პოლიტიკა
13 ივლისი 2026, 12:40
ირაკლი კობახიძე: ეუთოსთან თანამშრომლობა გაგრძელდება, თუმცა ამ თანამშრომლობის ხარისხი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განაგრძობს თავად ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა თავის საქმიანობას - დარჩება კვლავაც ჯო უილსონის დონეზე, თუ ამაღლდება ჯო უილსონის დონეზე ზემოთ
ეუთოსთან თანამშრომლობა გაგრძელდება, თუმცა ამ თანამშრომლობის ხარისხი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განაგრძობს თავად ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა თავის საქმიანობას - დარჩება კვლავაც ჯო უილსონის დონეზე, თუ ამაღლდება ჯო უილსონის დონეზე ზემოთ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
13 ივლისი 2026, 12:39
ირაკლი კობახიძე: სუვერენიტეტის მტკიცედ დაცვის გარდა, საქართველოს სხვა ალტერნატივა არ აქვს, ფაქტია, რომ ვერც უსამართლო რეზოლუციებით, ვერც აბსურდული განცხადებებით და ვერც რევოლუციის მცდელობებით „დიპ სტეიტი“ საქართველოში სასურველი შედეგის მიღწევას ვერ ახერხებს, მით უმეტეს, რომ 2024 და 2025 წლებში, ქართველმა ხალხმა სწორედ ამ ყველაფრის ფონზე დაუჭირა მტკიცედ მხარი „ქართულ ოცნებას“
ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელება, ლგბტ-პროპაგანდა, მიგრანტების იძულებითი მიღება, სახელმწიფო სუვერენიტეტზე და ეროვნულ იდენტობაზე უარის თქმა, ეკონომიკის სტაგნაცია და ა.შ. - სწორედ ასეთია „დიპ სტეიტის“ მიერ შეთავაზებული კომფორტის ფასი, ფასი, რომელმაც ევროკავშირი და ევროკავშირის კონკრეტული ქვეყნები უმძიმეს შედეგებამდე მიიყვანა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
13 ივლისი 2026, 12:36
ირაკლი კობახიძე: ქვეყნის შიგნით ასკაციანი აქციები და ქვეყნის გარედან სანქციები - ამ ეტაპისთვის სწორედ ეს დარჩა „დიპ სტეიტს“ ერთადერთ ინსტრუმენტად საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რადგან ბოლო წლებში ჩავარდნილი რევოლუციების შემდეგ, ამ კუთხით მათი რესურსი სრულად მიილია
ქვეყნის შიგნით ასკაციანი აქციები და ქვეყნის გარედან სანქციები - ამ ეტაპისთვის სწორედ ეს დარჩა „დიპ სტეიტს“ ერთადერთ ინსტრუმენტად საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რადგან ბოლო წლებში ჩავარდნილი რევოლუციების შემდეგ, ამ კუთხით მათი რესურსი სრულად მიილია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
13 ივლისი 2026, 12:33
ირაკლი კობახიძე: საქართველოს წინააღმდეგ მიმართული კოორდინირებული კრიტიკის არაერთ ტალღას არც დემოკრატიის ხარისხთან და არც ადამიანის უფლებებთან არავითარი კავშირი არ აქვს - „დიპ სტეიტისთვის“ მთავარი პრობლემა მოქმედი ხელისუფლებაა, რომელიც არა არაფორმალური ოლიგარქიული გავლენების, არამედ ეროვნული ინტერესების შესაბამისად მოქმედებს
საქართველოს წინააღმდეგ მიმართული კოორდინირებული კრიტიკის არაერთ ტალღას, რეალურად, არც დემოკრატიის ხარისხთან და არც ადამიანის უფლებებთან არავითარი კავშირი არ აქვს, „დიპ სტეიტისთვის“ მთავარი პრობლემა მოქმედი ხელისუფლებაა, რომელიც არა არაფორმალური ოლიგარქიული გავლენების, არამედ ეროვნული ინტერესების შესაბამისად მოქმედებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
13 ივლისი 2026, 12:31
პოლიტიკური გაერთიანება „ალდე“, რომლის ლიდერებიც კაია კალასი და მარტა კოსი არიან, ამ დრომდე არ ემიჯნება პარტია „ლელოს“, რომელიც ტერორიზმს ამართლებს და ალეკო ელისაშვილს პარტიიდან არ რიცხავს
ALDE - ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის, რომლის წევრი პარტია „ლელოა“, დღემდე არ პასუხობს და არ ემიჯნება პარტიის პოზიციას, რომელიც ტერორიზმს ამართლებს.
13 ივლისი 2026, 12:25
პრემიერი: 2011 წლის 26 მაისს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა მშვიდობიანი მომიტინგეები ალყაში მოამწყვდია და ისე, რომ გასვლის საშუალებაც კი არ მისცა, უმოწყალოდ დაარბია, ხოლო რამდენიმე მომიტინგე მოკლა, მაშინ, ხელისუფლების ამ და სხვა ამაზრზენ ქმედებებს დასავლური ბიუროკრატია არათუ რეზოლუციებით, ერთი კრიტიკული განცხადებითაც კი არ გამოხმაურებია, შეგახსენებთ, რომ ამ ყველაფრის შემოქმედ რეჟიმს „დიპ სტეიტის“ გავლენით მოქმედი დასავლური ინსტიტუტები „დემოკრატიის შუქურად“ მოიხსენიებდნენ
„დიპ სტეიტის“ გავლენა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე კონკრეტული მოვლენების ზედაპირული ანალიზითაც კი მარტივად დგინდება, შეგახსენებთ, რომ როდესაც საქართველოს უცხოური აგენტურა - „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი მართავდა, დასავლური ინსტიტუტები „დემოკრატიის შუქურად“ მოიხსენიებდნენ და მის მიმართ ქებას არ იშურებდნენ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
13 ივლისი 2026, 12:20
პრემიერი: საქართველოს ხელისუფლების პრინციპულ, ეროვნულ პოზიციას უკავშირდება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წამოწყებული აბსურდული, მაგრამ მძიმე პროცესი, რომლის ფარგლებში საქართველოს წინააღმდეგ იყენებენ ყველა იმ ბერკეტს, რომელიც „დიპ სტეიტს“ აქვს არსენალში, მათ შორის ერთ დროს ავტორიტეტულ ევროპულ ინსტიტუტებს, სწორედ ამ პროცესის ნაწილია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციაც
საქართველოს ხელისუფლების პრინციპულ, ეროვნულ პოზიციას უკავშირდება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წამოწყებული აბსურდული, მაგრამ მძიმე პროცესი, რომლის ფარგლებში საქართველოს წინააღმდეგ იყენებენ ყველა იმ ბერკეტს, რომელიც „დიპ სტეიტს“ აქვს არსენალში, მათ შორის ერთ დროს ავტორიტეტულ ევროპულ ინსტიტუტებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
13 ივლისი 2026, 12:12
ირაკლი კობახიძე: არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში, რომლის მიზანი უსამართლო და სამარცხვინო ბრალდებებით, სანქციებით და ზეწოლის თუ შანტაჟის სხვა ბერკეტების გამოყენებით, საქართველოში ხელისუფლების შეცვლა და „დიპ სტეიტის“ მორჩილი აგენტურით მისი ჩანაცვლებაა
არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში, რომლის მიზანი უსამართლო და სამარცხვინო ბრალდებებით, სანქციებით და ზეწოლის თუ შანტაჟის სხვა ბერკეტების გამოყენებით, საქართველოში ხელისუფლების შეცვლა და „დიპ სტეიტის“ მორჩილი აგენტურით მისი ჩანაცვლებაა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
{{n.Date}}, {{n.Time}}
{{n.Title}}
{{n.ShortDescription}}


