imedi /  08 ივნისი 2022, 12:56 / სანდო წყარო

შალვა პაპუაშვილი: პირველად საქართველოს საარჩევნო პრაქტიკაში დადასტურდა, რომ პარალელური დათვლის შედეგები, რომელზეც მთლიანად იყო აწყობილი პარტიების პროტესტი - იყო ტყუილი

შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითმა საგამოძიებო კომისიამ საბოლოოდ დაადასტურა არჩევნების ლეგიტიმურობა და წერტილი დაუსვა ხელოვნურად შექმნილ გაურკვევლობას - პირველად საქართველოს საარჩევნო პრაქტიკაში დადასტურდა, რომ პარალელური დათვლის შედეგები, რომელზეც მთლიანად იყო აწყობილი პარტიების პროტესტი - იყო ტყუილი,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის 2021 წლის ანგარიში და 2022 წლის სამოქმედო გეგმა წარადგინა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, დღეს საქართველოს პარლამენტი გამართულად ფუნქციონირებს. თუმცა, 2021 წელი ცენტრალური სახელმწიფო ინსტიტუტისთვის რთული იყო.

„2020 წლის ივლისში მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებისა და საკანონმდებლო რეფორმების შედეგად შესაძლებელი გახდა უფრო ინკლუზიური საკანონმდებლო ორგანოს ჩამოყალიბება. ამის შედეგად, პირველად პროპორციული წარმომადგენლობის ბარიერი ცხრა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა. ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია თანხმდებოდა, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტუნარიან და პლურალისტურ გარემოში და ამომრჩევლის ნება თავისუფლად იყო გამოხატული. თუმცა, მოქალაქეთა მხარდაჭერით უკმაყოფილო პარტიებმა ბოიკოტი გამოუცხადეს პარლამენტს, რითიც შეზღუდეს ნორმალური და ჯანსაღი საპარლამენტო ცხოვრება. შესაბამისად, შეეცადნენ კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინათ ქვეყანაში სტაბილურობა. არჩევნებს გაყალბებულს უწოდებდნენ იმის მიუხედავად, რომ ვერ წარმოადგინეს ვერცერთი კონკრეტული ფაქტი ისეთი არსებითი დარღვევისა, რომელსაც შეეძლო არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 17 თებერვლის დადგენილებით, შეიქმნა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელმაც საბოლოოდ დაადასტურა არჩევნების ლეგიტიმურობა და წერტილი დაუსვა ხელოვნურად შექმნილ გაურკვევლობას.

დოკუმენტალურად დადასტურდა, რომ არჩევნების დღესვე წამოყენებული ბრალდება არჩევნების პირველადი შედეგების დაგვიანებით გამოცხადების შესახებ იყო ტყუილი; რომ ბრალდება ჭარბი რაოდენობის ბათილი ბიულეტენების შესახებ იყო ტყუილი; რომ ბრალდება ბიულეტენების ჭარბი მეტობის თუ ნაკლებობის შესახებ იყო ტყუილი, და ბოლოს, პირველად საქართველოს საარჩევნო პრაქტიკაში დადასტურდა, რომ პარალელური დათვლის შედეგები, რომელზეც მთლიანად იყო აწყობილი პარტიების პროტესტი - იყო ტყუილი. ტყუილი, ტყუილი, ტყუილი....... და ამ ტყუილის შედეგად საკუთარი ქვეყნისთვის მიყენებული რეპუტაციული ზიანი.

ხალხის მიერ მიცემული მანდატის, ნდობისა და იმედების ამდენად უპატივცემულოდ მოპყრობა სრულიად გაუმართლებელია. პარლამენტის წევრებმა ამომრჩევლების იმედები სწორედ საპარლამენტო საქმიანობაში აქტიური ჩართულობით, მათ პრობლემებზე გამოსავლის შეთავაზებით უნდა გაამართლონ და არა ლეგიტიმურ სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევით, შტურმით და ძალადობით. საერთო ჯამში, ერთპარტიული პარლამენტის სცენარი ჩაიშალა და დღეს პარლამენტი ისეა წარმოდგენილი, როგორც ეს მოსახლეობამ გადაწყვიტა“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

13 აპრილი 2026, 20:45

მსოფლიო

კრიტიკის გამო დონალდ ტრამპი რომის პაპს დაუპირისპირდა - სადამდე მივა ვაშინგტონსა და ვატიკანს შორის კონფლიქტი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით ლეო XIV-ის პოზიციამ გააღიზიანა. თეთრი სახლის ლიდერი ვატიკანს საგარეო პოლიტიკას უწუნებს და არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს.

13 აპრილი 2026, 20:40

მსოფლიო

The Wall Street Journal: აშშ-მა ოფიციალურად დაიწყო ირანის საზღვაო ბლოკადის ოპერაცია, რომლის მხარდასაჭერად რეგიონში უკვე მობილიზებულია 15-ზე მეტი ამერიკული ხომალდი

აშშ-მა ოფიციალურად დაიწყო ირანის საზღვაო ბლოკადის ოპერაცია, რომლის მხარდასაჭერად რეგიონში უკვე მობილიზებულია 15-ზე მეტი ამერიკული ხომალდი. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანსა და სამხედრო უწყების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

13 აპრილი 2026, 20:28

მსოფლიო

ირანული პორტების ბლოკადა ამერიკისგან და წარუმატებელი მოლაპარაკება პაკისტანში - ვითარება ახლო აღმოსავლეთში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ირანის საზღვაო ბლოკადა ამოქმედდა. შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ მკაფიოდ განაცხადა, რომ შეზღუდვა, დროშის მიუხედავად, ყველა ხომალდზე ვრცელდება.

პეტერ მადიარი

13 აპრილი 2026, 20:19

პოლიტიკა

ახალი პოლიტიკური რეალობა უნგრეთში და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მილოცვა პეტერ მადიარს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ახალი პოლიტიკური რეალობა უნგრეთში და საერთაშორისო რეზონანსი - საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულს ულოცავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

პეტერ მადიარი

13 აპრილი 2026, 20:18

მსოფლიო

პეტერ მადიარი: რუსეთი საფრთხეა, მაგრამ რუსი ხალხი - არა

კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა რუსეთს საფრთხედ, უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა დადებითად უპასუხა.

პეტერ მადიარი

13 აპრილი 2026, 20:07

მსოფლიო

ახალი პოლიტიკური რეალობა უნგრეთში და პეტერ მადიარის პირველი კომენტარი საქართველოზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

უნგრეთის არჩევნებში გამარჯვებულმა, უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა საქართველოს შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა.

პეტერ მადიარი

13 აპრილი 2026, 19:58

მსოფლიო

პეტერ მადიარი: როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, ევროპა სანქციებს მაშინვე გააუქმებს - ნედლეულის მაღალ ფასებში ყიდვა ევროკავშირის ინტერესებში არ შედის, როდესაც მეზობლად რუსეთის ფედერაციაა

უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა განაგრძობს რუსული ნავთობის შეძენას, თუმცა, ამავდროულად, შეეცდება ენერგოპროდუქტების შესყიდვების დივერსიფიცირებას.

პეტერ მადიარი

13 აპრილი 2026, 19:42

მსოფლიო

პეტერ მადიარმა მიანიშნა, რომ არ დაბლოკავს უკრაინისთვის ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხს, თუმცა დაადასტურა, რომ უნგრეთი მასში მონაწილეობას არ მიიღებს

უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა მიანიშნა, რომ არ დაბლოკავს უკრაინისთვის ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხს, რადგან გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, თუმცა დაადასტურა, რომ უნგრეთი მასში მონაწილეობას არ მიიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

პეტერ მადიარი

13 აპრილი 2026, 19:22

მსოფლიო

პეტერ მადიარი: ევროკავშირმა უნდა აღიაროს და პატივი სცეს ჩვენს განსხვავებულობას

უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ ევროპამ მიგრაციულ კრიზისი „არასწორად მართა“, რამაც ხალხის უსაფრთხოების განცდა შეარყია.

პეტერ მადიარი

13 აპრილი 2026, 18:58

მსოფლიო

პეტერ მადიარი: ცხადია, კარგ ურთიერთობას განვაგრძობთ საქართველოსთან. მოხარული ვიქნები, რომ გესტუმროთ თბილისში - მოუთმენლად ველი თქვენთან თანამშრომლობას

ცხადია, კარგ ურთიერთობას განვაგრძობთ საქართველოსთან, - გნაცხადა უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა. მისივე თქმით, იგი მოუთმენლად ელის საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას.

პეტერ მადიარი

13 აპრილი 2026, 18:51

მსოფლიო

პეტერ მადიარი აცხადებს, რომ აშშ-თან კარგი ურთიერთობები სურს, თუმცა ტრამპთან დარეკვას არ აპირებს

უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მომავალ ურთიერთობებზე ისაუბრა.

პეტერ მადიარი

13 აპრილი 2026, 18:38

მსოფლიო

პეტერ მადიარი: ჩვენ მხარს არ ვუჭერთ უკრაინის დაჩქარებულ გაწევრიანებას ევროკავშირში, რადგან საუბარია ქვეყანაზე, რომელიც ომის მდგომარეობაში იმყოფება

ჩვენ მხარს არ ვუჭერთ უკრაინის დაჩქარებულ გაწევრიანებას ევროკავშირში, რადგან საუბარია ქვეყანაზე, რომელიც ომის მდგომარეობაში იმყოფება, - განაცხადა უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა.

13 აპრილი 2026, 18:27

რეგიონი

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია,

პეტერ მადიარი

13 აპრილი 2026, 17:33

მსოფლიო

პეტერ მადიარი: ჩვენი სახელმწიფო არ აპირებს არცერთი უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას. მოვუწოდებ ყველა უცხოურ სახელმწიფოს, რომ შეხედონ უნგრეთს, როგორც თავისუფალ, დამოუკიდებელ, სუვერენულ ევროპულ სახელმწიფოს

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პეტერ მადიარმა პირველი პრესკონფერენცია გამართა. მისი განცხადებით, უნგრეთი არ აპირებს არცერთი უცხო სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევას. მან ასევე ყველა სახელმწიფოს მოუწოდა, შეხედონ უნგრეთს როგორც თავისუფალ, დამოუკიდებელ და სუვერენულ ევროპულ სახელმწიფოს.

ემანუელ მაკრონი და კირ სტარმერი

13 აპრილი 2026, 17:20

მსოფლიო

საფრანგეთი და ბრიტანეთი ჰორმუზის სრუტეში მიმოსვლის აღდგენის საკითხზე საერთაშორისო კონფერენციას გამართავენ

ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კონფერენციაში ის ქვეყნები მიიღებენ მონაწილეობას, რომლებსაც სურთ თავისი წვლილი შეიტანონ ჰორმუზის საკითხის მშვიდობიანად მოგვარებაში. გაერთიანებული სამეფოს პრემიერმა განაცხადა, რომ ლონდონი ჰორმუზის ბლოკირებას მხარს არ უჭერს, მიესალმება პრობლემის დიპლომატიური გზით გადაწყვეტას და არ დაუშვებს ახლო აღმოსავლეთის ომში გაერთიანებული სამეფოს ჩართვას.

13 აპრილი 2026, 17:12

მსოფლიო

მაიკ ბენცი და რობ შნაიდერი უნგრეთის არჩევნების შედეგებს გამოეხმაურნენ

უნგრეთში ოპოზიციური პარტიის გამარჯვებასთან დაკავშირებით, ევროკომისიის პრეზიდენტის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი მაიკ ბენცი ეხმიანება.

გეერტ ვილდერსი

13 აპრილი 2026, 17:08

მსოფლიო

გეერტ ვილდერსი უნგრეთის არჩევნების შედეგებზე: ეს სამწუხარო დღეა, თუმცა ბრძოლას ვაგრძელებთ

„ახლა ისეთი სუსტი ლიდერების გარემოცვაში დარჩნენ, როგორებიც არიან: მაკრონი, სანჩესი და მერცი. ეს სამწუხარო დღეა, თუმცა ბრძოლას ვაგრძელებთ“, - წერს ვილდერსი.

13 აპრილი 2026, 17:06

მსოფლიო

სპორტის საწყლოსნო სახეობათა საერთაშორისო ბიურო რუს სპორტსმენებს ყველა ტურნირზე დროშითა და ჰიმნით მონაწილეობის უფლებას აძლევს

„ზრდასრულ სპორტსმენებს, რომლებსაც ბელარუსის ან რუსეთის სპორტული მოქალაქეობა აქვთ, მიეცემათ უფლება მონაწილეობა მიიღონ სპორტის საწყლოსნო სახეობათა საერთაშორისო ბიუროს შეჯიბრებებში იმავე პირობებით, როგორც სხვა სპორტული ეროვნების წარმომადგენლებს. შესაბამისი ფორმით- დროშებითა და ჰიმნებით,“ - ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

13 აპრილი 2026, 16:29

მსოფლიო

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, წიაღისეული საწვავის იმპორტზე ევროკავშირის ხარჯები €22 მილიარდზე მეტით გაიზარდა

მისი განცხადებით, ომის დაწყებიდან 44 დღის განმავლობაში, წიაღისეული საწვავის იმპორტზე ევროკავშირის ხარჯები 22 მილიარდ ევროზე მეტით გაიზარდა, მაშინ როდესაც ევროკავშირს „ერთი მოლეკულით“ მეტი ენერგორესურსიც კი არ მიუღია.

ნიკოლ ფაშინიანი

13 აპრილი 2026, 15:24

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი: გულითადად ვულოცავ პეტერ მადიარსა და უნგრეთის მოსახლეობას არჩევნებში გამარჯვებას. დემოკრატიული არჩევნები ასახავს უნგრელი ხალხის ნებას და ქვეყნის მომავლის ხედვას

გულითადად ვულოცავ პეტერ მადიარსა და უნგრეთის მოსახლეობას არჩევნებში გამარჯვებას, - წერს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში.