21 მაისი 2022, 13:44 / სანდო წყარო

გია აბაშიძე: სააკაშვილის ომისა და ღალატის პარტია მაქსიმალურად იყენებს ყველა რესურსს, რათა შეაფერხოს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნად დარეგისტრირება

გია აბაშიძე

გია აბაშიძე

ნათელია, რომ სააკაშვილის ომისა და ღალატის პარტია მაქსიმალურად იყენებს ყველა რესურსს, რათა შეაფერხოს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნად დარეგისტრირება. ასეთი გაშმაგებით ეს სექტა არ იბრძოდა ჩვენი ქვეყნისთვის შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმის მოპოვების შესაჩერებლად, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ევროპული პოლიტიკის კვლევითი ცენტრის (CEPS) მიერ, გამოქვეყნებულ ანალიტიკურ სტატიას „საქართველოს საეჭვო განაცხადი ევროკავშირში წევრობისთვის”.

როგორც აბაშიძე წერს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ, ამ მორიგი გამარჯვების მოპოვების შემთხვევაში, ძალიან დაკნინდება ნაცოპოზიციის როლი ქართულ პოლიტიკაში და მით უმეტეს დასავლეთის ინსტიტუტებში.

,,ნათელია, რომ სააკაშვილის ომისა და ღალატის პარტია მაქსიმალურად იყენებს ყველა რესურსს, რათა შეაფერხოს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნად დარეგისტრირება. ასეთი გაშმაგებით ეს სექტა არ იბრძოდა ჩვენი ქვეყნისთვის შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმის მოპოვების შესაჩერებლად. ამის მიზეზი პოლიტიკურია - „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ, ამ მორიგი გამარჯვების მოპოვების შემთხვევაში, ძალიან დაკნინდება ნაცოპოზიციის როლი ქართულ პოლიტიკაში და მით უმეტეს დასავლეთის ინსტიტუტებში.

ამ გააფთრებულ ბრძოლაში „ნაცებმა“ ბოლომდე მოქოქეს მიტაცებული არასამთავრობო სექტორის ჩვენთვის კარგად ნაცნობი სახეები (და არა პიროვნებები). ეს უკანასკნელნი, შერჩევითად სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ჩათვლით, მიშას ღალატის პარტიის მახინჯ გზავნილებს ინტენსიურად ავრცელებენ ევროპაში, აშშ-ში.

ოც წელზე მეტია მაქვს საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის და უცხოელ აქტორებთან ურთიერთობის შინაარსიანი გამოცდილება. მშვენივრად ვიცი თუ ვინ არიან ე.წ. ოფისის/კონფერენციების [უფრო გასაგებად, „პარკეტნი“] ექსპერტები. სუბიექტები, რომლებიც საველე მუშაობას თუ ახორციელებენ, ისიც ძალიან იშვიათად, სტანდარტულად, შეხვედრებს მართავენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან, კითხულობენ ამ უკანასკნელების მიერ ცალკეული ორგანიზაციებისთვის მიწოდებულ მიკერძოებულ [საქართველოს შემთხვევაში] ინფორმაციას და ამ "რიტუალების" შესრულების შემდეგ, ექმნებათ ცრუ წარმოდგენა [ისევ საქართველოს ვგულისხმობ], რომ ფლობენ ჩვენს ქვეყანაში არსებულ ვითარებას და შესაბამისად, აკეთებენ მიკერძოებულ პროგნოზებს.

სწორედ ამის მკაფიო მაგალითია ბრიუსელში არსებული ევროპული პოლიტიკის კვლევითი ცენტრის (CEPS) ანალიტიკური სტატია „საქართველოს საეჭვო განაცხადი ევროკავშირში წევრობისთვის/Georgia’s dubious application for EU membership“.

ის, რომ სტატიის ავტორებზე გადამწყვეტ შთაბეჭდილებებს მოახდენდნენ ამავე ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი, თინათინ ახვლედიანი [ნაცმედიის სასურველი რესპონდენტი], ეკა გიგაურის, ბათუ ქუთელიას კანტორები, ღია საზოგადოების (სოროსის) ფონდი, საია, „სამართლიანი არჩევნები“ და „ნაცების“ მეხოტბე სხვა „ენჯეოშნიკები“ [ქართულ საზოგადოებაში 0%-იანი რეიტინგით], კარგად ჩანს იმ პოლიტიკური პასაჟებიდან, რასაც ამ სტატიაში ვხვდებით:

- პოლიტიკური რეჟიმი წლებია ეწინააღმდეგება დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებისა და კანონის უზენაესობის კუთხით ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებს. პრობლემის სათავეშია ეფექტური პოლიტიკური ძალაუფლების კონცენტრაცია ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ხელში, რომელიც არ არის არჩეული და ანგარიშვალდებული, რაც სახელმწიფოს მიტაცების პარადიგმის განსხეულებაა.

„პოლიტიკური რეჟიმის კიდევ ერთი შემაშფოთებელი მახასიათებელია მისი ჩარევა სასამართლო გადაწყვეტილებებში, რომელიც ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსა და მედიების წამყვან ფიგურებს ეხებათ. ადგილი ჰქონდა „პოლიტიზებული მართლმსაჯულების“ განმეორებით შემთხვევებს (ნიკა გვარამიას განაჩენი).

ჩამონათვალს აღარ გავაგრძელებ. ქართულმა საზოგადოებამ ეს მშვენივრად იცის „ნაცების“ პროპაგანდიდან.

ამ შემთხვევაში, მთავარი პრეტენზია, რაც მმართველი გუნდისადმი მაქვს არის ის, რომ ამ წლების განმავლობაში ხელი ვერ შეუწყო ობიექტური, ძლიერი ანალიტიკური ცენტრების ჩამოყალიბებას. ნუ გვეშინია, აშშ-ში არიან „დემოკრატებთან“ და „რესპუბლიკელებთან“ აფილირებული ცენტრები, ისევე როგორც ბრიტანეთში - „კონსერვატორებთან“ და „ლეიბორისტებთან“ ასოცირებულნი.” წერს აბაშიძე Facebook-ზე.

ყველა სიახლე

კეროლაინ ლევიტი

13 აგვისტო 2026, 10:18

მსოფლიო

Reuters: თეთრი სახლის პრესმდივანი კეროლაინ ლევიტი თანამდებობას ტოვებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეთრი სახლის პრესმდივანი კეროლაინ ლევიტი თანამდებობას თვის ბოლოს დატოვებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

13 აგვისტო 2026, 10:16

საზოგადოება

ComCom-მა „თემატური ახალგაზრდული ბანაკის“ მოსწავლეებს ტრენინგი - „AI-ის ეფექტიანი გამოყენება“ ჩაუტარა

კომუნიკაციების კომისიამ სსიპ - ახალგაზრდობის სააგენტოს „თემატური ახალგაზრდული ბანაკის“ კონცეფციის ფარგლებში, პროფესიული უნარების საზაფხულო სკოლის მოსწავლეებს თემაზე „ხელოვნური ინტელექტის ეფექტიანი გამოყენება“ ტრენინგი ჩაუტარა. ტრენინგს, მედიაწიგნიერების ტრენერი მარიამ გუგულაშვილი და კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენელი ვერა ფრანგიშვილი გაუძღვნენ.

13 აგვისტო 2026, 10:13

რეგიონი

დავით კოდუა: ზუგდიდში გვყავს განათლებული, აქტიური და მიზანდასახული თაობა, რომელიც ჩვენი ქალაქის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ორგანიზებით, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ფესტივალი გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში მრავალფეროვანი სპორტული, კულტურული და შემოქმედებითი აქტივობები მოეწყო.

13 აგვისტო 2026, 10:05

საზოგადოება

მაშველებმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ექვსი მოქალაქე ტყის მასივიდან გამოიყვანეს

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ სურების ტერიტორიაზე, ტყეში მყოფი ექვსი მოქალაქე ტყის მასივიდან გამოსვლას ვეღარ ახერხებდა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

13 აგვისტო 2026, 10:00

საზოგადოება

ახალციხეში კალათბურთის დარბაზის სამშენებლო სამუშაო დასრულების ეტაპზეა

ახალციხის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება. ქალაქ ახალციხეში კალათბურთის დარბაზის სამშენებლო სამუშაო დასრულების ეტაპზეა.

13 აგვისტო 2026, 09:49

საზოგადოება

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში ორფენიანი ასფალტის საფარი იგება

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში ორფენიანი ასფალტის საფარი იგება. პროექტის ფარგლებში ასევე, მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემისა და ეზოებში შესასვლელების მოწყობა.

13 აგვისტო 2026, 09:39

საზოგადოება

რუსთავში, საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის პარალელურად, ტროტუარების რეაბილიტაცია ქალაქის რამდენიმე უბანში მიმდინარეობს

რუსთავში, საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის პარალელურად, ტროტუარების რეაბილიტაცია, ქალაქის რამდენიმე უბანში მიმდინარეობს.

ირაკლი ქადაგიშვილი

13 აგვისტო 2026, 09:30

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი რუსოფობიაზე: ხალხებს შორის ასეთი ფობიური დამოკიდებულების შემოტანა ნიშნავს იმას, რომ ეს უნდა გადაიზარდოს დაპირისპირებაში

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ქვეყანაში რუსოფობიის გაღვივება ნიშნავს იმას, რომ ეს უნდა გადაიზარდოს ხალხებს შორის დაპირისპირებაში.

დავით მათიკაშვილი

13 აგვისტო 2026, 09:21

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი რუსოფობიის გაღვივებაში ჩართულ ადამიანებზე: ტურიზმის შეფერხება და ტურისტების რაოდენობის კლება არის ამ ადამიანების მიზანი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი საქართველოში რუსოფობიის გაღვივებაში ჩართული ადამიანების ქმედებებს გამოეხმაურა.

ირაკლი კობახიძე

13 აგვისტო 2026, 09:19

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ვხედავთ, რომ „დიფ სთეითი“ რუსოფობიურ კამპანიას საგანგებო ყურადღებას უთმობს, ჩვენც საგანგებო ყურადღება უნდა დავუთმოთ და საზოგადოებას სრული ინფორმაცია მივაწოდოთ

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საზოგადოებაში რუსოფობიის თემაზე საუბარი და ამ საკითხზე ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება „დიფ სთეითის“ მიერ დაგეგმილ ახალ კამპანიას უკავშირდება.

13 აგვისტო 2026, 09:07

საზოგადოება

გომის მთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულების მდგომარეობას საავადმყოფოში ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გაეცნო

გომის მთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს. პაციენტების მდგომარეობას ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გაეცნო.

13 აგვისტო 2026, 02:15

სპორტი

The New York Times: „ასტონ ვილასთან“ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ კიდევ ერთხელ შთამბეჭდავად შეახსენა ყველას, თუ რა დააკლდა ჩრდილოეთ ამერიკაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატს

ლიონელ მესი, ერლინგ ჰოლანდი და კილიან მბაპე ბრწყინავდნენ, მაგრამ ხომ არ დააკლდა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთის ყველაზე ნიჭიერი ვარსკვლავი - ხვიჩა კვარაცხელია? - წერს ამერიკული გამოცემა The New York Times-ი.

ხვიჩა კვარაცხელია

13 აგვისტო 2026, 01:52

სპორტი

ესპანური სპორტული გამოცემა AS: კვარაცხელია „ოქროს ბურთს“ იმსახურებს

ქართველი ფეხბურთელი ევროპულ ფინალში კვლავ გადამწყვეტი ფიგურა აღმოჩნდა - სრულიადაც არ არის გადაჭარბებული იმის თქმა, რომ ის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსის მოპოვებას იმსახურებს, - წერს ესპანური სპორტული გამოცემა AS სტატიაში სათაურით „კვარაცხელია „ოქროს ბურთს“ იმსახურებს“.

13 აგვისტო 2026, 01:05

სპორტი

„პარი სენ-ჟერმენმა“ ხვიჩა კვარაცხელიასა და დეზირე დუეს გოლებით უეფას სუპერთასი მოიგო

ფრანგულმა „პარი სენ-ჟერმენმა“ ინგლისური „ასტონ ვილა“ უეფას სუპერთასის მატჩში 2:1 დაამარცხა და ტიტულს დაეუფლა. შეხვედრას ავსტრიულმა ზალცბურგმა უმასპინძლა.

რადოსლავ სიკორსი

13 აგვისტო 2026, 00:26

მსოფლიო

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ილონ მასკის Starlink-ის ქსელისთვის ვარშავის მიერ გამოყოფილი 50 მილიონი დოლარის ყოველწლიური დაფინანსების გადახედვით დაიმუქრა

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი ილონ მასკის Starlink-ის ქსელისთვის ვარშავის მიერ გამოყოფილი 50 მილიონი დოლარის ყოველწლიური დაფინანსების გადახედვით დაიმუქრა. ამით ის შეუერთდა მთავრობის მზარდ უკმაყოფილებას როუმინგის ახალ შეზღუდვებზე, რომლებიც ამ თვის ბოლოს პოლონელ აბონენტებს შეეხება.

ინგა ფხალაძე

12 აგვისტო 2026, 22:49

ეკონომიკა

ინგა ფხალაძე: საქართველოს, აზერბაიჯანს, თურქეთსა და ბულგარეთს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები სახმელეთო ელექტროენერგიის ტრანზიტულ დერეფანთან დაკავშირებით

მიმდინარეობს მოლაპარაკებები სახმელეთო ელექტროენერგიის ტრანზიტულ დერეფანთან დაკავშირებით, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ინგა ფხალაძე. მისი თქმით, ახალი ინიციატივის შემუშავებაში ჩართულები არიან აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთისა და ბულგარეთის მთავრობები.

ვოლოდიმირ ზელენსკი

12 აგვისტო 2026, 22:45

მსოფლიო

ზელენსკი: პუტინს უკრაინის წინააღმდეგ ომის შეჩერება არ სურს, თუმცა ის იძულებული იქნება ეს გააკეთოს - ამის მისაღწევად შემუშავებულია გეგმა

რუსეთის ლიდერს, ვლადიმირ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ ომის შეჩერება არ სურს, თუმცა ის იძულებული იქნება ეს გააკეთოს - ამის მისაღწევად შემუშავებულია გეგმა, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახალგაზრდობის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

12 აგვისტო 2026, 22:27

სამართალი

გომის მთაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც

გომის მთაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაღუპულია 4 ადამიანი.

12 აგვისტო 2026, 21:09

მსოფლიო

The Hill: პენტაგონმა კონგრესს აცნობა, რომ გასულ წელს იემენში „ჰუსიტების“ წინააღმდეგ ამერიკული ავიადარტყმების შედეგად 153 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლი 243 - დაშავდა

პენტაგონმა კონგრესს აცნობა, რომ გასულ წელს იემენში „ჰუსიტების“ წინააღმდეგ ამერიკული ავიადარტყმების შედეგად 153 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლი 243 - დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Hill-ი ავრცელებს.

12 აგვისტო 2026, 21:08

სპორტი

„იბერია 1999“-ის წარმატება - 22-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს წარმომადგენელი ევროპული საკლუბო ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს

11 აგვისტო ქართული ფეხბურთის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაეწერა - 22-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს წარმომადგენელი ევროპული საკლუბო ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს და წარმატებას ამჯერად „იბერია 1999“-მა მიაღწია.