01 ივნისი 2022, 14:39 / სანდო წყარო

რა გაკეთდა სამთავრობო პროგრამის ოთხი საკვანძო მიმართულებით

154-გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც სამთავრობო პროგრამის შესრულების ოთხ ძირითად მიმართულებას აერთიანებს, უკვე პარლამენტშია.

როგორც დოკუმენტში წერია, საქართველოს მთავრობის ძალისხმევით, სამთავრობო პროგრამის შესაბამისად, გრძელდება რეფორმების განხორციელება და სახელმწიფოს მშენებლობის პროცესი, რომელიც თვისებრივად ახალ ეტაპზე გადავიდა.

2022 წლის 3 მარტს საქართველომ ოფიციალური განაცხადით მიმართა ევროკავშირს გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რითაც ისტორიული ნაბიჯი გადაიდგა ქვეყნის მდგრადი, ინკლუზიური და მშვიდობიანი განვითარებისაკენ.

„2022 წლის მარტი გამორჩეული იყო კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის კუთხითაც. მოსახლეობის იმუნურობის გაზრდის ფონზე, სტაბილურად იკლებს ინფიცირების მაჩვენებელი. შესაბამისად, შემსუბუქდა პანდემიით გამოწვეული რეგულაციები და ბიძგი მიეცა ეკონომიკური საქმიანობის გაჯანსაღებას.

საქართველოს მთავრობა, ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის გააქტიურების კვალდაკვალ, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მთავრობის თანმიმდევრულ მუშაობას, სექტორული რეფორმების დაჩქარებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, რაც დღეს ქვეყანაში შეუქცევადად მიმდინარეობს.
საანგარიშო პერიოდში ინტენსიური მუშაობა წარიმართა და ხელშესახები შედეგები დაფიქსირდა სამთავრობო პროგრამის 4-ივე საკვანძო მიმართულებით:

საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება და ადამიანის უფლებები − ევროკავშირში გაწევრიანების ისტორიული განაცხადის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ დაჩქარებულ რეჟიმში იმუშავა ევროკომისიისგან მოწოდებული თვითშეფასების კითხვარის შევსებაზე. კითხვარის ორივე ნაწილი ვადაზე ადრე იქნა შევსებული და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გადაეცა ევროკავშირის ელჩს საქართველოში. გრძელდება თანმიმდევრული რეფორმები ასოციირების დღის წესრიგის შესაბამისად. დინამიკურად ვითარდება ნატო-საქართველოს თანამშრომლობა, არსებული ფორმატებისა და პრაქტიკული მექანიზმების მეშვეობით. საქართველოს მთავრობა აქტიურად აგრძელებს მუშაობას ნატოსთან თავსებადობის ამაღლებისა და ალიანსში ინტეგრაციისთვის მზადყოფნის მიმართულებით. საქართველო რჩება ამერიკის შეერთებული შტატების საიმედო სტრატეგიული მოკავშირე რეგიონში, რაც არაერთხელ დადასტურდა მტკიცე ორპარტიული აქტების მიღებით, გამოყოფილი დაფინანსებითა და საქართველოში აშშ-ის მაღალი დონის წარმომადგენელთა ვიზიტებით.

რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, ქვეყნის დეოკუპაცია, დევნილი მოსახლეობის მშვიდობიანი დაბრუნება და ოკუპირებულ ტერიტორიებსა და მათ მიმდებარედ მცხოვრებ მოქალაქეთა კეთილდღეობაზე მუშაობა მთავრობის მუდმივი საზრუნავი და ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. აქტიური ძალისხმევაა მიმართული ყველა შესაძლო ფორმატის გამოყენებაზე, რათა საერთაშორისო ასპარეზზე მაქსიმალური მობილიზება იქნეს მიღწეული რუსეთის ფედერაციაზე საერთაშორისო ზეწოლის მიმართულებით. მშვიდობის, მშენებლობისა და ნდობის აღდგენის მიზნით, ინტენსიურად გრძელდება შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელება.

გასული პერიოდი მნიშვნელოვანი იყო ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების კუთხითაც. საფუძველი ჩაეყარა თავდაცვისუნარიანობისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივას (GDDEI), რითაც ხელი შეეწყობა ნატოს სტანდარტების მიღწევასა და ქვეყანაში ტოტალური თავდაცვის განვითარებას. მნიშვნელოვანი ძალისხმევა იქნა მიმართული კიბერუსაფრთხოების გაძლიერებისა და ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავების შესაძლებლობების გაზრდისაკენ.

ქვეყანაში უსაფრთხო გარემოსა და მართლწესრიგის მიმართულებით, გაგრძელდა რეფორმები საპოლიციო საქმიანობის დახვეწისა და დანაშაულთან ბრძოლის სისტემის გაუმჯობესებისათვის. მიმდინარეობს ადამიანის საყოველთაო უფლებების დაცვაზე ორიენტირებული თანასწორობის პოლიტიკის განმტკიცება და მუდმივი ყურადღება ეთმობა უმცირესობათა უფლებების გაუმჯობესებას, მათი ყოველდღიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის ხარისხის ასამაღლებლად.

ეკონომიკური განვითარება − საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკების შემცირებამ და კორონავირუსის შემთხვევების ეფექტიანმა მართვამ ხელი შეუწყო პანდემიის უარყოფითი ეკონომიკური ეფექტების შერბილებას. აღსანიშნავია, რომ ფიქსირდება ეკონომიკის სწრაფი გაჯანსაღებისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესების დადებითი ტენდენციები. 2021 წელს ორნიშნა − 10,4%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, ეს კი პანდემიამდელ 2019 წელთან შედარებით 2,9%-ით მეტია. ეკონომიკის აღდგენის პოზიტიური ტემპი გაგრძელდა 2022 წელსაც და, იანვარი-აპრილის მონაცემებით, ქვეყნის ეკონომიკა 10.8%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის საშუალოვადიანი პროგნოზის მიხედვით, 2022 − 2027 წლებში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა როგორც რეგიონში, ისე − ევროპაში.
2021 წელი რეკორდული იყო ექსპორტის, ადგილობრივი ექსპორტის, იმპორტისა და სავაჭრო ბრუნვის მოცულობის მიხედვით.

სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება − პანდემიით გამოწვეული კრიზისი, ბუნებრივია, ყველაზე დიდ ტვირთად დააწვა ჯანდაცვის სექტორს. 2021 წლის ბოლოს და 2022 წლის დასაწყისში ინფიცირების მატება ფიქსირდებოდა. ამის გამო, რესურსები მიიმართა დაავადების როგორც ჰოსპიტალურ, ასევე პირველადი ჯანდაცვის დონეზე ეფექტიანი მართვისკენ. პანდემიის დაწყებიდან 1 მილიარდ ლარზე მეტი იქნა მობილიზებული სახელმწიფოს მიერ მოქალაქეთათვის ხარისხიანი სერვისის მისაწოდებლად. მთავრობის მიერ გადადგმული პროაქტიული ნაბიჯების შედეგად, საქართველო გახდა რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელმაც მიიღო COVID-19-ის სამკურნალო საშუალება − „პაქსლოვიდი“ და უზრუნველყო პაციენტებისთვის მისი უსასყიდლოდ მიწოდება.

კორონავირუსის მართვის პარალელურად, სახელმწიფო მუდმივად ზრუნავდა მოქალაქეთა სოციალურ კეთილდღეობაზე. 2021 წელს ამოქმედებული „პენსიის ინდექსირების“ წესის მიხედვით, გაიზარდა სახელმწიფო პენსია, გაუმჯობესდა და გაფართოვდა სოციალური პაკეტები განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფებისათვის.

გრძელდება განათლებისა და მეცნიერების სისტემის სტრუქტურული რეფორმირება, რათა ქვეყანაში შეიქმნას სწავლისა და კომპეტენციების განვითარების უწყვეტი შესაძლებლობები ყველა ასაკობრივი ჯგუფისათვის, რაც ეფუძნება სისტემაში ხარისხის ამაღლებას, თანასწორობისა და ინკლუზიურობის პრინციპების განმტკიცებას.
სახელმწიფო მმართველობა − გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული, შედეგებზე ორიენტირებული და ევროპულ პრინციპებზე დაფუძნებული საჯარო მმართველობის სისტემაზე გადასასვლელად მთავრობამ ინტენსიურად გააგრძელა მუშაობა საჯარო მმართველობის რეფორმის ახალ სტრატეგიაზე, რომელიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ევროკავშირთან დაჩქარებული ინტეგრაციის კონტექსტში. პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის განახლებული სისტემის ფარგლებში, იზრდება სამთავრობო სტრატეგიული დოკუმენტების მტკიცებულებებზე დაფუძნებულობის ხარისხი, რაც კარგი მმართველობის ხერხემალს წარმოადგენს. უწყვეტ რეჟიმში გრძელდება საჯარო მოხელეთა პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება. ასევე გრძელდება სახელმწიფო სერვისების მოდერნიზების პროცესი, რათა ქვეყნის საჯარო სექტორმა ხარისხიანად და ეფექტიანად უზრუნველყოს სახელმწიფო სერვისების მიწოდება მოქალაქეებისათვის.

ანგარიშში წარმოდგენილია დეტალური ინფორმაცია იმ აქტივობებსა და ღონისძიებებზე, რაც საქართველოს მთავრობამ საანგარიშო პერიოდში განახორციელა სამთავრობო პროგრამაში წარმოდგენილი რეფორმების დღის წესრიგის შესაბამისად“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

28 ივლისი 2026, 00:43

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ირანთან „ძალიან მეგობრული“ მოლაპარაკებები მიმდინარეობს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის „ძალიან მეგობრული“ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამის შესახებ ტრამპმა მიჩიგანში, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა.

დონალდ ტრამპი

28 ივლისი 2026, 00:26

მსოფლიო

ტრამპი თურქეთისთვის F-35-ების გაყიდვაზე ნეთანიაჰუს წინააღმდეგობაზე: ვერავინ მეტყვის, რა უნდა გავყიდოთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარყო შეკითხვა თურქეთისთვის F-35 ტიპის გამანადგურებლების მიყიდვასთან დაკავშირებით ბენიამინ ნეთანიაჰუს პროტესტის შესახებ და განაცხადა, რომ გაყიდვების საკითხს მის გარდა ვერავინ გადაწყვეტს.

დონალდ ტრამპი

27 ივლისი 2026, 23:09

მსოფლიო

ტრამპი: ჩვენ ვიღებთ მილიარდობით და მილიარდობით დოლარს ვენესუელასგან - იგივე მოხდება ირანის შემთხვევაშიც

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ვენესუელასგან მილიარდობით დოლარის შემოსავალს იღებს და ანალოგიური სცენარი ირანთან მიმართებითაც განვითარდება.

27 ივლისი 2026, 22:30

საზოგადოება

გივი მიქანაძე ანკარაში ჯეზერის მწვანე ტექნოლოგიების პროფესიულ-ტექნიკური ანატოლიური ლიცეუმის საქმიანობას გაეცნო

სასწავლებლის წარმომადგენლებთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ლიცეუმსა და საქართველოს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. აღინიშნა, რომ ლიცეუმი თურქეთის ერთ-ერთი გამორჩეული, თანამედროვე პროფესიული სასწავლებელია, შესაბამისად, კოლეჯებში სასწავლო გარემოსა და საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების კუთხით, მისი გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია.

გიორგი ქართველიშვილი

27 ივლისი 2026, 22:24

პოლიტიკა

გიორგი ქართველიშვილი: გვინდა გავერთიანდეთ და ბევრი კარგი, ქართული საქმე ერთად ვაკეთოთ

„ე.წ. იუმორისტები, რომლებიც თავის თავს იუმორისტების უწოდებენ, ჩვენს იდენტობაზე, ქართველობაზე, ჩვენს წინაპრებზე, ჩვენი კულტურის წარმომადგენლებზე ქილიკითა და დაცინვით საუბრობენ. ვფიქრობ, არცერთმა ქართველმა ეს ყველაფერი ისე არ უნდა დავტოვოთ, ამაზე რეაგირება უნდა გვქონდეს“, - აღნიშნა ქართველიშვილმა.

ლევან ყურაშვილი

27 ივლისი 2026, 22:11

პოლიტიკა

ლევან ყურაშვილი: არ მივცემთ უფლებას საქართველოს ფარგლებს გარეთ გარკვეულ ძალებს, დააფინანსონ ქვეყნის დესტაბილიზაცია და ჩვენი ეროვნული ინტერესების შელახვა

„საგარეო ძალები წლების განმავლობაში ყველაფერს აკეთებენ, რომ ყველაფერი ქართული შელახონ და ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოხდეს“, - აღნიშნა ყურაშვილმა.

თამარ ჩერგოლეიშვილი

27 ივლისი 2026, 22:06

პოლიტიკა

ჩერგოლეიშვილი: ჟიჟილაშვილს ჩემთან სახლში ეძინა, სტრასბურგში რომ ჩამოდიოდა ხოლმე, ფული რომ დაეზოგა და სასტუმროში არ დარჩენილიყო. მოსვლა რომ დაიწყო ხმებმა - ხაზარაძეს გაეშვას, თორემ ეთერში დავბლოკავ, სააკაშვილს გაეშვას, თორემ ეთერი დაებლოკება - მაშინ შევდექი

„ძალიან ცუდია, როდესაც ჟურნალისტი ისე ისვრის შეფასებებს, რომ არ აქვს შესწავლილი პროცესი. რამეს კი არ ვერჩოდი მაგ ჟურნალისტებს - ჩემთან მოსვლა რომ დაიწყო ხმებმა, ხაზარაძეს გაეშვას, თორემ, ეთერში დავბლოკავ, მიშა სააკაშვილს გაეშვას, თორემ, ეთერი დაებლოკება, კეზერაშვილს გაეშვას, თორემ, ეთერი დაებლოკება - მაშინ შევდექი, იმიტომ, რომ ეს არის პრინციპის საკითხი. ჟურნალისტი უნდა ემსახურებოდეს საჯარო ინტერესს, ზუსტად ისე, როგორც სახელმწიფო მოხელე უნდა ემსახურებოდეს საჯარო ინტერესს," - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

დონალდ ტრამპი

27 ივლისი 2026, 22:02

მსოფლიო

ტრამპი: გავარკვევთ, აწვდის თუ არა რუსეთი ირანს აშშ-ის ბაზების თანამგზავრულ ფოტოებს - პუტინს პირადად ვკითხავ

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას იმის შესახებ, რომ რუსეთი ირანს სპარსეთის ყურეში მდებარე ამერიკული სამხედრო ბაზების თანამგზავრულ ფოტოებს აწვდის, რათა თეირანს სამიზნეების ამოღებაში დაეხმაროს.

ირაკლი კობახიძე

27 ივლისი 2026, 21:47

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: განსაკუთრებით ვაფასებთ, რომ ჩინეთი საქართველოს მუდმივად თანასწორ და პატივსაცემ პარტნიორად განიხილავს, იმ დროს, როდესაც საერთაშორისო ურთიერთობები ხშირად ორმაგი სტანდარტებით ხასიათდება, დიპლომატიის არსი ნდობის ჩამოყალიბება, დიალოგისთვის არხების გახსნა, საერთო ინტერესების პოვნა და ისეთი ხიდების მშენებლობაა, რომლებიც ჩვენს ხალხებს ერთმანეთთან თანამშრომლობის შესაძლებლობას აძლევს

ჩვენმა საერთო მისწრაფებებმა მყარი საფუძველი შექმნა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების შემდგომი განვითარებისათვის, გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენი პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადავიდა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთის ელჩის დიპლომატიური მისიის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

27 ივლისი 2026, 21:43

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: იმ პრინციპებს შორის, რომლებიც ჩინეთსა და საქართველოს აერთიანებს, მშვიდობასა და სტაბილურობას განსაკუთრებული ადგილი უკავია

იმ პრინციპებს შორის, რომლებიც ჩინეთსა და საქართველოს აერთიანებს, მშვიდობასა და სტაბილურობას განსაკუთრებული ადგილი უკავია, ამ თვალსაზრისით, ჩინეთი წარმოადგენს სანიმუშო ქვეყანას - გლობალურ, მშვიდობიან ზესახელმწიფოს, რომელიც საერთაშორისო თანამშრომლობისა და სტაბილურობის განმტკიცების ერთგულია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ჩინეთის ელჩის დიპლომატიური მისიის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

27 ივლისი 2026, 21:36

საზოგადოება

ანაზღაურებადი სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, განაცხადების მიღების მორიგი ეტაპი პირველი სექტემბრიდან დაიწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ოფიციალური მონაცემებით, პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე, მონაწილეთა ნახევარი საჯარო უწყებებში ოფიციალურად დასაქმდა.

27 ივლისი 2026, 21:34

პოლიტიკა

„ორმაგი სტანდარტი“ ენერგოსექტორში - მმართველი გუნდი ოპოზიციას სააკაშვილის მმართველობისას მიღებულ გადაწყვეტილებებს ახსენებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოს ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ „თელასის“ არაპირდაპირი მფლობელი კომპანია „ინტერრაო“ სანქცირებულთა სიაშია, თუმცა თავად „თელასი“ კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტია და მისი უწყვეტი მუშაობა მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ჭოუ ციენი

27 ივლისი 2026, 21:26

პოლიტიკა

ჭოუ ციენი: ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჩემთვის დიდი პატივი იყო წვლილის შეტანა ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების სწრაფ განვითარებაში, ეს წარმატება შეუძლებელი იქნებოდა თქვენი მხარდაჭერისა და ერთგულების გარეშე, მსურს, გულწრფელი მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, საქართველოს მთავრობას, პარლამენტს და ყველა შესაბამის უწყებას

„ჩემი საქმიანობა საქართველოში დასასრულს უახლოვდება. ორმხრივი ურთიერთობები ორჯერ გადავიდა ახალ, უფრო მაღალ საფეხურზე. 2023 წელს საქართველო გახდა სამხრეთ კავკასიაში პირველი ქვეყანა, რომელმაც ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარა. გასულ თვეს კი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა და საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ერთობლივად გამოაცხადეს ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლა, რითაც ორმხრივ თანამშრომლობაში სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო. მაღალი დონის პოლიტიკური ურთიერთობები ღრმავდება“, - განაცხადა ელჩმა.

27 ივლისი 2026, 21:19

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თბილისის საკრებულოსთან აქციის წევრი დააკავეს, რომელსაც საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი ბანერი ხელში ეჭირა

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ერთი პირი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.

27 ივლისი 2026, 20:52

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის დაარსების 99-ე წლისთავისა და საქართველოში ჩინეთის ელჩის დიპლომატიური მისიის დასრულებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

საზეიმო მიღებაზე მთავრობის მეთაურმა ჩინეთის ელჩს ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

სალომე ლომიძე

27 ივლისი 2026, 20:49

ეკონომიკა

სალომე ლომიძე: მიზანმა გაამართლა - წარმატებით გავიარე სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა და ამჟამად დასაქმებული ვარ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში

როგორც სალომე ლომიძემ აღნიშნა, საჯარო სამსახურში საქმიანობით, კერძოდ კი, ანაზღაურებადი სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის გავლით პირველად საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის პროგრამის დამამთავრებელ კურსზე სწავლისას დაინტერესდა. სალომე ლომიძემ წარმატებით გაიარა პროგრამა და დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამშრომელია.

ზაალ ანჯაფარიძე

27 ივლისი 2026, 20:42

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე ახალი სახალხო მოძრაობის დაფუძნებაზე: არ იქნებოდა ქართველიშვილი, ადრე თუ გვიან აუცილებლად გამოჩნდებოდა ვინმე სხვა, ვინც მსგავს განაცხადს გააკეთებდა, რადგანაც აქ ბოლო დროს განვითარებული პროცესების ლოგიკამ გამოიწვია ეს ყველაფერი

ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე, MMA-ის მებრძოლის, გიორგი ქართველიშვილის და მისი თანამოაზრეების მიერ სახალხო მოძრაობის დაფუძნების თემას სოციალურ ქსელში ეხმიანება. ანჯაფარიძის განცხადებით, სწორედ ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესების ლოგიკამ გააჩინა აღნიშნული მოძრაობის ჩამოყალიბების საჭიროება.

ანდრეი სიბიგა

27 ივლისი 2026, 20:40

მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: ირანის მუქარა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია - თეირანის რეჟიმი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის პირდაპირი თანამონაწილეა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ ირანი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის პირდაპირი თანამონაწილეა, შესაბამისად, ის ვერ შეძლებს მსხვერპლის როლის მორგებას.

27 ივლისი 2026, 20:40

პოლიტიკა

იდენტური ტექსტები სოციალურ ქსელში და ცრუ ბრალდებები - შინაგან საქმეთა სამინისტრო ოპოზიციის მხარდამჭერების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას უარყოფს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ცნობებს, თითქოს საქართველოში რუსი სამხედრო ცხოვრობს, შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს. მეტიც, უწყება ოფიციალურად აცხადებს, რომ გამოქვეყნებული მონაცემები ყალბია და დასახელებულ პირს ქვეყნის საზღვარი არასდროს გადმოუკვეთავს.

პაატა ბურჭულაძე

27 ივლისი 2026, 20:31

პოლიტიკა

„თავისუფლებაზე ფიქრი“ პატიმრობიდან - მსჯავრდებული პაატა ბურჭულაძე სხვა პატიმრებს საპროცესო შეთანხმებისკენ მოუწოდებს. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული პაატა ბურჭულაძე პატიმრებს საპროცესო შეთანხმების გაფორმებისკენ მოუწოდებს. პატიმრობაში მყოფის განცხადებით, საკუთარ თავისუფლებაზე მხოლოდ ამის შემდეგ იფიქრებს.