ირაკლი ქადაგიშვილი: შეიძლება ვიღაც ფიქრობს, რომ ივანიშვილს დააშანტაჟებს და დაშანტაჟებული ივანიშვილი იძულებული იქნება, ხელისუფლებას უბიძგოს, იმ პოლიტიკას გაჰყვეს, რასაც დაჟინებით გვირჩევენ: „შედით ტანკებით ცხინვალში და სოხუმში“
ირაკლი ქადაგიშვილი
ფოტო: IMEDI
არის მცდელობა, რომ საქართველო დაზიანდეს. ჯერ იმიჯურად, მერე გარკვეული არეულობა, ომში ჩართულობა მოხდეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
ქადაგიშვილის განცხადებით, შვეიცარიული ბანკიდან ბიძინა ივანიშვილისთვის თანხის გადარიცხვის შეფერხება საერთო კამპანიის ნაწილია, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარეობს.
„ჯერ იყო და აქ თვითმფრინავი ჩამოაფრინეს, რომ მოხალისეები წაეყვანათ, ეს ამ დროს რას ნიშნავს, ყველამ კარგად ვიცით, როდესაც აშშ, ინგლისი, ყველა სახელმწიფო გამოვიდა და თქვა, რომ მოხალისეებს არავინ აგზავნის. ჩვენთან თვითმფრინავი უნდა ჩამოფრენილიყო და მთავრობის ლოცვა-კურთხევით უნდა წასულიყო. მერე გამოდის „ნაციონალური მოძრაობა“ და იძახის, რომ საქართველო არის ის შავი ხვრელი, სადაც რუსეთის შეიარაღებისათვის საჭირო მასალების და საქონლის გადაზიდვა მოხდება. მეორე დღესვე მხარს უბამს უკრაინის სამხედრო დაზვერვა, ელჩის გაწვევა ხდება ამ მიზეზების გამო. იწყება კამპანია, რომ ივანიშვილის სანქცირება უნდა მოხდეს. მთელი კამპანიის მომსწრე ვართ. ეს კამპანია რომ გაამყარონ, უცბად, საიდუმლო ჩანაწერი ვრცელდება, ამის ეგრევე ოპოზიციის ტელევიზიით გაჟღერება, ეს ხომ შანტაჟია ამ ადამიანზე? ეს ყველაფერი ეხება საბოლოო ჯამში საქართველოს და არც ოპოზიცია და არც ვიღაც ივანიშვილს არ განიხილავს, როგორც კერძო პირს“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, სავარაუდოდ ივანიშვილის დაშანტაჟებას ცდილობენ, რომ მან საქართველოს მთავრობას ცხინვალში და სოხუმში შესვლისკენ უბიძგოს.
„ეს ყველაფერი, რასაც სრულიად საქართველო ორი თვის განმავლობაში უყურებს და სრულიად საქართველო დაძაბა, ლამის გადაგვკიდეს საქართველო და უკრაინა ერთმანეთს, ეს არ არის შეთქმულების თეორია, ეს არის ფაქტი, რომელიც ჩვენს თვალწინ ხდება. აქ ყველა მეთოდს იყენებენ, ივანიშვილიდან დაწყებული ნებისმიერით დამთავრებული. შეიძლება ვიღაც ფიქრობს, რომ ივანიშვილს დააშანტაჟებს და დაშანტაჟებული ივანიშვილი აქედან გამომდინარე იძულებული იქნება, რომ საქართველოს ხელისუფლებას უბიძგოს, რომ იმ პოლიტიკას გაჰყვეს, რასაც დაჟინებით გვირჩევენ, რომ შედით ტანკებით ცხინვალში, სოხუმში“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
ყველა სიახლე
18 სექტემბერი 2024, 09:39
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: აბსოლუტური უმრავლესობის კანონიერი მოთხოვნაა, რომ ლგბტ პროპაგანდისგან იყოს დაცული საზოგადოება, განსაკუთრებით მომავალი თაობა
„კანონს არქმევენ ისეთ სახელებს, რაც კანონში საერთოდ არ წერია. „მე უფრო დიდი პროპაგანდისტული შესაძლებლობები მაქვს და ამ იარლიყს მოგაწებებ“ - ამით უნდათ ფონს გასვლა. საქართველოში ადამიანის ყველა ფუნდამენტური უფლება დაცულია, მათ შორის ჩვენმა ხელისუფლებამ მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა. ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის კანონიერი მოთხოვნაა, რომ ამისგან [ლგბტ პროპაგანდისგან] იყოს დაცული საზოგადოება, განსაკუთრებით მომავალი თაობა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ ვასრულებთ ჩვენი საზოგადოების მოთხოვნას“, - აცხადებს ქადაგიშვილი.
18 სექტემბერი 2024, 09:35
მსოფლიო
ჯეფრი საქსი: კონფლიქტი უკრაინაში აშშ-ის ძალის გავლენაა ყოფილ საბჭოთა კავშირზე
ამერიკელმა ეკონომისტმა, გაეროს გენერალური მდივნის ყოფილმა მრჩეველმა ჯეფრი საქსმა განაცხადა, რომ კონფლიქტი უკრაინაში უნდა განიხილებოდეს არა როგორც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ინტერვენცია, არამედ, როგორც აშშ-ის ძალის გავლენა ყოფილ საბჭოთა კავშირზე. „ჩვენ თუ გავაანალიზებთ უკრაინის კონფლიქტს, თუნდაც იმას, რაც ზედაპირზე დევს, ვნახავთ, რომ ეს არ არის კონფლიქტი იმის შესახებ, რომ პუტინი შეიჭრა უკრაინაში. ეს რაღაც სხვაა, როგორიცაა ამერიკის ძალის გავლენა ყოფილ საბჭოთა კავშირზე“, - თქვა საქსმა. ის აგრეთვე აშშ-ის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევის თემას შეეხო. საქსი ფიქრობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა ყოველთვის აცხადებს, რომ ამა თუ იმ ქვეყანაში რაღაცას იცავს, სინამდვილეში აღიქმება, როგორც მისი ძალის დემონსტრირება.
18 სექტემბერი 2024, 09:26
არჩევნები 2024
ლევან მაჭავარიანი გახარია-ხაზარაძის შესაძლო გაერთიანებაზე: ადამიანს ოდნავ თუ გაქვს თავმოყვარეობა, ღირსება, პრინციპები, ასეთი ტიპის გაერთიანებები არ უნდა ხდებოდეს
„კონკრეტულად ბატონი გახარიას და ხაზარაძის შემთხვევა კიდევ აბსოლუტურად სხვა ნიშნულის შეურაცხყოფა არიას და რა თქმა უნდა, ადამიანს ოდნავ თუ გაქვს თავმოყვარეობა, ღირსება, პრინციპები, ასეთი ტიპის გაერთიანებები არ უნდა ხდებოდეს. მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი იღებენ დავალებებს მათ გარე უფროსებისგან, შესაბამისად, მოსწონთ თუ არ მოსწონთ, იძულებულები არიან, ეს დავალება შეასრულონ“, - აცხადებს მაჭავარიანი.
18 სექტემბერი 2024, 09:19
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ჩვენ გავერთიანდებით და გავაერთიანებთ ჩვენს ქვეყანას მშვიდობით, ურთიერთგაგებით
„კიდევ ერთხელ მოხდა მათი ლუსტრაცია, თურმე რა უნდათ რეალობაში, თურმე როგორ ფიქრობენ. ეს დარჩება მათ ბინძურ ფიქრებად. ჩვენ გავერთიანდებით და გავაერთიანებთ ჩვენს ქვეყანას მშვიდობით, ურთიერთგაგებით“, - მიიჩნევს კირცხალია.
18 სექტემბერი 2024, 09:01
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი კობახიძისა და დანიგანის შეხვედრაზე: პრემიერ-მინისტრმა თქვა ის, რასაც ქართველი ხალხი ამბობს
„ფაქტია, რომ ამერიკა და საქართველო არიან სტრატეგიული პარტნიორები, მაგრამ რაში გამოიხატება ეს სტრატეგიული პარტნიორობა? მხოლოდ იმაში, რომ მუდმივად უნდა ისმოდეს კრიტიკა, რომლის უკანაც არ დგას ხოლმე კონკრეტული ფაქტები, კონკრეტული მოცემულობები. ხშირ შემთხვევაში ეს ყველაფერი გადადის ხოლმე უკვე იმაში, რომ რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის ზეპირი საუბარი ან რომელიმე ქართული კანონი, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს რუსულ კანონთან, იმის გამო რომ ვიღაცას არ აწყობს გამჭვირვალობა საქართველოსთან ურთიერთობაში, უნდა გახდეს ჩვენ შორის ურთიერთობის დაძაბვის და სანქციების შემოღების საბაბი. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრმა თქვა ის, რასაც ქართველი ხალხი ამბობს“, - აცხადებს ქადაგიშვილი.
18 სექტემბერი 2024, 08:50
სპორტი
კაშია და აზაროვი დღეს ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებენ⚽
„ჯვაროსნების“ კაპიტნის, გურამ კაშიას „სლოვანი“ შოტლანდიაში სელტიკს დაუპირისპირდება (23:00), ირაკლი აზაროვის „შახტარი“ კი „ბოლონიას“ (20:45). 37 წლის კაშიასთვის ეს მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე პირველი მატჩი იქნება.
18 სექტემბერი 2024, 08:36
მსოფლიო
ბორელის განცხადებით, ბეირუთში პეიჯერების აფეთქების ფონზე, ომის ლიბანამდე მისვლის რისკი არსებობს
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტისას ბორელი შეხვდა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრსაც, რომელთან ერთადაც ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის გეგმის განხორციელების საკითხი განიხილა.
18 სექტემბერი 2024, 08:22
მსოფლიო
შტორმი „ბორისი“, რომელმაც ცენტრალური ევროპის ქვეყნები დააზარალა, იტალიას მიუახლოვდა
სტიქიამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა პოლონეთს, ჩეხეთს, რუმინეთს, ავსტრიას. დაღუპულთა რაოდენობა დღეს უკვე 21-მდე გაიზარდა. წყალდიდობის რისკის შესახებ გაფრთხილება გაავრცელეს სლოვაკეთში, უნგრეთსა და ხორვატიაშიც.
18 სექტემბერი 2024, 08:18
პოლიტიკა
კორუფციის არარსებობის ინდექსით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია, აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში კი ლიდერობს
ინდექსის მიხედვით ირკვევა, რომ საქართველო კორუფციის არარსებობით უსწრებს დიდი შვიდეულის ერთ ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს 14 წევრს და ევროკავშირის კანდიდატ ყველა სახელმწიფოს: იტალიას, ჩეხეთს, სლოვაკეთს, სლოვენიას, ხორვატიას, უნგრეთს, საბერძნეთს, კვიპროსს, რუმინეთს, ბულგარეთს, ალბანეთს, თურქეთს, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას, ბოსნია-ჰერცეგოვინას, მოლდოვას და უკრაინას.
18 სექტემბერი 2024, 08:15
არჩევნები 2024
„ქართული ოცნების“ დელეგატი ლადო ბოჟაძე გლდანში მოსახლეობას შეხვდა
გლდანის რაიონში, ილორის ქუჩაზე „ქართული ოცნების“ დელეგატი ლადო ბოჟაძე მოსახლეობას შეხვდა, ისაუბრეს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და ადგილობრივების პრობლემების შესახებ. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა შეკრებილ საზოგადოებას პარტიის სამომავლო გეგმები გააცნეს.
18 სექტემბერი 2024, 08:00
სპორტი
უკრაინა-საქართველოს მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დღეს დაიწყება⚽
„ბილეთის ფასი 32 ლარი ანუ 45 პოლონური ზლოტი იქნება. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია. ბილეთის ყიდვისას მომხმარებელმა უნდა მიუთითოს პასპორტის ნომერი/პირადი ნომერი, ასევე მობილურის ნომერი და ელფოსტა. მომხმარებელი კუთვნილ ბილეთს მატჩის დაწყებამდე 3 დღით ადრე მითითებული ელფოსტის საშუალებით მიიღებს“, - აღნიშნულია ეროვნული ნაკრების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
18 სექტემბერი 2024, 02:31
მსოფლიო
უკრაინის საგარეო უწყება: ტრამპზე თავდასხმის მცდელობისთვის დაკავებულ პირს არანაირი კავშირი არ აქვს უკრაინის სამთავრობო უწყებებთან
დონალდ ტრამპზე თავდასხმის მცდელობისთვის დაკავებულ პირს არანაირი კავშირი არ აქვს უკრაინის სამთავრობო უწყებებთან, - განაცხადეს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
18 სექტემბერი 2024, 02:09
მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მკაცრად დაგმო ბეირუთში მომხდარი პეიჯერების კოორდინირებული აფეთქება და მას ტერორისტული თავდასხმა უწოდა
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ლიბანელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარში მკაცრად დაგმო ბეირუთში მომხდარი პეიჯერების კოორდინირებული აფეთქება და მას „ტერორისტული თავდასხმა“ უწოდა.
18 სექტემბერი 2024, 01:31
მსოფლიო
Bloomberg: უკრაინის ზოგიერთმა მოკავშირემ უკვე დაიწყო მსჯელობა, თუ როგორ შეიძლება დასრულდეს ომი
უკრაინის ზოგიერთი მოკავშირე განხილვას იწყებს, თუ როგორ შეიძლება დასრულდეს ბრძოლა რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ, რაც იწვევს შიშს დასავლეთის ზოგიერთ სხვა დედაქალაქში, რომ ამ ძალისხმევამ შეიძლება აიძულოს კიევი ნაადრევად წავიდეს ცეცხლის შეწყვეტაზე. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.
17 სექტემბერი 2024, 23:50
არჩევნები 2024
„ქართული ოცნების“ ვაკის დელეგატი ზუკა რურუა ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას მე-3 კვარტლის N10-16 კორპუსების მობინადრეებს შეხვდა
„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ვაკის დელეგატი ზუკა რურუა ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას მე-3 კვარტლის N10-16 კორპუსების მობინადრეებს შეხვდა. პარტიის ცნობით, დელეგატმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
17 სექტემბერი 2024, 23:38
პოლიტიკა
მეთიუ მილერი სანქციების შესახებ პრემიერის განცხადებაზე: აშშ-ში დემოკრატიულად არჩეული მთავრობაა და ის ახორციელებს ჩვენს პოლიტიკას და სხვა არავინ
აშშ-ში დემოკრატიულად არჩეული მთავრობაა და ის ახორციელებს ჩვენს პოლიტიკას და სხვა არავინ, - ასე გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი საქართველოს პრემიერ-მონისტრის განცხადებას, რომ „სანქციების შესახებ გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, რამაც, კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართ საქართველოს პოზიციის თვისებრივი გადახედვა განაპირობოს“.
17 სექტემბერი 2024, 23:35
პოლიტიკა
მთავრობის ადმინისტრაცია: ელჩთან შეხვედრაზე პრემიერმა განაცხადა, რომ მმართველი გუნდი დარწმუნებულია, სახდეპის გადაწყვეტილება უფრო გააძლიერებს საზოგადოების მოტივაციას, 26 ოქტომბერს მტკიცედ დადგეს საქართველოს დამოუკიდებლობის დასაცავად
აშშ-ის ელჩთან შეხვედრაზე პრემიერმა განაცხადა, რომ მმართველი გუნდი დარწმუნებულია, სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით მიღებული გადაწყვეტილება კიდევ უფრო გააძლიერებს საზოგადოების მოტივაციას, 26 ოქტომბერს მტკიცედ დადგეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დასაცავად, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
17 სექტემბერი 2024, 23:30
პოლიტიკა
მთავრობის ადმინისტრაცია: დანიგანთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გუშინდელი გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების მიღებამ შესაძლოა, საქართველოს პოზიციის გადახედვა განაპირობოს
რობინ დანიგანთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გუშინდელი გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, რამაც, კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართ საქართველოს პოზიციის თვისებრივი გადახედვა განაპირობოს, - ინფორმაციას აშშ-ის ელჩთან რობინ დანიგანთან შეხვედრაზე განხილულ თემაზე მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
17 სექტემბერი 2024, 23:29
პოლიტიკა
მთავრობის ადმინისტრაცია: რობინ დანიგანთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით მიღებული გადაწყვეტილება წინასაარჩევნოდ ოპოზიციის შანსების გაუმჯობესებაზეა გათვლილი, თუმცა, ის სრულიად კონტრპროდუქტიულია
რობინ დანიგანთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით მიღებული გადაწყვეტილება წინასაარჩევნოდ ოპოზიციის შანსების გაუმჯობესებაზეა გათვლილი, თუმცა, ის სრულიად კონტრპროდუქტიულია, რადგან, სინამდვილეში, ვერც ოპოზიციის საარჩევნო შედეგს წაადგება და ვერც მმართველ გუნდს შეაშინებს, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
17 სექტემბერი 2024, 23:23
პოლიტიკა
მთავრობის ადმინისტრაცია: რობინ დანიგანთან შეხვედრაზე პრემიერმა გამოხატა პირადი პატივისცემა ელჩის მიმართ და შეშფოთება გამოთქვა სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების გამო, რომელიც სანქციებსა და სავიზო შეზღუდვებს ითვალისწინებს
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, რობინ დანიგანთან შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა გამოხატა პირადი პატივისცემა ელჩის მიმართ და შეშფოთება გამოთქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გუშინდელი გადაწყვეტილების გამო, რომელიც საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის პოლიციელების მიმართ სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.