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეთ. და გვირგვინი სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ არაადამიანური ვნებებისა, უდავოდ იყო 2011 წლის 26 მაისი. ამ დღეს, გამოიყენეთ არაპროპორციული პოლიციური ძალა, რუსთაველის გამზირიდან გასასვლელი არ დაუტოვეთ ხალხს, ის ალყაში მოაქციეთ და ფაქტობრივად გასაჟლეტად გასწირეთ. შედეგად, ამ ავბედით მოვლენებს, 4 ადამიანი შეეწირა, 250 დაშავდა, 800 ადამიანი სხვადასხვა მოგონილი მიზეზით საპატიმროებში გამოკეტეთ. 2 მათგანი კი, სულიკო ასათიანი და ნიკა კვინტრაძე, მოკალით და საგაზეთო ჯიხურის თავზე შემოაწყვეთ.
მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ ძალადობრივი რეჟიმის ერთ-ერთი ნათელი გამოხატულება იყო პენიტენციური სისტემა და იქ პატიმართა უფლებების მასობრივი დარღვევა. აქ, ამ დარბაზში, სააკაშვილის მიერ გაჟღერებულმა ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკამ, გაანადგურა უამრავი ადამიანის სიცოცხლე, დაანგრია ოჯახები და მომავლის პერსპექტივა დაუკარგა უამრავ ახალგაზრდას. ეს ყველაფერი მიმართული იყო იმისკენ, რომ როგორმე გაგეტეხათ ქართული საზოგადოება, ადამიანი ციხეზე მიგებათ, ქვეყნის დიდი ნაწილი პატიმრის ჭირისუფლად გადაგექციათ და ამითი გაგეხანგრძლივებინათ ხელისუფლებაში ყოფნა.
2005 წელს, როდესაც თავად პატიმარმა სააკაშვილმა ნულოვანი ტოლერანტობა გამოაცხადა, ერთ წელიწადში 5777 მოქალაქე დააპატიმრეთ, ანუ დღეში 16 ადამიანს აღუკვეთეთ თავისუფლება. ეს შემზარავი ციფრი, მრავლისმეტყველია. 2004-2012 წლებში ციხეებში დაიღუპა 800-მდე პატიმარი. სწორედ თქვენმა ნულოვანმა ტოლერანტობამ, ძალადობრივმა ბუნებამ და საკუთარი მოქალაქეების მიმართ გამოჩენილმა ზღვარგადასულმა სიძულვილმა მოიტანა ეს ტრაგიკული შედეგი. რომ არა, 2012 წლის 1 ოქტომბერი, ნახევარ ქვეყანას ციხეში გამოკეტავდით და უამრავ პატიმარს სიცოცხლეს გამოასალმებდით.
საპატიმროებში მოქალაქეთა გამოკეტვა პირდაპირ კავშირში იყო მათი საკუთრების უფლების შელახვასთან. ხელისუფლების მთელი ვერტიკალი იქითკენ იყო მომართული, რომ ციხის გავლით ადამიანისთვის ღირსებასთან ერთად, საკუთრებაც წაერთმიათ. სახელმწიფოს დონეზე აყვანილი „მოროდიორობა“ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ სამარკო ნიშანი გახდა. საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ, 2015-2022 წლებში, გამოვლენილი იქნა მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის 203 ფაქტი და მხილებული იქნა 56 საჯარო მოხელე. დაზარალებულად იქნა ცნობილი 446 პირი, რომელთაგან, 317-ს პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდა (ან დაბრუნების პროცესშია) ჩამორთმეული ქონება.
საქართველოს მოქალაქეების რეკეტისას, არაფერს არ თაკილობდით, ართმევდით მათ ქარხნებს, სასტუმროებს, საცურაო კომპლექსებს, კომერციულ ფართებს, აგარაკებს, პანსიონატებს, სტადიონებს, საცხოვრებელ ბინებს, მიწის ნაკვეთებს, ა/მანქანებს, კვადროციკლებს, ოქროს ნაკეთობებს, თვითმფრინავებს, შვეულმფრენებს, ცეცხლსასროლ იარაღებს, ბუნებრივი რესურსების მოპოვების ლიცენზიებს, ანტიკვარულ წიგნებს, სახვითი ხელოვნების ნიმუშებს და სხვა უძრავ თუ მოძრავ ქონებას, რომელიც ამჟამად დაბრუნებულია და დაბრუნების პროცესშია. ჩამორთმეული და დაბრუნებული ქონების საერთო ღირებულება, ათობით მილიონ ლარს აჭარბებს“,- განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.
ყველა სიახლე
24 ივნისი 2026, 01:19
მსოფლიო
The Washington Post: სენატმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც დონალდ ტრამპს ირანთან ომის განახლებას უკრძალავს
სენატმა სამშაბათს მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ირანთან ომის განახლებას უკრძალავს, რამაც თეთრ სახლთან პოტენციურად დაძაბული დაპირისპირების საფუძველი შექმნა, - წერს გამოცემა The Washington Post-ი.
23 ივნისი 2026, 23:47
პოლიტიკა
ჯაბა ხუბუა იუთუბერ გიორგი კალატოზსა და ტატო ბაციკაძეზე: საკუთარ იუთუბ აუდიტორიაში, რომელიც, ძირითადად, მოზარდებისაგან შედგება, აზარტული თამაშების რეკლამირება-პოპულარიზაციას ახდენენ, ასეთი ხალხი „ფსკერს ქვემოთ" სხვას რომ დაინახავს, უხერხულია. არც ის არის გასაკვირი, რომ ახლა ხვიჩა კვარაცხელიას მაგინებლებს იცავენ
კალატოზი და ბაციკაძე, ზოგადად, არც არასოდეს მალავენ თავიანთ ლიბერალურ-აკაცუკურ მისწრაფებებს და საქმიანობაც ფრიად „სასარგებლო" და "საამაყო" აქვთ - საკუთარ იუთუბ აუდიტორიაში, რომელიც, ძირითადად, მოზარდებისა და თინეიჯერებისაგან, ანუ ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი კატეგორიისაგან შედგება, გემბლინგის - აზარტული თამაშების რეკლამირება -პოპულარიზაციას ახდენენ, - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა, იუთუბერ გიორგი კალატოზსა და მის მეწყვილე ტატო ბაციკაძეზე.
23 ივნისი 2026, 23:46
მსოფლიო
ტრამპი: ირანის ეკონომიკა განადგურებულია
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სამშაბათს განაცხადა, რომ ომმა ირანის ეკონომიკა მძიმედ დააზიანა, ამასთანავე მან ყურადღება გაამახვილა ნავთობის ფასების კლებაზე და ჰორმუზის სრუტის გავლით გაზრდილ ექსპორტზე.
23 ივნისი 2026, 23:41
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მოგებულია რუსეთის წინააღმდეგ ყველა საქმე სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში - არ მახსენდება რადიკალური ოპოზიციის, მდიდარი NGO-ებისა არცერთი პოზიტიური გამოხმაურება ამ ისტორიულ გამარჯვებებთან დაკავშირებით
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში: მოგებულია რუსეთის წინააღმდეგ ყველა საქმე სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში - არ მახსენდება რადიკალური ოპოზიციის, მდიდარი NGO-ებისა და რადიკალური მედიასაშუალებების არცერთი პოზიტიური გამოხმაურება ამ ისტორიულ გამარჯვებებთან დაკავშირებით, - წერს ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში.
23 ივნისი 2026, 22:28
მსოფლიო
ტრამპი ამტკიცებს, რომ ირანი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორების შეშვებას დათანხმდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარყო განცხადებები იმის შესახებ, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ინსპექტორებისთვის ირანში ვიზიტი დაგეგმილი არ არის და აღნიშნა, რომ თეირანი ამ შეთანხმებას უკვე დათანხმდა.
23 ივნისი 2026, 22:22
პოლიტიკა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი ასამბლეაში საქართველოს არყოფნაზე: ეს არის დანაკარგი ჩემთვის და ევროპის საბჭოსთვის. ამიტომ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, გავაკეთოთ საქართველოს ევროპულ ოჯახში დასაბრუნებლად, სასარგებლო იქნება
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი თეოდორ ბოვენი ასამბლეაში საქართველოს დაბრუნების მნიშვნელობაზე საუბრობს.
23 ივნისი 2026, 22:08
პოლიტიკა
ალენ ბერსე საქართველოზე: როგორ ვიმოქმედოთ ისე, რომ მაქსიმალური შედეგი მივიღოთ. როგორც ვიცით, იზოლაცია გამოსავალი არ არის. მე განვაგრძობ ჩართულობას ყველა დონეზე. შედეგი ამ დისკუსიის არსებითი ნაწილია, მან უნდა მოიტანოს ხელშესახები პროგრესი, მხოლოდ ასე შეიძლება წინსვლა
კითხვა, რომელსაც მე უნდა ვუპასუხო და დავსვა, არის, რომელ ნაბიჯს ექნება ყველაზე დიდი გავლენა, - ასე უპასუხა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლის, ერიკ-ნიილეს კროსის კრიტიკულ განცხადებას და კითხვას საქართველოსთან მიმართებაში 52-ე მუხლის გამოყენებისა და ახსნა-განმარტების მოთხოვნასთან დაკავშირებით.
23 ივნისი 2026, 21:44
სპორტი
რონალდუ გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც გოლი ექვს მსოფლიო ჩემპიონატზე გაიტანა
პორტუგალიის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, კრიშტიანუ რონალდუმ ფეხბურთის ისტორიაში ახალი მწვერვალი დაიპყრო და მსოფლიო ჩემპიონატების რეკორდი დაამყარა - პორტუგალიელმა თავდამსხმელმა კარიერაში უკვე მეექვსე მსოფლიო პირველობაზე მოახერხა გოლის გატანა.
23 ივნისი 2026, 21:35
მსოფლიო
POLITICO: ბუდაპეშტმა უკრაინისა და მოლდოვისთვის მოლაპარაკებების ყველა ოფიციალური თავის გახსნის პროცესი შეაფერხა
უნგრეთმა შეაფერხა პროცედურული ნაბიჯი, რომელიც აუცილებელია უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადების განსახილველად. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.
23 ივნისი 2026, 21:29
საზოგადოება
ინგუში ბიჭის ამბავი, რომელმაც მთელი კავკასია შეძრა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
ამბავი, რომელმაც მთელი კავკასია შეძრა. 8 წლის ინგუში ბიჭი, რომელმაც მეგობრის გადასარჩენად საკუთარი სიცოცხლე გაწირა, მშობლიურ სოფელში დაკრძალეს. მისი ცხედარი შემთხვევის ადგილიან 10 კილომეტრის მოშორებით მაშველებმა იპოვეს.
23 ივნისი 2026, 21:19
საზოგადოება
ქვეყანა ზაფხულის ტურისტულ სეზონს სრულ მზადყოფნაში ხვდება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
ქვეყანა ზაფხულის ტურისტულ სეზონს სრულ მზადყოფნაში ხვდება. სასტუმროებში უკვე მაღალი დატვირთვაა. საერთაშორისო აღიარება, უსაფრთხო გარემო და პირდაპირი მიმოსვლა ის მთავარი ფაქტორებია, რაც უცხოელ მოგზაურებში წლების განმავლობაში მაღალ ნდობას აჩენს. კერძო სექტორში დარწმუნებულები არიან, რომ მიმდინარე სეზონიც წარმატებული იქნება.
23 ივნისი 2026, 21:11
პოლიტიკა
სახალხო დამცველი პარლამენტში 2025 წლის ანგარიშით წარდგა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სახალხო დამცველი პარლამენტში - ლევან იოსელიანი კანონმდებლების წინაშე „2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ ანგარიშით წარდგა.
23 ივნისი 2026, 20:54
სამართალი
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება საჯარო სივრცეში შეურაცხყოფით არ მართლდება - სიძულვილის ენის წინააღმდეგ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება საჯარო სივრცეში შეურაცხყოფით არ მართლდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი სამმართველო მსგავს სამართალდარღვევებს მკაცრად აკონტროლებს. დღეს კიდევ ერთი სასამართლო პროცესი გაიმართა. განაჩენი ფინანსური სანქციაა.
23 ივნისი 2026, 20:46
კულტურა
საქართველოს კულტურის სამინისტროსა და სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით, „გლობალ ტექ ვიქენდ თბილისი 2026“-ზე მრავალფეროვანი კულტურული პროგრამა იყო წარმოდგენილი
Factory Tbilisi-ში 20 ივნისს საერთაშორისო აღიარების მქონე ინდუსტრიის ლიდერებთან და იმ ქართველ ხელოვანებთან გაიმართა შეხვედრები, რომლებიც მოდის, დიზაინისა და ციფრული ხელოვნების თანამედროვე ტენდენციებს ქმნიან.
23 ივნისი 2026, 20:42
მსოფლიო
The Associated Press: „თალიბანის“ დელეგაცია ბრიუსელში ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდა
„თალიბანის“ დელეგაცია სამშაბათს ბრიუსელში ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო The Associated Press-ი ავრცელებს.
23 ივნისი 2026, 20:42
საზოგადოება
თბილისი საჯარო სერვისების მასშტაბურ ფორუმს პირველად მასპინძლობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
როგორ გახდეს სახელმწიფო მომსახურება კიდევ უფრო ეფექტიანი, სწრაფი და მოქალაქეზე ორიენტირებული - დედაქალაქი საჯარო სერვისების მასშტაბურ ფორუმს პირველად მასპინძლობს. ასამდე ქვეყნის 500-ზე მეტი დელეგატი, ქართულ გამოცდილებას იზიარებს.
23 ივნისი 2026, 20:37
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ ტრეფიკინგის ფაქტზე ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
23 ივნისი 2026, 20:33
პოლიტიკა
კრიტიკა ევროპარლამენტიდან და რეზოლუციები ოპოზიციის გზავნილებით - პოლიტიკური განცხადებები საქართველოს პარლამენტში. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
საქართველოს ხელისუფლების ამოცანაა დეზინფორმაციასთან ბრძოლა და ფაქტების წარმოდგენა ყველა იმ კრიტიკის საპირისპიროდ, რომელიც მათ შორის ევროპარლამენტიდან ისმის. რეზოლუციები ოპოზიციის გზავნილებით, მმართველი გუნდისთვის საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებაა. სწორედ ეს იყო პარლამენტში პოლიტიკური განცხადებების მთავარი თემა.
23 ივნისი 2026, 20:28
პოლიტიკა
თბილისის მერი იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
კახა კალაძე იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ედმონდო ჩირიელის შეხვდა.
23 ივნისი 2026, 20:27
მსოფლიო
ლიბანის პრეზიდენტი: სამხრეთ ლიბანში ისრაელის ოკუპაცია უნდა დასრულდეს
მაშინ, როდესაც ლიბანელი და ისრაელელი დიპლომატები დღეს ვაშინგტონში მოლაპარაკებებისთვის იკრიბებიან, ლიბანის პრეზიდენტმა, ჟოზეფ აუნმა განაცხადა, რომ ბეირუთი „არაფერს დათანხმდება ქვეყნის სამხრეთში ისრაელის ოკუპაციის დასრულების გარდა“.


