23 მაისი 2022, 15:40 / სანდო წყარო

ენტონი ბლინკენი: ვაფასებთ საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეულ ძალისხმევას გლობალურ და რეგიონულ დონეზე, განსაკუთრებით - კრემლის აგრესიის ფონზე

ენტონი ბლინკენი

ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილსადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ 30-წლიანი ურთიერთობის განმავლობაში, ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო ერთად მუშაობდნენ გლობალური უსაფრთხოების მხარდასაჭერად, მათ შორის ავღანეთსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ფარგლებში.

„ამ მიმართულებით, ჩვენ ვაფასებთ საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეულ ძალისხმევას გლობალურ და რეგიონულ დონეზე, განსაკუთრებით - კრემლის აგრესიის ფონზე. აშშ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს მიმდინარე ოკუპაციას და განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - აღნიშნავს ენტონი ბლინკენი ილია დარჩიაშვილისადმი გაგზავნილ მისალოც წერილში.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი თავის მიმართვაში ასევე საუბრობს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიასა და უკრაინის მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

ილია დარჩიაშვილისადმი გაგზავნილ წერილში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი წერს, რომ აშშ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის ერთგულია.

„გილოცავთ საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ რჩება საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის ერთგული”, - აღნიშნულია წერილში, რომლის თარგმანსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ყველა სიახლე

შალვა პაპუაშვილი

29 ნოემბერი 2022, 09:38

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ვიზიტით გერმანიის ეწვევა

პარლამენტის თავმჯდომარე ბუნდესთაგის პრეზიდენტ ბერბელ ბასს და ბუნდესთაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანტონ ჰოფრაიტერს შეხვდება.

29 ნოემბერი 2022, 09:22

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

უნალექო დღე იქნება ფოთში, სადაც დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +20 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი. +20 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

29 ნოემბერი 2022, 08:59

მსოფლიო

ჰავაიზე, მსოფლიოში ყველაზე დიდმა, აქტიურმა ვულკანმა ამოფრქვევა დაიწყო

ადგილობრივი მთავრობა ირწმუნება, რომ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის განცხადებით, სიტუაცია შეიძლება ძალიან სწრაფად შეიცვალოს.

29 ნოემბერი 2022, 08:38

პოლიტიკა

ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის შესახებ კანონპროექტს, პარლამენტი მიმდინარე კვირაში დაამტკიცებს

ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის შესახებ კანონპროეტქს, პარლამენტი პლენარულ სხდომაზე, მიმდინარე კვირაში დაამტკიცებს. პროექტის მიხედვით, ახალი ბიუროს მთავარი ფუნქცია იქნება ანტიკორუფციული კუთხით მოქმედი ყველა საგამოძიებო უწყების კოორდინაცია.

29 ნოემბერი 2022, 08:22

საზოგადოება

მელიქიშვილის გამზირის სარეაბილიტიაციო სამუშოების გამო, დედაქალის გარკვეულ ქუჩებზე, დღეიდან ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდა

მელიქიშვილის გამზირის სარეაბილიტიაციო სამუშოების გამო, დედაქალის გარკვეულ ქუჩებზე, დღეიდან ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდა.

29 ნოემბერი 2022, 08:07

პოლიტიკა

დღეს ბუქარესტში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იწყება

დღეს რუმინეთის დედაქალაქში ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებიან. ალიანსის წარმომადგენლებმა მომავალ წევრებთან - ფინეთთან და შვედეთთან ერთად, უკრაინის დახმარების გაძლიერებასთან ერთად, საქართველოს, მოლდოვას, ბოსნია - ჰერცოგოვინასთვის მხარდაჭერაზე უნდა იმსჯელონ.

29 ნოემბერი 2022, 01:08

საზოგადოება

პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებს“ დღეს არცერთი მონაწილე არ დატოვებს

ორშაბათი „იმედზე“ ტრადიციულად მეგაშოუს დღეა. დღეს მაყურებელმა „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მეთერთმეტე სეზონის მეხუთე ეპიზოდი იხილა. მაყურებლის გადაწყვეტილებით, პროექტს ალესანდრო კარუზო და ანა ბირთველიშვილი გამოეთიშნენ.

29 ნოემბერი 2022, 00:45

კულტურა

თეა წულუკიანი ბესარიონ ნიჟარაძის დაბადებიდან 170 წლისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას დაესწრო

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის საქართველოს ეთნოლოგიის განყოფილების, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და საქართველოს ანთროპოლოგთა ასოციაციის ორგანიზებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დეკანოზ ბესარიონ ნიჟარაძის დაბადებიდან 170 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

29 ნოემბერი 2022, 00:23

მსოფლიო

ილონ მასკი: კომპანია Apple-ი App Store-იდან Twitter-ის აპლიკაციის ამოღებით იმუქრება

კომპანია Twitter-ის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ კომპანია Apple-ი App Store-იდან Twitter-ის აპლიკაციის ამოღებით იმუქრება.

29 ნოემბერი 2022, 00:22

რეგიონი

ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის წარმომადგენლებმა ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს

გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს“ ფარგლებში, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორებმა რუსთავის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

29 ნოემბერი 2022, 00:03

საზოგადოება

კოკა კაციტაძე საქართველოში ბელგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, კოკა კაციტაძემ მოადგილეებთან, გიორგი კვარაცხელიასთან და ნათია სონღულაშვილთან ერთად, ბელგიის სამეფოს ახლად დანიშნულ ელჩთან მიშელ პიტერმანსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

იენს სტოლტენბერგი

28 ნოემბერი 2022, 23:58

მსოფლიო

სტოლტენბერგი: პრეზიდენტი პუტინი ახლა ცდილობს, ზამთარი უკრაინის წინააღმდეგ ომის იარაღად გამოიყენოს

პრეზიდენტი პუტინი ახლა ცდილობს, ზამთარი უკრაინის წინააღმდეგ ომის იარაღად გამოიყენოს, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

28 ნოემბერი 2022, 23:48

პოლიტიკა

ირაკლი ქარსელაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს შეხვდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს, მუხთარ ბაბაევს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრას აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დელეგაციის წევრები და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელი ალექსანდრე თევდორაძე ესწრებოდნენ.

28 ნოემბერი 2022, 23:31

კულტურა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ჩერქეზული კულტურის ცენტრის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის დირექტორმა მერაბ ჩუხუამ კომიტეტის წევრებს ცენტრის საქმიანობის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა. მომხსენებელმა კავკასიური პოეზიის ფესტივალზე „ანაკლია-2022“ ისაუბრა. მისი თქმით, ფესტივალი ჩერქეზული კულტურის ცენტრის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა და მასში საქართველოს და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელმა პოეტებმა, მწერლებმა, მუსიკოსებმა და ლიტერატურათმცოდნეებმა მიიღეს მონაწილეობა.

28 ნოემბერი 2022, 23:11

პოლიტიკა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სოციალური პაკეტის ინდექსაციის პრინციპს მხარი დაუჭირა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „სოციალური დახმარების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთათვის სოციალური პაკეტის ინდექსაციას ითვალისწინებს, პირველი მოსმენით განიხილა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

იაგო ხვიჩია

28 ნოემბერი 2022, 22:50

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: საშვის გარეშე ყველა პარლამენტის დარბაზში მოხვდეს - ასეთი რამ არ გამიგია

საშვის გარეშე ყველა პარლამენტის დარბაზში მოხვდეს, ასეთი რამ არ გამიგია, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციას.

ეკა სეფაშვილი

28 ნოემბერი 2022, 22:28

პოლიტიკა

აუდიოვიზუალური მედიის ახალი სახეებისთვის წესები კანონმდებლობით განისაზღვრება

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები განხორციელდება, რომლის მიხედვითაც შემოდის „მედია მომსახურებების“ ცნება, რომელიც აუდიოვიზუალურ მედია მომსახურებებს, რადიო მაუწყებლობას და აუდიოვიზუალურ სარეკლამო კომუნიკაციას მოიცავს. კანონპროექტით განსაზღვრული წესები ითვალისწინებს ტექნოლოგიური განვითარების ტენდენციებს და უზრუნველყოფს ერთიან თანაბარ პირობებს ბაზარზე გამოჩენილი აუდიოვიზუალური მედიის ახალი სახეებისთვის.

28 ნოემბერი 2022, 22:00

პოლიტიკა

ფარმაცევტულ პროდუქტზე ფასები რეფერენტული ფასების დადგენის გზით დარეგულირდება

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე და მისგან გამომდინარე კანონპროექტებზე იმსჯელეს, რაც საკანონმდებლო დონეზე რეფერენტული ფასწარმოქმნის დაშვებას ითვალისწინებს, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

28 ნოემბერი 2022, 21:41

პოლიტიკა

ევროკავშირის წარმომადგენლობა: მივესალმებით საქართველოს პარლამენტის განცხადებას „დეოლიგარქიზაციის“ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნაზე, რაც პოზიტიური ნაბიჯია

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გადაგზავნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მამუკა მდინარაძე

28 ნოემბერი 2022, 21:25

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: პარლამენტის დარბაზში მოხვედრა საშვის გარეშე, პრაქტიკულად უპრეცედენტოა

პარლამენტის დარბაზში მოხვედრა საშვის გარეშე, პრაქტიკულად უპრეცედენტოა, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციას. მისი თქმით, შემდეგ დასკვნაში ალბათ იქნება ჩანაწერი ჩაისა და ვარდების შესახებ ჩანაწერი.