თეა წულუკიანი: გვარამიამ კომპანიის შვიდ მილიონ ლარამდე ქონებრივი უფლებები გაფლანგა მისივე პირადი ინტერესების სასარგებლოდ. თუ ეს არ არის დანაშაული, მაშინ არ ვიცი, რა არის დანაშაული
თეა წულუკიანი
ფოტო: საქართველოს მთავრობა
როდესაც სტრასბურგის სასამართლოში დავას ვაწარმოებდი, მე თვითონ ფაქტებით ვხედავდი, რომ მისი [ნიკა გვარამია] მთავარი მიზანი იყო სისწრაფე და საუკეთესო შემთხვევაში „რუსთავი 2“-ის გაკოტრება, რომ აზრი აღარ ჰქონოდა ამ კომპანიის კანონიერი მესაკუთრისთვის დაბრუნებას, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისი თქმით, განაჩენის თანახმად, ეს ფაქტები, რომლის ჩადენასაც ნიკა გვარამიას საყვედურობდა პროკურატურა, დადასტურებულია და აღარ არის ვარაუდი.
„არ მგონია, რომ ნიკა გვარამიასთან საჭიროა ენის მოჩლექით საუბარი. სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებულია სისხლის სამართლის დანაშაული, მისჯილი აქვს სასჯელი. მას აქვს კონსტიტუციური უფლება და გამოიყენებს კიდეც, რომ ეს განაჩენი გაასაჩივროს.
განაჩენი ამბობს ასევე, რომ სასჯელი უნდა მოიხადოს არა პირობითობის მიხედვით, არამედ ციხეში. შესაბამისად, ის იქნა დაკავებული სასჯელის მოხდის მიზნით, ეს არის სამართლებრივი რეალობა. არ გამიკვირდება, რომ ის პირები, ვისთანაც თავის დროზე ჩვენ დავას ვაწარმოებდით სტრასბურგის სასამართლოში, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ამბობდნენ, რომ „რუსთავი 2“ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ნიკა გვარამიას არ ჰქონდათ მიტაცებული, დღეს ამბობენ, რომ ნიკა გვარამიას არ მიუტაცია „რუსთავი 2“ -ის კუთვნილი თანხები. რა თქმა უნდა ისინი ამას იტყვიან, მაგრამ რეალობა არის ის, რომ ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ნიკა გვარამიას ჰქონდათ მიტაცებული. ეს დავა ჩვენ მოვიგეთ სტრასბურგის სასამართლოში, მე პირადად ვიყავი ამაში ჩართული. ფაქტები შეიძლება, ცოტა მეტად და კარგად ვიცოდე. შემდეგ, უკვე ჩვენ „რუსთავი 2“-ის დაბრუნება საჯარო რეესტრში განვახორციელეთ კანონიერი მესაკუთრისთვის, დღეს ვისმენთ, რომ არაფერი მომხდარა, მაგრამ ფაქტები არის ძალიან მძიმე.
ფაქტები არის მაგალითად ის, რომ როდესაც ჩვენ სტრასბურგის სასამართლოში დავას ვაწარმოებდით, მე პირადად ვხედავდი, რომ ნიკა გვარამია, როგორც „რუსთავი 2“-ის გენდირექტორი, რომელიც კერძო კომპანიაა, დაკავებული იყო, როგორც ამას სალაპარაკო ენაზე ვუწოდებთ ხოლმე, კომპანიის კუთვნილი თანხების სწრაფი ტემპით გადაქაჩვით მის მიერვე დაფუძნებულ კერძო კომპანიაში. ის არის ყოფილი პროკურორი, ის ჩემსავით კარად ხვდებოდა, რომ „რუსთავი 2“-ის საქმეს სტრასბურგში ვერ მოიგებდა, ამიტომაც ის იყო თანხების გადაქაჩვით დაკავებული „რუსთავი 2“- დან მის მიერ დაფუძნებულ კომპანიაში. ეს არის ფაქტი და რეალობა, ამისთვის მიესაჯა ის, რაც მიესაჯა. როდესაც სტრასბურგის სასამართლოში დავას ვაწარმოებდი, მე თვითონ ფაქტებით ვხედავდი, რომ მისი მთავარი მიზანი იყო სისწრაფე და საუკეთესო შემთხვევაში „რუსთავი 2“-ის გაკოტრება, რომ აზრი აღარ ჰქონოდა ამ კომპანიის კანონიერი მესაკუთრისთვის დაბრუნებას. მან ეს ბოლომდე ვერ შეძლო, მაგრამ შეძლო ის, რომ შვიდი მილიონ ლარამდე ქონებრივი უფლებები გაფლანგა მის მიერვე დაფუძნებული კომპანიის და მისივე პირადი ინტერესების სასარგებლოდ. თუ ეს არ არის დანაშაული, მაშინ არ ვიცი, რა არის დანაშაული. ამიტომ, ყველანაირი თავში ცემა, რომ ეს რა კარგი ბიჭი დავკარგეთ, არის უსაგნო, უსაფუძვლო სამართლებრივად. მე „რუსთავი 2“-ს ვუსურვებ ამ თანხების როგორღაც დაბრუნებას, სამართლებრივი ბერკეტები არის ამის, რაც არ უნდა გვეჩვენებოდეს, რომ ეს დავა შეიძლება ცოტა გართულებული იყოს, რადგან დრო არის გასული. მესმის, რომ რეალობა მწარეა. არ მიკვირს იმ ადამიანების კრიტიკა, რომ ნიკა გვარამია უდანაშაულოა, ვინც თავის დროზე ამბობდა, რომ „რუსთავი 2“ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს მიტაცებულიო“, - განაცხადა წულუკიანმა.
16 მაისს, „მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ის რუსთავის ციხეში გადაიყვანეს.
ყველა სიახლე
04 ივნისი 2026, 10:26
სამართალი
სამართალდამცველებმა მესტიის მუნიციპალიტეტში 148 ე.წ. მაინერი ამოიღეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მესტიის მუნიციპალიტეტში ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევის ფაქტებზე გამოძიება დაიწყეს და 148 ე.წ. მაინერი ამოიღეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
04 ივნისი 2026, 10:21
ტაბლოიდი
პელეს 1958 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მაისური აუქციონზე გაიყიდება
მაისური პელეს კოლექციიდან აუქციონზე ოდესმე გაყიდული ყველაზე ძვირადღირებული ნივთი უნდა გახდეს. მას ასევე შეუძლია მოხსნას ყველაზე ძვირადღირებული საფეხბურთო მაისურის რეკორდი, რომელიც დიეგო მარადონას ეკუთვნის - მისი მაისური 2022 წელს 9,28 მილიონ დოლარად გაიყიდა.
04 ივნისი 2026, 10:19
სამართალი
კახეთის პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 3 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, სხვადასხვა დროს 3 პირი დააკავეს, ხოლო 1 კი ამხილეს. პოლიციამ ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.
04 ივნისი 2026, 10:19
სამართალი
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის,რეალიზაციის ხელშეწყობისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით 3 პირი დააკავეს.
04 ივნისი 2026, 10:04
საზოგადოება
კლიმატური რისკებისა და გარემოს დაცვის საკითხებზე საქართველოს მასშტაბით 900-ზე მეტ მოსწავლეს 44 საინფორმაციო-საგანმანათლებლო ტრენინგი ჩაუტარდა
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, პროექტის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში VII-XII კლასის მოსწავლეებისთვის ფართომასშტაბიანი საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები ჩაატარა.
04 ივნისი 2026, 09:57
პოლიტიკა
ნინო წილოსანი კანადაში აჰმედ ჰუსენთან შეხვედრაზე: მისი, ისევე როგორც მთლიანად კანადის მთავრობის ინტერესია, რომ საქართველოსთან გააძლიეროს ურთიერთობა არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკურიც, ეს არის ყველაზე მთავარი მესიჯი
საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი ნინო წილოსანი კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარე აჰმედ ჰუსენთან შეხვედრას აფასებს, რომელიც კანადაში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
04 ივნისი 2026, 09:45
კულტურა
ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიხსნა
კონცერტში მონაწილეობდნენ სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო/სახელმწიფო კამერული გუნდი და საფესტივალო ორკესტრი, დირიჟორ სვიმონ ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობით.
04 ივნისი 2026, 09:42
ეკონომიკა
„არქის“ გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი Swissôtel Kobuleti Beach Resort-ზე: ეს იქნება გამორჩეული პროექტი არა მხოლოდ აჭარის რეგიონისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის
„არქის“ გენერალური დირექტორი ქობულეთში ახალი პროექტის - Swissôtel Kobuleti Beach Resort-ის მნიშვნელობაზე საუბრობს.
04 ივნისი 2026, 09:27
ეკონომიკა
ვახტანგ ლომჯარია: დღეს იხსნება თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმი, რომელსაც ეწვევიან სტუმრები 20-მდე ქვეყნიდან, ჯამში ველოდებით 1000-მდე სტუმარს, რომლებიც იმსჯელებენ მდგრადი განვითარების საკითხებზე
დღეს თბილისის მდგრადი განვითარების მეთექვსმეტე რეგიონული ფორუმი გაიხსნება. ორი დღის განმავლობაში განიხილავენ როგორც გეოპოლიტიკურ გამოწვევებს, ისე ეკონომიკურ საკითხებს. თბილისში იმყოფებიან სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციები.
04 ივნისი 2026, 09:19
მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა იმ ობიექტებს დაარტყეს, რომლებსაც შეერთებული შტატები სამოქალაქო გემებზე თავდასხმებისთვის იყენებდა
ირანის შეიარაღებულმა ძალებმა იმ ობიექტებს შეუტიეს, რომლებსაც შეერთებული შტატები სამოქალაქო გემებზე თავდასხმებისთვის იყენებდა. ინფორმაციას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის აბას არაღჩი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.
04 ივნისი 2026, 09:16
სამართალი
აშშ-ისა და კანადის ვიზებზე ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტებზე ხუთ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა, კიდევ ოთხი ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის ვიზებზე ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტებზე ბრალდებულთაგან ხუთს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. საქმეზე კიდევ ოთხი ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. გახსნილ ორგანიზებულ დანაშაულებზე საქართველომ მადლობა შეერთებული შტატებისგან მალევე მიიღო.
04 ივნისი 2026, 09:03
პოლიტიკა
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობაში“ ადამიანი რომ დაწინაურდეს, ყველაფერზე უნდა უქნიოს მიშას თავი. მიშას წინააღმდეგ თუ წავიდა, ის წინ ვერ წავა
„ნაციონალური მოძრაობის“ გაერთიანებაში დაპირისპირება გრძელდება. თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილს აკრიტიკებს, ამავდროულად კი აღიარებს, რომ ოპოზიციაში ავტოკრატიაა. ანი წითლიძე სააკაშვილს იცავს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ ვითარებას კი მწვავედ აფასებს „გირჩი“.
04 ივნისი 2026, 09:00
მსოფლიო
ABC News: ტრამპი აშშ-ის გენპროკურორის თანამდებობაზე ტოდ ბლანშის წარდგენას გეგმავს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ტოდ ბლანშის წარდგენას გეგმავს. ინფორმაციას ABC News-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
04 ივნისი 2026, 08:46
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციაზე: მათ დააგვიანდათ დასკვნების გაკეთება თუნდაც, ბოიკოტის წამგებიანობასთან დაკავშირებით. ისინი თავის დროზე წავიდნენ პოლიტიკურ ვა ბანკზე - დღეს უკვე ლაპარაკი იმის შესახებ, ეს გადაწყვეტილება სწორი იყო თუ არასწორი, დაგვიანებულია
მათ დააგვიანდათ შესაბამისი დასკვნების გაკეთება თუნდაც, ბოიკოტის წამგებიანობასთან დაკავშირებით, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.
04 ივნისი 2026, 08:31
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: საქართველო არის მზად შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის, ახალი ფურცლიდან დაწყებისთვის, ხოლო გაფუჭებული ურთიერთობა არის დამსახურება ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან იმ უსამართლო დამოკიდებულებისა, რაც იყო საქართველოსთან მიმართებით
საქართველო არის მზად შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის, ახალი ფურცლიდან დაწყებისთვის, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.
04 ივნისი 2026, 08:17
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი რუბიოს განცხადებაზე: იმას, რომ ჩვენი ურთიერთობების ტრაექტორია უნდა შეიცვალოს, სრულიად ვეთანხმებით და ეს ყველაფერი კარგად იყო ასახული იმ განცხადებაში, რომელიც გაკეთდა საქართველოში აშშ-ის დელეგაციის ვიზიტის შემდეგ
თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის გზავნილს აფასებენ. მმართველი გუნდი იმედოვნებს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გადატვირთვა შესაძლებელი გახდება. პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი ეთანხმება პოზიციას, რომ ურთიერთობის ტრაექტორია უნდა შეიცვალოს.
04 ივნისი 2026, 08:00
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 4 ივნისს საქართველოში
4 ივნისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +29 და ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება.
04 ივნისი 2026, 02:13
მსოფლიო
ტრამპი: ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი კვლავ ძალაშია და ირანთან მოლაპარაკებები ძალიან კარგად მიმდინარეობს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რეგიონში განხორციელებული ბოლო დარტყმების მიუხედავად, აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ძალაში რჩება, და დასძინა, რომ მოლაპარაკებებმა „ძალიან კარგად“ ჩაიარა.
04 ივნისი 2026, 01:39
მსოფლიო
წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა პრეზიდენტ ტრამპისთვის იმ უფლებამოსილების შეზღუდვას, რომელიც მას ირანის წინააღმდეგ ომის კონგრესის თანხმობის გარეშე გაგრძელების საშუალებას აძლევდა
„რესპუბლიკელების“ მიერ კონტროლირებადმა წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა პრეზიდენტ ტრამპისთვის იმ უფლებამოსილების შეზღუდვას, რომელიც მას ირანის წინააღმდეგ ომის კონგრესის თანხმობის გარეშე გაგრძელების საშუალებას აძლევდა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.
04 ივნისი 2026, 01:16
მსოფლიო
Reuters: ათასობით ალბანელი გამოვიდა ტირანის ქუჩებში იმ სამშენებლო პროექტის გასაპროტესტებლად, რომელიც დონალდ ტრამპის სიძესთან, ჯარედ კუშნერთან დაკავშირებული კომპანიის მიერ იგეგმება
სამშაბათს საღამოს ათასობით ალბანელი გამოვიდა ტირანის ქუჩებში იმ სამშენებლო პროექტის გასაპროტესტებლად, რომელიც დონალდ ტრამპის სიძესთან, ჯარედ კუშნერთან დაკავშირებული კომპანიის მიერ იგეგმება ადრიატიკის ზღვის სანაპიროს ეკოლოგიურად მნიშვნელოვან ნაწილში. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.


