imedi /  09 ივნისი 2022, 23:31 / სანდო წყარო

ირაკლი ჩიქოვანი: წელიწად-ნახევრის განმავლობაში მიზანმიმართულად იყო მცდელობა, რომ ერთი მხრივ მომხდარიყო ხელისუფლების დისკრედიტაცია და მეორე მხრივ იმ მონაპოვრის, რაც ხელისუფლებას გააჩნია

ირაკლი ჩიქოვანი

ირაკლი ჩიქოვანი

სამწუხაროდ, ევროპარლამენტშიც არიან ადამიანები, რომლებიც ხელმძღვანელობენ იგივე ღირებულებებით, რა ღირებულებებითაც ხელმძღვანელობს „ნაციონალური მოძრაობა“. ან საერთოდაც ერთად ხელმძღვანელობენ სხვა რაღაცით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ჩვენი საზოგადოება და ყველა კარგად ხედავს, რომ მთელი 2 წლის განმავლობაში, ძალიან კონკრეტულად და მიზანმიმართულად იყო მცდელობა, რომ მომხდარიყო ხელისუფლების დისკრედიტაცია.

„მეორე მხრივ იყო იმ მონაპოვრის დისკრედიტაციის მცდელობა, რომელიც ამ ხელისუფლებას გააჩნია. ეს არის ობიექტური სიმართლე. „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი შიშით სხვა ოპოზიციური პარტიები, მათი მედიასაშუალებების მიერ დაბულინგების მეშვეობით იყვნენ ჩართული სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟში. სამწუხაროდ, ევროპარლამენტშიც არიან ადამიანები, რომლებიც ხელმძღვანელობენ იგივე ღირებულებებით, რა ღირებულებებითაც ხელმძღვანელობს „ნაციონალური მოძრაობა“. ან საერთოდაც ერთად ხელმძღვანელობენ სხვა რაღაცით და მივიღეთ ეს შედეგი, თუმცა ეს შედეგი არის ის, რაც ჩვენ უარს გვათქმევინებს რამე ფორმით, გავაგრძელოთ ის დღის წესრიგი, რომელიც ამ ხელისუფლებას აქვს არჩეული და რომელიც მიზნად ისახავს, რომ ეს ქვეყანა საბოლოოდ გახდეს ევროკაშირის წევრი. ჩვენი წევრობა რა თქმა უნდა, ერთი მხრივ დამოკიდებულია იმაზე, რასაც ვაკეთებთ, მაგრამ ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამას ჰქონდეს ადეკვატური ასახვა და მიმღებლობა ევროპისგან“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

ყველა სიახლე

22 აგვისტო 2026, 17:17

რეგიონი

გიორგი ჯინჭარაძე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ჭუბერსა და ლატალში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა

აფხაზეთის მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრების ფარგლებში გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციასთან ერთად, მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები დევნილი ოჯახების საჭიროებებს, მათ ყოველდღიურ გამოწვევებსა და პრობლემურ საკითხებს გაეცნო. შეხვედრებზე ასევე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მოქმედ პროგრამებსა და იმ შესაძლებლობებზე, რომლებითაც დევნილ მოსახლეობას შეუძლია ისარგებლოს.

22 აგვისტო 2026, 17:12

რეგიონი

„მზესთან უფრო ახლოს - აჭარული გემოები“ - კურორტ გოდერძიზე ღონისძიება გაიმართა

მთის ტრასების სააგენტოს ორგანიზებით, ალპურ ზონაში სტუმრებისთვის მრავალფეროვანი აქტივობები მოეწყო. ქართველმა შეფ მზარეულებმა აჭარული სამზარეულოს გამორჩეული კერძების კულინარიული მასტერკლასები ჩაატარეს.

ემანუელ მაკრონი

22 აგვისტო 2026, 16:53

მსოფლიო

მაკრონი: რუსეთი ცდილობს უკრაინა ტერორით გატეხოს - მას ეს არ გამოუვა

რუსეთი ცდილობს უკრაინა ტერორით გატეხოს - მას ეს არ გამოუვა, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

22 აგვისტო 2026, 15:05

მსოფლიო

რუსეთის თავდასხმას სავაჭრო ცენტრზე 16 ადამიანი ემსხვერპლა - ზელენსკი მოკავშირეებს სამხედრო დახმარების გაზრდისკენ მოუწოდებს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის მშობლიურ ქალაქ კრივოი როგში, სავაჭრო ცენტრზე რუსული იერიშის შედეგად მიყენებული ზიანი შეაფასა. თავდასხმას 16 ადამიანი ემსხვერპლა. ზელენსკიმ პარტნიორებს დაბომბვებისგან დასაცავად დამატებითი სამხედრო დახმარების სასწრაფოდ მიწოდება სთხოვა.

22 აგვისტო 2026, 14:58

მსოფლიო

„მიზანმიმართული ტერორიზმი“ - ევროკავშირი უკრაინაში სავაჭრო ცენტრზე რუსეთის თავდასხმას გმობს

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა უკრაინის ქალაქ კრივოი როგში სავაჭრო ცენტრზე რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმა მკაცრად დაგმო და მას „აბსოლუტური ამორალურობა“ და „მიზანმიმართული ტერორიზმი“ უწოდა.

იოჰან ვადეფული

22 აგვისტო 2026, 14:54

მსოფლიო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: პუტინი ამ ზამთარს თავის მიზანს ვერ მიაღწევს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, იოჰან ვადეფული კიევში იმყოფება, სადაც იგი უკრაინის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ესწრება. მისი ვიზიტი რუსეთის მხრიდან უკრაინის სამოქალაქო ობიექტებსა და ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული ინტენსიური იერიშების ფონზე მიმდინარეობს.

22 აგვისტო 2026, 14:37

რეგიონი

ნადარბაზევის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხენოსნო დოღი გაიმართა

ნადარბაზევის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხენოსნო დოღი გაიმართა

22 აგვისტო 2026, 14:35

კულტურა

ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი საერთაშორისო არტისტებს მასპინძლობს

ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი საერთაშორისო არტისტებს მასპინძლობს. 18 კორეელი მხატვრის ნამუშევარი, თვითგამოხატვის ახალი ფორმების მუდმივ ძიებას ასახავს და თანამედროვე სამყაროს სოციალურ, კულტურულ და გარემოსდაცვით თემებს ეხება.

22 აგვისტო 2026, 14:35

საზოგადოება

საბერძნეთში, კუნძულ როდოსზე, საერთაშორისო ბანაკში 50 ეთნიკურად აფხაზი და აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდა მონაწილეობდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ, მსოფლიო საპატრიარქოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საბერძნეთში, კუნძულ როდოსზე, აფხაზეთიდან დევნილი 11-დან 15 წლამდე ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო ბანაკი მოაწყო.

22 აგვისტო 2026, 14:30

პოლიტიკა

„ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ,'' მე-9 რეგიონული ოფისი რუსთავში გახსნა

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“რეგიონული წარმომადგენლობების გახსნის კამპანიას განაგრძობს. პარტიამ მე-9 რეგიონული ოფისი დღეს ქალაქ რუსთავში გახსნა. რუსთავის ცენტრალურ პარკში გაიმართულ ღონისძიებას ქვემო ქართლის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები ესწრებოდნენ.

ლევან მაჭავარიანი

22 აგვისტო 2026, 14:24

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: „ნაცებმა“ პირდაპირ აღიარეს, რომ ნიკა გვარამიამ „რუსთავი 2“ ნამდვილად გაძარცვა. ამ შემთხვევაში, ისინი აღიარებენ იმას, რომ მათი მთავარი მოტივატორი ფულია და ძალიან ადვილად იყიდებიან ფულზე

„ვაკვირდებით, თუ როგორ ეზიზღებათ ამ ადამიანებს ერთმანეთი. რაც მთავარია, ისინი იბრძვიან ფავორიტობისთვის, გარე პატრონების ფავორიტი ვინ გახდება იქიდან გამომდინარე, რომ ფავორიტს აქვს მეტი დაფინანსება და ფავორიტი სარგებლობს მეტი პრივილეგიით. ამ შემთხვევაში ისინი ადასტურებენ იმ სიმართლეს, რასაც „ქართული ოცნება“ ვსაუბრობდით.

22 აგვისტო 2026, 14:20

რეგიონი

რუსთავში ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა სრულდება

რუსთავის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების ეტაპს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ქვარა ჩართოლანი გაეცნენ.

გურამ მაჭარაშვილი

22 აგვისტო 2026, 14:17

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი სააკაშვილზე: არ ვიყიდებითო, ეს არ უთქვამს, ასე დაბალ ფასად არ ვიყიდებითო

იმედი გვაქვს, საკონსიტუციო სასამართლო გონივრულ ვადაში აკრძალავს ამ მავნებელ ე.წ პარტიებს და ჯანსაღი პოლიტიკური პარტიები წარმოვლენ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, - განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას. მისივე თქმით, ოპოზიციას არაფერი გააჩნია და ერთმანეთში ჰაერისთვის მაინც ჩხუბობენ.

22 აგვისტო 2026, 14:10

პოლიტიკა

ყოფილი თანაგუნდელები ერთმანეთს წარსულის დანაშაულებს ახსენებენ - ფეისბუკპოსტებით ოპოზიციის ბრძოლა ფულის თემამდე დავიდა

ყოფილი თანაგუნდელები ერთმანეთს, წარსულის დანაშაულებს ახსენებენ - პატიმარი სააკაშვილი მხარდამჭერებსა და თანამებრძოლებს მოუწოდებს, ყოფილები წარსულში დატოვონ, რადგან, მისივე სიტყვებით, „სიბინძურეებით გაიყიდნენ“.

22 აგვისტო 2026, 13:35

სამართალი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ნადირობის სეზონის გახსნიდან 12 საათში 40 სამართალდარღვევა გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნიდან 12 საათში, ქვეყნის მასშტაბით 40 სამართალდარღვევა გამოავლინეს.

22 აგვისტო 2026, 13:34

თავდაცვა

თავდაცვის მინისტრი სამხედრო ჰოსპიტლის სიახლეებს გაეცნო

საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებოდა, სადაც ახალი ამბულატორიული შენობა, სრულად რეაბილიტირებული კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტი, ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის დეპარტამენტები და განახლებული საოპერაციო ბლოკი დაათვალიერა. ჰოსპიტლის დირექტორმა, კობა შანავამ მინისტრს განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

რუსლან სტეფანჩუკი

22 აგვისტო 2026, 12:37

მსოფლიო

უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე: საომარი მდგომარეობის დროს არჩევნების ჩატარება სრულიად შეუძლებელი, არამიზანშეწონილი და უპასუხისმგებლო ნაბიჯია

უკრაინის უმაღლესი რადა მუშაობს სპეციალურ კანონპროექტზე, რომელიც საომარი მდგომარეობის დროს არჩევნების ჩატარების შესაძლებლობებს ითვალისწინებს, თუმცა ამ ეტაპზე რეალური კენჭისყრის ორგანიზება სრულიად შეუძლებელია. ამის შესახებ უმაღლესი რადის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა

22 აგვისტო 2026, 12:00

კულტურა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური კვლევები განახლდა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური კვლევები განახლდა. სამუშაოების მიმდინარეობას სააგენტოს გენერალური დირექტორი თეა ონიანი, მონიტორინგის სამსახურის უფროს გიორგი ტიკურიშვილთან და ექსპედიციის ხელმძღვანელ პროფესორ ვახტანგ ლიჩელთან ერთად გაეცნო.

22 აგვისტო 2026, 11:50

საზოგადოება

რუსთავში ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა სრულდება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი რუსთავში ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტებს ასრულებს. სამუშაოების დასრულების ეტაპს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ქვარა ჩართოლანი რუსთავის მერთან, ნინო ლაცაბიძესთან ერთად გაეცნო.

22 აგვისტო 2026, 11:29

სამართალი

სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე დააკავეს

სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე დააკავეს