24 მაისი 2022, 18:21 / სანდო წყარო

არჩილ თალაკვაძე: კვლევითი ცენტრის ანგარიშში, რომლის ავტორები რადიკალური ოპოზიციის ლიდერებიც არიან, საუბარია იმაზე, თუ როგორ არ იმსახურებს საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე

თქვენ იცით კვლევითი ცენტრის ანგარიშის შესახებ, სადაც პირდაპირ არის საუბარი იმაზე, თუ როგორ არ იმსახურებს საქართველო კანდიდატის სტატუსს და რამდენად არასწორი იქნება ახლა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ჩვენ სააშკარაოზე გამოვიტანეთ, ვინ იყვნენ ის ადამიანები ვინც ეს დაწერეს და მათ შორის არიან წინა ხელისუფლების მაღალი რანგის ყოფილი თანამდებობის პირები და დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის ლიდერები, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა. მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის ამგვარი ქმედებები საქართველოსთვის დამაზიანებელია.

„როდესაც ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები ტარდება და ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები ამბობენ, რომ არჩევნები იყო კონკურენტული და ძირითადი წესების დაცვით ჩატარდა, როდესაც, ამის შემდეგ ოპოზიცია პარლამენტში შვიდი თვის განმავლობაში არ შემოდის და ბოიკოტს თუ საბოტაჟს ახორციელებს, ევროკავშირის გადმოსახედიდან ჩანს, რომ პარლამენტი ვერ ფუნქციონირებს სრულფასოვნად. ანუ, ამ ტიპის გადაწყვეტილება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე იყო დამაზიანებელი და ეს გააკეთა ოპოზიციამ 7 თვის განმავლობაში. მეორე: თქვენ იცით კვლევითი ცენტრის ანგარიშის შესახებ, სადაც პირდაპირ არის საუბარი, არგუმენტებია მოყვანილი, მათ შორის ბევრი ფაქტია დამახინჯებული და პირდაპირ ამ ანგარიშში წერია, თუ საქართველო როგორ არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და რამდენად არასწორი იქნება ახლა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ჩვენ სააშკარაოზე გამოვიტანეთ, ვინ იყვნენ ის ადამიანები ვინც ეს დაწერეს და მათ შორის არიან წინა ხელისუფლების მაღალი რანგის ყოფილი თანამდებობის პირები და დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის ლიდერები. „ნაციონალური მოძრაობა“ მარტო არ არის რადიკალურ ოპოზიციურ ბანაკში. ეს ჯგუფი ცდილობს, რომ როგორმე დაუბლოკოს ეს შესაძლებლობა [კანდიდატის სტატუსის მიღება] საქართველოს“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

კითხვაზე, კონკრეტულად ვის მოიაზრებს აღნიშნულ ბანაკში, თალაკვაძე ასე პასუხობს:

„ამით არის დაკავებული „ლელოს“ არაერთი წარმომადგენელი, ამით დაკავებულია პოლიტიკური ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც 7-თვიან ბოიკოტში იყო „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდით".

ყველა სიახლე

12 აგვისტო 2026, 03:13

მსოფლიო

The New York Times: ომის მსვლელობასთან ერთად ირანი უფრო დახვეწილ მოწინააღმდეგედ ჩამოყალიბდა - მან აითვისა, თუ როგორ აარიდოს თავი ამერიკულ საჰაერო თავდაცვას, პარალელურად კი საბრძოლო მოქმედებების არეალი თითქმის მთელ ახლო აღმოსავლეთზე გააფართოვა

გასულ თვეს, ხუთი დაძაბული დღის განმავლობაში, ირანმა იორდანიაში მდებარე სამ ამერიკულ ბაზაზე უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით იერიშები მიიტანა, იმ იმედით, რომ აშშ-ის მძლავრ საჰაერო თავდაცვას გაარღვევდა - თანამედროვე რაკეტების გამოყენებით, რომელთაც კურსის მკვეთრად შეცვლა შეუძლიათ, ირანმა ბაზების თავდაცვის სისტემები საგრძნობლად დააზიანა, რამაც ამერიკელები აიძულა, Patriot-ის რაკეტების მცირე მარაგები თითქმის სრულად ამოეწურათ, მეხუთე დღეს ირანელებმა საჰაერო თავდაცვა მაინც გაარღვიეს, - წერს ამერიკული გამოცემა The New York Times-ი სტატიაში სათაურით „როგორ მოარგო ირანმა თავისი თავდასხმები აშშ-ის საბრძოლო მასალის შემცირებას“.

12 აგვისტო 2026, 02:48

მსოფლიო

The Times: ბრიტანელი მაღალჩინოსნები და დიპლომატები შეშფოთებულნი არიან მოსკოვსა და ლონდონს შორის კომუნიკაციის ნაკლებობით და იმ რისკით, რომ ღია ზღვაში მომხდარი უბრალო გაუგებრობა შესაძლოა რუსეთთან უფრო ფართომასშტაბური კონფლიქტის საბაბი გახდეს

გამოცემა The Times-ის ინფორმაციით, ბრიტანელი მაღალჩინოსნები და დიპლომატები შეშფოთებულნი არიან მოსკოვსა და ლონდონს შორის კომუნიკაციის ნაკლებობით და იმ რისკით, რომ ღია ზღვაში მომხდარი უბრალო გაუგებრობა შესაძლოა რუსეთთან უფრო ფართომასშტაბური კონფლიქტის საბაბი გახდეს.

დონალდ ტრამპი

12 აგვისტო 2026, 02:02

მსოფლიო

ტრამპი: Medicaid-ი არასრულწლოვნებისთვის სქესის შეცვლის ოპერაციებსა და ჰორმონოთერაპიას აღარ დააფინანსებს - არ დავაფინანსებთ იმას, რომ ჩვენმა უდანაშაულო ბავშვებმა გაიარონ ეს ბარბაროსული პროცედურები, უბრალოდ წარმოიდგინეთ ყველა ის პატარა, უდანაშაულო და, შესაძლოა, გზააბნეული ბავშვი, რომელიც ამას გადაურჩება

დღეს, ჩემი მითითებით, მეჰმეთ ოზმა გამოაცხადა, რომ სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამა Medicaid-ი არასრულწლოვნებისთვის სქესის შეცვლის ოპერაციებსა და ჰორმონოთერაპიას აღარ დააფინანსებს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

12 აგვისტო 2026, 00:32

მსოფლიო

ზელენსკი: უკრაინამ აშშ-ს წარუდგინა წინადადებები შემდგომი ნაბიჯების შესახებ, რომლებიც რუსეთზე წნეხის გაზრდასა და ომის დასრულების დაჩქარებას ისახავს მიზნად

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ აშშ-ს წარუდგინა წინადადებები შემდგომი ნაბიჯების შესახებ, რომლებიც რუსეთზე წნეხის გაზრდასა და ომის დასრულების დაჩქარებას ისახავს მიზნად.

12 აგვისტო 2026, 00:12

საზოგადოება

საქართველოს მთავრობა მოსახლეობას დიდგორობას ულოცავს

საქართველოს მთავრობა და პრემიერ-მინისტრი მოსახლეობას დიდგორობას ულოცავენ.

12 აგვისტო 2026, 00:01

სპორტი

სპორტის მინისტრი „იბერია 1999-სა“ და „ლარნეს“ შორის გამართულ მატჩს დაესწრო

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უეფას „ევროპა ლიგის“ III საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრა „იბერია 1999-მა“ ჩრდილოეთ ირლანდიური „ლარნეს“ წინააღმდეგ გამართა. შეხვედრაში ქართველმა ფეხბურთელებმა ანგარიშით 2:1 გაიმარჯვეს. პირველი მატჩი „იბერია 1999-მა“ „ლარნეს“ წინააღმდეგ სტუმრად ითამაშა, შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა. ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

11 აგვისტო 2026, 23:56

რეგიონი

ზუგდიდის მერი დავით კოდუა ანაკლიის ბანაკში ზუგდიდელ ახალგაზრდებს შეხვდა

ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკს 40 ზუგდიდელი ახალგაზრდა შეუერთდა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა ბანაკში ზუგდიდელ ახალგაზრდებს შეხვდა, სამომავლო გეგმებზე ესაუბრა და მათი იდეები მოისმინა. მერმა ახალგაზრდებთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ოთარ ქადარიასთან ერთად სხვადასხვა ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, - ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

11 აგვისტო 2026, 23:42

სპორტი

ირაკლი კობახიძე: 22-წლიანი პაუზის შემდეგ ქართული საკლუბო ფეხბურთი ევროტურნირს უბრუნდება! ვულოცავ „იბერიას“!

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფეხბურთო კლუბ „იბერია 1999-ს“ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში „ლარნესთან“ გამარჯვებას ულოცავს.

11 აგვისტო 2026, 23:12

მსოფლიო

უკრაინელების მიმართ აგრესიის ზრდის ფონზე, ევროკომისია პოლონეთს ევროკავშირის პრინციპებზე მიუთითებს

პოლონეთში მყოფი უკრაინელები აგრესიის ფაქტებზე პოლიციას სულ უფრო ხშირად მიმართავენ, ევროკომისია კი აცხადებს, რომ ევროკავშირის წესების შესრულების მონიტორინგს ახორციელებს. ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის ოფიციალურ პასუხში „რადიო თავისუფლების“ შეკითხვაზე.

11 აგვისტო 2026, 22:58

მსოფლიო

გაეროს წარმომადგენლი ამბობს, რომ კოლუმბიაში მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობისთვის საკვების მიწოდება კრიტიკულად აუცილებელია

გაეროს წარმომადგენელი ამბობს, რომ კოლუმბიაში მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობისთვის საკვების მიწოდება კრიტიკულად აუცილებელია.

11 აგვისტო 2026, 22:45

მსოფლიო

Sky News: ლონდონში წყალსადენის მილების გასკდომის გამო 10 000-მდე ოჯახი წყლის გარეშე დარჩა - წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ დაზიანების შეკეთება „მოსალოდნელზე ბევრად რთული აღმოჩნდა“

ჩრდილო-აღმოსავლეთ ლონდონში წყალსადენის ორი ცენტრალური მაგისტრალის დაზიანებამ წყალმომარაგების მასშტაბური შეფერხება გამოიწვია - არსებული მონაცემებით, ჩიგველის რაიონში 10 000-მდე ოჯახს წყალი საერთოდ არ მიეწოდება ან დაბალი წნევით მიეწოდება, - წერს Sky News-ი.

11 აგვისტო 2026, 22:39

სპორტი

22-წლიანი პაუზის შემდეგ, ქართული გუნდი ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. თბილისის „იბერიამ“ ჩრდილოეთ ირლანდიის „ლარნე“ 2:1 დაამარცხა

22-წლიანი პაუზის შემდეგ, ქართული გუნდი ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.

ზურაბ შამუგია

11 აგვისტო 2026, 22:24

პოლიტიკა

აფხაზეთის ომის ვეტერანი ზურაბ შამუგია: უდისციპლინო ხალხისგან 413 დღე ომი გინახავთ? 413 დღე ვიცავდით ჩვენ კბილებით, ხელებით და ჩვენი დისციპლინით აფხაზეთს, საქართველოს

უდისციპლინო ხალხისგან 413 დღე ომი გინახავთ? 413 დღე ვიცავდით ჩვენ კბილებით, ხელებით და ჩვენი დისციპლინით აფხაზეთს, საქართველოს, - განაცხადა აფხაზეთის ომის ვეტერანმა ზურაბ შამუგიამ.

ვოლოდიმირ ზელენსკი

11 აგვისტო 2026, 22:20

მსოფლიო

ზელენსკი: დაზვერვის მთავარი სამმართველოს ანგარიში ადასტურებს, რომ კრემლი დამატებითი მობილიზაციისთვის ემზადება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დაზვერვის მთავარი სამმართველოს ანგარიში ადასტურებს, რომ კრემლი დამატებითი მობილიზაციისთვის ემზადება.

11 აგვისტო 2026, 21:57

სპორტი

ხვალ ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი ტიტულის მოგების შანსი მიეცემა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ხვალ ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი ტიტულის მოგების შანსი მიეცემა. „პარი სენ-ჟერმენი“ ევროპის სუპერთასის შეხვედრაში ინგლისის „ასტონ ვილას“ დაუპირისპირდება.

11 აგვისტო 2026, 21:48

საზოგადოება

დადიანების სასახლის საერთაშორისო აღიარება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმს „მოგზაურთა საერთაშორისო ჯილდო“ მიენიჭა და საქართველოს საუკეთესო ისტორიულ და კულტურულ მუზეუმად დასახელდა. პრესტიჟული საერთაშორისო დაჯილდოების პროგრამა ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფეროში მსოფლიოს წამყვან ორგანიზაციებსა და ბრენდებს აერთიანებს.

11 აგვისტო 2026, 21:43

საზოგადოება

ქართველი სტუდენტები ევროპის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქართველი სტუდენტები ევროპის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში. კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საზღვარგარეთ არაერთი ნიჭიერი ახალგაზრდა ეუფლება სასურველ პროფესიას.

11 აგვისტო 2026, 21:27

მსოფლიო

CNN: აშშ-ის ოფიციალური პირები, ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის გამო, ნავთობსა და საწვავზე ფასების მატებას პროგნოზირებენ

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჰორმუზის სრუტე „ღიად“ გამოაცხადა, მეორე დღესვე მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ნავთობსა და საწვავზე ფასების პროგნოზი გაზარდეს, რადგან არსებული შეზღუდვები ამ კრიტიკულ საზღვაო არტერიაში ენერგორესურსების მოძრაობას აფერხებს, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.

11 აგვისტო 2026, 21:17

სამართალი

საქართველოს სასამართლოს დამოუკიდებლობა „ფრიდომ ჰაუსის“ გლობალური გამოკითხვით დადასტურდა. როგორია მოლდოვას და უკრაინის რეიტინგი? „ქრონიკის“ სიუჟეტი

პოსტსაბჭოთა სივრცის საუკეთესო ოთხეულში და 13-წლიანი პროგრესით ევროპის ხუთეულში. საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას „ფრიდომ ჰაუსის“ გლობალური გამოკითხვის შედეგები ადასტურებს.

11 აგვისტო 2026, 21:04

მსოფლიო

მედია: ივლისში ბელგიის მიერ იმპორტირებული თხევადი ბუნებრივი აირი 100%-ით რუსული იყო

ევროკავშირში რუსული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) იმპორტი შემცირებას განაგრძობს მოსალოდნელ აკრძალვამდე რამდენიმე თვით ადრე, თუმცა ივლისში ბელგიის მიერ იმპორტირებული LNG სრულად რუსეთზე მოდიოდა - იუწყება ენერგეტიკული კვლევითი ცენტრის, CREA-ს მიერ გამოქვეყნებული ბოლო ანალიზი.