ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ჩვენი ეროვნული, პრაგმატული, მშვიდობიანი პოლიტიკით უნდა შევძლოთ ჩვენი ძმების დაბრუნება, ჩვენი ოსების, ჩვენი აფხაზების დაბრუნება
ირაკლი ღარიბაშვილი
ფოტო: Facebook
ჩვენ ჩვენი ეროვნული, პრაგმატული პოლიტიკით მეგობრებო უნდა შევძლოთ, მშვიდობიანი პოლიტიკით ჩვენი ძმების დაბრუნება, ჩვენი ოსების, ჩვენი აფხაზების დაბრუნება - , ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს გორში განუცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობას ოკუპაცია მემკვიდრეობად ერგო და ის დღემდე გრძელდება.
„ოკუპაციის ბედი არის რა თქმა უნდა ის მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ გვერგო, ჩვენს მთავრობას. მოგეხსენებათ, რომ ეს ოკუპაცია გრძელდება და არ დასრულებულა. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვუყურებთ, რომ არის გამოწვევები, მათ შორის ჩვენი მოქალაქეების არალეგალური დაკავება და მათი გადაყვანა იზოლატორში. ჩვენ ამ საკითხებზე ოპერატიულად ვრეაგირებთ, ვაყენებთ საქმის კურსში ევროკავშირის მონიტორინგის ჯგუფს და ბუნებრივია ჩენ გვაქვს პროგრესი დაკავებულების გათავისუფლებასთან დაკავშირებითაც, ეს არის სამწუხარო რეალობა.
ამაზე ვსაუბრობდი მე დასაწყისშიც, რომ ოკუპაცია გამოიწვია იმ გაუაზრებელმა ომმა და პროვოკაციამ, რომელიც თავიდან ვერ იქნა აცილებული 2008 წელს. ამან დაგვაკარგინა ძალიან ბევრი ჩვენი გმირი და ჩვენი ტერიტორიები და რეალურად, რუსული ჯარი რომელიც იყო 2007 წელს გასული, ბოლო კონტიგენტი საქართველოდან, რამდენიმე თვეში შემოატრიალეს და დააბრუნეს საქართველოში და მას შემდეგ გრძელდება ეს გამოწვევა.
ჩვენ ჩვენი ეროვნული, პრაგმატული პოლიტიკით მეგობრებო უნდა შევძლოთ, მშვიდობიანი პოლიტიკით ჩვენი ძმების დაბრუნება, ჩვენი ოსების, ჩვენი აფხაზების დაბრუნება. მე რამდენიმე დღის წინ საუბარი მქონდა, დეტალური განხილვა მქონდა ოკუპირებული ტერიტორიებზე არსებული სიტუაციის და ზოგადად მანამდეც რა ვითარება იყო ეს გავიხსენეთ და მე მინდა ჩვენს მოქალაქეებს შევახსენო, ჩვენს ახალგაზრდებს, ყველას რომ 2005, 2006, 2007 წლებში თავისუფლად გადაადგილდებოდნენ, შედიოდნენ ექიმები, პოლიციელები, ჯარისკაცები ჩვენი შტაბის წევრები თვეების განმავლობაში იყვნენ იქ, ცხინვალში. ამ დონეზე იყო აღდგენილი ნდობა და რეალურად და აბსოლუტურად რეალისტური სცენარი იყო რომ გაერთიანებულიყო და მალე შემოსულიყო ჩვენთან, სავაჭრო ურთიერთობები და ძალიან ბევრი პოზიტივი იყო. ამ ომმა ბოლომდე დაანგრია ნდობა და საერთოდ დაგვაკარგინა ტერიტორიები დროებით რა თქმა უნდა, დროებითი ოკუპაცია გამოიწვია. ამას სჭირდება გონივრული პოლიტიკა, ამას სჭირდება განვითარება ჩვენი ქვეყნის რეალური ალტერნატივის შექმნა და მე მჯერა რომ ჩენ ქვეყანას გავაერთიანებთ, ამას ალტერნატივა არ აქვს, დღეს თუ ხვალ იქნება ერთიანი და ღმერთმა ყველას შეგვაძლებინოს ერთად,"- განაცხადა პრემიერმა..
ყველა სიახლე
12 ივლისი 2026, 23:55
საზოგადოება
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 13 ივლისს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს - თორმეტი მოციქულის ხსენებასთან დაკავშირებით, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინება
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს 12 მოციქულს იხსენებს. საეკლესიო გადმოცემის თანახმად, თორმეტი მოციქულის ხსენების დღე მეოთხე საუკუნიდან აღინიშნება. ამავე დღეს აღინიშნება სვეტიცხოვლობაც, რადგან სვეტიცხოვლის ტაძარი, სწორედ 12 მოციქულის სახელზეა აგებული. საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, ხვალვე თორმეტი მოციქულის ხსენებასთან დაკავშირებით, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინება. „მღვდელმთავართა ავტომობილები, ტაძრის ეზოს ნაცვლად, გალავნის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. ასევე, ქალაქი მცხეთა არ დაიკეტება და შესვლა თავისუფალი იქნება", - ნათვქმია საპატრიარქოს ინფორმაციაში.
12 ივლისი 2026, 23:38
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი ევროსტრუქტურების რეზოლუციებზე: ეს არის ცალსახად კოლექტიური შეტევა იმ პოლიტიკური დაჯგუფებების, თუ არაფორმალური გავლენების მხრიდან, რომლებიც არიან გაბრაზებული იმის გამო, რომ საქართველომ გადაწყვიტა, გამოსულიყო ომის მოჯადოებული წრიდან
ეს არის ცალსახად კოლექტიური შეტევა იმ პოლიტიკური დაჯგუფებების, თუ არაფორმალური გავლენების მხრიდან, რომლებიც არიან გაბრაზებული იმის გამო, რომ საქართველომ გადაწყვიტა გამოსულიყო ომის მოჯადოებული წრიდან, არ გამხდარიყო პროქსი სახელმწიფო და არ გამხდარიყო კიდევ ერთი ცხელი წერტილი ამ გეოპოლიტიკური დაპირისპირებების საჭადრაკო დაფაზე, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ბოლო პერიოდში ევროსტრუქტურების მიერ საქართველოს საკითხზე მიღებულ რეზოლუციებზე საუბრისას.
12 ივლისი 2026, 23:35
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: იყვნენ მაშინ ამერიკაში ჯო უილსონი და ევროპაში რასა იუკნევიჩიენე და მათ გადაწყვიტონ, როგორც უმაღლესმა მსაჯულებმა, ვინ იქნება ხელისუფლებაში - არჩევნები ასე ჩატარდა თუ ისე ჩატარდა. სწორედ ეს არის, რაც ანგრევს ეუთოს შიგნიდან
იყვნენ მაშინ ამერიკაში ჯო უილსონი და ევროპაში რასა იუკნევიჩიენე და მათ გადაწყვიტონ, როგორც უმაღლესმა მსაჯულებმა, ვინ იქნება ხელისუფლებაში - არჩევნები ასე ჩატარდა თუ ისე ჩატარდა. სწორედ ეს არის, რაც ანგრევს ამ ორგანიზაციას შიგნიდან, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ეუთოზე საუბრისას.
12 ივლისი 2026, 23:30
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე: „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშიც აცდენილია რეალობას, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი ანგარიშში ერთი წერია და ამ ასამბლეაზე სხვა რაღაცას წერენ. ამ შეუსაბამობაზე პასუხია, რომ საქართველო პატარა სახელმწიფოა, არ აქვს რაკეტები, არ აქვს ბომბები და ამიტომ უწევს ასეთ სიტუაციაში ყოფნა
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიში ისეც აცდენილია რეალობას, მაგრამ ანგარიშში ერთი წერია და ამ ასამბლეაზე სხვა რაღაცას წერენ, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა „მოსკოვის მექანიზმზე“ საუბრისას.
12 ივლისი 2026, 23:26
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: საქართველომ ნაცვლად იმისა, რომ გამხდარიყო ომების მონაწილე, თქვა, რომ ის არ აპირებს ამ ომებში ჩართვას - ამის შემხედვარე ამ ძალებს აქვთ განცდა, რომ საქართველო განერიდა ომებს და ცდილობს, დამოუკიდებელ თამაშს. ეს პოლიტიკური კოლექტიური იერიშიც ევროპარლამენტში, PACE-ში, თუ ეუთოში, სწორედ ამითაა ნაკარნახევი
გარე ძალებს აქვთ განცდა, რომ საქართველო განერიდა ომებს და ცდილობს, რაღაც დამოუკიდებელ თამაშს. ეს პოლიტიკური კოლექტიური იერიშიც - ევროპარლამენტში, PACE-ში, თუ ეუთოში, სწორედ ამითაა ნაკარნახევი, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.
12 ივლისი 2026, 23:24
ეკონომიკა
ლაშა აბაშიძე: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი გახდება მრავალფუნქციური პორტი, როგორც საკონტეინერო, ასევე მშრალი და ნაყარი ტვირთებისთვის
ძალიან სწორი და მიზანშეწონილი გადაწყვეტილებაა, - ასე აფასებს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე მთავრობის გადაწყვეტილებას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ე.წ. ლენდლორდის მოდელით აშენების შესახებ.
12 ივლისი 2026, 23:23
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე: ყველაზე საშიში, რაც მოხდა ამით, იყო ის, რომ დასრულდა საერთაშორისო სამართლის მოქმედება. საერთაშორისო სამართლის რღვევის პროცესში თავად ეუთოს წევრმა სახელმწიფოებმა შეიტანეს მნიშვნელოვანი წვლილი
ნამდვილად ბევრი დასკვნის გამოტანა შეგვიძლია ამ კონკრეტული ასამბლეისდან. ყველაზე საშიში რაც მოხდა ამით [რეზოლუციით], იყო ის, რომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასრულდა საერთაშორისო სამართლის მოქმედება, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა საქართველოს საკითხზე კრიტიკულ რეზოლუციაზე საუბრისას, რომელიც გასულ კვირაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო.
12 ივლისი 2026, 22:46
მსოფლიო
ანდრაშ ლასლო: ავტომწარმოებლები ამცირებენ სამუშაო ადგილებს, რიგ შემთხვევებში კი მთლიანად ხურავენ საწარმოებს - იმ საწარმოებს, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში გერმანული და ზოგადად ევროპული წარმოების ხერხემალს წარმოადგენდნენ
ევროპარლამენტარი ანდრაშ ლასო „იმედის კვირისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ევროპულ, მათ შორის გერმანულ ავტოწარმოებაში შექმნილ პრობლემებზე საუბრობს.
12 ივლისი 2026, 22:35
მსოფლიო
გერმანული ეკონომიკის კრიზისი. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი
სტაგნაციის, ენერგეტიკული კრიზისისა და სამრეწველო-ფინანსური გამოწვევების გამო გერმანული ავტოგიგანტები ერთმანეთს მიყოლებით მძიმე გადაწყვეტილებებს იღებენ - „მერსედესი“ ხელფასებს ამცირებს, „ფოლკსვაგენი“ კი ათასობით თანამშრომელს ათავისუფლებს.
12 ივლისი 2026, 22:28
მსოფლიო
ტომაშ ფროელიხი: ამჟამად გერმანია ყველაზე მაღალ ფასს იხდის ენერგორესურსებისთვის, ეს კი გახლავთ პირდაპირი შედეგი იმ პოლიტიკისა, რომელსაც გერმანიის ხელისუფლება ატარებს ევროკავშირის მხარდამხარ - ბევრი კომპანია გერმანულ ბაზარს ტოვებს, ყოველთვიურად 12 ათას სამუშაო ადგილს ვკარგავთ წარმოებაში
მოგიყვებით ერთ მაგალითს, ერთ დროს 17 ატომური ელექტროსადგური გვქონდა გერმანიაში და ყველა მათგანი დავხურეთ. ახლა კი ელექტროენერგიის იმპორტს ვახორციელებთ საფრანგეთიდან, რომელიც მას სწორედ ატომური ელექტროსადგურით აწარმოებს. ეს ხომ სრული სიგიჟეა, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ევროპარლამენტარმა ტომაშ ფროელიხმა გერმანული ეკონომიკის პრობლემებზე საუბრისას.
12 ივლისი 2026, 22:25
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: მივიღეთ გადაწყვეტილება, გავაკეთოთ შესაბამისი ინვესტიციები იმისთვის, რომ სრულად მოეწყოს საზღვაო ნავსადგურის ის ძირითადი ფუნდამენტური ინფრასტრუქტურა, რომელიც შემდგომ უკვე მზად დახვდება ინვესტორებს და სატერმინალო ოპერატორებს
ბიუჯეტი, რა თქმა უნდა, მოიცავს როგორც ნავსადგურის ძირითადი ფუნდამენტური ინფრასტრუქტურის განვითარებას, ასევე სარკინიგზო და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას, რასაც რა თქმა უნდა სახელმწიფო აიღებს თავის თავზე, ხოლო შემდგომ დაახლოებით 400 მილიონი იქნება პროპორციულად გადანაწილებული იმ აქტორებზე, რომლებიც განახორციელებენ სატერმინალო ოპერირებას, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით, რომელიც ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით აშენდება.
12 ივლისი 2026, 22:20
პოლიტიკა
დებატების ეფექტი - ჯანსაღი დისკუსიის სატელევიზიო ოთხი თვე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი
ის, რომ დებატები და ჯანსაღი დისკუსია აუცილებელია, ეს ნათლად აჩვენა „იმედის“ ახალმა პროექტმა, რომელიც ახალი სეზონიდან კვლავ გაგრძელდება.
12 ივლისი 2026, 22:08
საზოგადოება
შსს-ს მომსახურების სააგენტო: ქალაქ თელავში 13 ივლისს ყველა სერვისი, მათ შორის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი (მოედანი), ხელმისაწვდომი იქნება
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს.
12 ივლისი 2026, 22:02
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: დღეს ფაქტობრივად, მოშლილია წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემა. იმის გამო, რომ არ არსებობს საერთაშორისო სამართალი, ნეგატიური შედეგები არის გადაღვრილი საერთაშორისო ორგანიზაციებში
პირდაპირ ბოდიშებით მოდიოდნენ, რომ რა ვქნათ, პოლიტიკაა, ჩვენ პოლიტიკური ჯგუფის წევრები ვართ, სხვა გზა არ გვაქვს, ვსაუბრობთ, პირისპირ ვუხსნით, ველაპარაკებით, მაგრამ რა ვქნათ, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ეუთოს რეზოლუციაზე საუბრისას.
12 ივლისი 2026, 21:52
სამართალი
თანამდებობაზე ყოფნის დროს ბაჩო ახალაიას უმძიმესი საქმეები და ძალადობის ფაქტები. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი
4 ოქტომბრის საქმეზე, როგორც ჩანს კიდევ ბევრ რამეს აეხდება ფარდა. სუს-მა ქვეყნის საზღვართან, ბუფერულ ზონაში გადაადგილებისას დააკავა ძებნილი ბექა ჭულუხაძე, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, 4 ოქტომბრის დამხობის გეგმის სისრულეში მოსაყვანად დიდი ოდენობით იარაღი შეიძინა და თბილისთან ახლოს ტყეში დამარხა.
12 ივლისი 2026, 21:51
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: სახელმწიფო თავად განავითარებს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, შექმნის იმ ეკოსისტემას, რომელიც გააერთიანებს არაერთი ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ინტერესებს
ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორს ტრადიციულად ძალიან დიდი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში და სწორედ აქედან გამომდინარე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომდევნო წლების განმავლობაში 7 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება ამ სექტორში“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
12 ივლისი 2026, 21:44
ეკონომიკა
შუა დერეფნის მთავარი კარიბჭე - ანაკლია „ლენდლორდის“ მოდელით. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი
ანაკლიის პორტის მშენებლობა მილიარდიანი ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც წლებია, ქვეყნის ეკონომიკური მომავლის ერთ-ერთ მთავარ შესაძლებლობად განიხილება.
12 ივლისი 2026, 21:40
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი ანაკლიის პორტთან დაკავშირებით „ლელოს" განცხადებაზე: არ არის გასაკვირი ოპონენტების მსგავსი ინიციატივები, იმიტომ, რომ ისინი შეჩვეულები იყვნენ, არიან და ალბათ ყოველთვის იქნებიან, რომ გადაწყვეტილებები მიიღონ გარედან, კარნახის საფუძველზე
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა „იმედის კვირაში“ ანაკლიის ღრამწყლოვანი პორტის პროექტზე საუბრისას კომენტარი გააკეთა პარტია „ლელოს” წევრის, გრიგოლ გეგელიას განცხადებაზე, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მონაწილეობით უნდა შეიქმნას „კავკასიური კონსორციუმი“ და ანაკლიის მართვა გადაეცეს მაღალი რეპუტაციის საერთაშორისო ოპერატორს.
12 ივლისი 2026, 21:32
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: „ლენდლორდის" მოდელი შესაძლებლობას მოგვცემს, რომ სატერმინალო ოპერატორებად გვყავდეს ჩვენი პარტნიორი ქვეყნების კერძო ოპერატორები და ერთიანი ძალისხმევით ანაკლია გავხადოთ საერთაშორისო ინტერესის, საერთაშორისო კაპიტალისა და საერთაშორისო ტვირთების თავმოყრის ცენტრი
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება ქართული პორტი, სახელმწიფოს მფლობელობაში, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა „იმედის კვირაში“.
12 ივლისი 2026, 21:20
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: ინტერესი არის ძალიან მაღალი როგორც დასავლური კომპანიებიდან, ასევე ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან, ცენტრალური აზიიდან და შესაბამისად ჩინეთიდან - დარწმუნებულები ვართ, რომ ამ ყველა ინტერესის გათვალისწინებით ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება წარმატებული
ინტერესი არის ძალიან მაღალი როგორც დასავლური კომპანიებიდან, ასევე ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან, ცენტრალური აზიიდან და შესაბამისად ჩინეთიდან და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ამ ყველა ინტერესის გათვალისწინებით ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება წარმატებული, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა გადაცემაში „იმედის კვირა“ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით აშენდება.


